პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კულტურულ ბრენდად ქცეული ეროვნული ბიბლიოთეკა - გიორგი კეკელიძე ბოლო 2 წლის მიღწევებსა და პროექტებზე
კულტურულ ბრენდად ქცეული ეროვნული ბიბლიოთეკა - გიორგი კეკელიძე ბოლო 2 წლის  მიღწევებსა და პროექტებზე

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის, მიღ­წე­ვე­ბი­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ წერს.

"მოკ­ლედ, გა­ვი­და 2 წელი ჩემი ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მუ­შა­ო­ბი­დან და მი­ხედ­ვით იმი­სა, რომ გრძელ ტექ­სტებს დღეს ძა­ლი­ან ცოტა კი­თხუ­ლობს, შე­ვე­ცა­დე, შე­და­რე­ბით მოკ­ლედ ჩა­გა­ბა­როთ ან­გა­რი­ში და მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბი, მო­ვის­მი­ნო თქვე­ნი აზ­რიც. უამ­რა­ვი სირ­თუ­ლის, სტრე­სუ­ლი და გარ­და­მა­ვა­ლი (პო­ლი­ტი­კუ­რა­დაც) სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის ფონ­ზე, ბიბ­ლი­ო­თე­კის თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლი­სა და თქვე­ნი, მკი­თხვე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით, შევ­ძე­ლით, რომ ბიბ­ლი­ო­თე­კა დღეს უამ­რავ პრო­ექ­ტშია ჩარ­თუ­ლი. ვფიქ­რობ, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ის უკვე კულტრულ ბრენ­დად იქცა. აქვს რამ­დე­ნი­მე ტე­ლეპ­რო­ექ­ტი, რო­მელ­საც ჩვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის ვი­ყე­ნებთ. და­ი­წყო აქ­ტი­უ­რი დი­გი­ტა­ლი­ზა­ცია - გა­ციფ­რე­ბუ­ლია ათა­სო­ბით ბეჭ­დუ­რი, ვი­ზუ­ა­ლუ­რი და აუ­დი­ო­მა­სა­ლა. და­იძ­რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი (ციფ­რუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა "ივე­რი­ე­ლი", ინ­ტერ­ნეტ­ტე­ლე­ვი­ზია და ა.შ.), ბოლო წლე­ბის მან­ძილ­ზე ბიბ­ლი­ო­თე­კას ყვე­ლა­ზე მეტი ბეჭ­დუ­რი წიგ­ნი შე­ე­მა­ტა. გა­იხ­სნა სხვა­დას­ხვა ახა­ლი დარ­ბა­ზი. და­ვა­არ­სეთ ემიგ­რა­ცი­ის, რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი წიგ­ნის და ორი ელექტრო­ნუ­ლი - ლი­ბერ­თი და ქარ­თვე­ლო­ლო­გის დარ­ბა­ზე­ბი, რაც კერ­ძო ბიზ­ნე­სის ხელ­შე­წყო­ბით მო­ხერ­ხდა. კერ­ძო ბიზ­ნე­სის დახ­მა­რე­ბით­ვე ვქმნით ემიგ­რა­ცი­ის დარ­ბაზს და სა­ბავ­შვო ოთახს, ვა­რე­მონ­ტებთ წერა-კი­თხვის გა­მავ­რცე­ლე­ბელ­თა ოთახს, ვი­წყებთ დიდი ფოტო-მა­ტი­ა­ნეს შექ­მნას. ფრან­კფურ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან ერ­თად გავ­ხსე­ნით ქარ­თუ­ლი ენის კორ­პუ­სის კა­ბი­ნე­ტი, რაც მარ­თლაც ფუნ­და­მენ­ტუ­რი საქ­მეა.

სა­ზღვარ­გა­რეთ ვხსნით მცი­რე ქარ­თულ ბიბ­ლი­ო­თე­კებს - კი­ევ­ში, ვე­ნა­ში, სტამ­ბოლ­ში, პრა­ტო­ში, ბა­ქო­ში, პრე­ტო­რი­ა­ში, მი­უნ­ხენ­ში. მალე ნი­ცა­ში, ბარ­სე­ლო­ნა­ში, ათენ­ში, ბა­რი­ში და კა­ლაბ­რი­ა­ში გა­იხ­სნე­ბა. და­ვი­წყეთ აქ­ცია, რომ­ლის ფარ­გლებ­ში ათა­სო­ბით წიგ­ნით და ასე­ვე კომ­პი­უ­ტე­რე­ბით და­ვეხ­მა­რეთ რა­ი­ო­ნულ და სოფ­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კებს. ბიბ­ლი­ო­თე­კამ მო­ი­პო­ვა არა­ერ­თი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ემიგ­რან­ტუ­ლი ან სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არ­ქი­ვი - ბეჭ­დუ­რი თუ ელექტრო­ნუ­ლი სა­ხით, მათ შო­რის ამე­რი­კი­დან, არ­გენ­ტი­ნი­დან და ევ­რო­პი­დან. ბევ­რი უცხო­უ­რი ცენ­ტრი უფა­სოდ ას­წავ­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კა­რებს ენას, ბიბ­ლი­ო­თე­კის შე­ნო­ბე­ბი (და­მა­ტე­ბით ავ­ლაბ­რის არა­ლე­გა­ლუ­რი სტამ­ბა, სა­დაც ორი მუ­ზე­მის - საბ­ჭო­თა კვლე­ვის და წიგ­ნის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გახნ­სას ვგეგ­მავთ) ბიბ­ლი­ო­თე­კას გად­მო­ე­ცა, მა­ნამ­დე ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს ბა­ლანსზე იყო.

ჩვე­ნი ინი­ცა­ტი­ვით, ყო­ველ­თვი­უ­რად თითო შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის პირი ჩვენ­თან ას­რუ­ლებს ანა­ზღა­უ­რე­ბად სა­მუ­შა­ოს. შე­იქ­მნა ელექტრო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სინ­დი­კა­ტი, რო­მე­ლიც წიგ­ნე­ბით და კომ­პი­უ­ტე­რე­ბით ეხ­მა­რე­ბა სოფ­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კებს. და­ვი­წყეთ სა­ჯა­რო ლექ­ცი­ე­ბი და დე­ბა­ტე­ბი. გა­მო­ი­ცა ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­მეც­ნი­ე­რო-პო­პუ­ლა­რუ­ლი ჟურ­ნა­ლი და არა­ერ­თი სა­სა­ჩუქ­რე წიგ­ნი. გა­ნახ­ლდა ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­ი­ტი. მალე შე­ვი­ძენთ ერ­თი­ან სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო პროგ­რა­მა­საც, რო­მე­ლიც ყვე­ლა გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნას აქვს. 2014 წლი­დან ჩვე­ნი წარ­დგე­ნი­ლი პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით მო­ი­მა­ტა ხელ­ფა­სებ­მა. ამ დღე­ებ­ში ალ­ბათ დას­რულ­დე­ბა მუ­შა­ო­ბა და ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში, თბი­ლისს გა­რე­თაც წარ­მოდ­გე­ბა ახა­ლი ფუქნცი­ით. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­ვა­კე­თებთ შე­სა­ბა­მის დარ­ბაზს შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის პი­რე­ბის­თვის. მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ახლა პირ­ვე­ლი კორ­პუ­სის რეს­ტავ­რა­ცი­ის თან­ხე­ბის მო­პო­ვა და დი­გი­ტა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის გა­ათ­მა­გე­ბაა. კი­დევ რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტი მაქვს და მათი შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მშვი­დად ჩა­გა­ბა­რებთ სა­ბო­ლოო ან­გა­რიშს და ჩემს გზას ვე­წე­ვი. კი­დევ ერთხელ დიდი მად­ლო­ბა მხარ­და­ჭე­რის­თვის!", - წერს ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი.

პო­ე­ტი და ესე­ის­ტი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 2012 წელს და­ი­ნიშ­ნა. იგი 27 წლის ასაკ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ყვე­ლა დრო­ის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

კულტურულ ბრენდად ქცეული ეროვნული ბიბლიოთეკა - გიორგი კეკელიძე ბოლო 2 წლის მიღწევებსა და პროექტებზე

კულტურულ ბრენდად ქცეული ეროვნული ბიბლიოთეკა - გიორგი კეკელიძე ბოლო 2 წლის  მიღწევებსა და პროექტებზე

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების, მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ წერს.

"მოკლედ, გავიდა 2 წელი ჩემი ბიბლიოთეკაში მუშაობიდან და მიხედვით იმისა, რომ გრძელ ტექსტებს დღეს ძალიან ცოტა კითხულობს, შევეცადე, შედარებით მოკლედ ჩაგაბაროთ ანგარიში და მოხარული ვიქნები, მოვისმინო თქვენი აზრიც. უამრავი სირთულის, სტრესული და გარდამავალი (პოლიტიკურადაც) სიტუაციების ფონზე, ბიბლიოთეკის თითოეული თანამშრომლისა და თქვენი, მკითხველების დახმარებით, შევძელით, რომ ბიბლიოთეკა დღეს უამრავ პროექტშია ჩართული. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის მასშტაბით ის უკვე კულტრულ ბრენდად იქცა. აქვს რამდენიმე ტელეპროექტი, რომელსაც ჩვენი ინიციატივების პოპულარიზაციისთვის ვიყენებთ. დაიწყო აქტიური დიგიტალიზაცია - გაციფრებულია ათასობით ბეჭდური, ვიზუალური და აუდიომასალა. დაიძრა მნიშვნელოვანი ინიციატივები (ციფრული ბიბლიოთეკა "ივერიელი", ინტერნეტტელევიზია და ა.შ.), ბოლო წლების მანძილზე ბიბლიოთეკას ყველაზე მეტი ბეჭდური წიგნი შეემატა. გაიხსნა სხვადასხვა ახალი დარბაზი. დავაარსეთ ემიგრაციის, რეპრესირებული წიგნის და ორი ელექტრონული - ლიბერთი და ქართველოლოგის დარბაზები, რაც კერძო ბიზნესის ხელშეწყობით მოხერხდა. კერძო ბიზნესის დახმარებითვე ვქმნით ემიგრაციის დარბაზს და საბავშვო ოთახს, ვარემონტებთ წერა-კითხვის გამავრცელებელთა ოთახს, ვიწყებთ დიდი ფოტო-მატიანეს შექმნას. ფრანკფურტის უნივერსიტეტთან ერთად გავხსენით ქართული ენის კორპუსის კაბინეტი, რაც მართლაც ფუნდამენტური საქმეა.

საზღვარგარეთ ვხსნით მცირე ქართულ ბიბლიოთეკებს - კიევში, ვენაში, სტამბოლში, პრატოში, ბაქოში, პრეტორიაში, მიუნხენში. მალე ნიცაში, ბარსელონაში, ათენში, ბარიში და კალაბრიაში გაიხსნება. დავიწყეთ აქცია, რომლის ფარგლებში ათასობით წიგნით და ასევე კომპიუტერებით დავეხმარეთ რაიონულ და სოფლის ბიბლიოთეკებს. ბიბლიოთეკამ მოიპოვა არაერთი უმნიშვნელოვანესი ემიგრანტული ან საქართველოსთან დაკავშირებული არქივი - ბეჭდური თუ ელექტრონული სახით, მათ შორის ამერიკიდან, არგენტინიდან და ევროპიდან. ბევრი უცხოური ცენტრი უფასოდ ასწავლის ბიბლიოთეკარებს ენას, ბიბლიოთეკის შენობები (დამატებით ავლაბრის არალეგალური სტამბა, სადაც ორი მუზემის - საბჭოთა კვლევის და წიგნის ტექნოლოგიური გახნსას ვგეგმავთ) ბიბლიოთეკას გადმოეცა, მანამდე ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო.

ჩვენი ინიცატივით, ყოველთვიურად თითო შეზღუდული შესაძლებლობის პირი ჩვენთან ასრულებს ანაზღაურებად სამუშაოს. შეიქმნა ელექტრონული განვითარების სინდიკატი, რომელიც წიგნებით და კომპიუტერებით ეხმარება სოფლის ბიბლიოთეკებს. დავიწყეთ საჯარო ლექციები და დებატები. გამოიცა ეროვნული ბიბლიოთეკის სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი და არაერთი სასაჩუქრე წიგნი. განახლდა ბიბლიოთეკის საიტი. მალე შევიძენთ ერთიან საბიბლიოთეკო პროგრამასაც, რომელიც ყველა განვითარებულ ქვეყანას აქვს. 2014 წლიდან ჩვენი წარდგენილი პროექტის მიხედვით მოიმატა ხელფასებმა. ამ დღეებში ალბათ დასრულდება მუშაობა და ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოში, თბილისს გარეთაც წარმოდგება ახალი ფუქნციით. უახლოეს მომავალში გავაკეთებთ შესაბამის დარბაზს შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის. მთავარი მიზანი ახლა პირველი კორპუსის რესტავრაციის თანხების მოპოვა და დიგიტალიზაციის პროცესის გაათმაგებაა. კიდევ რამდენიმე პროექტი მაქვს და მათი შესრულების შემდეგ, მშვიდად ჩაგაბარებთ საბოლოო ანგარიშს და ჩემს გზას ვეწევი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის!", - წერს ბიბლიოთეკის დირექტორი.

პოეტი და ესეისტი გიორგი კეკელიძე ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 2012 წელს დაინიშნა. იგი 27 წლის ასაკში, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ხელმძღვანელი გახდა.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს