სოციალურ ქსელ Facebook-ზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გოგა ხაჩიძის გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ლევან გაჩეჩილაძის დაკავების შესახებ იუწყებოდა, მცდარი აღმოჩნდა.
ინფორმაციის გადასამოწმებლად Ambebi.ge შსს-ს პრესსამსახურის უფროსს, ნინო გიორგობიანს დაუკავშირდა, რომელმაც გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და აღნიშნა, რომ ის სინამდვილეს არ შეესაბამება.
რაც შეეხება გოგა ხაჩიძეს, ის Facebook-ზე შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს:
"ლევან გაჩეჩილაძე (გრეჩიხა) დააკავესო, გავიგე.
ნაცნობებმა თქვეს, დაინახეს როგორ დააკავესო.
მეტი ჯერ არაფერი ვიცი,
კონკრეტულმა ადამიანმა დაინახა, თამარაშვილზე, ლევან გაჩეჩილაძე და ივა ჩიგვინიძე მანქანაში რომ ჩასვეს და წაიყვანეს", - წერს გოგა ხაჩიძე
ასევე იხილეთ:
შსს იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით ივა ჩიღვინაძის დაკავებას ადასტურებს