პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მივხვდეთ, რომ გვისმენენ - "ეს პარანოიასა და ქაოსს გამოიწვევს"
როგორ მივხვდეთ, რომ გვისმენენ - "ეს პარანოიასა და ქაოსს გამოიწვევს"

უკა­ნო­ნო მოს­მე­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ კამ­პა­ნია - "ეს შენ გე­ხე­ბა" იწყე­ბა. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­ის სლო­გა­ნია - "ეს შენ გე­ხე­ბა! ისევ გვის­მე­ნენ!". ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის თქმით, კამ­პა­ნი­ის მი­ზა­ნია პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის დაც­ვა და უკა­ნო­ნო მოს­მე­ნე­ბის, მი­ყუ­რა­დე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მოქ­მე­დე­ბა. მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­სულ მმარ­თველ კო­ა­ლი­ცი­ას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არა­ნა­ი­რი სის­ტე­მუ­რი ცვლი­ლე­ბა არ გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბია და სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს კვლავ აქვთ შე­უ­ზღუ­და­ვი წვდო­მა კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის ოპე­რა­ტორ­თა მო­ნა­ცე­მებ­თან, მო­ქა­ლა­ქე­თა შო­რის ყვე­ლა სა­ხის კო­მუ­ნი­კა­ცი­ას­თან.

უკა­ნო­ნო მოს­მე­ნე­ბის შე­სა­ხებ ambebi.ge და­მო­უ­კი­დე­ბელ ექ­სპერტს, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ლაშა პა­ტა­რა­ი­ას და­უ­კავ­შირ­და.

- მოს­მე­ნე­ბის თემა ყო­ველ­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რია, ვნა­ხეთ, რომ მსოფ­ლი­ოს ლი­დე­რებ­საც კი უს­მე­ნენ. ეს ნოუ-ჰაუ არ არის. ამას ვერც სა­მარ­თლებ­რი­ვი ჩარ­ჩო­ე­ბით შე­ზღუ­დავ. უბ­რა­ლოდ, პრო­ცე­სის გა­ჯან­სა­ღე­ბა­ზე და სის­ტე­მა­ტი­ზა­ცი­ა­ზე შეგ­ვიძ­ლია ვი­სა­უბ­როთ. აქ­ტუ­ა­ლუ­რი თემა შეგ­ვიძ­ლია ჩვენს ენა­ზე ასე ვთარ­გმნოთ: "ვინ უნდა აკონ­ტრო­ლოს ის, ვინც მა­კონ­ტრო­ლებს მე?" კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მე­ბი შსს-ს და სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ უნდა შე­მუ­შავ­დეს, ამა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ვერ ჩა­ერ­თვე­ბი­ან. ვფიქ­რობ, ისი­ნი უბ­რა­ლოდ ცდი­ლო­ბენ ხალ­ხს აფიქ­რე­ბი­ნონ, რომ ასე­თი კონ­ტრო­ლის მო­პო­ვე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რი მო­ქა­ლა­ქის უსაფრ­თხო­ე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს და მათი მეშ­ვე­ო­ბით არა­ერ­თი საქ­მე გახ­სნი­ლა. ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში მოს­მე­ნე­ბი ემ­სა­ხუ­რე­ბა ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბე­ბის ამაღ­ლე­ბას. მი­ყუ­რა­დე­ბით და პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის კონ­ტრო­ლით, კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი, კერ­ძოდ ჰა­კე­რე­ბი არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რა­ტომ კეთ­დე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე აქ­ცენ­ტი ვერ ვხვდე­ბი.

- რო­გორ უნდა მიხ­ვდეთ, რომ გვის­მე­ნენ?

- სა­კი­თხის ასე და­ყე­ნე­ბა არას­წო­რია. ეს რთუ­ლი თე­მაა და ტექ­ნი­კურ მა­ნიშ­ნებ­ლებს ასე ვერ აღ­მო­ვა­ჩენთ. ამას სპე­ცი­ა­ლუ­რი მომ­ზა­დე­ბა სჭირ­დე­ბა აკა­დე­მი­ა­ში. მოკ­ლედ, რომ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბო შე­სა­ბა­მი­სი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, ეს პა­რა­ნო­ი­ა­სა და ქა­ოსს გა­მო­იწ­ვევს.

- ბოლო დროს მო­ბი­ლუ­რის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ხში­რად ჩი­ვი­ან იმის გამო, რომ სა­კუ­თა­რი ხმა უბ­რუნ­დე­ბათ ტე­ლე­ფონ­ში, ამ­ჩნე­ვენ სხვა ტექ­ნი­კურ ხარ­ვე­ზებ­საც. ვა­რა­უ­დო­ბენ - სწო­რედ ეს არის იმის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი, რომ ჩვენ გვის­მე­ნენ...

- ეს შე­იძ­ლე­ბა ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზი, პრო­ვა­ი­დე­რის ან სხვა რა­დი­ო­ძა­ლე­ბის ბრა­ლი იყოს. ასე­ვე, ამის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს ბევ­რი აბო­ნენ­ტის ჩარ­თუ­ლო­ბა ქსელ­ში. პი­ა­რის ნაც­ვლად, ჯო­ბია მა­გი­დას­თან დავ­სხდეთ და შე­ვი­მუ­შა­ვოთ პრო­ცე­სის გა­ჯან­სა­ღე­ბის მე­თო­დი.

ტექ­ნი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის და­ხა­სი­ა­თე­ბის­გან თავს იკა­ვებს უშიშ­რო­ე­ბის გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი ან­ზორ მა­ი­სუ­რა­ძეც. ის მო­სახ­ლე­ო­ბას ურ­ჩევს სა­ი­დუმ­ლო თე­მებ­ზე სა­უბ­რის­გან თავი შე­ი­კა­ვოს.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში და ყველ­გან იყო, არის და იქ­ნე­ბა მოს­მე­ნე­ბი. მთა­ვა­რია ეს მოს­მე­ნე­ბი პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ ხდე­ბო­დეს. 9 წელი ვი­ყა­ვი სა­ზღვარ­გა­რეთ. შინ, გა­რეთ, მან­ქა­ნა­ში არ უნდა გვე­ლა­პა­რა­კა ის, რაც სა­ლა­პა­რა­კო არ იყო. მხო­ლოდ ის უნდა ილა­პა­რა­კო, რაც სა­ლა­პა­რა­კოა. სხვა პრაქ­ტი­კუ­ლი რჩე­ვე­ბი ამის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად არ არ­სე­ბობს, ტექ­ნი­კა ისე წა­ვი­და წინ, ამას ვერ გა­მო­იც­ნობ. ად­რეც ვე­რა­ვინ ხვდე­ბო­და, ვის უს­მე­ნენ და ვის არა. შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ არ გქონ­დეს ტე­ლე­ფო­ნი, მა­ინც მო­გის­მე­ნენ.

ეკა გი­გა­უ­რი("სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა")

- ქალ­ბა­ტო­ნო ეკა, რის სა­ფუძ­ველ­ზე ამ­ტკი­ცებთ, რომ ჩვენ გვის­მე­ნენ?

- დღეს არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მა სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, მო­უს­მი­ნონ 21 ათას ადა­მი­ანს, მი­ი­ღონ ინ­ფორ­მა­ცია სმს-ებზე, ად­გილ­სამ­ყო­ფელ­ზე და ა.შ. თუ მა­ღა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მო­ბი­ლუ­რი აქვს ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ჩარ­თუ­ლია ინ­ტერ­ნეტ­ში, ად­ვი­ლად ამოწ­მე­ბენ მის პი­რად ინ­ფორ­მა­ცი­ას. არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ამ სის­ტე­მის ცვლი­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ნა­ბი­ჯი არ გა­დად­გმუ­ლა. ჩვენ ვსა­უბ­რობ­დით ასე­ვე, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ე.წ. შავი ყუ­თე­ბი ჰქონ­და და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი მო­ბი­ლურ კომ­პა­ნი­ებ­ში. დღე­საც და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია ეს ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მო­ბი­ლურ კომ­პა­ნი­ებ­ში. ეფექ­ტუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის მე­ქა­ნიზ­მი არ არ­სე­ბობს და ალ­ბა­თო­ბა იმის, რომ გა­და­ა­მე­ტონ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას დი­დია. გვინ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში იყოს ისე­თი სის­ტე­მა, რო­გო­რიც ევ­რო­პა­შია. თუ მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი იქ­ნე­ბა, მა­შინ მი­უ­ყუ­რა­დონ და უთ­ვალ­თვა­ლონ ადა­მი­ანს. შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გვაქვს კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც წე­ლი­წად­ზე მე­ტია პარ­ლა­მენ­ტში დევს და გან­ხილ­ვა ვერ ხერ­ხე­ბა. მო­ბი­ლუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის ტექპერ­სო­ნა­ლი ჩარ­თუ­ლია ამ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში.

- პი­რა­დად თქვენ გიგ­რძვნი­ათ, რომ გის­მე­ნენ?

- ვერ ვი­ტყვი, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ალ­ბათ, მის­მენ­დნენ. ამის მტკი­ცე­ბა არ შე­მიძ­ლია, რად­გან რთუ­ლია. არა­ფე­რი არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი. მო­ვის­მი­ნე ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძის გა­მოს­ვლა, სა­დაც თქვა, არ ვუს­მენ­თო, ასე­თი­ვე ტო­ნით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ გვის­მე­ნენ. რად­გან სის­ტე­მა უკონ­ტრო­ლოა.

ახალ­გაზ­რდა კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლისტ ვა­ხუშ­ტი მე­ნაბ­დის გან­ცხა­დე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო არ ას­რუ­ლებს სა­კუ­თარ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს უკა­ნო­ნო მი­ყუ­რა­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და აძ­ლი­ე­რებს ტექ­ნი­კურ სა­შუ­ა­ლე­ბებს, რაც იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, უფრო მეტ ხალ­ხს მო­უს­მი­ნონ.

- რის სა­ფუძ­ველ­ზე ამ­ტკი­ცებთ, რომ შსს-მ გა­აძ­ლი­ე­რა მო­სას­მე­ნი აპა­რა­ტუ­რა და უფრო ბევრ ადა­მი­ანს აკონ­ტრო­ლებს?

- სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბაზა არის პრობ­ლე­მუ­რი, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს არ სურთ მო­ნი­ტო­რინ­გის მე­ქა­ნიზ­მე­ბის ჩარ­თვა, სწო­რედ ეს აჩენს ეჭვს, რომ იგი­ვე მე­თო­დებს მი­მარ­თავს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რა­საც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აკე­თებ­და. არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი ტექ­ნი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, რაც ბოლო დროს გა­ი­ზარ­და. აქ სა­უ­ბა­რია ინ­ტერ­ნეტ­ზე, მო­ბი­ლუ­რის აპ­ლი­კა­ცი­ებ­ზე, სკა­იპ­ზე, ვა­ი­ბერ­ზე და ა.შ. ტექ­ნი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის გა­რე­შე, ამას ვერ გა­ა­კონ­ტრო­ლე­ბენ. გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი ტექ­ნი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბის არარ­სე­ბო­ბა, შე­იქ­მნას მო­ნი­ტო­რინ­გი, გვაძ­ლევს ამის ფიქ­რის უფ­ლე­ბას.

- შს მი­ნის­ტრი ყო­ველ­თვის უარ­ყოფს, რომ უკა­ნო­ნო მი­ყუ­რა­დე­ბე­ბი ხდე­ბა...

- ბა­ტო­ნი მი­ნის­ტრი უც­ნა­ურ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს, თით­ქოს ჩვენ ჩუ­მად ვი­ყა­ვით მა­შინ, როცა შსს ხალ­ხს უკა­ნო­ნოდ უს­მენ­და. დიდი ბო­დი­ში, მაგ­რამ მა­შინ დღე­ვან­დე­ლი შს მი­ნის­ტრი იყო პო­ლი­ცი­ის ერთ-ერთი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი და იმ სის­ტე­მის ნა­წი­ლი, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­ში ბრალს სდებს. მის ზე­პირ გან­ცხა­დე­ბებს ვერ ვენ­დო­ბი, რად­გან საქ­მე სა­პი­რის­პი­როს ამ­ტკი­ცებს.

- თქვენც გის­მე­ნენ?

- არ ვიცი, მის­მე­ნენ თუ არა. შე­იძ­ლე­ბა ამ ჩემს სა­უ­ბარ­საც უს­მე­ნენ. არ მაქვს ამის შე­სა­ხებ არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

როგორ მივხვდეთ, რომ გვისმენენ - "ეს პარანოიასა და ქაოსს გამოიწვევს"

როგორ მივხვდეთ, რომ გვისმენენ - "ეს პარანოიასა და ქაოსს გამოიწვევს"

უკანონო მოსმენების წინააღმდეგ კამპანია - "ეს შენ გეხება" იწყება. განახლებული კამპანიის სლოგანია - "ეს შენ გეხება! ისევ გვისმენენ!". ორგანიზატორების თქმით, კამპანიის მიზანია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა და უკანონო მოსმენების, მიყურადების წინააღმდეგ მოქმედება. მათივე განცხადებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოსულ მმართველ კოალიციას ამ მიმართულებით არანაირი სისტემური ცვლილება არ განუხორციელებია და სამართალდამცავ ორგანოებს კვლავ აქვთ შეუზღუდავი წვდომა კავშირგაბმულობის ოპერატორთა მონაცემებთან, მოქალაქეთა შორის ყველა სახის კომუნიკაციასთან.

უკანონო მოსმენების შესახებ ambebi.ge დამოუკიდებელ ექსპერტს, ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებში ლაშა პატარაიას დაუკავშირდა.

- მოსმენების თემა ყოველთვის აქტუალურია, ვნახეთ, რომ მსოფლიოს ლიდერებსაც კი უსმენენ. ეს ნოუ-ჰაუ არ არის. ამას ვერც სამართლებრივი ჩარჩოებით შეზღუდავ. უბრალოდ, პროცესის გაჯანსაღებაზე და სისტემატიზაციაზე შეგვიძლია ვისაუბროთ. აქტუალური თემა შეგვიძლია ჩვენს ენაზე ასე ვთარგმნოთ: "ვინ უნდა აკონტროლოს ის, ვინც მაკონტროლებს მე?" კონტროლის მექანიზმები შსს-ს და სპეცსამსახურების მიერ უნდა შემუშავდეს, ამაში სამოქალაქო ორგანიზაციები ვერ ჩაერთვებიან. ვფიქრობ, ისინი უბრალოდ ცდილობენ ხალხს აფიქრებინონ, რომ ასეთი კონტროლის მოპოვება შესაძლებელია. ოპერატიული სამსახური მოქალაქის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და მათი მეშვეობით არაერთი საქმე გახსნილა. ყველა ქვეყანაში მოსმენები ემსახურება ეროვნული უსაფრთხოებების ამაღლებას. მიყურადებით და პირადი ინფორმაციის კონტროლით, კრიმინალური დაჯგუფებები, კერძოდ ჰაკერები არიან დაინტერესებული, რატომ კეთდება ხელისუფლებაზე აქცენტი ვერ ვხვდები.

- როგორ უნდა მიხვდეთ, რომ გვისმენენ?

- საკითხის ასე დაყენება არასწორია. ეს რთული თემაა და ტექნიკურ მანიშნებლებს ასე ვერ აღმოვაჩენთ. ამას სპეციალური მომზადება სჭირდება აკადემიაში. მოკლედ, რომ ჩამოვაყალიბო შესაბამისი მახასიათებლები, ეს პარანოიასა და ქაოსს გამოიწვევს.

- ბოლო დროს მობილურის მომხმარებლები ხშირად ჩივიან იმის გამო, რომ საკუთარი ხმა უბრუნდებათ ტელეფონში, ამჩნევენ სხვა ტექნიკურ ხარვეზებსაც. ვარაუდობენ - სწორედ ეს არის იმის მანიშნებელი, რომ ჩვენ გვისმენენ...

- ეს შეიძლება ტექნიკური ხარვეზი, პროვაიდერის ან სხვა რადიოძალების ბრალი იყოს. ასევე, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი აბონენტის ჩართულობა ქსელში. პიარის ნაცვლად, ჯობია მაგიდასთან დავსხდეთ და შევიმუშავოთ პროცესის გაჯანსაღების მეთოდი.

ტექნიკური მახასიათებლების დახასიათებისგან თავს იკავებს უშიშროების გენერალ-მაიორი ანზორ მაისურაძეც. ის მოსახლეობას ურჩევს საიდუმლო თემებზე საუბრისგან თავი შეიკავოს.

- საქართველოში და ყველგან იყო, არის და იქნება მოსმენები. მთავარია ეს მოსმენები პირადი ინტერესებიდან გამომდინარე არ ხდებოდეს. 9 წელი ვიყავი საზღვარგარეთ. შინ, გარეთ, მანქანაში არ უნდა გველაპარაკა ის, რაც სალაპარაკო არ იყო. მხოლოდ ის უნდა ილაპარაკო, რაც სალაპარაკოა. სხვა პრაქტიკული რჩევები ამის თავიდან ასაცილებლად არ არსებობს, ტექნიკა ისე წავიდა წინ, ამას ვერ გამოიცნობ. ადრეც ვერავინ ხვდებოდა, ვის უსმენენ და ვის არა. შეიძლება საერთოდ არ გქონდეს ტელეფონი, მაინც მოგისმენენ.

ეკა გიგაური("საერთაშორისო გამჭვირვალობა")

- ქალბატონო ეკა, რის საფუძველზე ამტკიცებთ, რომ ჩვენ გვისმენენ?

- დღეს არსებული სისტემა სამართალდამცავ ორგანოებს საშუალებას აძლევს, მოუსმინონ 21 ათას ადამიანს, მიიღონ ინფორმაცია სმს-ებზე, ადგილსამყოფელზე და ა.შ. თუ მაღალი ტექნოლოგიების მობილური აქვს ადამიანს, რომელიც ჩართულია ინტერნეტში, ადვილად ამოწმებენ მის პირად ინფორმაციას. არჩევნების შემდეგ ამ სისტემის ცვლილების მიმართულებით ნაბიჯი არ გადადგმულა. ჩვენ ვსაუბრობდით ასევე, რომ წინა ხელისუფლებას ე.წ. შავი ყუთები ჰქონდა დამონტაჟებული მობილურ კომპანიებში. დღესაც დამონტაჟებულია ეს ტექნიკური საშუალებები მობილურ კომპანიებში. ეფექტური მონიტორინგის მექანიზმი არ არსებობს და ალბათობა იმის, რომ გადაამეტონ უფლებამოსილებას დიდია. გვინდა საქართველოში იყოს ისეთი სისტემა, როგორიც ევროპაშია. თუ მძიმე დანაშაული იქნება, მაშინ მიუყურადონ და უთვალთვალონ ადამიანს. შემუშავებული გვაქვს კანონპროექტი, რომელიც წელიწადზე მეტია პარლამენტში დევს და განხილვა ვერ ხერხება. მობილური კომპანიების ტექპერსონალი ჩართულია ამ კანონმდებლობის შემუშავებაში.

- პირადად თქვენ გიგრძვნიათ, რომ გისმენენ?

- ვერ ვიტყვი, წინა ხელისუფლების დროს ალბათ, მისმენდნენ. ამის მტკიცება არ შემიძლია, რადგან რთულია. არაფერი არ არის გამორიცხული. მოვისმინე ალექსანდრე ჭიკაიძის გამოსვლა, სადაც თქვა, არ ვუსმენთო, ასეთივე ტონით შემიძლია ვთქვა, რომ გვისმენენ. რადგან სისტემა უკონტროლოა.

ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის განცხადებით, სახელმწიფო არ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს უკანონო მიყურადებებთან დაკავშირებით და აძლიერებს ტექნიკურ საშუალებებს, რაც იძლევა საშუალებას, უფრო მეტ ხალხს მოუსმინონ.

- რის საფუძველზე ამტკიცებთ, რომ შსს-მ გააძლიერა მოსასმენი აპარატურა და უფრო ბევრ ადამიანს აკონტროლებს?

- საკანონმდებლო ბაზა არის პრობლემური, სამართალდამცავებს არ სურთ მონიტორინგის მექანიზმების ჩართვა, სწორედ ეს აჩენს ეჭვს, რომ იგივე მეთოდებს მიმართავს ახალი ხელისუფლება, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა. არსებობს გარკვეული ტექნიკური მახასიათებლები, რაც ბოლო დროს გაიზარდა. აქ საუბარია ინტერნეტზე, მობილურის აპლიკაციებზე, სკაიპზე, ვაიბერზე და ა.შ. ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების გარეშე, ამას ვერ გააკონტროლებენ. გაცილებით მაღალი ტექნიკური შესაძლებლობები და პოლიტიკური ნების არარსებობა, შეიქმნას მონიტორინგი, გვაძლევს ამის ფიქრის უფლებას.

- შს მინისტრი ყოველთვის უარყოფს, რომ უკანონო მიყურადებები ხდება...

- ბატონი მინისტრი უცნაურ განცხადებებს აკეთებს, თითქოს ჩვენ ჩუმად ვიყავით მაშინ, როცა შსს ხალხს უკანონოდ უსმენდა. დიდი ბოდიში, მაგრამ მაშინ დღევანდელი შს მინისტრი იყო პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი და იმ სისტემის ნაწილი, რომელსაც ადამიანის უფლებების დარღვევაში ბრალს სდებს. მის ზეპირ განცხადებებს ვერ ვენდობი, რადგან საქმე საპირისპიროს ამტკიცებს.

- თქვენც გისმენენ?

- არ ვიცი, მისმენენ თუ არა. შეიძლება ამ ჩემს საუბარსაც უსმენენ. არ მაქვს ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია