სურსათის ეროვნული სააგენტო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, შპს "კალანდაში" ღორების დაცემის ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოში განმარტავენ, ფერმაში გამოცხადებულია კარანტინი, ჩატარებულია დეზინფექცია და ამ ეტაპისთვისაც გრძელდება ღონისძიებების გატარება.
"სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე იმყობიან და 24-სათიან რეჟიმში მუდმივ მონიტორინგს უწევენ დაავადების ლიკვიდაციის პროცესს. დაცემული ცხოველები განადგურდა ვეტერინარულ-სანიტარული წესების სრული დაცვით, შესაბამისად, დაავადებული ცხოველების ხორცის ბაზარზე მოხვედრის რისკი არ არსებობს",-ნათქვამია სურსათის უვნებლობის სამსახურის განცხადებაში.