სამხედრო
პოლიტიკა
Faceამბები

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საშინელება მოხდა, ყველანი შოკში ვართ" - რა გახდა საზარელი მკვლელობის მიზეზი ავჭალაში
"საშინელება მოხდა, ყველანი შოკში ვართ" - რა გახდა საზარელი მკვლელობის მიზეზი ავჭალაში

სა­ში­ნე­ლე­ბა მოხ­და, ყვე­ლა­ნი შოკ­ში ვართ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მე­ზო­ბელ­მა მე­ზო­ბე­ლი მოკ­ლას, - ასე აღ­წე­რენ ავ­ჭა­ლა­ში, ჩიქ­ვა­ნა­ი­ას ქუ­ჩის მცხოვ­რებ­ნი გუ­შინ მომ­ხდარ სა­ზა­რელ მკვლე­ლო­ბას.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოთხჯერ ნა­სა­მარ­თლევ­მა 34 წლის არ­სენ ლე­ბა­ნი­ძემ მე­ზო­ბე­ლი, 56 წლის ლი­ა­ნა ბა­რა­თაშ­ვი­ლი სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­ი­მე­ტა. ლე­ბა­ნი­ძე დე­დას­თან ერ­თად ჩიქ­ვა­ნა­ი­ას ქუ­ჩის ერთ-ერთი კორ­პუ­სის მე-13 სარ­თულ­ზე ცხოვ­რობ­და, ბა­რა­თაშ­ვი­ლი კი თა­ვის ვაჟ­თან ერ­თად - მე-12-ზე. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა მოკ­ლულს ცივი ია­რა­ღით მრავ­ლო­ბი­თი სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ლე­ბა­ნი­ძე შემ­თხვე­ვი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად და­ა­კა­ვეს. ის და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს. ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ღე­ბუ­ლია ის და­ნაც, რომ­ლი­თაც ბრალ­დე­ბულ­მა ბა­რა­თაშ­ვი­ლი მოკ­ლა.

მე­ზობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლი დედა პირ­ვე­ლი სა­კუ­თარ­მა შვილ­მა ნახა.

"სამ­სა­ხუ­რი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ჩემ­თან მო­ვი­და ლი­ა­ნას ვაჟი და მწვა­ნი­ლი იყი­და, სახ­ლში აჰ­ქონ­და. რო­დე­საც სახ­ლში ავი­და და კა­რებს არა­ვინ უღებ­და, მერე თვი­თონ გა­ა­ღო და ასე­თი სუ­რა­თი დახ­ვდა", - აცხა­დებს მე­ზო­ბე­ლი, რო­მელ­საც სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­თან პა­ტა­რა ჯი­ხუ­რი აქვს.

გა­მო­ძი­ე­ბა მკვლე­ლო­ბის მო­ტივ­ზე ამ ეტაპ­ზე არ სა­უბ­რობს, თუმ­ცა მე­ზობ­ლებს სა­კუ­თა­რი ვერ­სია აქვთ. ისი­ნი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ლე­ბა­ნი­ძეს ეგო­ნა, ან იცო­და, რომ ბა­რა­თაშ­ვი­ლის სახ­ლში ფული იყო. ბა­რა­თაშ­ვი­ლი ვაჭ­რო­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი.

"ეტყო­ბა ფული უნ­დო­და, მთვრა­ლი იყო, გა­ლე­ში­ლი და ალ­ბათ, გა­ძარ­ცვის მიზ­ნით მი­ვი­და. ნა­ცი­ხა­რი იყო და ამი­ტომ არის, რომ ყვე­ლა არ უნდა გა­მო­უშ­ვა ცი­ხი­დან", - აცხა­დე­ბენ მე­ზობ­ლე­ბი.

მათ­თვის უც­ნო­ბია, მო­ა­ხერ­ხა თუ არა მკვლელ­მა რა­ი­მე თან­ხის ან ნივ­თე­ბის წა­ღე­ბა.

"ძი­რი­თა­დი ვერ­სია ყა­ჩა­ღო­ბაა. ამა­ზე მი­უ­თი­თებს ისიც, რომ ნივ­თე­ბი სახ­ლში არე­უ­ლი იყო, ალ­ბათ, რა­ღა­ცას ეძებ­და. ში­ნა­უ­რი რომ იყო მკვლე­ლი, თა­ვი­დან­ვე მივ­ხვდით, რად­გან უცხოს გარ­დაც­ვლი­ლი კა­რებს არ გა­უ­ღებ­და", - აცხა­დე­ბენ მე­ზობ­ლე­ბი.

ისი­ნი ლი­ა­ნა ბა­რა­თაშ­ვილს ძა­ლი­ან და­დე­ბით პი­როვ­ნე­ბად ახა­სი­ა­თე­ბენ. მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ბა­რა­თაშ­ვი­ლი მათ ხში­რად ეხ­მა­რე­ბო­და.

რაც შე­ე­ხე­ბა არ­სენ ლე­ბა­ნი­ძეს, მათი თქმით, ბოლო პე­რი­ოდ­ში ის ნორ­მა­ლუ­რად იქ­ცე­ო­და.

ლი­ა­ნა ბა­რა­თაშ­ვილს ქალ-ვაჟი დარ­ჩა. ვაჟი და­ახ­ლო­ე­ბით 30 წლი­საა და სა­ქარ­თვე­ლო­ში მუ­შა­ობს, გო­გო­ნა კი გერ­მა­ნი­ა­შია გა­თხო­ვი­ლი და სა­ვა­რა­უ­დოდ, დღეს დაბ­რუნ­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში. ბა­რა­თაშ­ვილ­მა შვი­ლე­ბი მარ­ტომ გა­ზარ­და.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გრძელ­დე­ბა.

ლექ­სო ნა­ბახ­ტე­ვე­ლი, Ambebi.ge

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ეს საღებავია გამოყენებული..." - რას ამბობს სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ატმის შეღებვის ფაქტზე

"საშინელება მოხდა, ყველანი შოკში ვართ" - რა გახდა საზარელი მკვლელობის მიზეზი ავჭალაში

"საშინელება მოხდა, ყველანი შოკში ვართ" - რა გახდა საზარელი მკვლელობის მიზეზი ავჭალაში

საშინელება მოხდა, ყველანი შოკში ვართ, როგორ შეიძლება მეზობელმა მეზობელი მოკლას, - ასე აღწერენ ავჭალაში, ჩიქვანაიას ქუჩის მცხოვრებნი გუშინ მომხდარ საზარელ მკვლელობას.

გამოძიების ინფორმაციით, ოთხჯერ ნასამართლევმა 34 წლის არსენ ლებანიძემ მეზობელი, 56 წლის ლიანა ბარათაშვილი სასიკვდილოდ გაიმეტა. ლებანიძე დედასთან ერთად ჩიქვანაიას ქუჩის ერთ-ერთი კორპუსის მე-13 სართულზე ცხოვრობდა, ბარათაშვილი კი თავის ვაჟთან ერთად - მე-12-ზე. მკვლელობაში ბრალდებულმა მოკლულს ცივი იარაღით მრავლობითი სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. სამართალდამცველებმა ლებანიძე შემთხვევიდან რამდენიმე საათში, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დააკავეს. ის დანაშაულს აღიარებს. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ის დანაც, რომლითაც ბრალდებულმა ბარათაშვილი მოკლა.

მეზობლების ინფორმაციით, მოკლული დედა პირველი საკუთარმა შვილმა ნახა.

"სამსახურიდან დაბრუნებული ჩემთან მოვიდა ლიანას ვაჟი და მწვანილი იყიდა, სახლში აჰქონდა. როდესაც სახლში ავიდა და კარებს არავინ უღებდა, მერე თვითონ გააღო და ასეთი სურათი დახვდა", - აცხადებს მეზობელი, რომელსაც საცხოვრებელ კორპუსთან პატარა ჯიხური აქვს.

გამოძიება მკვლელობის მოტივზე ამ ეტაპზე არ საუბრობს, თუმცა მეზობლებს საკუთარი ვერსია აქვთ. ისინი ვარაუდობენ, რომ ლებანიძეს ეგონა, ან იცოდა, რომ ბარათაშვილის სახლში ფული იყო. ბარათაშვილი ვაჭრობით იყო დაკავებული.

"ეტყობა ფული უნდოდა, მთვრალი იყო, გალეშილი და ალბათ, გაძარცვის მიზნით მივიდა. ნაციხარი იყო და ამიტომ არის, რომ ყველა არ უნდა გამოუშვა ციხიდან", - აცხადებენ მეზობლები.

მათთვის უცნობია, მოახერხა თუ არა მკვლელმა რაიმე თანხის ან ნივთების წაღება.

"ძირითადი ვერსია ყაჩაღობაა. ამაზე მიუთითებს ისიც, რომ ნივთები სახლში არეული იყო, ალბათ, რაღაცას ეძებდა. შინაური რომ იყო მკვლელი, თავიდანვე მივხვდით, რადგან უცხოს გარდაცვლილი კარებს არ გაუღებდა", - აცხადებენ მეზობლები.

ისინი ლიანა ბარათაშვილს ძალიან დადებით პიროვნებად ახასიათებენ. მეზობლები ამბობენ, რომ ბარათაშვილი მათ ხშირად ეხმარებოდა.

რაც შეეხება არსენ ლებანიძეს, მათი თქმით, ბოლო პერიოდში ის ნორმალურად იქცეოდა.

ლიანა ბარათაშვილს ქალ-ვაჟი დარჩა. ვაჟი დაახლოებით 30 წლისაა და საქართველოში მუშაობს, გოგონა კი გერმანიაშია გათხოვილი და სავარაუდოდ, დღეს დაბრუნდება ქვეყანაში. ბარათაშვილმა შვილები მარტომ გაზარდა.

საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე გრძელდება.

ლექსო ნაბახტეველი, Ambebi.ge

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია