მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

2

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უჯდება საქართველოს უცხოელი დევნილების შენახვა - ერაყელები, ეგვიპტელები, სირიელები, ბანგლადეშელები, რუსები, ნიგერიელები...
რა უჯდება საქართველოს უცხოელი დევნილების შენახვა - ერაყელები, ეგვიპტელები, სირიელები, ბანგლადეშელები, რუსები, ნიგერიელები...

გა­სულ წელს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­შე­საფ­რის მი­ღე­ბის მო­თხოვ­ნით, 700-ზე მეტ­მა უცხო­ელ­მა მი­მარ­თა. ამას­თან, მათი რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ წელს იზ­რდე­ბა. მა­გა­ლი­თად, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2010 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თავ­შე­სა­ფა­რი 58 უცხო­ელ­მა სთხო­ვა, 2011 წელს თავ­შე­საფ­რის მი­ღე­ბის მო­თხოვ­ნით 79 უცხო­ე­ლი ჩა­მო­ვი­და, 2012 წელს - 599, 2013 წელს კი - 717. 2014 წლის ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კი სა­მი­ნის­ტრო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 80 გა­ნა­ცხა­დი შე­ვი­და.

479 ადა­მი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ერა­ყი­დან ჩა­მო­ვი­და, ეგ­ვიპ­ტი­დან 80 ადა­მი­ა­ნი, სი­რი­ი­დან - 60. ერა­ყი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში თავ­შე­საფ­რის თხოვ­ნით ჩა­მო­სულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა, პრაქ­ტი­კუ­ლად 99% მე­ო­რე დევ­ნი­ლო­ბა­ში არი­ან. ისი­ნი თა­ვის დრო­ზე ერა­ყი­დან ომის დროს სი­რი­ა­ში გა­და­ვიდ­ნენ, მი­ი­ღეს ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სი, შემ­დეგ კი კონ­ფლიქ­ტის და­წყე­ბის გამო ახა­ლი თავ­შე­საფ­რის ძებ­ნა და­ი­წყეს.

ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბელ­თა რი­ცხვის მა­ტე­ბა ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში კონ­ფლიქ­ტებ­მა და სა­ო­მარ­მა მდგო­მა­რე­ო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა.

ლტოლ­ვილ­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ სწო­რედ ამ გა­რე­მო­ე­ბამ მრა­ვა­ლი მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი გა­ხა­და იძუ­ლე­ბუ­ლი, და­ე­ტო­ვე­ბი­ნა სამ­შობ­ლო და თავ­შე­სა­ფა­რი სხვა ქვეყ­ნე­ბი­სათ­ვის ეთხო­ვა.

ლტოლ­ვილ­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და გა­ე­როს ლტოლ­ვილ­თა უმაღ­ლე­სი კო­მი­სა­რი­ა­ტის ერ­თობ­რი­ლი­ვი პრო­ექ­ტის კო­ორ­დი­ნა­ტო­რის, გოგი მეშ­ვე­ლი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­შე­საფ­რის მი­ღე­ბის იმე­დით სა­ქარ­თვე­ლო­ში ბან­გლა­დე­ში­დან, მა­რო­კო­დან და ნი­გე­რი­ი­და­ნაც ჩა­მო­დი­ან.

რაც შე­ე­ხე­ბა ევ­რო­პის ქვეყ­ნებს, აღ­მოჩ­ნდა, რომ სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის გამო სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბას უკ­რა­ი­ნი­დან და რუ­სე­თი­და­ნაც ითხო­ვენ. ერთი მო­ქა­ლა­ქე კი რუ­მი­ნე­თი­დან იყო ჩა­მო­სუ­ლი.

ლტოლ­ვილ­თა სა­მი­ნის­ტროს 6 თვი­ა­ნი ვადა აქვს იმის­თვის, რომ პირს ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭოს, ან უარი უთხრას. თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბელს სა­მი­ნის­ტროს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­სა­მარ­თლო­ში გა­სა­ჩივ­რე­ბაც შე­უძ­ლია.

უა­რის თქმის შემ­თხვე­ვა­ში კი, მათ წე­რი­ლო­ბი­თი შე­ტყო­ბი­ნე­ბა ბარ­დე­ბათ, რომ გარ­კვე­ულ ვა­და­ში ქვე­ყა­ნა და­ტო­ვონ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ეთ­ნი­კუ­რი, რე­ლი­გი­უ­რი თუ სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც ითხო­ვენ თავ­შე­სა­ფარს. თუმ­ცა, რო­გორც გოგი მეშ­ვე­ლი­ა­ნი აცხა­დებს, ასე­თე­ბი მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლე­ბი არი­ან.

"შარ­შან და­ახ­ლო­ე­ბით 150 ადა­მი­ა­ნი მიმ­ღებ ცენ­ტრში მოხ­ვდა. მიმ­ღე­ბი ცენ­ტრი სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბე­ლია, იქ მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­ფორ­ტია შექ­მნი­ლი იმის­თვის, რომ ადა­მი­ან­მა იცხოვ­როს. უმე­ტე­სო­ბას აქვს სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბი და სა­შუ­ა­ლე­ბა, იქი­რა­ოს ბინა და არ იცხოვ­როს თავ­შე­სა­ფარ­ში. არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც გა­ე­როს ლტოლ­ვილ­თა უმაღ­ლე­სი კო­მი­სი­ა­რი­ა­ტი უხ­დის ოჯახს ბი­ნის ქი­რის თან­ხას", - აცხა­დებს მეშ­ვე­ლი­ა­ნი.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ კუ­თხით გარ­კვე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის ხარ­ჯე­ბი გა­ე­როს პროგ­რა­მის ფარ­გლებ­შია გა­მო­ყო­ფი­ლი, ლტოლ­ვილ­თა სა­მი­ნის­ტროს კი წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 200 ათა­სი ლარი აქვს ამის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა, გან­სახ­ლე­ბი­სა და ლტოლ­ვილ­თა სა­მი­ნის­ტროს თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბელ­თა მიმ­ღე­ბი ცენ­ტრი 2010 წლის 16 ივ­ნი­სი­დან გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მარ­ტყოფ­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. ცენ­ტრის ტე­ვა­დო­ბა 60 ადა­მი­ანს შე­ად­გენს.

ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდის ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიგ­რა­ცი­ის სტრა­ტე­გი­ის სა­მოქ­მე­დო გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად, და­ი­გეგ­მა არ­სე­ბუ­ლი მიმ­ღე­ბი ცენ­ტრის გა­ფარ­თო­ე­ბა, კერ­ძოდ არ­სე­ბუ­ლი ცენ­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­გეგ­მი­ლია მე­ო­რე დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მშე­ნებ­ლო­ბა, რომ­ლის საპ­რო­ექ­ტო ტე­ვა­დო­ბა შე­ად­გენს 80 ადა­მი­ანს.

ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა დევ­ნილ­თა მი­ნის­ტრმა და­ვით და­რახვე­ლი­ძე­მაც გა­ა­კე­თა. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, რამ­დე­ნი­მე სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბის მშე­ნებ­ლო­ბას ამე­რი­კუ­ლი მხა­რე და­ა­ფი­ნან­სებს. ახა­ლი თავ­შე­საფ­რის სრუ­ლი კა­პი­ტა­ლი­ზა­ცია 2 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე ჯდე­ბა. მშე­ნებ­ლო­ბა წელს და­ი­წყე­ბა.

მინ­დია აფ­ცი­ა­უ­რი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

რა უჯდება საქართველოს უცხოელი დევნილების შენახვა - ერაყელები, ეგვიპტელები, სირიელები, ბანგლადეშელები, რუსები, ნიგერიელები...

რა უჯდება საქართველოს უცხოელი დევნილების შენახვა - ერაყელები, ეგვიპტელები, სირიელები, ბანგლადეშელები, რუსები, ნიგერიელები...

გასულ წელს საქართველოს თავშესაფრის მიღების მოთხოვნით, 700-ზე მეტმა უცხოელმა მიმართა. ამასთან, მათი რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. მაგალითად, ოფიციალური ინფორმაციით, 2010 წელს საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფარი 58 უცხოელმა სთხოვა, 2011 წელს თავშესაფრის მიღების მოთხოვნით 79 უცხოელი ჩამოვიდა, 2012 წელს - 599, 2013 წელს კი - 717. 2014 წლის ორი თვის განმავლობაში კი სამინისტროში დაახლოებით 80 განაცხადი შევიდა.

479 ადამიანი საქართველოში ერაყიდან ჩამოვიდა, ეგვიპტიდან 80 ადამიანი, სირიიდან - 60. ერაყიდან საქართველოში თავშესაფრის თხოვნით ჩამოსულთა უმრავლესობა, პრაქტიკულად 99% მეორე დევნილობაში არიან. ისინი თავის დროზე ერაყიდან ომის დროს სირიაში გადავიდნენ, მიიღეს ლტოლვილის სტატუსი, შემდეგ კი კონფლიქტის დაწყების გამო ახალი თავშესაფრის ძებნა დაიწყეს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის მატება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში კონფლიქტებმა და საომარმა მდგომარეობამ განაპირობა.

ლტოლვილთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სწორედ ამ გარემოებამ მრავალი მილიონი ადამიანი გახადა იძულებული, დაეტოვებინა სამშობლო და თავშესაფარი სხვა ქვეყნებისათვის ეთხოვა.

ლტოლვილთა სამინისტროსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ერთობრილივი პროექტის კოორდინატორის, გოგი მეშველიანის ინფორმაციით, თავშესაფრის მიღების იმედით საქართველოში ბანგლადეშიდან, მაროკოდან და ნიგერიიდანაც ჩამოდიან.

რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, აღმოჩნდა, რომ საკუთარ ქვეყანაში საკუთარი უფლებების დარღვევის გამო საქართველოში ცხოვრების უფლებას უკრაინიდან და რუსეთიდანაც ითხოვენ. ერთი მოქალაქე კი რუმინეთიდან იყო ჩამოსული.

ლტოლვილთა სამინისტროს 6 თვიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ პირს ლტოლვილის სტატუსი მიანიჭოს, ან უარი უთხრას. თავშესაფრის მაძიებელს სამინისტროს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებაც შეუძლია.

უარის თქმის შემთხვევაში კი, მათ წერილობითი შეტყობინება ბარდებათ, რომ გარკვეულ ვადაში ქვეყანა დატოვონ.

საქართველოში ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებიც ითხოვენ თავშესაფარს. თუმცა, როგორც გოგი მეშველიანი აცხადებს, ასეთები მხოლოდ ერთეულები არიან.

"შარშან დაახლოებით 150 ადამიანი მიმღებ ცენტრში მოხვდა. მიმღები ცენტრი საერთო საცხოვრებელია, იქ მინიმალური კომფორტია შექმნილი იმისთვის, რომ ადამიანმა იცხოვროს. უმეტესობას აქვს საკუთარი სახსრები და საშუალება, იქირაოს ბინა და არ იცხოვროს თავშესაფარში. არის შემთხვევები, როდესაც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისიარიატი უხდის ოჯახს ბინის ქირის თანხას", - აცხადებს მეშველიანი.

მისივე ინფორმაციით, ამ კუთხით გარკვეული მომსახურების ხარჯები გაეროს პროგრამის ფარგლებშია გამოყოფილი, ლტოლვილთა სამინისტროს კი წელიწადში დაახლოებით 200 ათასი ლარი აქვს ამისთვის გათვალისწინებული.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრი 2010 წლის 16 ივნისიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში ფუნქციონირებს. ცენტრის ტევადობა 60 ადამიანს შეადგენს.

ბენეფიციართა რაოდენობის ზრდის ანალიზის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიგრაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, დაიგეგმა არსებული მიმღები ცენტრის გაფართოება, კერძოდ არსებული ცენტრის ტერიტორიაზე დაგეგმილია მეორე დროებითი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რომლის საპროექტო ტევადობა შეადგენს 80 ადამიანს.

ამის შესახებ განცხადება დევნილთა მინისტრმა დავით დარახველიძემაც გააკეთა. მისივე განმარტებით, რამდენიმე სართულიანი შენობის მშენებლობას ამერიკული მხარე დააფინანსებს. ახალი თავშესაფრის სრული კაპიტალიზაცია 2 მილიონ ლარამდე ჯდება. მშენებლობა წელს დაიწყება.

მინდია აფციაური, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია