საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგი სპიტაკის დროსაც ჩვენთან იყო" - რას ჰყვებიან აბრამიანები პრეზიდენტ შვილობილზე
"გიორგი სპიტაკის დროსაც ჩვენთან იყო" - რას ჰყვებიან აბრამიანები პრეზიდენტ შვილობილზე

გა­სულ კვი­რას, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სომ­ხეთ­ში ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, ქა­ლაქ ეჩ­მი­ა­ძინ­ში აბ­რა­მი­ა­ნე­ბის ოჯა­ხი მო­ი­ნა­ხუ­ლა, რომ­ლებ­მაც მი­სი­ვე თქმით, 80-იან წლებ­ში, ის სა­კუ­თა­რი შვი­ლი­ვით მი­ი­ღეს. "კვი­რის პა­ლიტ­რა" აბ­რა­მი­ა­ნე­ბის ოჯახს ეჩ­მი­ა­ძინ­ში და­უ­კავ­შირ­და.

რო­ბერტ აბ­რა­მი­ა­ნი:

- სო­მე­ხი ვარ, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ვი­ბა­დე. გი­ორ­გის ვი­ზი­ტის შემ­დეგ, ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ვარ. ყვე­ლა მე­კი­თხე­ბა, რო­გორ და სად გა­ი­ცა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტიო... გი­ორ­გი­ზე ბევ­რად უფ­რო­სი ვარ, მალე სა­მო­ცი წლის გავ­ხდე­ბი... ჩვენ ერ­თმა­ნე­თი დე­და­მი­სის, ქალ­ბა­ტო­ნი მზი­ას მეშ­ვე­ო­ბით გა­ვი­ცა­ნით, სა­ტე­ლე­ფო­ნო ჯი­ხუ­რის რიგ­ში. მის­გან შე­ვი­ტყვე, რომ შვილ­თან იყო ჩა­მო­სუ­ლი, რო­მე­ლიც ეჩ­მი­ა­ძინ­ში სამ­ხედ­რო ნა­წილ­ში მსა­ხუ­რობ­და. სას­ტუმ­რო­ებ­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლი არ იყო და მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ სახ­ლში მო­ვი­პა­ტი­ჟეთ. შემ­დეგ გი­ორ­გიც გაგ­ვაც­ნო... მუ­სი­კო­სი ვარ და ჩემს ქა­ლაქ­ში მა­ში­ნაც მიც­ნობ­დნენ. მის მე­თა­უ­რო­ბას­თან, რომ იტყვი­ან, საქ­მე ჩა­ვა­წყვე, რომ გი­ორ­გი ზოგ­ჯერ ისე გა­მო­ეშ­ვათ, რომ ღა­მეც დარ­ჩე­ნი­ლი­ყო... გი­ორ­გი ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და წინ­და­ხე­დუ­ლი იყო. საბ­ჭო­თა დროს, სხვა­დას­ხვა რეს­პუბ­ლი­კის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, თავს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შვი­ლე­ბად მი­იჩ­ნევ­დნენ, გი­ორ­გი კი ყო­ველ­თვის ამ­ბობ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს შვი­ლი იყო.

ჰას­მი­გი, რო­ბერ­ტის მე­უღ­ლე:

- გი­ორ­გი მა­ლე­ვე დაგ­ვი­ახ­ლოვ­და და თავს ისე გრძნობ­და, რო­გორც სა­კუ­თარ სახ­ლში. ერთი პა­ტა­რა ოთა­ხი და­ვუთ­მეთ, სა­დაც უამ­რა­ვი წიგ­ნი ჰქონ­და. მა­შინ ქარ­თუ­ლი ფილ­მე­ბი მთე­ლი საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში გან­ხილ­ვის სა­გა­ნი იყო. მახ­სოვს, მისი ემო­ცია "მო­ნა­ნი­ე­ბას­თან" და­კავ­ში­რე­ბით. მას გვი­ან უჩ­ვე­ნებ­დნენ და სულ მთხოვ­და, ბო­ლომ­დე მე­ყუ­რე­ბი­ნა, მე­ო­რე დღეს აუ­ცი­ლებ­ლად მკი­თხავ­და, - უყუ­რეო?.. რო­დე­საც სომ­ხეთ­ში დიდი მი­წისძვრა მოხ­და, 1988 წლის სპი­ტა­კის ტრა­გე­დი­ას ვგუ­ლის­ხმობ, დე­და­მი­სი და ჩემი მე­უღ­ლე ქუ­ჩა­ში იყ­ვნენ, გი­ორ­გის ნა­წილ­თან იც­დიდ­ნენ. მე­თა­უ­რო­ბის­თვის, უნდა ეთხო­ვათ, რომ ცოტა ხნით გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ. გი­ორ­გის გა­მოს­ვლამ­დე, მი­წისძვრაც მოხ­და... არც გაზი გვქონ­და, არც შუქი, არც წყა­ლი... და­ხო­ცი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი პირ­და­პირ ქუ­ჩა­ში ეყარ­ნენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი მათ თვალ­წინ მოხ­და და ჩვენ­სა­ვით გა­ნი­ცა­დეს. გვერ­დში გვედგნენ, რო­გორც შე­ეძ­ლოთ... ორი-სამი დღის შემ­დეგ, რყე­ვე­ბი გან­მე­ორ­და. გი­ორ­გიც სახ­ლში იყო. იმ­დე­ნად ვი­ყა­ვით ში­შის­გან დაბ­ნე­უ­ლე­ბი, რომ გი­ჟე­ბი­ვით გავცვივ­დით ქუ­ჩა­ში. გი­ორ­გი მეცა, ჰას­მიგ, ფული, ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა და სა­ბუ­თე­ბი მა­ინც წა­მო­ი­ღე, ღია ცის ქვეშ რომ დარ­ჩე, რა უნდა ქნა­თო...

ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი, ამავდრო­უ­ლად, ძა­ლი­ან გახ­სნი­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო მო­სა­უბ­რე ადა­მი­ა­ნი იყო. ძა­ლი­ან ბევ­რს კი­თხუ­ლობ­და. მახ­სოვს, ბულ­გა­კო­ვი უყ­ვარ­და ძა­ლი­ან. რე­გუ­ლა­რუ­ლად ეც­ნო­ბო­და ფი­ლო­სო­ფი­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რას.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

"გიორგი სპიტაკის დროსაც ჩვენთან იყო" - რას ჰყვებიან აბრამიანები პრეზიდენტ შვილობილზე

"გიორგი სპიტაკის დროსაც ჩვენთან იყო" - რას ჰყვებიან აბრამიანები პრეზიდენტ შვილობილზე

გასულ კვირას, საქართველოს პრეზიდენტმა, სომხეთში ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ეჩმიაძინში აბრამიანების ოჯახი მოინახულა, რომლებმაც მისივე თქმით, 80-იან წლებში, ის საკუთარი შვილივით მიიღეს. "კვირის პალიტრა" აბრამიანების ოჯახს ეჩმიაძინში დაუკავშირდა.

რობერტ აბრამიანი:

- სომეხი ვარ, მაგრამ საქართველოში დავიბადე. გიორგის ვიზიტის შემდეგ, ყურადღების ცენტრში ვარ. ყველა მეკითხება, როგორ და სად გაიცანი საქართველოს პრეზიდენტიო... გიორგიზე ბევრად უფროსი ვარ, მალე სამოცი წლის გავხდები... ჩვენ ერთმანეთი დედამისის, ქალბატონი მზიას მეშვეობით გავიცანით, სატელეფონო ჯიხურის რიგში. მისგან შევიტყვე, რომ შვილთან იყო ჩამოსული, რომელიც ეჩმიაძინში სამხედრო ნაწილში მსახურობდა. სასტუმროებში თავისუფალი ადგილი არ იყო და მე და ჩემმა მეუღლემ სახლში მოვიპატიჟეთ. შემდეგ გიორგიც გაგვაცნო... მუსიკოსი ვარ და ჩემს ქალაქში მაშინაც მიცნობდნენ. მის მეთაურობასთან, რომ იტყვიან, საქმე ჩავაწყვე, რომ გიორგი ზოგჯერ ისე გამოეშვათ, რომ ღამეც დარჩენილიყო... გიორგი ყოველთვის ძალიან მოწესრიგებული და წინდახედული იყო. საბჭოთა დროს, სხვადასხვა რესპუბლიკის წარმომადგენლები, თავს საბჭოთა კავშირის შვილებად მიიჩნევდნენ, გიორგი კი ყოველთვის ამბობდა, რომ საქართველოს შვილი იყო.

ჰასმიგი, რობერტის მეუღლე:

- გიორგი მალევე დაგვიახლოვდა და თავს ისე გრძნობდა, როგორც საკუთარ სახლში. ერთი პატარა ოთახი დავუთმეთ, სადაც უამრავი წიგნი ჰქონდა. მაშინ ქართული ფილმები მთელი საბჭოთა კავშირში განხილვის საგანი იყო. მახსოვს, მისი ემოცია "მონანიებასთან" დაკავშირებით. მას გვიან უჩვენებდნენ და სულ მთხოვდა, ბოლომდე მეყურებინა, მეორე დღეს აუცილებლად მკითხავდა, - უყურეო?.. როდესაც სომხეთში დიდი მიწისძვრა მოხდა, 1988 წლის სპიტაკის ტრაგედიას ვგულისხმობ, დედამისი და ჩემი მეუღლე ქუჩაში იყვნენ, გიორგის ნაწილთან იცდიდნენ. მეთაურობისთვის, უნდა ეთხოვათ, რომ ცოტა ხნით გაეთავისუფლებინათ. გიორგის გამოსვლამდე, მიწისძვრაც მოხდა... არც გაზი გვქონდა, არც შუქი, არც წყალი... დახოცილი ადამიანები პირდაპირ ქუჩაში ეყარნენ. ეს ყველაფერი მათ თვალწინ მოხდა და ჩვენსავით განიცადეს. გვერდში გვედგნენ, როგორც შეეძლოთ... ორი-სამი დღის შემდეგ, რყევები განმეორდა. გიორგიც სახლში იყო. იმდენად ვიყავით შიშისგან დაბნეულები, რომ გიჟებივით გავცვივდით ქუჩაში. გიორგი მეცა, ჰასმიგ, ფული, ძვირფასეულობა და საბუთები მაინც წამოიღე, ღია ცის ქვეშ რომ დარჩე, რა უნდა ქნათო...

ძალიან ნიჭიერი, ამავდროულად, ძალიან გახსნილი, თავისუფალი და საინტერესო მოსაუბრე ადამიანი იყო. ძალიან ბევრს კითხულობდა. მახსოვს, ბულგაკოვი უყვარდა ძალიან. რეგულარულად ეცნობოდა ფილოსოფიურ ლიტერატურას.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა