პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამოიყენებს თუ არა სასამართლო ვანო მერაბიშვილის მიმართ შეკრებითობის პრინციპს?
გამოიყენებს თუ არა სასამართლო ვანო მერაბიშვილის მიმართ შეკრებითობის პრინციპს?

გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის მომ­ლო­დი­ნე ექ­სპრე­მი­ე­რი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც დღემ­დე თავს პო­ლიტ­პა­ტიმ­რად მი­იჩ­ნევს, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბამ, რო­გორც იტყვი­ან, ხერ­ხე­მალ­ში გა­და­ტე­ხა - ე.წ. და­საქ­მე­ბის პროგ­რა­მის ეპი­ზო­დი­სა და კვა­რი­ა­თის აგა­რა­კის საქ­მე­ებ­ზე ქუ­თა­ი­სის სა­ოლ­ქო სა­სა­მარ­თლომ ვერ­დიქ­ტის თა­ნახ­მად, მას 5 წლით აღუკ­ვე­თა თა­ვი­სუფ­ლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა 26 მა­ი­სის საქ­მეს, ამა­ზე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ იმ­სჯე­ლა და პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის მიერ ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის­თვის, მე­რა­ბიშ­ვილს 4 წლი­თა და 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა, ამას­თან, 1 წლი­თა და 6 თვით სა­ხელ­მწი­ფო თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბა აუკ­რძა­ლა.

დაც­ვის მხა­რე სა­სა­მარ­თლოს "უკა­ნო­ნო" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბას ყვე­ლა ინ­სტან­ცი­ა­ში აპი­რებს. ვი­ნა­ი­დან არც ერთი გა­ნა­ჩე­ნი კა­ნო­ნი­ერ ძა­ლა­ში ჯერ არ შე­სუ­ლა, ცნო­ბა იმის შე­სა­ხებ, თით­ქოს პირ­ველ და­ნა­შა­ულ­ზე გა­მო­ტა­ნი­ლი ხუთი წელი და­ნარ­ჩენ სას­ჯე­ლებს შთან­თქავს და ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი "მატ­რო­სო­ვის ცი­ხი­დან" 5 წელ­ში გა­მო­ვა, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის თქმით, ამ ეტაპ­ზე ცო­ტა­თი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლია. საქ­მის დე­ტა­ლებ­ზე სა­სა­უბ­როდ სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­მდე­ბელს, ნა­თია სონ­ღუ­ლაშ­ვილს შევ­ხვდი.

- ქალ­ბა­ტო­ნო ნა­თია, რო­დე­საც ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის საქ­მე­ზე და­ი­ნიშ­ნეთ პრო­კუ­რო­რად, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ზო­გი­ერ­თმა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა პრო­ტეს­ტი გა­მოთ­ქვა: ამ­ბობ­დნენ, რომ თქვენ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყა­ვით ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­თან და იგი ყო­ველ­თვის თქვენს უფ­რო­სად დარ­ჩე­ბო­და.

- ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი არა­სო­დეს არც ერთი პრო­კუ­რო­რის უფ­რო­სი არ ყო­ფი­ლა. პი­რა­დად მე, მას­თან შე­ხე­ბა არ მქო­ნია და ჩემს კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში არას­დროს არც ერთი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი არ ჩა­რე­უ­ლა. მე მყავ­და ჩემი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი.

- რომ არა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი და "ამ­ნის­ტი­რე­ბუ­ლი" მუხ­ლე­ბი, რამ­დენს მი­უს­ჯიდ­ნენ ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვილს იმ და­ნა­შა­უ­ლის­თვის, რო­მელ­შიც თქვენ იყა­ვით ბრალ­მდე­ბე­ლი?

- ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვილს სულ 6 მუხ­ლი ჰქონ­და წარ­დგე­ნი­ლი: 3 - და­საქ­მე­ბის და 3 - აგა­რა­კის ეპი­ზოდ­ში. მო­სა­მარ­თლემ მას სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის მუხ­ლი მო­უხ­სნა, ვი­ნა­ი­დან ეს და­ნა­შა­უ­ლი ორი­ვე ეპი­ზოდ­ში იყო დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. რად­გან გაფ­ლან­გვის მუხლს ყვე­ლა­ზე დიდი სან­ქცია ჰქონ­და, ამი­ტო­მაც მი­უ­სა­ჯეს 10 წელი, თუმ­ცა ვი­ნა­ი­დან გაფ­ლან­გვის მუხ­ლი "ამ­ნის­ტი­რე­ბუ­ლია", მე­რა­ბიშ­ვილს სას­ჯე­ლი გა­უ­ნა­ხევ­რდა და ამ მუხ­ლმა სხვა და­ნარ­ჩე­ნი სას­ჯე­ლე­ბიც შთან­თქა. 2012 წლის 1-ლი ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი რომ არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო და ამ­ნის­ტი­ის აქტი არ გა­მო­ცე­მუ­ლი­ყო, ძვე­ლი სს კო­დექ­სით, მე­რა­ბიშ­ვილს ჯამ­ში, 24 წელი და 6 თვე გა­მოს­დი­ო­და სას­ჯე­ლი.

- რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ამ­ბო­ბენ, ასე­უ­ლო­ბით მოწ­მე და­ი­კი­თხა და არც ერთ მათ­განს მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სა და ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლის ბრა­ლე­უ­ლო­ბა, არც და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მა არ უხ­სე­ნე­ბია...

- მარ­ტი­ვად ავუხ­სნათ მკი­თხველს, თუ რა ჩა­ი­დი­ნეს მე­რა­ბიშ­ვილ­მა და ჭი­ა­ბე­რაშ­ვილ­მა: ვი­ნა­ი­დან წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში, მას­შტა­ბუ­რი პროგ­რა­მე­ბის წა­მო­წყე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია, კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვა რომ არ გა­მოს­ვლო­დათ, მათ ივ­ლის­ში და­ი­წყეს ე.წ. და­საქ­მე­ბის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც სი­ნამ­დვი­ლე­ში, თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით, სა­ქარ­თვე­ლო­ში უმუ­შე­ვა­რი ადა­მი­ა­ნე­ბის აღ­წე­რის პროგ­რა­მა იყო. 2500 და­საქ­მე­ბუ­ლი, ე.წ. ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი კარ­და­კარ და­დი­ოდ­ნენ და აღ­წერ­დნენ უმუ­შევ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას. 25 სა­პი­ლო­ტე ქა­ლაქ­ში და­ი­წყო ეს აღ­წე­რა. პა­რა­ლე­ლუ­რად, მათ თით­ქოს­და აგენ­ტე­ბად, 22 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი გა­იყ­ვა­ნეს 600 ათა­სი ოჯა­ხის ვი­თომ აღ­სა­წე­რად. ისი­ნი "ნა­ცაქ­ტი­ვის­ტე­ბი" და მათი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი იყ­ვნენ. მე­რა­ბიშ­ვილ­მა და ჭი­ა­ბე­რაშ­ვილ­მა ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ის­ყი­დეს - მის­ცეს არა ხელ­ფა­სი, არა­მედ თი­თო­ე­ულს - 240 ლარი და გა­ა­ფორ­მეს სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში. ამ პი­რებს სა­ა­გენ­ტოს­თვის და სა­მუ­შა­ოს მა­ძი­ე­ბელ­თა აღ­რი­ცხვის პროგ­რა­მის­თვის არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბი­ათ - წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ გა­წე­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის­თვის მი­ი­ღეს ანა­ზღა­უ­რე­ბა. უმ­რავ­ლე­სო­ბა ამ­ბობ­და, რომ იყო კო­ორ­დი­ნა­ტო­რი, დამ­კვირ­ვე­ბე­ლი და ა.შ. ისი­ნი ეწე­ოდ­ნენ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აგი­ტა­ცი­ას მო­სახ­ლე­ო­ბა­ში. "და­საქ­მე­ბუ­ლებ­ზე" ჯამ­ში, 5 მი­ლი­ონ 240 880 ლარი გა­იფ­ლან­გა.

- ექ­სპრე­მი­ე­რის მე­გობ­რე­ბი დღემ­დე ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ აგა­რა­კი, რო­მელ­საც მე­რა­ბიშ­ვი­ლი და­ე­პატ­რო­ნა, კერ­ძო კი არა, სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა იყო...

- კვა­რი­ა­თის აგა­რა­კი რო­დე­საც ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სის სფე­რო­ში მო­ექ­ცა, სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა არ ყო­ფი­ლა, სა­ჯა­რო რე­ესტრის მი­ხედ­ვით, ის 2007 წლი­დან იუ­რი­დი­ულ ფირ­მა "სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პა­ნი­ას" ეკუთ­ვნო­და (2010 წელს აგა­რა­კი შე­ი­ძი­ნა ოფ­შორ­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბულ­მა შვე­ი­ცა­რი­ულ­მა კომ­პა­ნია "მე­ტა­ლიკ­მა", რომ­ლის დი­რექ­ტო­რიც "წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით" ძებ­ნი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ზუ­რაბ ლობ­ჟა­ნი­ძეა). 2009 წლის მა­ის­ში, მე­რა­ბიშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბით, აგა­რაკ­ზე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი შე­იჭრ­ნენ და გა­მო­ა­ძე­ვეს იქ მყო­ფი პი­რე­ბი, რის შემ­დე­გაც მი­სით წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სარ­გებ­ლობ­და ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლი - ოჯახ­თან ერ­თად ის­ვე­ნებ­და. მოწ­მე­ე­ბის თქმით, კვა­რი­ა­თის აგა­რაკ­ზე თითო-თი­თო­ჯერ არი­ან ნამ­ყო­ფი ახა­ლა­ი­ე­ბიც. ბრალ­დე­ბა მე­რა­ბიშ­ვილს ედა­ვე­ბო­და იმას, რომ მისი ბრძა­ნე­ბით მოხ­და კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის ხელ­ყო­ფა და აგა­რა­კი შსს-ს სახ­სრე­ბით გა­რე­მონტდა - რე­მონ­ტის­თვის სულ 154 ათას ლა­რამ­დე თან­ხა გა­ი­ხარ­ჯა. პრო­ცეს­ზე დავ­კი­თხეთ ზუ­რაბ ლობ­ჟა­ნი­ძის ძმის­შვი­ლი, რო­მე­ლიც არის ამ შპს-ს დი­რექ­ტო­რი, ასე­ვე, ძვე­ლი დი­რექ­ტო­რიც და ორი­ვემ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა არა­ერ­თხელ შე­უთ­ვა­ლა ძებ­ნილ ლობ­ჟა­ნი­ძეს, უსას­ყიდ­ლოდ დათ­მე აგა­რა­კი და ყვე­ლა საქ­მეს შე­გი­წყვე­ტო.

- მე­რა­ბიშ­ვი­ლი და ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი პრო­ცეს­ზე მარ­თლა აგი­ნებ­დნენ პრო­კუ­რო­რებს?

- პრო­ცეს­ზე ოთხი პრო­კუ­რო­რი გა­მოვ­დი­ო­დით და ჩვენ მი­მართ მარ­თლაც ის­მო­და უცენ­ზუ­რო და არა­კო­რექ­ტუ­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი, რა­ზეც სა­სა­მარ­თლო არ რე­ა­გი­რებ­და, თუმ­ცა ჩვენ მა­ინც ვა­კე­თებ­დით აქ­ცენტს. მე­რა­ბიშ­ვი­ლი, რო­გორც წესი, არა­კო­რექ­ტუ­ლად მოგ­ვმარ­თავ­და, ხოლო ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი ხში­რად იგი­ნე­ბო­და პრო­კუ­რო­რე­ბის მი­სა­მარ­თით.

- 26 მა­ი­სის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო და ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის­თვის ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვილს სას­ჯე­ლის ზო­მად სა­ბო­ლო­ოდ, 4 წლი­თა და 6 თვით პა­ტიმ­რო­ბა გა­ნუ­სა­ზღვრა. დაც­ვის მხა­რემ გა­ნა­ჩენს უკა­ნო­ნო უწო­და და გა­ნა­ცხა­და, რომ ბრალ­დე­ბას მყა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ გა­აჩ­ნდა.

- 26 მა­ი­სის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბის დროს საპ­რო­ცე­სო ხელ­მძღვა­ნე­ლი ვი­ყა­ვი და მე­რა­ბიშ­ვი­ლის მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა ჩემი და­წყე­ბუ­ლია. მი­მაჩ­ნია, რომ ჩემ­მა კო­ლე­გებ­მა ღირ­სე­უ­ლად წარ­მო­ად­გი­ნეს ბრალ­დე­ბის პო­ზი­ცია, წა­რად­გი­ნეს იმ რა­ო­დე­ნო­ბის და ისე­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ სა­სა­მარ­თლო და­არ­წმუ­ნეს ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ 26 მა­ი­სის აქ­ცი­ის დაშ­ლის მე­თო­დე­ბის აბ­სო­ლუ­ტურ უკა­ნო­ნო­ბა­ში. გა­მო­ძი­ე­ბა­ში მე ვი­ყა­ვი ამ საქ­მის ზე­დამ­ხედ­ვე­ლი, დევ­ნა ჩემი და­წყე­ბუ­ლი იყო და ბრალ­ზეც მაქვს ხელი მო­წე­რი­ლი, ამი­ტომ ვიცი, რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი იქნა სა­სა­მარ­თლო­ზე წარ­დგე­ნი­ლი. იყო რო­გორც წე­რი­ლო­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, ასე­ვე მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბი - სულ 800-მდე ადა­მი­ა­ნი და­ი­კი­თხა. გა­მო­ძი­ე­ბი­სას ის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი და­ი­კი­თხნენ, რომ­ლე­ბიც და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ ან მი­ტინგზე სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს. და­ი­კი­თხნენ პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი, რო­მელ­თაც მის­ცეს მე­რა­ბიშ­ვი­ლის მამ­ხი­ლე­ბე­ლი ჩვე­ნე­ბე­ბი.

- მუ­სი­რებს აზრი, რომ მის­ჯი­ლი 5 წელი და­ნარ­ჩენ სას­ჯე­ლებს შთან­თქავს...

- ვი­ნა­ი­დან დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით არც ერთი გა­ნა­ჩე­ნი ჯერ არ არის შე­სუ­ლი კა­ნო­ნი­ერ ძა­ლა­ში, ნა­ად­რე­ვია სა­უ­ბა­რი იმა­ზე, შთა­ინ­თქმე­ბა თუ შე­იკ­რი­ბე­ბა სას­ჯე­ლი. ამა­ზე უნდა იმ­სჯე­ლოს უშუ­ა­ლოდ სა­სა­მარ­თლომ მას შემ­დეგ, რაც ორი­ვე გა­ნა­ჩე­ნი გან­ცალ­კე­ვე­ბით გა­ნი­ხი­ლე­ბა ყვე­ლა ინ­სტან­ცი­ა­ში. სა­სა­მარ­თლოს მი­სა­ღე­ბია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, შთან­თქვას, შეკ­რებს თუ ნა­წი­ლობ­რივ შეკ­რებს ამ ორ გა­ნა­ჩენს.

- შეკ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პი ხომ გა­უქ­მდა?

- არ არის გა­უქ­მე­ბუ­ლი. ძველ საპ­რო­ცე­სო კო­დექსში მხო­ლოდ შეკ­რე­ბა იყო. ახ­ლან­დე­ლი "პრო­ცე­სით" არის რო­გორც შეკ­რე­ბა, ისე ნა­წი­ლობ­რი­ვი შეკ­რე­ბა და ასე­ვე - შთან­თქმა. ძვე­ლი "პრო­ცე­სით", თუ მო­სა­მარ­თლეს არ ჰქონ­და ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, ახლა აქვს. ამას­თან, მე­რა­ბიშ­ვი­ლის კი­დევ ორ საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა (გირ­გვლი­ა­ნის და ე.წ. "ორი გვა­მის" საქ­მე), ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა.

- თქვენს გუნდს "ადე­იშ­ვი­ლის პრო­კუ­რო­რებს" რომ უწო­დე­ბენ, სა­ა­მა­ყოა თუ უხერ­ხუ­ლო­ბის გან­ცდას გი­ჩენთ?

- პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში რომ მოვ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვი, ჩა­ვა­ბა­რე რამ­დე­ნი­მე­სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი გა­მოც­და, გა­ვი­ა­რე ტრე­ნინ­გე­ბი და, თუ და­მი­ჯე­რებთ, 2007 წლი­დან დღემ­დე, წე­ლი­წად­ში 17-დან 20 გა­მოც­დამ­დე ვა­ბა­რებ­დი. თავს არა­ვის პრო­კუ­რო­რად არ ვთვლი. ვარ მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი და უხერ­ხუ­ლო­ბის გან­ცდას არ მი­ჩენს სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბის მხარ­და­ჭე­რა. არა მგო­ნია, ოდეს­მე უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში მი­მე­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ თუ ვინ­მე ჩათ­ვლის, რომ 1-ელ ოქ­ტომ­ბრამ­დე ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს კა­ნო­ნი და­ვარ­ღვიე ან და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ვი­დი­ნე, მზად ვარ, კა­ნო­ნის წი­ნა­შე პა­სუ­ხი ვაგო. არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ რო­მე­ლი­მე რე­ჟი­მი­სა და კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის პრო­კუ­რო­რი, ვე­მორ­ჩი­ლე­ბო­დი მხო­ლოდ კა­ნონს და დავ­რჩი რი­გით პრო­კუ­რო­რად. ადე­იშ­ვილს ვერ შე­ვა­ფა­სებ იმ მო­ტი­ვით, რომ ეს ადა­მი­ა­ნი პი­რა­დად ერთხელ მყავს ნა­ნა­ხი, მას­თან შე­ხე­ბა არ მქო­ნია.

- თუ სწო­რად მახ­სოვს, თქვენ მუხ­რო­ვა­ნის საქ­მე­შიც იყა­ვით ბრალ­მდე­ბე­ლი...

- მუხ­რო­ვან­ზე არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და. ვა­დას­ტუ­რებ, რომ სხვა 5 პრო­კუ­რორ­თან ერ­თად ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი მხო­ლოდ აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­კი­თხის გან­ხილ­ვა­ში, რაც 48 სა­ათს გაგ­რძელ­და. და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სამ ნა­წი­ლად იყ­ვნენ და­ყო­ფი­ლე­ბი: რე­ინ­ჯე­რე­ბი, სამ­ხედ­რო­ე­ბი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. მე ვი­ყა­ვი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის საქ­მე­ზე, მე­წყვი­ლე პრო­კუ­რორ­თან ერ­თად, ანუ იმ ერთ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, თუმ­ცა არც აპე­ლა­ცი­ა­ში, არც არ­სე­ბით გან­ხილ­ვა­სა და არც უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში არ გა­მოვ­დი­ო­დი.

- ამ­ჟა­მად ბუტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ში ხართ ბრალ­მდე­ბე­ლი. რა­ტომ ჭი­ა­ნურ­დე­ბა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის და­წყე­ბა?

- ბუტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა დიდი ხნის წინ დამ­თავ­რდა და სა­სა­მარ­თლო­ში 6 თვის წინ გავ­გზავ­ნეთ. მო­სა­მარ­თლემ რა­ტომ­ღაც, გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ვა­დით გა­და­დო საქ­მე და ვე­ლო­დე­ბით, რო­დის და­ნიშ­ნავს პრო­ცესს. ვე­რა­ვის ვე­რა­ფერს და­ვა­ძა­ლებთ.

- ახალ მთა­ვარ პრო­კუ­რორ­ზე რას იტყვით? შეძ­ლებს გი­ორ­გი ბა­დაშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაკ­ვე­თას - სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­სრუ­ლე­ბას გა­არ­თვას თავი?

- სა­ნამ მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი გახ­დე­ბო­და, ბა­ტო­ნი გი­ორ­გი ბა­დაშ­ვი­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტში ჩემი უფ­რო­სი იყო. თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნია. ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მი­მართ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი მისი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რო­ბის პე­რი­ოდ­ში გა­მო­ი­ტა­ნეს. ეს ფაქ­ტი უკვე იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა ღირ­სე­უ­ლად წარ­დგა სა­სა­მარ­თლო­ში და შეძ­ლო მა­ღა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რი­სათ­ვის და­ნა­შა­უ­ლის დამ­ტკი­ცე­ბა. ჩვე­ნი მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა შე­დე­გებ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გამოიყენებს თუ არა სასამართლო ვანო მერაბიშვილის მიმართ შეკრებითობის პრინციპს?

გამოიყენებს თუ არა სასამართლო ვანო მერაბიშვილის მიმართ შეკრებითობის პრინციპს?

გამამართლებელი განაჩენის მომლოდინე ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი, რომელიც დღემდე თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, მართლმსაჯულებამ, როგორც იტყვიან, ხერხემალში გადატეხა - ე.წ. დასაქმების პროგრამის ეპიზოდისა და კვარიათის აგარაკის საქმეებზე ქუთაისის საოლქო სასამართლომ ვერდიქტის თანახმად, მას 5 წლით აღუკვეთა თავისუფლება. რაც შეეხება 26 მაისის საქმეს, ამაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა და პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ძალადობის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტებისთვის, მერაბიშვილს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ამასთან, 1 წლითა და 6 თვით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აუკრძალა.

დაცვის მხარე სასამართლოს "უკანონო" გადაწყვეტილების გასაჩივრებას ყველა ინსტანციაში აპირებს. ვინაიდან არც ერთი განაჩენი კანონიერ ძალაში ჯერ არ შესულა, ცნობა იმის შესახებ, თითქოს პირველ დანაშაულზე გამოტანილი ხუთი წელი დანარჩენ სასჯელებს შთანთქავს და ვანო მერაბიშვილი "მატროსოვის ციხიდან" 5 წელში გამოვა, სამართალდამცველების თქმით, ამ ეტაპზე ცოტათი გადაჭარბებულია. საქმის დეტალებზე სასაუბროდ სახელმწიფო ბრალმდებელს, ნათია სონღულაშვილს შევხვდი.

- ქალბატონო ნათია, როდესაც ვანო მერაბიშვილის საქმეზე დაინიშნეთ პროკურორად, საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთმა წარმომადგენელმა პროტესტი გამოთქვა: ამბობდნენ, რომ თქვენ დაკავშირებული იყავით ვანო მერაბიშვილთან და იგი ყოველთვის თქვენს უფროსად დარჩებოდა.

- ვანო მერაბიშვილი არასოდეს არც ერთი პროკურორის უფროსი არ ყოფილა. პირადად მე, მასთან შეხება არ მქონია და ჩემს კომპეტენციაში არასდროს არც ერთი მაღალჩინოსანი არ ჩარეულა. მე მყავდა ჩემი სამსახურის უფროსი.

- რომ არა საკანონმდებლო ცვლილებები და "ამნისტირებული" მუხლები, რამდენს მიუსჯიდნენ ივანე მერაბიშვილს იმ დანაშაულისთვის, რომელშიც თქვენ იყავით ბრალმდებელი?

- ივანე მერაბიშვილს სულ 6 მუხლი ჰქონდა წარდგენილი: 3 - დასაქმების და 3 - აგარაკის ეპიზოდში. მოსამართლემ მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლი მოუხსნა, ვინაიდან ეს დანაშაული ორივე ეპიზოდში იყო დაკვალიფიცირებული. რადგან გაფლანგვის მუხლს ყველაზე დიდი სანქცია ჰქონდა, ამიტომაც მიუსაჯეს 10 წელი, თუმცა ვინაიდან გაფლანგვის მუხლი "ამნისტირებულია", მერაბიშვილს სასჯელი გაუნახევრდა და ამ მუხლმა სხვა დანარჩენი სასჯელებიც შთანთქა. 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის შემდეგ საკანონმდებლო ცვლილებები რომ არ განხორციელებულიყო და ამნისტიის აქტი არ გამოცემულიყო, ძველი სს კოდექსით, მერაბიშვილს ჯამში, 24 წელი და 6 თვე გამოსდიოდა სასჯელი.

- როგორც "ნაციონალები" ამბობენ, ასეულობით მოწმე დაიკითხა და არც ერთ მათგანს მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის ბრალეულობა, არც დანაშაულებრივი სქემა არ უხსენებია...

- მარტივად ავუხსნათ მკითხველს, თუ რა ჩაიდინეს მერაბიშვილმა და ჭიაბერაშვილმა: ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდში, მასშტაბური პროგრამების წამოწყება აკრძალულია, კანონის დარღვევა რომ არ გამოსვლოდათ, მათ ივლისში დაიწყეს ე.წ. დასაქმების პროგრამა, რომელიც სინამდვილეში, თავისი შინაარსით, საქართველოში უმუშევარი ადამიანების აღწერის პროგრამა იყო. 2500 დასაქმებული, ე.წ. ბენეფიციარები კარდაკარ დადიოდნენ და აღწერდნენ უმუშევრების რაოდენობას. 25 საპილოტე ქალაქში დაიწყო ეს აღწერა. პარალელურად, მათ თითქოსდა აგენტებად, 22 ათასამდე ადამიანი გაიყვანეს 600 ათასი ოჯახის ვითომ აღსაწერად. ისინი "ნაცაქტივისტები" და მათი მხარდამჭერები იყვნენ. მერაბიშვილმა და ჭიაბერაშვილმა ეს ადამიანები მოისყიდეს - მისცეს არა ხელფასი, არამედ თითოეულს - 240 ლარი და გააფორმეს სოციალური მომსახურების სააგენტოში. ამ პირებს სააგენტოსთვის და სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამისთვის არაფერი გაუკეთებიათ - წინასაარჩევნოდ გაწეული სამსახურისთვის მიიღეს ანაზღაურება. უმრავლესობა ამბობდა, რომ იყო კოორდინატორი, დამკვირვებელი და ა.შ. ისინი ეწეოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" აგიტაციას მოსახლეობაში. "დასაქმებულებზე" ჯამში, 5 მილიონ 240 880 ლარი გაიფლანგა.

- ექსპრემიერის მეგობრები დღემდე ამტკიცებენ, რომ აგარაკი, რომელსაც მერაბიშვილი დაეპატრონა, კერძო კი არა, სახელმწიფო საკუთრება იყო...

- კვარიათის აგარაკი როდესაც ვანო მერაბიშვილის ინტერესის სფეროში მოექცა, სახელმწიფო საკუთრება არ ყოფილა, საჯარო რეესტრის მიხედვით, ის 2007 წლიდან იურიდიულ ფირმა "საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიას" ეკუთვნოდა (2010 წელს აგარაკი შეიძინა ოფშორში დარეგისტრირებულმა შვეიცარიულმა კომპანია "მეტალიკმა", რომლის დირექტორიც "წითელი ცირკულარით" ძებნილი ბიზნესმენი ზურაბ ლობჟანიძეა). 2009 წლის მაისში, მერაბიშვილის ბრძანებით, აგარაკზე პოლიციელები შეიჭრნენ და გამოაძევეს იქ მყოფი პირები, რის შემდეგაც მისით წლების განმავლობაში სარგებლობდა ივანე მერაბიშვილი - ოჯახთან ერთად ისვენებდა. მოწმეების თქმით, კვარიათის აგარაკზე თითო-თითოჯერ არიან ნამყოფი ახალაიებიც. ბრალდება მერაბიშვილს ედავებოდა იმას, რომ მისი ბრძანებით მოხდა კერძო საკუთრების უფლების ხელყოფა და აგარაკი შსს-ს სახსრებით გარემონტდა - რემონტისთვის სულ 154 ათას ლარამდე თანხა გაიხარჯა. პროცესზე დავკითხეთ ზურაბ ლობჟანიძის ძმისშვილი, რომელიც არის ამ შპს-ს დირექტორი, ასევე, ძველი დირექტორიც და ორივემ დაადასტურა, რომ ვანო მერაბიშვილმა არაერთხელ შეუთვალა ძებნილ ლობჟანიძეს, უსასყიდლოდ დათმე აგარაკი და ყველა საქმეს შეგიწყვეტო.

- მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი პროცესზე მართლა აგინებდნენ პროკურორებს?

- პროცესზე ოთხი პროკურორი გამოვდიოდით და ჩვენ მიმართ მართლაც ისმოდა უცენზურო და არაკორექტული გამონათქვამები, რაზეც სასამართლო არ რეაგირებდა, თუმცა ჩვენ მაინც ვაკეთებდით აქცენტს. მერაბიშვილი, როგორც წესი, არაკორექტულად მოგვმართავდა, ხოლო ჭიაბერაშვილი ხშირად იგინებოდა პროკურორების მისამართით.

- 26 მაისის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ძალადობის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტებისთვის ივანე მერაბიშვილს სასჯელის ზომად საბოლოოდ, 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა განუსაზღვრა. დაცვის მხარემ განაჩენს უკანონო უწოდა და განაცხადა, რომ ბრალდებას მყარი მტკიცებულებები არ გააჩნდა.

- 26 მაისის საქმეზე გამოძიების დროს საპროცესო ხელმძღვანელი ვიყავი და მერაბიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ჩემი დაწყებულია. მიმაჩნია, რომ ჩემმა კოლეგებმა ღირსეულად წარმოადგინეს ბრალდების პოზიცია, წარადგინეს იმ რაოდენობის და ისეთი მტკიცებულებები, რომ სასამართლო დაარწმუნეს ვანო მერაბიშვილის მიერ 26 მაისის აქციის დაშლის მეთოდების აბსოლუტურ უკანონობაში. გამოძიებაში მე ვიყავი ამ საქმის ზედამხედველი, დევნა ჩემი დაწყებული იყო და ბრალზეც მაქვს ხელი მოწერილი, ამიტომ ვიცი, რა მტკიცებულებები იქნა სასამართლოზე წარდგენილი. იყო როგორც წერილობითი მტკიცებულებები, ასევე მოწმეთა ჩვენებები - სულ 800-მდე ადამიანი დაიკითხა. გამოძიებისას ის დაზარალებულები დაიკითხნენ, რომლებიც დაკავებულები იყვნენ ან მიტინგზე სხეულის დაზიანებები მიიღეს. დაიკითხნენ პოლიციის მაღალჩინოსნები, რომელთაც მისცეს მერაბიშვილის მამხილებელი ჩვენებები.

- მუსირებს აზრი, რომ მისჯილი 5 წელი დანარჩენ სასჯელებს შთანთქავს...

- ვინაიდან დღევანდელი მდგომარეობით არც ერთი განაჩენი ჯერ არ არის შესული კანონიერ ძალაში, ნაადრევია საუბარი იმაზე, შთაინთქმება თუ შეიკრიბება სასჯელი. ამაზე უნდა იმსჯელოს უშუალოდ სასამართლომ მას შემდეგ, რაც ორივე განაჩენი განცალკევებით განიხილება ყველა ინსტანციაში. სასამართლოს მისაღებია გადაწყვეტილება, შთანთქვას, შეკრებს თუ ნაწილობრივ შეკრებს ამ ორ განაჩენს.

- შეკრებითობის პრინციპი ხომ გაუქმდა?

- არ არის გაუქმებული. ძველ საპროცესო კოდექსში მხოლოდ შეკრება იყო. ახლანდელი "პროცესით" არის როგორც შეკრება, ისე ნაწილობრივი შეკრება და ასევე - შთანთქმა. ძველი "პროცესით", თუ მოსამართლეს არ ჰქონდა ალტერნატივა, ახლა აქვს. ამასთან, მერაბიშვილის კიდევ ორ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება (გირგვლიანის და ე.წ. "ორი გვამის" საქმე), ვნახოთ, რა იქნება.

- თქვენს გუნდს "ადეიშვილის პროკურორებს" რომ უწოდებენ, საამაყოა თუ უხერხულობის განცდას გიჩენთ?

- პროკურატურაში რომ მოვხვედრილიყავი, ჩავაბარე რამდენიმესაფეხურიანი გამოცდა, გავიარე ტრენინგები და, თუ დამიჯერებთ, 2007 წლიდან დღემდე, წელიწადში 17-დან 20 გამოცდამდე ვაბარებდი. თავს არავის პროკურორად არ ვთვლი. ვარ მთავარი პროკურატურის თანამშრომელი და უხერხულობის განცდას არ მიჩენს სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა. არა მგონია, ოდესმე უკანონო გადაწყვეტილებაში მიმეღოს მონაწილეობა, მაგრამ თუ ვინმე ჩათვლის, რომ 1-ელ ოქტომბრამდე ჩემი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს კანონი დავარღვიე ან დანაშაული ჩავიდინე, მზად ვარ, კანონის წინაშე პასუხი ვაგო. არასოდეს ვყოფილვარ რომელიმე რეჟიმისა და კონკრეტული პირის პროკურორი, ვემორჩილებოდი მხოლოდ კანონს და დავრჩი რიგით პროკურორად. ადეიშვილს ვერ შევაფასებ იმ მოტივით, რომ ეს ადამიანი პირადად ერთხელ მყავს ნანახი, მასთან შეხება არ მქონია.

- თუ სწორად მახსოვს, თქვენ მუხროვანის საქმეშიც იყავით ბრალმდებელი...

- მუხროვანზე არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. ვადასტურებ, რომ სხვა 5 პროკურორთან ერთად ვმონაწილეობდი მხოლოდ აღმკვეთი ღონისძიების საკითხის განხილვაში, რაც 48 საათს გაგრძელდა. დაკავებული პირები, მოგეხსენებათ, სამ ნაწილად იყვნენ დაყოფილები: რეინჯერები, სამხედროები და მოქალაქეები. მე ვიყავი მოქალაქეების საქმეზე, მეწყვილე პროკურორთან ერთად, ანუ იმ ერთ საგამოძიებო მოქმედებაში ვმონაწილეობდი, თუმცა არც აპელაციაში, არც არსებით განხილვასა და არც უზენაეს სასამართლოში არ გამოვდიოდი.

- ამჟამად ბუტა რობაქიძის საქმეში ხართ ბრალმდებელი. რატომ ჭიანურდება სასამართლო პროცესის დაწყება?

- ბუტა რობაქიძის საქმეზე გამოძიება დიდი ხნის წინ დამთავრდა და სასამართლოში 6 თვის წინ გავგზავნეთ. მოსამართლემ რატომღაც, განუსაზღვრელი ვადით გადადო საქმე და ველოდებით, როდის დანიშნავს პროცესს. ვერავის ვერაფერს დავაძალებთ.

- ახალ მთავარ პროკურორზე რას იტყვით? შეძლებს გიორგი ბადაშვილი საზოგადოების დაკვეთას - სამართლიანობის აღსრულებას გაართვას თავი?

- სანამ მთავარი პროკურორი გახდებოდა, ბატონი გიორგი ბადაშვილი საგამოძიებო დეპარტამენტში ჩემი უფროსი იყო. თავისი საქმის პროფესიონალი და პატიოსანი ადამიანია. ვანო მერაბიშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი მისი მთავარი პროკურორობის პერიოდში გამოიტანეს. ეს ფაქტი უკვე იმაზე მეტყველებს, რომ პროკურატურა ღირსეულად წარდგა სასამართლოში და შეძლო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირისათვის დანაშაულის დამტკიცება. ჩვენი მთავარი პროკურატურა შედეგებზეა ორიენტირებული.

ნანა ფიცხელაური

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ