შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ღია კარის დღეების ჩატარებას იწყებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ცენტრიდან აცნობეს , ღია კარის დღეები მოეწყობა აბიტურიენტებისთვის - 13 მარტს, 15:00 საათზე; მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის - 11 მარტს - 15:00 საათზე; ხოლო მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაში მონაწილეებისთვის - 12 მარტს, 16:00 საათზე;
ცენტრის ინფორმაციით, ღია კარის დღეზე მისულ ყველა სტუმარს შესაძლებლობა ექნება დეტალური ინფორმაცია მიიღოს მისთვის საინტერესო საკითხების შესახებ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელები უპასუხებენ როგორც პროცედურულ, ისე შინაარსობრივ ნაწილთან დაკავშირებულ კითხვებს.