საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვმა თურქი გალახა, 16 წელი მისცეს და გირგვლიანის მკვლელებს 5 წელი. ეს არის სამართალი?"
"ბავშვმა თურქი გალახა, 16 წელი მისცეს და გირგვლიანის მკვლელებს 5 წელი. ეს არის სამართალი?"

გე­გუ­თის კო­ლო­ნი­ა­ში 24 წლის გიგა ფარ­ტე­ნა­ძე ცე­მით მოკ­ლეს. "და­ხუ­რულ სა­კან­ში 4 მარტს, ღა­მის სამ სა­ათ­ზე პა­ტიმ­რებს შო­რის კონ­ფლიქტს პა­ტიმ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბა მოჰ­ყვა. სამ­მა პა­ტი­მარ­მა იჩხუ­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ბლაგ­ვი საგ­ნის ჩარ­ტყმით ერთი პა­ტი­მა­რი გარ­და­იც­ვა­ლა" - გა­ნა­ცხა­და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა სო­ზარ სუ­ბარ­მა.

გიგა ფარ­ტე­ნა­ძე მშობ­ლი­ურ კუ­თხე­ში, ბა­თუმ­ში გა­და­ას­ვე­ნეს. მისი ბე­ბია, ქალ­ბა­ტო­ნი ნანა კო­მა­ხი­ძე ამ­ბობს, რომ ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე სა­მარ­თალს ვე­ღარ მი­აღ­წი­ეს - გიგა ყა­ჩა­ღო­ბის ბრალ­დე­ბით იხ­დი­და სას­ჯელს, თუმ­ცა მას ეს და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნია და ბრა­ლი შე­უ­თი­თხნეს.

- ისე­თი და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლია ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი, გა­გიჟ­დე­ბა ადა­მი­ა­ნი. ძა­ლი­ან ღო­ნი­ე­რი იყო გიგა. მას ერთი ადა­მი­ა­ნი ვერ მო­ე­რე­ო­და. რო­გორც ჩანს, მი­ე­პარ­ნენ და ისე მოკ­ლეს. მო­ჭი­და­ვე იყო, ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი სტი­ლით ჭი­და­ო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რი. ოლიმ­პი­ა­დის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და და მა­შინ ბა­თუმ­ში იყო ჩა­მო­სუ­ლი. იმ დღეს მე­გო­ბარ­თან მი­ვი­და სტუმ­რად, იქ თა­ვი­სი მე­გო­ბა­რი არ დახ­ვდა და კონ­ფლიქ­ტი თურ­ქებ­თან მო­უხ­და. მას მი­ა­ყე­ნეს შე­უ­რა­ცხყო­ფა, გი­გა­მაც სა­პა­სუ­ხოდ გა­ლა­ხა თურ­ქი. იმ ბი­ნი­დან არა­ფე­რი წა­მო­უ­ღია, არც და­უჭ­რია ვინ­მე. არა­ნა­ი­რი ნივ­თი­ე­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა მის წი­ნა­აღ­მდეგ არ არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ საქ­მეს ყა­ჩა­ღო­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცია მის­ცეს.

- თურ­ქე­ბი ამ­ხელ­დნენ?

- თურ­ქე­ბი მის სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს არ და­ეს­წრე­ბი­ან. მომ­ხდარს არას­წო­რი კვა­ლი­ფი­კა­ცია მი­ა­ნი­ჭეს და სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო ბიჭი ყა­ჩა­ღო­ბის ბრალ­დე­ბით გა­მო­კე­ტეს. ასე გა­წი­რეს ცი­ხის­თვის წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი. ბავ­შვს 15 წელი და 6 თვე მი­უ­სა­ჯეს. სა­ჩივ­რე­ბით სხვა­დას­ხვა ინ­სტან­ცი­ებ­ში დავ­რბო­დით, ყვე­ლა უწყე­ბა­ში დავ­დი­ო­დით, მაგ­რამ სა­მარ­თალს ვერ მი­ვაღ­წი­ეთ, შვი­ლო. გიგა ფარ­ტე­ნა­ძის კა­რი­ე­რა თურ­ქებს და მათ მო­კავ­ში­რე ქარ­თველ მო­სა­მარ­თლე­ებს შე­ე­წი­რა. ახლა ცი­ხე­ში მო­მიკ­ლეს და მთლად დაგვღუ­პეს.

- ქალ­ბა­ტო­ნო ნანა, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ გი­გას ცი­ხე­ში დიდი ფული ჰქონ­და მო­გე­ბუ­ლი და ამას შე­ე­წი­რა იგი. რას იტყვით, გიგა თა­მა­შობ­და ცი­ხე­ში?

- ასე­თი რამ არა­ვინ თქვას, კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მოვ­რი­ცხავ, ჩირ­ქს ნუ მო­ცხე­ბენ ჩემს წა­მე­ბით მოკ­ლულ შვი­ლიშ­ვილს. ის არც მო­თა­მა­შე იყო არას­დროს, არც წამ­ლის გამ­კე­თე­ბე­ლი და არც ცუდი რამე ჩა­უ­დე­ნია. ხე­დავთ, რას და­ამ­სგავ­სეს ბავ­შვი, თურ­მე მკვლე­ლი შე­უყ­ვა­ნეს სა­კან­ში. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­გას მკვლე­ლი სვა­ნია და მას ორ­სუ­ლი ქალი ჰყო­ლია მოკ­ლუ­ლი. მი­თხრან, რა უნ­დო­და მას­თან მკვლელს? ან სა­ერ­თოდ რა­ტომ იყო თბი­ლის­ში მცხოვ­რე­ბი პა­ტი­მა­რი გე­გუთ­ში? გი­გას ბიძა ელა­პა­რა­კა მკვლე­ლო­ბის დღეს ტე­ლე­ფო­ნით, არ უთ­ქვამს, რომ რა­ი­მე პრობ­ლე­მა ჰქონ­და. მეც სულ მამ­შვი­დებ­და, ნუ გე­ში­ნია, ბე­ბია, მე კარ­გად ვარ, მალე სა­მარ­თა­ლი თა­ვის გზას იპო­ვის, მე აქე­დან გა­მო­ვა­ლო. კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მოვ­რი­ცხავთ, რომ ფუ­ლის გამო მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი. მისი წე­რი­ლე­ბი რომ წა­ი­კი­თხოთ, იტი­რებთ, ისე­თი ემო­ცი­ურ წე­რი­ლებს წერ­და თა­ვის ძმას.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ბავშვმა თურქი გალახა, 16 წელი მისცეს და გირგვლიანის მკვლელებს 5 წელი. ეს არის სამართალი?"

"ბავშვმა თურქი გალახა, 16 წელი მისცეს და გირგვლიანის მკვლელებს 5 წელი. ეს არის სამართალი?"

გეგუთის კოლონიაში 24 წლის გიგა ფარტენაძე ცემით მოკლეს. "დახურულ საკანში 4 მარტს, ღამის სამ საათზე პატიმრებს შორის კონფლიქტს პატიმრის გარდაცვალება მოჰყვა. სამმა პატიმარმა იჩხუბა. სავარაუდოდ, ბლაგვი საგნის ჩარტყმით ერთი პატიმარი გარდაიცვალა" - განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა.

გიგა ფარტენაძე მშობლიურ კუთხეში, ბათუმში გადაასვენეს. მისი ბებია, ქალბატონი ნანა კომახიძე ამბობს, რომ ამ წლების მანძილზე სამართალს ვეღარ მიაღწიეს - გიგა ყაჩაღობის ბრალდებით იხდიდა სასჯელს, თუმცა მას ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ბრალი შეუთითხნეს.

- ისეთი დასახიჩრებულია ჩემი შვილიშვილი, გაგიჟდება ადამიანი. ძალიან ღონიერი იყო გიგა. მას ერთი ადამიანი ვერ მოერეოდა. როგორც ჩანს, მიეპარნენ და ისე მოკლეს. მოჭიდავე იყო, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წევრი. ოლიმპიადისთვის ემზადებოდა და მაშინ ბათუმში იყო ჩამოსული. იმ დღეს მეგობართან მივიდა სტუმრად, იქ თავისი მეგობარი არ დახვდა და კონფლიქტი თურქებთან მოუხდა. მას მიაყენეს შეურაცხყოფა, გიგამაც საპასუხოდ გალახა თურქი. იმ ბინიდან არაფერი წამოუღია, არც დაუჭრია ვინმე. არანაირი ნივთიერი მტკიცებულება მის წინააღმდეგ არ არსებობდა, მაგრამ საქმეს ყაჩაღობის კვალიფიკაცია მისცეს.

- თურქები ამხელდნენ?

- თურქები მის სასამართლო პროცესს არ დაესწრებიან. მომხდარს არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭეს და სრულიად უდანაშაულო ბიჭი ყაჩაღობის ბრალდებით გამოკეტეს. ასე გაწირეს ციხისთვის წარმატებული სპორტსმენი. ბავშვს 15 წელი და 6 თვე მიუსაჯეს. საჩივრებით სხვადასხვა ინსტანციებში დავრბოდით, ყველა უწყებაში დავდიოდით, მაგრამ სამართალს ვერ მივაღწიეთ, შვილო. გიგა ფარტენაძის კარიერა თურქებს და მათ მოკავშირე ქართველ მოსამართლეებს შეეწირა. ახლა ციხეში მომიკლეს და მთლად დაგვღუპეს.

- ქალბატონო ნანა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიგას ციხეში დიდი ფული ჰქონდა მოგებული და ამას შეეწირა იგი. რას იტყვით, გიგა თამაშობდა ციხეში?

- ასეთი რამ არავინ თქვას, კატეგორიულად გამოვრიცხავ, ჩირქს ნუ მოცხებენ ჩემს წამებით მოკლულ შვილიშვილს. ის არც მოთამაშე იყო არასდროს, არც წამლის გამკეთებელი და არც ცუდი რამე ჩაუდენია. ხედავთ, რას დაამსგავსეს ბავშვი, თურმე მკვლელი შეუყვანეს საკანში. ჩვენი ინფორმაციით, გიგას მკვლელი სვანია და მას ორსული ქალი ჰყოლია მოკლული. მითხრან, რა უნდოდა მასთან მკვლელს? ან საერთოდ რატომ იყო თბილისში მცხოვრები პატიმარი გეგუთში? გიგას ბიძა ელაპარაკა მკვლელობის დღეს ტელეფონით, არ უთქვამს, რომ რაიმე პრობლემა ჰქონდა. მეც სულ მამშვიდებდა, ნუ გეშინია, ბებია, მე კარგად ვარ, მალე სამართალი თავის გზას იპოვის, მე აქედან გამოვალო. კატეგორიულად გამოვრიცხავთ, რომ ფულის გამო მოხდა ეს ყველაფერი. მისი წერილები რომ წაიკითხოთ, იტირებთ, ისეთი ემოციურ წერილებს წერდა თავის ძმას.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ