პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ალასანია - მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში ვართ, რადგან ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
ირაკლი ალასანია - მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში ვართ, რადგან ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია

ჩვენ მუდ­მივ საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნა­ში ვართ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ვერ­ტმფრე­ნე­ბის მიერ გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­ე­რო სივ­რცის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

"2008 წლის შემ­დეგ და­ახ­ლო­ე­ბით ათა­სამ­დე სა­ჰა­ე­რო სივ­რცის დარ­ღვე­ვის ფაქტს ჰქონ­და ად­გი­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ ვი­თა­რე­ბას და ყვე­ლა მოქ­მე­დე­ბის­თვის მზად­ყოფ­ნის შე­სა­ბა­მი­სი სცე­ნა­რია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. მინ­და გი­თხრათ, რომ არა­ნა­ი­რი საფრ­თხე ამ გა­დაფ­რე­ნას ჩვე­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის იმ მო­ცე­მულ მო­მენ­ტში და­მა­ტე­ბით არ შე­უქ­მნია. ჩვენ ვართ მუდ­მივ საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნა­ში, იმი­ტომ რომ ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ის 20% ოკუ­პი­რე­ბუ­ლია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენს გეგ­მებ­ში ამით არა­ფე­რი არ შეც­ვლი­ლა", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ.

გუ­შინ, და­ახ­ლო­ე­ბით 12:20 სა­ათ­ზე, ოკუ­პი­რე­ბულ ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში უკა­ნო­ნოდ გან­ლა­გე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზი­დან "მი-8" ტი­პის რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ვერ­ტმფრე­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში შე­მო­იჭ­რა და გა­და­უფ­რი­ნა გო­რი­სა და კას­პის რა­ი­ო­ნე­ბის სოფ­ლე­ბის - არ­ბოს, მე­რე­თის, დი­ცის, კოშ­კას, ქე­რეს, ფლა­ვის, ფლა­ვის­მა­ნის, ქვე­შის, მეჯვრის­ხე­ვის, ზერ­ტის, კირ­ბა­ლის, ბერ­შუ­ე­თის, წი­თე­ლუბ­ნის, ხურ­ვა­ლე­თის, ზა­დი­ა­ანთკა­რის, სა­კო­რინ­თლოს, ქვე­მო ჭა­ლას, პან­ტი­ა­ნი­სა და ვე­კეს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ლა­გე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გუ­შა­გო­ებ­სა და პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბებს.

6 მარტს, და­ახ­ლო­ე­ბით 18:22 სა­ათ­ზე, ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში უკა­ნო­ნოდ გან­ლა­გე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნა­ბა­კე­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან შე­მო­იჭ­რა ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში და გა­და­უფ­რი­ნა ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ხურ­ჩა­ში გან­ლა­გე­ბულ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გუ­შა­გო­ებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ირაკლი ალასანია - მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში ვართ, რადგან ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია

ირაკლი ალასანია - მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში ვართ, რადგან ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია

ჩვენ მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში ვართ, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ რუსეთის სამხედრო ვერტმფრენების მიერ გუშინ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.

"2008 წლის შემდეგ დაახლოებით ათასამდე საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს ჰქონდა ადგილი. საქართველოს შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ ვითარებას და ყველა მოქმედებისთვის მზადყოფნის შესაბამისი სცენარია გამოცხადებული. მინდა გითხრათ, რომ არანაირი საფრთხე ამ გადაფრენას ჩვენი უსაფრთხოებისთვის იმ მოცემულ მომენტში დამატებით არ შეუქმნია. ჩვენ ვართ მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში, იმიტომ რომ ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. აქედან გამომდინარე, ჩვენს გეგმებში ამით არაფერი არ შეცვლილა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

გუშინ, დაახლოებით 12:20 საათზე, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განლაგებული სამხედრო ბაზიდან "მი-8" ტიპის რუსული სამხედრო ვერტმფრენი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში შემოიჭრა და გადაუფრინა გორისა და კასპის რაიონების სოფლების - არბოს, მერეთის, დიცის, კოშკას, ქერეს, ფლავის, ფლავისმანის, ქვეშის, მეჯვრისხევის, ზერტის, კირბალის, ბერშუეთის, წითელუბნის, ხურვალეთის, ზადიაანთკარის, საკორინთლოს, ქვემო ჭალას, პანტიანისა და ვეკეს ტერიტორიაზე განლაგებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოებსა და პოლიციის შენობებს.

6 მარტს, დაახლოებით 18:22 საათზე, ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ განლაგებული რუსული უპილოტო საფრენი აპარატი გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მიმართულებიდან შემოიჭრა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში და გადაუფრინა ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში განლაგებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა