პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აპრილიდან ავტოიმპორტიორებს პრობლემა არ ასცდებათ
აპრილიდან ავტოიმპორტიორებს პრობლემა არ ასცდებათ

1-ლი აპ­რი­ლი­დან აზერ­ბა­ი­ჯან­ში 2005 წლამ­დე გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის იმ­პორ­ტი ვე­ღარ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, აზერ­ბა­ი­ჯან­ში სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე ეკო­ლო­გი­უ­რი სტან­დარ­ტი - "ევრო-4" სწო­რედ იმ პე­რი­ო­დი­დან ამოქ­მედ­დე­ბა.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის "ევრო 4"-ის სტან­დარტზე გა­დას­ვლა ქარ­თველ ავ­ტო­იმ­პორ­ტი­ო­რებს ახა­ლი თავ­სა­ტეხს გა­უ­ჩენს, თა­ნაც, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ ზოგ შემ­თხვე­ვა­ში აკ­რძალ­ვა 2011 წელს ქვე­მოთ გა­მოშ­ვე­ბულ მან­ქა­ნებ­საც ეხე­ბა, რე­ექ­სპორ­ტი, შე­საძ­ლოა, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­დეს. რო­გორც აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მე­დია წერს, მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 1-ლი აპ­რი­ლი­დან ქვე­ყა­ნა­ში ვე­ღარ მოხ­ვდე­ბა ამე­რი­კა­ში 2004 წლამ­დე და ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში 2005 წლამ­დე წარ­მო­ე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი. თურ­ქე­თის შემ­თხვე­ვა­ში, ეს აკ­რძალ­ვა 2009 წლამ­დე გა­მოშ­ვე­ბულ მან­ქა­ნებ­ზე გავ­რცელ­დე­ბა, ია­პო­ნი­ა­სა და ჩი­ნეთ­ში - 2011 წლამ­დე წარ­მო­ე­ბუ­ლებ­ზე.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სტან­დარ­ტი­ზა­ცი­ის კო­მი­ტეტ­ში ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ აკ­რძალ­ვა არ შე­ე­ხე­ბა იმ ავ­ტო­მო­ბი­ლებს, რომ­ლე­ბიც დღეს ქვე­ყა­ნა­შია. მათი თქმით, მე­ო­რა­დი მან­ქა­ნე­ბის უტი­ლი­ზა­ცი­აც ეტა­პობ­რი­ვად მოხ­დე­ბა. ძვე­ლი მან­ქა­ნის მფლო­ბე­ლე­ბი არ მი­ი­ღე­ბენ კომ­პენ­სა­ცი­ას, სა­მა­გი­ე­როდ, შე­ეძ­ლე­ბათ უპ­რობ­ლე­მოდ გა­მო­ი­ყე­ნონ სა­კუ­თა­რი ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა სა­ბო­ლოო გაც­ვე­თამ­დე.

ცნო­ბი­სათ­ვის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა არ­ტურ რა­სი­ზა­დემ ქვეყ­ნის ეკო­ლო­გი­ურ სტან­დარტ "ევრო-4"-ზე გა­დას­ვლის შე­სა­ხებ ბრძა­ნე­ბას ხელი ორი­ო­დე თვის წინ მო­ა­წე­რა. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ნახ­მად, იმი­სათ­ვის, რომ შემ­ცირ­დეს ატ­მოს­ფე­რო­ში ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მიერ მავ­ნე გა­მო­ნა­ბოლ­ქვი და გა­მოს­წორ­დეს ქვეყ­ნის ეკო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, იმ­პორ­ტი­რე­ბულ და აზერ­ბა­ი­ჯან­ში წარ­მო­ე­ბულ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე ეკო­ლო­გი­უ­რი სტან­დარ­ტი გავ­რცელ­დე­ბა.

ევ­რო­პის თა­ნა­მე­გობ­რო­ბამ 1990 წლის და­სა­წყის­ში შე­ი­მუ­შა­ვა სტან­დარ­ტი, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრავ­და მან­ქა­ნის გა­მო­ნა­ბოლ­ქვით და­ბინ­ძუ­რე­ბის ხა­რის­ხის მაქ­სი­მუმს. ეს მიდ­გო­მა სულ უფრო და უფრო მკაცრ­დე­ბო­და. მა­გა­ლი­თად, ევრო-1 შე­ე­სა­ბა­მე­ბა 1993 წლამ­დე გა­მოშ­ვე­ბულ ავ­ტო­მო­ბი­ლებს, ევრო-2 - 1996 წლამ­დე წარ­მო­ე­ბულს, ევრო-3 – 2000 წლამ­დე გა­მოშ­ვე­ბულს, ევრო-4 - 2005 წლამ­დე წარ­მო­ე­ბულს.

ევ­როს­ტან­დარ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის დროს ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვილ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტორ­ზე, რათა მუდ­მი­ვად გა­ე­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­ნათ ჰა­ე­რის ხა­რის­ხი. ესე­ნი იყო: ნახ­შირ­ბა­დის მო­ნოქ­სი­დის და ასე­ვე სხვა­დას­ხვა აზო­ტის ოქ­სი­დე­ბის დო­ნის შემ­ცი­რე­ბა. ევ­როს­ტან­დარ­ტე­ბი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ უნდა იქ­ნეს ავ­ტო­მო­ბილ­თა მწარ­მო­ებ­ლე­ბის მიერ.

ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ქარ­თუ­ლი ბა­ზა­რი ასე­თი სტან­დარ­ტის­გან შორ­საა, მაგ­რამ მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის მიერ და­წე­სე­ბულ­მა შე­ზღუდ­ვამ, შე­საძ­ლოა, პრობ­ლე­მა შე­უქ­მნას იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც აზერ­ბა­ი­ჯან­ში ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რე­ექ­სპორ­ტს ახ­დე­ნენ. იქ მათ მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შეყ­ვა­ნა აღარ შე­ეძ­ლე­ბათ. რე­ექ­სპორ­ტის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბი 2005 წლი­დან უნდა იყოს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ან უფრო ახა­ლი. 8 წელ­ზე ძვე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში ვე­ღარ მოხ­ვდე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უკვე წლე­ბია აზერ­ბა­ი­ჯა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ექ­სპორ­ტის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი ბა­ზა­რია. 2013 წელს სა­ქარ­თვე­ლო­დან ექ­სპორ­ტი­რე­ბუ­ლი იყო 703,9 მლნ აშშ დო­ლა­რის მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, სა­ი­და­ნაც ნა­ხე­ვარ­ზე მეტი - და­ახ­ლო­ე­ბით 380 მლნ დო­ლა­რი - აზერ­ბა­ი­ჯან­ში ექ­სპორტზე მო­დი­ო­და.

რაც შე­ე­ხე­ბა 2014 წელს, სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, იან­ვარ­ში აზერ­ბა­ი­ჯან­ში ექ­სპორ­ტი­რე­ბუ­ლი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც და შე­სა­ბა­მი­სად, ფუ­ლა­დი მო­ცუ­ლო­ბაც შემ­ცირ­და. სტა­ტის­ტი­კის ევ­რო­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 581 ერ­თე­უ­ლით, ანუ 6,5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით (24%-ით) იკლო მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში რე­ექ­სპორ­ტი­რე­ბულ ავ­ტო­მან­ქა­ნა­თა ღი­რე­ბუ­ლე­ბამ და 20,4 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა. 2013 წლის იან­ვარ­ში ექ­სპორ­ტი­რე­ბუ­ლი იყო 26,86 მლნ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 2,96 ათა­სი ავტმო­ბი­ლი, წელს კი მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში სულ 2,38 ათა­სი მან­ქა­ნის გაყ­ვა­ნა მოხ­და.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2013 წელს ქვე­ყა­ნა­ში სულ 100 000 ავ­ტო­მან­ქა­ნა შე­ვი­და, სა­ი­და­ნაც 80% მე­ო­რა­დი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი იყო.

ნავ­თო­ბიმ­პორ­ტი­ორ­თა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რის, ვანო მთვრა­ლაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტის და­წე­სე­ბა წმინ­და ეკო­ლო­გი­ურ სა­კი­თხებს უკავ­შირ­დე­ბა და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გაძ­ვი­რე­ბას არ გა­მო­იწ­ვევს. თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მა შე­იძ­ლე­ბა შე­ექ­მნათ იმ მე­წარ­მე­ებს, რომ­ლე­ბიც აზერ­ბა­ი­ჯან­ში ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ექ­სპორ­ტს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. აპ­რი­ლი­დან მათ მხო­ლოდ ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი უნდა ჩა­მო­იყ­ვა­ნონ და შე­სა­ბა­მი­სად, ბზნე­სის­თვის სა­ჭი­რო საბ­რუ­ნა­ვი თან­ხაც გა­იზ­რდე­ბა, რად­გან ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი უფრო ძვი­რი ღირს.

"როცა შე­ზღუდ­ვა წეს­დე­ბა, ის მან­ქა­ნის წლო­ვა­ნე­ბა­ზე ადეკ­ვა­ტუ­რად აი­სა­ხე­ბა. ამ სტან­დარ­ტის გა­რე­შე აზერ­ბა­ი­ჯან­ში ავ­ტო­მან­ქა­ნის შეყ­ვა­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა, რაც ნამ­დვი­ლად არ არის ცუდი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ბაზ­რის­თვის. ეკო­ლო­გი­ის­თვის კი უდა­ვოდ და­დე­ბი­თი მო­მენ­ტი იქ­ნე­ბა.

მე­წარ­მე­ე­ბიც იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბი­ან, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რის მო­თხოვ­ნა­ზე გა­და­ერ­თონ. ისი­ნი გა­აგ­ზავ­ნი­ან მხო­ლოდ იმ ავ­ტო­მო­ბი­ლებს, რომ­ლე­ბიც იქა­ურ მო­თხოვ­ნას და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს", - აცხა­დებს ვანო მთვრა­ლაშ­ვი­ლი.

ექ­სპერ­ტი სატ­რან­სპორ­ტო სა­კი­თხებ­ში და­ვით მეს­ხიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ შე­ზღუდ­ვის შე­მო­ღე­ბა ქარ­თველ მე­წარ­მე­ებს პრობ­ლე­მას არ შე­უქ­მნის, რა­საც აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ მყიდ­ველ­ზე ვერ ვი­ტყვით. შე­საძ­ლოა, შემ­ცირ­დეს ახა­ლი სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის გა­ყიდ­ვის რა­ო­დე­ნო­ბა და არა ფუ­ლა­დი მო­ცუ­ლო­ბა.

"ქარ­თვე­ლი მე­წარ­მე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის იმ­პორ­ტი­თა და რე­ექ­სპორ­ტით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი, ახალ მო­თხოვ­ნა­ზე გა­და­ერ­თვე­ბი­ან. ბუ­ნებ­რი­ვია, რე­ექ­სპორ­ტის მიზ­ნით შე­ი­ძე­ნენ ისეთ ავ­ტო­მო­ბილს, რო­გორ­ზეც არის მო­თხოვ­ნა. ამით ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ფუ­ლა­დი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა არ შე­იც­ვლე­ბა, მაგ­რამ მათ რა­ო­დე­ნო­ბა­ზე შე­იძ­ლე­ბა გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს.

ეს არის აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მყიდ­ვე­ლის პრობ­ლე­მა და არა მიმ­წო­დებ­ლის. მა­გა­ლი­თად, თუ ადრე იყი­დე­ბო­და 100 ავ­ტო­მო­ბი­ლი, ახლა გა­ი­ყი­დე­ბა 50 ავ­ტო­მო­ბი­ლი, მაგ­რამ უფრო ძვი­რად, ანუ შე­იც­ვლე­ბა გა­სა­ყი­დი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის კლა­სი", - აცხა­დებს მეს­ხიშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რე­ექ­სპორ­ტს, მეს­ხიშ­ვი­ლის თქმით, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ველ ად­გილ­ზე იდგა ყა­ზა­ხე­თი, თუმ­ცა ორი­ო­დე წლის წინ ყა­ზა­ხეთ­მა, ბე­ლო­რუს­მა და რუ­სეთ­მა ერ­თობ­ლი­ვი კავ­ში­რი შექ­მნეს, რა დრო­საც იქ ახა­ლი "რუ­სუ­ლი რე­გუ­ლა­ცია" ამოქ­მედ­და, და­ბეგ­ვრის სის­ტე­მაც შე­იც­ვა­ლა. შე­სა­ბა­მი­სად, მას შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­დან იქ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ექ­სპორ­ტი, პრაქ­ტი­კუ­ლად, აღარ ხდე­ბა.

"მე­ო­რე ად­გილ­ზე იყო აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და შემ­დეგ სომ­ხე­თი. სომ­ხე­თი, რო­გორც ვიცი, აპი­რებს ამ კავ­შირ­ში შეს­ვლას. თუ ის შე­ვი­და სა­ბა­ჟო კავ­შირ­ში, იქაც, ყა­ზა­ხე­თის ანა­ლო­გი­უ­რად, და­წეს­დე­ბა ახა­ლი სა­ერ­თო რე­გუ­ლა­ცია და სომ­ხე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს აქ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ყიდ­ვა გა­უ­ჭირ­დე­ბათ. ეს ცუ­დად აი­სა­ხე­ბა ქარ­თველ ავ­ტო­დი­ლე­რებ­ზე. და ბო­ლოს, თუკი აზერ­ბა­ი­ჯან­მა გა­და­წყვი­ტა, შე­ვი­დეს რუ­სეთ­თან რა­ღაც ახალ სა­ერ­თო სა­ვაჭ­რო კავ­შირ­ში, რაც არა მგო­ნია, რომ მოხ­დეს, მა­შინ ეს ჩვე­ნი ავ­ტო­დი­ლე­რე­ბის­თვის საკ­მა­ოდ დიდი დარ­ტყმა იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მეს­ხიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ასა­კობ­რივ ზღვარს, ექ­სპერ­ტის თქმით, ასე­თი რამ არც ერთ ქვე­ყა­ნას და­წე­სე­ბუ­ლი არ აქვს.

"ვფიქ­რობ, ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თით­ქოს აზერ­ბა­იჯ­ნა­ში ვერ შევა 2005 წელს ქვე­მოთ გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა, სა­ბო­ლოო არაა და შე­იც­ვლე­ბა. ასეთ აკ­რძალ­ვას არც ერთი ქვე­ყა­ნა არ აწე­სებს, რად­გან ყველ­გან მო­ი­ძებ­ნე­ბი­ან ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც სურს, რომ ჰყავ­დეს რეტ­რო ავ­ტო­მო­ბი­ლი. ამ შემ­თხვე­ვა­ში მათ უწეს­დე­ბა მა­ღა­ლი გა­და­სა­ხა­დი. მა­გა­ლი­თად, თუ ახალ მან­ქა­ნა­ში იხ­დის 5 დო­ლარს, ასა­კი­ან­ში იხ­დი­ან 20, 30 და 50 დო­ლარ­საც კი", - დას­ძი­ნა და­ვით მეს­ხიშ­ვილ­მა.

ელზა წიკ­ლა­უ­რი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

აპრილიდან ავტოიმპორტიორებს პრობლემა არ ასცდებათ

აპრილიდან ავტოიმპორტიორებს პრობლემა არ ასცდებათ

1-ლი აპრილიდან აზერბაიჯანში 2005 წლამდე გამოშვებული ავტომანქანების იმპორტი ვეღარ განხორციელდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანში სატრანსპორტო საშუალებებზე ეკოლოგიური სტანდარტი - "ევრო-4" სწორედ იმ პერიოდიდან ამოქმედდება.

აზერბაიჯანის "ევრო 4"-ის სტანდარტზე გადასვლა ქართველ ავტოიმპორტიორებს ახალი თავსატეხს გაუჩენს, თანაც, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზოგ შემთხვევაში აკრძალვა 2011 წელს ქვემოთ გამოშვებულ მანქანებსაც ეხება, რეექსპორტი, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შემცირდეს. როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-ლი აპრილიდან ქვეყანაში ვეღარ მოხვდება ამერიკაში 2004 წლამდე და ევროკავშირის ქვეყნებში 2005 წლამდე წარმოებული ავტომანქანები. თურქეთის შემთხვევაში, ეს აკრძალვა 2009 წლამდე გამოშვებულ მანქანებზე გავრცელდება, იაპონიასა და ჩინეთში - 2011 წლამდე წარმოებულებზე.

აზერბაიჯანის სტანდარტიზაციის კომიტეტში ირწმუნებიან, რომ აკრძალვა არ შეეხება იმ ავტომობილებს, რომლებიც დღეს ქვეყანაშია. მათი თქმით, მეორადი მანქანების უტილიზაციაც ეტაპობრივად მოხდება. ძველი მანქანის მფლობელები არ მიიღებენ კომპენსაციას, სამაგიეროდ, შეეძლებათ უპრობლემოდ გამოიყენონ საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალება საბოლოო გაცვეთამდე.

ცნობისათვის, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა არტურ რასიზადემ ქვეყნის ეკოლოგიურ სტანდარტ "ევრო-4"-ზე გადასვლის შესახებ ბრძანებას ხელი ორიოდე თვის წინ მოაწერა. ამ გადაწყვეტილების თანახმად, იმისათვის, რომ შემცირდეს ატმოსფეროში ავტომობილების მიერ მავნე გამონაბოლქვი და გამოსწორდეს ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობა, იმპორტირებულ და აზერბაიჯანში წარმოებულ ავტომობილებზე ეკოლოგიური სტანდარტი გავრცელდება.

ევროპის თანამეგობრობამ 1990 წლის დასაწყისში შეიმუშავა სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავდა მანქანის გამონაბოლქვით დაბინძურების ხარისხის მაქსიმუმს. ეს მიდგომა სულ უფრო და უფრო მკაცრდებოდა. მაგალითად, ევრო-1 შეესაბამება 1993 წლამდე გამოშვებულ ავტომობილებს, ევრო-2 - 1996 წლამდე წარმოებულს, ევრო-3 – 2000 წლამდე გამოშვებულს, ევრო-4 - 2005 წლამდე წარმოებულს.

ევროსტანდარტების შემუშავების დროს ყურადღება გამახვილდება რამდენიმე ფაქტორზე, რათა მუდმივად გაეუმჯობესებინათ ჰაერის ხარისხი. ესენი იყო: ნახშირბადის მონოქსიდის და ასევე სხვადასხვა აზოტის ოქსიდების დონის შემცირება. ევროსტანდარტები გათვალისწინებულ უნდა იქნეს ავტომობილთა მწარმოებლების მიერ.

ავტომობილების ქართული ბაზარი ასეთი სტანდარტისგან შორსაა, მაგრამ მეზობელი ქვეყნის მიერ დაწესებულმა შეზღუდვამ, შესაძლოა, პრობლემა შეუქმნას იმ ადამიანებს, რომლებიც აზერბაიჯანში ავტომობილების რეექსპორტს ახდენენ. იქ მათ მოძველებული ავტომობილების შეყვანა აღარ შეეძლებათ. რეექსპორტისთვის გათვალისწინებული მანქანები 2005 წლიდან უნდა იყოს გამოშვებული ან უფრო ახალი. 8 წელზე ძველი ავტომობილი მეზობელ ქვეყანაში ვეღარ მოხვდება.

აღსანიშნავია, რომ უკვე წლებია აზერბაიჯანი საქართველოსთვის ავტომობილების ექსპორტის ერთ-ერთი უმთავრესი ბაზარია. 2013 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 703,9 მლნ აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილები, საიდანაც ნახევარზე მეტი - დაახლოებით 380 მლნ დოლარი - აზერბაიჯანში ექსპორტზე მოდიოდა.

რაც შეეხება 2014 წელს, სტატისტიკური მონაცემებით, იანვარში აზერბაიჯანში ექსპორტირებული მსუბუქი ავტომობილების რაოდენობაც და შესაბამისად, ფულადი მოცულობაც შემცირდა. სტატისტიკის ევრონული სამსახურის ინფორმაციით, 581 ერთეულით, ანუ 6,5 მილიონი დოლარით (24%-ით) იკლო მეზობელ ქვეყანაში რეექსპორტირებულ ავტომანქანათა ღირებულებამ და 20,4 მილიონი დოლარი შეადგინა. 2013 წლის იანვარში ექსპორტირებული იყო 26,86 მლნ დოლარის ღირებულების 2,96 ათასი ავტმობილი, წელს კი მეზობელ ქვეყანაში სულ 2,38 ათასი მანქანის გაყვანა მოხდა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, 2013 წელს ქვეყანაში სულ 100 000 ავტომანქანა შევიდა, საიდანაც 80% მეორადი ავტომობილები იყო.

ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის, ვანო მთვრალაშვილის განმარტებით, ავტომობილებზე ევროპული სტანდარტის დაწესება წმინდა ეკოლოგიურ საკითხებს უკავშირდება და ავტომობილების გაძვირებას არ გამოიწვევს. თუმცა გარკვეული პრობლემა შეიძლება შეექმნათ იმ მეწარმეებს, რომლებიც აზერბაიჯანში ავტომობილების ექსპორტს ახორციელებენ. აპრილიდან მათ მხოლოდ ახალი ავტომობილები უნდა ჩამოიყვანონ და შესაბამისად, ბზნესისთვის საჭირო საბრუნავი თანხაც გაიზრდება, რადგან ახალი ავტომობილები უფრო ძვირი ღირს.

"როცა შეზღუდვა წესდება, ის მანქანის წლოვანებაზე ადეკვატურად აისახება. ამ სტანდარტის გარეშე აზერბაიჯანში ავტომანქანის შეყვანა შეუძლებელი გახდება, რაც ნამდვილად არ არის ცუდი ავტომობილების ბაზრისთვის. ეკოლოგიისთვის კი უდავოდ დადებითი მომენტი იქნება.

მეწარმეებიც იძულებული გახდებიან, აზერბაიჯანული მხარის მოთხოვნაზე გადაერთონ. ისინი გააგზავნიან მხოლოდ იმ ავტომობილებს, რომლებიც იქაურ მოთხოვნას დააკმაყოფილებს", - აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.

ექსპერტი სატრანსპორტო საკითხებში დავით მესხიშვილი ამბობს, რომ შეზღუდვის შემოღება ქართველ მეწარმეებს პრობლემას არ შეუქმნის, რასაც აზერბაიჯანელ მყიდველზე ვერ ვიტყვით. შესაძლოა, შემცირდეს ახალი სტანდარტის შესაბამისი ავტომანქანების გაყიდვის რაოდენობა და არა ფულადი მოცულობა.

"ქართველი მეწარმეები, რომლებიც ავტომობილების იმპორტითა და რეექსპორტით არიან დაკავებული, ახალ მოთხოვნაზე გადაერთვებიან. ბუნებრივია, რეექსპორტის მიზნით შეიძენენ ისეთ ავტომობილს, როგორზეც არის მოთხოვნა. ამით ავტომობილების ფულადი გამოსახულება არ შეიცვლება, მაგრამ მათ რაოდენობაზე შეიძლება გავლენა იქონიოს.

ეს არის აზერბაიჯანელი მყიდველის პრობლემა და არა მიმწოდებლის. მაგალითად, თუ ადრე იყიდებოდა 100 ავტომობილი, ახლა გაიყიდება 50 ავტომობილი, მაგრამ უფრო ძვირად, ანუ შეიცვლება გასაყიდი ავტომობილების კლასი", - აცხადებს მესხიშვილი.

რაც შეეხება ავტომობილების რეექსპორტს, მესხიშვილის თქმით, წლების განმავლობაში პირველ ადგილზე იდგა ყაზახეთი, თუმცა ორიოდე წლის წინ ყაზახეთმა, ბელორუსმა და რუსეთმა ერთობლივი კავშირი შექმნეს, რა დროსაც იქ ახალი "რუსული რეგულაცია" ამოქმედდა, დაბეგვრის სისტემაც შეიცვალა. შესაბამისად, მას შემდეგ საქართველოდან იქ ავტომობილების ექსპორტი, პრაქტიკულად, აღარ ხდება.

"მეორე ადგილზე იყო აზერბაიჯანი და შემდეგ სომხეთი. სომხეთი, როგორც ვიცი, აპირებს ამ კავშირში შესვლას. თუ ის შევიდა საბაჟო კავშირში, იქაც, ყაზახეთის ანალოგიურად, დაწესდება ახალი საერთო რეგულაცია და სომხეთის მოქალაქეებს აქ ავტომობილების ყიდვა გაუჭირდებათ. ეს ცუდად აისახება ქართველ ავტოდილერებზე. და ბოლოს, თუკი აზერბაიჯანმა გადაწყვიტა, შევიდეს რუსეთთან რაღაც ახალ საერთო სავაჭრო კავშირში, რაც არა მგონია, რომ მოხდეს, მაშინ ეს ჩვენი ავტოდილერებისთვის საკმაოდ დიდი დარტყმა იქნება", - განაცხადა მესხიშვილმა.

რაც შეეხება ასაკობრივ ზღვარს, ექსპერტის თქმით, ასეთი რამ არც ერთ ქვეყანას დაწესებული არ აქვს.

"ვფიქრობ, ის გადაწყვეტილება, თითქოს აზერბაიჯნაში ვერ შევა 2005 წელს ქვემოთ გამოშვებული ავტომანქანა, საბოლოო არაა და შეიცვლება. ასეთ აკრძალვას არც ერთი ქვეყანა არ აწესებს, რადგან ყველგან მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, ვისაც სურს, რომ ჰყავდეს რეტრო ავტომობილი. ამ შემთხვევაში მათ უწესდება მაღალი გადასახადი. მაგალითად, თუ ახალ მანქანაში იხდის 5 დოლარს, ასაკიანში იხდიან 20, 30 და 50 დოლარსაც კი", - დასძინა დავით მესხიშვილმა.

ელზა წიკლაური

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია