პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შს მინისტრის განცხადება მოქალაქეების უკანონო მიყურადებასთან დაკავშირებით
შს მინისტრის განცხადება მოქალაქეების უკანონო მიყურადებასთან დაკავშირებით

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრ ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძის მტკი­ცე­ბით, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სად­მი უკა­ნო­ნო მი­ყუ­რა­დე­ბა არ ხდე­ბა.

რო­გორც ჭი­კა­ი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ დღეს გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბი არ იზღუ­დე­ბა.

"მინ­და და­გარ­წმუ­ნოთ, რომ უკა­ნო­ნოდ არა­ფე­რი ხდე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქე ამას ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში გრძნობს. არ იზღუ­დე­ბა მათი უფ­ლე­ბე­ბი. პი­რი­ქით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო არის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა, მათი სი­ცო­ცხლის და ჯან­მრთე­ლო­ბის დამ­ცვე­ლი და ეს სა­ფუძ­ვე­ლი ნამ­დვი­ლად არ გა­აჩ­ნი­ათ. როცა რე­ა­ლუ­რი სა­ფუძ­ვლე­ბი იყო, რა­ტომ­ღაც მა­შინ დუმ­და ადა­მი­ან­თა გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი, რომ­ლე­ბიც დღეს ამის შე­სა­ხებ აქ­ტი­უ­რად სა­უბ­რო­ბენ", - გა­ნა­ცხა­და ჭი­კა­ი­ძემ.

ამას­თან, შს მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, ფა­რულ მოს­მე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხის და­სა­რე­გუ­ლი­რებ­ლად კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"შევ­ჯერ­დე­ბით იმ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბა ჩვენ­თვი­საც და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვი­საც", - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.

სა­ხალ­ხო დამ­ცველ უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ნამ­დვი­ლად აქვს ბერ­კე­ტი, რომ ათა­სო­ბით ადა­მი­ანს ფა­რუ­ლად მო­უს­მი­ნოს, თუმ­ცა ეს რამ­დე­ნად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა პრაქ­ტი­კა­ში, ამის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს. რო­გორც ნა­ნუ­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ზო­გა­დად ეს სა­კი­თხი და­სა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლია.

"ეს არის თემა, სა­დაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა იმ ფონ­ზე, რო­დე­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხდე­ბო­და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მოს­მე­ნა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გარ­კვე­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მის შექ­მნა, რო­მე­ლიც და­ა­რე­გუ­ლი­რებს და შე­საძ­ლე­ბელს გახ­დის მო­ნი­ტო­რინ­გი და კონ­ტრო­ლი გან­ხორ­ცი­ელ­დეს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა მოხ­დეს", - აღ­ნიშ­ნა ნა­ნუ­აშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

შს მინისტრის განცხადება მოქალაქეების უკანონო მიყურადებასთან დაკავშირებით

შს მინისტრის განცხადება მოქალაქეების უკანონო მიყურადებასთან დაკავშირებით

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის მტკიცებით, მოქალაქეებისადმი უკანონო მიყურადება არ ხდება.

როგორც ჭიკაიძემ ჟურნალისტებთან საუბარში სახალხო დამცველის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, მოქალაქეების უფლებები არ იზღუდება.

"მინდა დაგარწმუნოთ, რომ უკანონოდ არაფერი ხდება. საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ამას ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძნობს. არ იზღუდება მათი უფლებები. პირიქით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ადამიანის უფლებათა, მათი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დამცველი და ეს საფუძველი ნამდვილად არ გააჩნიათ. როცა რეალური საფუძვლები იყო, რატომღაც მაშინ დუმდა ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომლებიც დღეს ამის შესახებ აქტიურად საუბრობენ", - განაცხადა ჭიკაიძემ.

ამასთან, შს მინისტრის განმარტებით, ფარულ მოსმენასთან დაკავშირებული საკითხის დასარეგულირებლად კონსულტაციები მიმდინარეობს.

"შევჯერდებით იმ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც მისაღები იქნება ჩვენთვისაც და საქართველოს მოქალაქეებისთვისაც", - აღნიშნა მინისტრმა.

სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას ნამდვილად აქვს ბერკეტი, რომ ათასობით ადამიანს ფარულად მოუსმინოს, თუმცა ეს რამდენად გამოიყენება პრაქტიკაში, ამის თაობაზე ინფორმაცია არ აქვს. როგორც ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ზოგადად ეს საკითხი დასარეგულირებელია.

"ეს არის თემა, სადაც მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრის გათვალისწინება იმ ფონზე, როდესაც წლების განმავლობაში ხდებოდა მოქალაქეების მოსმენა. მნიშვნელოვანია, გარკვეული მექანიზმის შექმნა, რომელიც დაარეგულირებს და შესაძლებელს გახდის მონიტორინგი და კონტროლი განხორციელდეს და საზოგადოების ჩართულობა მოხდეს", - აღნიშნა ნანუაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა