პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თინა ჭკვიანი გოგოა და პასუხს აგებს თავის ნათქვამზე" - "ჩემი ცოლის დაქალების" პროდუსერი
"თინა ჭკვიანი გოგოა და პასუხს აგებს თავის ნათქვამზე" - "ჩემი ცოლის დაქალების" პროდუსერი

რამ­დე­ნი­მე დღეა, მსა­ხი­ო­ბი თინა მა­ხა­რა­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბის რის­ხვის ობი­ექ­ტია - ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში მი­სულ­მა ამა თუ იმ სა­კი­თხზე თა­მა­მად და­ა­ფიქ­სი­რა სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბი. ადა­მი­ა­ნე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­ა­ღი­ზი­ა­ნა ინ­ტი­მურ სა­კი­თხებ­ზე მის­მა და­უ­ფა­რა­ვად მსჯე­ლო­ბამ.

თინა ცოტა ხნის წინ პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მსა­ხი­ო­ბი გახ­და. "ამ­ბე­ბი.გე" აღ­ნიშ­ნუ­ლი სე­რი­ა­ლის პრო­დი­უ­სერს, ირაკ­ლი სა­ღი­ნა­ძეს და­უ­კავ­შირ­და და ამ თე­მა­ზე შე­ფა­სე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა სთხო­ვა.

- ირაკ­ლი, რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, სე­რი­ა­ლის "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი თინა მა­ხა­რა­ძის პერ­სო­ნაჟ­ზე დიდ იმე­დებს ამ­ყა­რებს?

- ნე­ბის­მი­ერ პერ­სო­ნაჟ­ზე, რო­მე­ლიც გვყავს, იმე­დებს ყო­ველ­თვის ვამ­ყა­რებ­დით და ვამ­ყა­რებთ. ზოგს გა­უ­მარ­თლე­ბია, ზოგს - ნაკ­ლე­ბად. ამ შემ­თხვე­ვა­ში, დიდი კას­ტინ­გი გვქონ­და, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მოვ­სინ­ჯეთ, თინა მა­ხა­რა­ძემ ჩვე­ნი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა, ნი­ჭი­ე­რი გო­გო­ნაა და შე­სა­ბა­მი­სად, არ­ჩე­ვა­ნიც მას­ზე შე­ვა­ჩე­რეთ.

- თი­ნას პერ­სო­ნაჟს - ან­კას სე­რი­ალ­ში რა ამო­ცა­ნა აქვს?

- ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟია - ახა­ლი მე­ზო­ბე­ლი და ახა­ლი ამ­ბე­ბი უნდა მო­ი­ტა­ნოს, მისი სა­ხით, სე­რი­ალ­ში რა­ღაც სი­ახ­ლე უნდა შე­მო­ვი­დეს. თუმ­ცა კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი სი­ახ­ლე, რა­ღაც კონ­კრე­ტუ­ლი თე­მე­ბის გაღ­ვი­ვე­ბა არ არის მისი ამო­ცა­ნა. მისი ფუნ­ქცი­აა, შექ­მნას სა­მოქ­მე­დო ველი. მოკ­ლედ, დრა­მა­ტუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის­თვის ის და­მა­ტე­ბი­თი "მო­ე­და­ნია". გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­სია არ აკის­რია. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პერ­სო­ნა­ჟია, თუმ­ცა ამ სე­ზონ­ში ერთი-ერთი მთა­ვა­რი გმი­რი იქ­ნე­ბა, რო­მელ­საც თა­ვი­სი თავ­გა­და­სა­ვა­ლი აქვს, რა­საც მოვ­ყვე­ბით...

- თქენ­მა ახალ­მა მსა­ხი­ობ­მა ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში, სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბი სა­ჩო­თი­რო სა­კი­თხებ­ზე და­ა­ფიქ­სი­რა. რა­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის მით­ქმა-მოთ­ქმა და დიდი სჯა-ბა­ა­სი გა­მო­იწ­ვია. რას ფიქ­რობთ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით?

- მსა­ხი­ო­ბის­თვის შე­ნიშ­ვნა იმ შემ­თხვე­ვა­ში მიგ­ვი­ცია, თუკი მისი ნა­ლა­პა­რა­კე­ვი "სი­ძულ­ვი­ლის ენის" ელე­მენ­ტებს შე­ი­ცავ­და. თი­ნას­თან საპ­რე­ტენ­ზიო არა­ფე­რი გვაქვს, შე­უ­რა­ცხყო­ფა არა­ვის­თვის მი­უ­ყე­ნე­ბია. რა­ღაც სა­კი­თხებ­ზე თა­ვი­სი აზრი გა­მოთ­ქვა. თუ მას ორ­ჰან ფა­მუ­ქი არ მოს­წონს და მე მომ­წონს, არა­ფერს ნიშ­ნავს, რად­გან ეს გე­მოვ­ნე­ბის სა­კი­თხია. თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ აზრს აფიქ­სი­რებს. რო­დე­საც ის პერ­სო­ნა­ჟის სა­ხე­ლით კი არა, სა­კუ­თა­რი თა­ვის სა­ხე­ლით ლა­პა­რა­კობს, სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი, ისა­უბ­როს იმა­ზე, რა­ზეც უნდა...

- გაჩ­ნდა ისე­თი მო­საზ­რე­ბაც, თით­ქოს თინა თქვენ­გან იყო წა­ქე­ზე­ბულ-წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი, გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რად მი­სულს თა­მა­მი რეს­პონ­დენ­ტის იმი­ჯი შე­ექ­მნა, რაც მის ახალ პერ­სო­ნაჟს პი­ა­რის კუ­თხით წა­ად­გე­ბო­და...

- ჩვენ გან­ვსა­ზღვრავთ მხო­ლოდ და მხო­ლოდ პრე­სო­ნა­ჟის ტექტსტებ­სა და მო­საზ­რე­ბებს, მაგ­რამ მსა­ხი­ო­ბი თა­ვად წყვეტს, რა მო­საზ­რე­ბე­ბი ჰქონ­დეს, რა ცხოვ­რე­ბის წესი აირ­ჩი­ოს და რო­გორ იცხოვ­როს, ისა­უბ­როს. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე "ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტი­ვი" გავ­ლე­ნას არ ახ­დენს, ეს კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბია. თუკი რამე გვინ­და, რომ პერ­სო­ნაჟ­მა თქვას, ამას პერ­სო­ნა­ჟი ანკა იტყვის. ხოლო თუ თინა მა­ხა­რა­ძე ამა თუ იმ გა­და­ცე­მა­ში რა­ღა­ცა­ზე სა­უბ­რობს, ეს მისი საქ­მეა და "ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტივ­თან" არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს.

- თინა თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნია, სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბას სხვა­დას­ხვა სა­კი­თხზე თა­მა­მად და და­უ­ფა­რა­ვად აფიქ­სი­რებს. მისი პერ­სო­ნა­ჟიც ასე­თი­ვე თა­ვი­სუ­ფა­ლია მის ქმე­დე­ბებ­ში?

- ანკა აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ჟია, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თბი­ლი­სე­ლი გო­გო­ნაა, თა­ვის ცხოვ­რე­ბის წე­სით, კომ­პლე­სე­ბით, სი­ხა­რუ­ლით და თინა მა­ხა­რა­ძეს­თან არა­ნა­ი­რი სა­ერ­თო არ აქვს, გარ­და იმი­სა, რომ თინა მსა­ხი­ო­ბია და ამ როლს თა­მა­შობს.

- ეს ადა­მი­ა­ნი პრაქ­ტი­კუ­ლად თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტი გახ­და. სა­ო­ცა­რი კო­მენ­ტა­რე­ბით შე­ამ­კეს. პი­რა­დად თქვენ რას გა­ნიც­დით?

- მის მი­მართ ადა­მი­ა­ნუ­რად სო­ლი­და­რო­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის გან­ცდა მაქვს, რად­გა­ნაც მის მი­მართ ბევ­რი ნე­გა­ტი­ვი წა­მო­ვი­და. ხოლო საქ­მის თვალ­საზ­რი­სით კი, მი­მაჩ­ნია, რომ მის პერ­სო­ნაჟს ეს არ აკ­ნი­ნებს, რად­გა­ნაც სულ სხვა ვინ­მეა. და­ნარ­ჩე­ნი, ვი­მე­ო­რებ, მისი საქ­მეა, რას იტყვის. თა­ვი­სუფ­ლე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბაა. თუ ეპა­ტა­ჟუ­რი სვლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და მას­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ აიღო, ესეც მისი საქ­მეა, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ჭკვი­ა­ნი გო­გოა და პა­სუხს აგებს თა­ვის ნათ­ქვამ­ზე, აქვს არ­გუ­მენ­ტე­ბი იმა­ზე, რაც და რა­ტო­მაც გა­ა­კე­თა თუ თქვა.

- ეს ნე­გა­ტი­უ­რი პო­ზი­ცია, რაც მის მი­მართ გაჩ­ნდა, სე­რი­ა­ლის რე­ი­ტინგზე ხომ არ იმოქ­მე­დებს?

- არა, რად­გა­ნაც ვფიქ­რობ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი არც პო­ზი­ტივს და არც ნე­გა­ტივს არ შე­ი­ცავს. ვი­მე­ო­რებ, ეს არის თინა მა­ხა­რა­ძის პი­რა­დი საქ­მე. შე­იძ­ლე­ბა მსა­ხი­ო­ბის ნე­გა­ტი­ურ ან პო­ზი­ტი­ურ პო­პუ­ლა­რო­ბას ხელი შე­უ­წყოს, მაგ­რამ სე­რი­ა­ლის რე­ი­ტინგზე რომ აი­სა­ხოს, არა მგო­ნია, რად­გა­ნაც ანკა სულ სხვა პერ­სო­ნა­ჟია.

- მან მა­ნამ­დე ერთ-ერთ პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ­ში "გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან" ითა­მა­შა და გარ­კვე­უ­ლი სტე­რე­ო­ტი­პიც შექ­მნა. რო­დე­საც როლ­ზე და­ამ­ტკი­ცეთ, ეს ფაქ­ტი არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ?

- თი­ნას ნი­ჭი­ე­რე­ბა გვაძ­ლევს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, ვიმ­სჯე­ლოთ, რომ ის და­მო­უ­კი­დე­ბელ, ახალ პერ­სო­ნაჟს ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბებს და ძა­ლი­ან მალე გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა იმ სტე­რე­ო­ტი­პი­დან, რო­მე­ლიც სე­რი­ა­ლი­დან "გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან" მოჰ­ყვე­ბა. კარ­გად აკე­თებ­და, რა­საც აკე­თებ­და და იმე­დი გვაქვს, რომ აქაც ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"თინა ჭკვიანი გოგოა და პასუხს აგებს თავის ნათქვამზე" - "ჩემი ცოლის დაქალების" პროდუსერი

"თინა ჭკვიანი გოგოა და პასუხს აგებს თავის ნათქვამზე" - "ჩემი ცოლის დაქალების" პროდუსერი

რამდენიმე დღეა, მსახიობი თინა მახარაძე საზოგადოების რისხვის ობიექტია - ერთ-ერთ გადაცემაში მისულმა ამა თუ იმ საკითხზე თამამად დააფიქსირა საკუთარი მოსაზრებები. ადამიანები განსაკუთრებულად გააღიზიანა ინტიმურ საკითხებზე მისმა დაუფარავად მსჯელობამ.

თინა ცოტა ხნის წინ პოპულარული სერიალის - "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი გახდა. "ამბები.გე" აღნიშნული სერიალის პროდიუსერს, ირაკლი საღინაძეს დაუკავშირდა და ამ თემაზე შეფასებების გაკეთება სთხოვა.

- ირაკლი, როგორც შევიტყვეთ, სერიალის "ჩემი ცოლის დაქალები" შემოქმედებითი ჯგუფი თინა მახარაძის პერსონაჟზე დიდ იმედებს ამყარებს?

- ნებისმიერ პერსონაჟზე, რომელიც გვყავს, იმედებს ყოველთვის ვამყარებდით და ვამყარებთ. ზოგს გაუმართლებია, ზოგს - ნაკლებად. ამ შემთხვევაში, დიდი კასტინგი გვქონდა, ბევრი ადამიანი მოვსინჯეთ, თინა მახარაძემ ჩვენი მოწონება დაიმსახურა, ნიჭიერი გოგონაა და შესაბამისად, არჩევანიც მასზე შევაჩერეთ.

- თინას პერსონაჟს - ანკას სერიალში რა ამოცანა აქვს?

- ახალი პერსონაჟია - ახალი მეზობელი და ახალი ამბები უნდა მოიტანოს, მისი სახით, სერიალში რაღაც სიახლე უნდა შემოვიდეს. თუმცა კონცეპტუალური სიახლე, რაღაც კონკრეტული თემების გაღვივება არ არის მისი ამოცანა. მისი ფუნქციაა, შექმნას სამოქმედო ველი. მოკლედ, დრამატული განვითარებისთვის, მრავალფეროვნებისთვის ის დამატებითი "მოედანია". განსაკუთრებული მისია არ აკისრია. ჩვეულებრივი პერსონაჟია, თუმცა ამ სეზონში ერთი-ერთი მთავარი გმირი იქნება, რომელსაც თავისი თავგადასავალი აქვს, რასაც მოვყვებით...

- თქენმა ახალმა მსახიობმა ერთ-ერთ გადაცემაში, საკუთარი მოსაზრებები საჩოთირო საკითხებზე დააფიქსირა. რამაც საზოგადოების მითქმა-მოთქმა და დიდი სჯა-ბაასი გამოიწვია. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

- მსახიობისთვის შენიშვნა იმ შემთხვევაში მიგვიცია, თუკი მისი ნალაპარაკევი "სიძულვილის ენის" ელემენტებს შეიცავდა. თინასთან საპრეტენზიო არაფერი გვაქვს, შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია. რაღაც საკითხებზე თავისი აზრი გამოთქვა. თუ მას ორჰან ფამუქი არ მოსწონს და მე მომწონს, არაფერს ნიშნავს, რადგან ეს გემოვნების საკითხია. თითოეული ადამიანი საკუთარ აზრს აფიქსირებს. როდესაც ის პერსონაჟის სახელით კი არა, საკუთარი თავის სახელით ლაპარაკობს, სრული თავისუფლება აქვს მინიჭებული, ისაუბროს იმაზე, რაზეც უნდა...

- გაჩნდა ისეთი მოსაზრებაც, თითქოს თინა თქვენგან იყო წაქეზებულ-წახალისებული, გადაცემაში სტუმრად მისულს თამამი რესპონდენტის იმიჯი შეექმნა, რაც მის ახალ პერსონაჟს პიარის კუთხით წაადგებოდა...

- ჩვენ განვსაზღვრავთ მხოლოდ და მხოლოდ პრესონაჟის ტექტსტებსა და მოსაზრებებს, მაგრამ მსახიობი თავად წყვეტს, რა მოსაზრებები ჰქონდეს, რა ცხოვრების წესი აირჩიოს და როგორ იცხოვროს, ისაუბროს. ამ ყველაფერზე "ფორმულა კრეატივი" გავლენას არ ახდენს, ეს კონკრეტული ადამიანების მოსაზრებებია. თუკი რამე გვინდა, რომ პერსონაჟმა თქვას, ამას პერსონაჟი ანკა იტყვის. ხოლო თუ თინა მახარაძე ამა თუ იმ გადაცემაში რაღაცაზე საუბრობს, ეს მისი საქმეა და "ფორმულა კრეატივთან" არანაირი კავშირი არ აქვს.

- თინა თავისუფალი ადამიანია, საკუთარ მოსაზრებას სხვადასხვა საკითხზე თამამად და დაუფარავად აფიქსირებს. მისი პერსონაჟიც ასეთივე თავისუფალია მის ქმედებებში?

- ანკა აბსოლუტურად განსხვავებული პერსონაჟია, ჩვეულებრივი თბილისელი გოგონაა, თავის ცხოვრების წესით, კომპლესებით, სიხარულით და თინა მახარაძესთან არანაირი საერთო არ აქვს, გარდა იმისა, რომ თინა მსახიობია და ამ როლს თამაშობს.

- ეს ადამიანი პრაქტიკულად თავდასხმის ობიექტი გახდა. საოცარი კომენტარებით შეამკეს. პირადად თქვენ რას განიცდით?

- მის მიმართ ადამიანურად სოლიდარობისა და მხარდაჭერის განცდა მაქვს, რადგანაც მის მიმართ ბევრი ნეგატივი წამოვიდა. ხოლო საქმის თვალსაზრისით კი, მიმაჩნია, რომ მის პერსონაჟს ეს არ აკნინებს, რადგანაც სულ სხვა ვინმეა. დანარჩენი, ვიმეორებ, მისი საქმეა, რას იტყვის. თავისუფლება პასუხისმგებლობის აღებაა. თუ ეპატაჟური სვლა განახორციელა და მასზე პასუხისმგებლობა არ აიღო, ესეც მისი საქმეა, მაგრამ ვფიქრობ, ჭკვიანი გოგოა და პასუხს აგებს თავის ნათქვამზე, აქვს არგუმენტები იმაზე, რაც და რატომაც გააკეთა თუ თქვა.

- ეს ნეგატიური პოზიცია, რაც მის მიმართ გაჩნდა, სერიალის რეიტინგზე ხომ არ იმოქმედებს?

- არა, რადგანაც ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი არც პოზიტივს და არც ნეგატივს არ შეიცავს. ვიმეორებ, ეს არის თინა მახარაძის პირადი საქმე. შეიძლება მსახიობის ნეგატიურ ან პოზიტიურ პოპულარობას ხელი შეუწყოს, მაგრამ სერიალის რეიტინგზე რომ აისახოს, არა მგონია, რადგანაც ანკა სულ სხვა პერსონაჟია.

- მან მანამდე ერთ-ერთ პოპულარულ სერიალში ''გოგონა გარეუბნიდან'' ითამაშა და გარკვეული სტერეოტიპიც შექმნა. როდესაც როლზე დაამტკიცეთ, ეს ფაქტი არ გაითვალისწინეთ?

- თინას ნიჭიერება გვაძლევს იმის საშუალებას, ვიმსჯელოთ, რომ ის დამოუკიდებელ, ახალ პერსონაჟს ჩამოაყალიბებს და ძალიან მალე გათავისუფლდება იმ სტერეოტიპიდან, რომელიც სერიალიდან "გოგონა გარეუბნიდან" მოჰყვება. კარგად აკეთებდა, რასაც აკეთებდა და იმედი გვაქვს, რომ აქაც ყველაფერი კარგად იქნება.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება