ადგილობრივების თქმით, დვანში წუხელ აფეთქების ხმა ისმოდა

ადგილობრივების თქმით, დვანში წუხელ აფეთქების ხმა ისმოდა

დვანში წუხელ აფეთქების ხმა ისმოდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივმა მცხოვრებლებმა განუცხადეს.

დვანის მცხოვრები თინა კოპაძის თქმით, დღეს სოფელში შედარებით სიწყნარეა, თუმცა წუხელ, დაახლოებით 23:00 საათისთვის გაისმა აფეთქების ხმა. შემდეგ კი მთელი ღამის განმავლობაში ქართველი პოლიციელები პატრულირებდნენ.

ადგილობრივმა ზურაბ გულიაშვილმა კი "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, რომ ისმოდა სროლების ხმაც. ინციდენტის შედეგად არავინ დაზარალებულა.

თუმცა, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ზაზა გულიაშვილი ამ ინფორმაციას უარყოფს. მისი თქმით, რუსებს ე.წ. საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ განთავსებული აქვთ "მაშხალები". "ეტყობა ან ძაღლმა გაიარა, ან ვიღაც რაღაცას წამოეგო და ის აფეთქდა. არანაირი სროლები და სხვა აფეთქება არ ყოფილა", - აღნიშნა გულიაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?