საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვაგონში მცხოვრები 5-შვილიანი ოჯახის დილემა - "ჩვენს ბინაში ერთ-ერთი შეჭრილი ახალაიას საქმეზე მთავარი მოწმეა"
ვაგონში მცხოვრები 5-შვილიანი ოჯახის დილემა - "ჩვენს ბინაში ერთ-ერთი შეჭრილი ახალაიას საქმეზე მთავარი მოწმეა"

სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ ბევ­რი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი, სი­ღა­რი­ბის ზღვარს მიღ­მა მყო­ფი ოჯა­ხია, რო­მელ­თაც თავ­შე­სა­ფა­რიც კი არ გა­აჩ­ნი­ათ. სწო­რედ ასე­თი უმ­წეო ოჯა­ხე­ბის­თვის დიდი დიღ­მის და­სახ­ლე­ბა­ში ორი სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სი აშენ­და, სა­დაც სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლი კო­მი­სი­ის მიერ შერ­ჩე­უ­ლი 24 ოჯა­ხი უნდა შე­სახ­ლე­ბუ­ლი­ყო. თუმ­ცა მოვ­ლე­ნე­ბი სხვაგ­ვა­რად გან­ვი­თარ­და და ის ოჯა­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ სი­ა­ში ვერ მოხ­ვდნენ, ბი­ნებ­ში თვით­ნე­ბუ­რად შე­იჭრ­ნენ. შე­დე­გად კი სი­ა­ში მყო­ფი 24 ოჯა­ხი­დან, შვი­დი კვლავ უსახ­ლკა­როდ რჩე­ბა.

სამ­გორ­ში, წმინ­და პეტ­რეს სა­ხე­ლო­ბის სა­საფ­ლა­ოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შვი­დი წლის თეკ­ლე­სა და რვა წლის თო­მას ვეს­ტუმ­რე - მათ მო­ნა­ზო­ნი, დედა ფო­ტი­ნე უვ­ლის. ად­გილ­ზე მი­სულს შემ­ზა­რა­ვი სუ­რა­თი დამ­ხვდა. პა­ტა­რე­ბი მინ­დორ­ზე, ვა­გონ­ში ცხოვ­რო­ბენ, რო­მელ­ზეც ფიც­რე­ბით პა­ტა­რა სა­კუჭ­ნა­ოც მი­უდ­გამთ. ვა­გონ­ში ორი სა­წო­ლი, მა­გი­და და შე­შის პა­ტა­რა ღუ­მე­ლი დგას. მი­უ­ხე­და­ვად ამ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, თეკ­ლას ღი­მი­ლი არ სცილ­დე­ბა სა­ხი­დან და ჩემ­თვის გა­ღი­მე­ბუ­ლი მო­არ­ბე­ნი­ნებს წყალს. დედა ფო­ტი­ნე მიყ­ვე­ბა, რომ ეს ზამ­თა­რი ძლივს გა­და­ი­ტანს.

"ამ ვა­გონ­ში მარ­ტო­ხე­ლა დედა, თეა თათ­რიშ­ვი­ლი ცხოვ­რობს, მას 5 შვი­ლი ჰყავს. აქ ფი­ზი­კუ­რად ვერ ეტე­ვი­ან და და­ნარ­ჩე­ნი შვი­ლე­ბი ოზურ­გეთ­ში წა­იყ­ვა­ნა ნა­თე­სა­ვებ­თან. მე შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვეხ­მა­რე­ბი - ძი­რი­თა­დად თეკ­ლას და თო­მას ვუვ­ლი, ღამე მათ­თან ვრჩე­ბი კი­დეც ამ ვა­გონ­ში. არ ვიცი, ეს ზამ­თა­რი რო­გორ გა­და­ვი­ტა­ნეთ, კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი რომ არა, ალ­ბათ, გა­ვი­ყი­ნე­ბო­დით. ეს ოჯა­ხი ბი­ნის მი­ღე­ბას მო­უთ­მენ­ლად ელო­და, უხა­რო­დათ, რომ ერ­თად იცხოვ­რებ­დნენ, ბავ­შვებ­მა ნა­ხეს კი­დეც ეს ბინა და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ. დე­დამ სა­ბუ­თე­ბიც კი გა­და­ი­ტა­ნა დიდი დიღ­მის სკო­ლა­ში და უცებ გა­ი­გეს, რომ იქ ვე­ღარ იცხოვ­რე­ბენ. ეს ბავ­შვე­ბის­თვის ძა­ლი­ან დიდი სტრე­სი იყო. არ ვიცი, ბავ­შვებ­მა ამ ნა­გავ­საყ­რელ­თან დად­გმულ ვა­გონ­ში რამ­დენ ხანს უნდა იცხოვ­რონ? თეკ­ლეს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბიც აქვს. იმე­დია მოგ­ვხე­დავს ვინ­მე", - ამ­ბობს დედა ფო­ტი­ნე და­ნარ­ჩე­ნი ექ­ვსი ოჯა­ხიც არა­ნაკ­ლებ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია - არი­ან დევ­ნი­ლე­ბი, დე­დით და მა­მით ობ­ლე­ბი, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რე­ბი.

"მე­რი­ის, შვე­ი­ცა­რი­ის სა­ელ­ჩოს, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ოფი­სის, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბი­სა­გან შემ­დგარ­მა კო­მი­სი­ამ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ჩვე­ნი გა­ნა­ცხა­დი, გა­ვი­ა­რეთ კო­მი­სია, და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლეთ ყვე­ლა კრი­ტე­რი­უ­მი და მოვ­ხვდით იმ 24-კა­ცი­ან სი­ა­ში. დიდ დი­ღომ­ში უნდა მიგ­ვე­ღო ბი­ნე­ბი, რო­გორც დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, მაგ­რამ იმის გამო, რომ იან­ვრის თვე­ში იქ შე­იჭრ­ნენ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი, ჩვენ ვერ ვა­ხერ­ხებთ იქ ცხოვ­რე­ბას. მივ­მარ­თეთ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, პარ­ლა­მენტს, სა­სა­მარ­თლო­შიც გვაქვს სარ­ჩე­ლი შე­ტა­ნი­ლი, მაგ­რამ სა­სა­მარ­თლო აჭი­ა­ნუ­რებს საქ­მის გან­ხილ­ვას. გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს მფარ­ვე­ლო­ბენ. ამ ეჭ­ვის სა­ფუძ­ველს მაძ­ლევს ის, რომ ერთ-ერთი შეჭ­რი­ლი არის დათა ახა­ლა­ი­ას საქ­მე­ზე მთა­ვა­რი მოწ­მე და მისი გა­ნა­წყე­ნე­ბა არ სურთ. აბა რა უნდა ვი­ფიქ­რო, როცა თით­ქმის ერთი წელი გა­ვი­და და არც ერთ გან­ცხა­დე­ბა­ზე პა­სუ­ხი არ გვაქვს და ყუ­რა­დღე­ბას არა­ვინ გვაქ­ცევს. მა­მა­ჩე­მი უსი­ნათ­ლოა, უკი­დუ­რე­სად მძი­მე სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ", - ამ­ბობს ერთ-ერთი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი კახა ჯან­ჯღა­ვა

სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­სარ­კვე­ვად დიდ დი­ღომ­ში წა­ვე­დი.

"რა შუ­ა­შია ის, რომ ჩემი შვი­ლი არის დათა ახა­ლა­ი­ას საქ­მე­ზე მოწ­მე? რა არ უნდა ეთ­ქვა სა­სა­მარ­თლო­ში, რო­გორ გაგ­ვა­უ­ბე­დუ­რეს ამ ჯა­ლა­თებ­მა? დი­ა­ხაც, ბო­ლომ­დე მიჰ­ყვე­ბა კახა ამ საქ­მეს და ბო­ლომ­დე იტყვის ყვე­ლა­ფერს. კახა დაბ­რუნ­დაშ­ვი­ლი არის ინ­ვა­ლი­დო­ბის მქო­ნე, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი და მისი მოწ­მე­ო­ბა არა­ფერ შუ­ა­შია. მე­რია ჩვენ გვე­უბ­ნე­ბო­და, რომ აქ უნდა შე­ვე­სახ­ლე­ბი­ნეთ, მერე გა­ვი­გეთ, რომ ჩუ­მად აპი­რებ­დნენ სხვე­ბის შე­სახ­ლე­ბას და სწო­რედ ამი­ტომ შე­მო­ვი­ჭე­რით. აქ დალ­ხე­ნი­ლი ოჯა­ხე­ბი არ შე­მო­სუ­ლან, უსახ­ლკა­რო­ე­ბი ვი­ყა­ვით, ინ­ვა­ლი­დი შვი­ლე­ბით. თქვენ არ იცით, ჩვენ აქ რა ჯო­ჯო­ხე­თი გა­მო­ვი­ა­რეთ. 8 თვე არც შუქი გვქონ­და და არც წყა­ლი, ყვე­ლა­ფე­რი გა­მოგ­ვირ­თეს და ამ ცივ მეტ­ლახ­ზე ეძი­ნათ ინ­ვა­ლიდ ბავ­შვებს. არ დამ­თავ­რდა "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" დრო, არ და­ას­რუ­ლეს ამ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ხალ­ხის წა­მე­ბა",- აცხა­დებს ლე­ი­ლა ხა­ჩი­ძე.

"ჩემი შვი­ლი სა­ვარ­ძელს არის მი­ჯაჭ­ვუ­ლი და გვი­ჩი­ვი­ან რომ გაგ­ვა­სახ­ლონ. მე­რი­ას ურ­ჩევ­ნია ის ოჯა­ხე­ბი ახა­ლი ფარ­თე­ბით და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს და ამ ისე­დაც გა­ნად­გუ­რე­ბულ ხალ­ხს ნუ გვა­პი­რის­პი­რებს ერ­თმა­ნეთ­თან, "- ამ­ბობს ნანა პა­პოშ­ვი­ლი.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხი ვერ გაგ­ვცეს, რა­ტომ ჭი­ა­ნურ­დე­ბა საქ­მის გან­ხილ­ვა. თბი­ლი­სის მე­რი­ის სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა მა­მუ­კა ქა­ცა­რა­ვამ კი უსახ­ლკა­როდ დარ­ჩე­ნილ­თა მი­მარ­თვას წე­რი­ლით უპა­სუ­ხა: "გაც­ნო­ბებთ, რომ სო­ცი­ა­ლურ სა­ცხოვ­რის­ში შეჭ­რი­ლია მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რის გა­მოც ვერ ხერ­ხდე­ბა იმ ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, რო­მელ­თაც მი­ე­ნი­ჭათ სა­ცხოვ­რი­სით სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა. უშუ­ა­ლოდ გა­მო­სახ­ლე­ბის პრო­ცე­დუ­რა აღე­მა­ტე­ბა თბი­ლი­სის მე­რი­ის სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ას. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ რამ­დენ­ჯერ­მე მივ­მარ­თეთ შსს რა­ი­ო­ნულ გან­ყო­ფი­ლე­ბას დახ­მა­რე­ბის­თვის, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით გა­მო­სახ­ლე­ბის პრო­ცე­სი არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა. ამ­დე­ნად, ჩვენ ვე­ლო­დე­ბით ქმე­დი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბას პო­ლი­ცი­ის მხრი­დან, რათა მოხ­დეს ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა შე­სახ­ლე­ბა."

მაკა ქო­ბა­ლია

Ambebi.ge

ვაგონში მცხოვრები 5-შვილიანი ოჯახის დილემა - "ჩვენს ბინაში ერთ-ერთი შეჭრილი ახალაიას საქმეზე მთავარი მოწმეა"

ვაგონში მცხოვრები 5-შვილიანი ოჯახის დილემა - "ჩვენს ბინაში ერთ-ერთი შეჭრილი ახალაიას საქმეზე მთავარი მოწმეა"

საქართველოში საკმაოდ ბევრი სოციალურად დაუცველი, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახია, რომელთაც თავშესაფარიც კი არ გააჩნიათ. სწორედ ასეთი უმწეო ოჯახებისთვის დიდი დიღმის დასახლებაში ორი სამსართულიანი კორპუსი აშენდა, სადაც სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ შერჩეული 24 ოჯახი უნდა შესახლებულიყო. თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა და ის ოჯახები, რომლებიც ამ სიაში ვერ მოხვდნენ, ბინებში თვითნებურად შეიჭრნენ. შედეგად კი სიაში მყოფი 24 ოჯახიდან, შვიდი კვლავ უსახლკაროდ რჩება.

სამგორში, წმინდა პეტრეს სახელობის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე შვიდი წლის თეკლესა და რვა წლის თომას ვესტუმრე - მათ მონაზონი, დედა ფოტინე უვლის. ადგილზე მისულს შემზარავი სურათი დამხვდა. პატარები მინდორზე, ვაგონში ცხოვრობენ, რომელზეც ფიცრებით პატარა საკუჭნაოც მიუდგამთ. ვაგონში ორი საწოლი, მაგიდა და შეშის პატარა ღუმელი დგას. მიუხედავად ამ მძიმე მდგომარეობისა, თეკლას ღიმილი არ სცილდება სახიდან და ჩემთვის გაღიმებული მოარბენინებს წყალს. დედა ფოტინე მიყვება, რომ ეს ზამთარი ძლივს გადაიტანს.

"ამ ვაგონში მარტოხელა დედა, თეა თათრიშვილი ცხოვრობს, მას 5 შვილი ჰყავს. აქ ფიზიკურად ვერ ეტევიან და დანარჩენი შვილები ოზურგეთში წაიყვანა ნათესავებთან. მე შეძლებისდაგვარად ვეხმარები - ძირითადად თეკლას და თომას ვუვლი, ღამე მათთან ვრჩები კიდეც ამ ვაგონში. არ ვიცი, ეს ზამთარი როგორ გადავიტანეთ, კეთილი ადამიანები რომ არა, ალბათ, გავიყინებოდით. ეს ოჯახი ბინის მიღებას მოუთმენლად ელოდა, უხაროდათ, რომ ერთად იცხოვრებდნენ, ბავშვებმა ნახეს კიდეც ეს ბინა და ძალიან ბედნიერები იყვნენ. დედამ საბუთებიც კი გადაიტანა დიდი დიღმის სკოლაში და უცებ გაიგეს, რომ იქ ვეღარ იცხოვრებენ. ეს ბავშვებისთვის ძალიან დიდი სტრესი იყო. არ ვიცი, ბავშვებმა ამ ნაგავსაყრელთან დადგმულ ვაგონში რამდენ ხანს უნდა იცხოვრონ? თეკლეს ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს. იმედია მოგვხედავს ვინმე", - ამბობს დედა ფოტინე დანარჩენი ექვსი ოჯახიც არანაკლებ მძიმე მდგომარეობაშია - არიან დევნილები, დედით და მამით ობლები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

"მერიის, შვეიცარიის საელჩოს, სახალხო დამცველის ოფისის, თბილისის საკრებულოს წევრებისაგან შემდგარმა კომისიამ დააკმაყოფილა ჩვენი განაცხადი, გავიარეთ კომისია, დავაკმაყოფილეთ ყველა კრიტერიუმი და მოვხვდით იმ 24-კაციან სიაში. დიდ დიღომში უნდა მიგვეღო ბინები, როგორც დროებითი საცხოვრებელი, მაგრამ იმის გამო, რომ იანვრის თვეში იქ შეიჭრნენ სხვა ადამიანები, ჩვენ ვერ ვახერხებთ იქ ცხოვრებას. მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტს, სასამართლოშიც გვაქვს სარჩელი შეტანილი, მაგრამ სასამართლო აჭიანურებს საქმის განხილვას. გამომდინარე აქედან, ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ ამ ადამიანებს მფარველობენ. ამ ეჭვის საფუძველს მაძლევს ის, რომ ერთ-ერთი შეჭრილი არის დათა ახალაიას საქმეზე მთავარი მოწმე და მისი განაწყენება არ სურთ. აბა რა უნდა ვიფიქრო, როცა თითქმის ერთი წელი გავიდა და არც ერთ განცხადებაზე პასუხი არ გვაქვს და ყურადღებას არავინ გვაქცევს. მამაჩემი უსინათლოა, უკიდურესად მძიმე სოციალურ მდგომარეობაში ვართ", - ამბობს ერთ-ერთი სოციალურად დაუცველი კახა ჯანჯღავა

სიტუაციაში გასარკვევად დიდ დიღომში წავედი.

"რა შუაშია ის, რომ ჩემი შვილი არის დათა ახალაიას საქმეზე მოწმე? რა არ უნდა ეთქვა სასამართლოში, როგორ გაგვაუბედურეს ამ ჯალათებმა? დიახაც, ბოლომდე მიჰყვება კახა ამ საქმეს და ბოლომდე იტყვის ყველაფერს. კახა დაბრუნდაშვილი არის ინვალიდობის მქონე, სოციალურად დაუცველი და მისი მოწმეობა არაფერ შუაშია. მერია ჩვენ გვეუბნებოდა, რომ აქ უნდა შევესახლებინეთ, მერე გავიგეთ, რომ ჩუმად აპირებდნენ სხვების შესახლებას და სწორედ ამიტომ შემოვიჭერით. აქ დალხენილი ოჯახები არ შემოსულან, უსახლკაროები ვიყავით, ინვალიდი შვილებით. თქვენ არ იცით, ჩვენ აქ რა ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. 8 თვე არც შუქი გვქონდა და არც წყალი, ყველაფერი გამოგვირთეს და ამ ცივ მეტლახზე ეძინათ ინვალიდ ბავშვებს. არ დამთავრდა "ნაციონალების" დრო, არ დაასრულეს ამ გაჭირვებული ხალხის წამება",- აცხადებს ლეილა ხაჩიძე.

"ჩემი შვილი სავარძელს არის მიჯაჭვული და გვიჩივიან რომ გაგვასახლონ. მერიას ურჩევნია ის ოჯახები ახალი ფართებით დააკმაყოფილოს და ამ ისედაც განადგურებულ ხალხს ნუ გვაპირისპირებს ერთმანეთთან, "- ამბობს ნანა პაპოშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში კონკრეტული პასუხი ვერ გაგვცეს, რატომ ჭიანურდება საქმის განხილვა. თბილისის მერიის სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ კი უსახლკაროდ დარჩენილთა მიმართვას წერილით უპასუხა: "გაცნობებთ, რომ სოციალურ საცხოვრისში შეჭრილია მოქალაქეები, რის გამოც ვერ ხერხდება იმ ბენეფიციართა დაკმაყოფილება, რომელთაც მიენიჭათ საცხოვრისით სარგებლობის უფლება. უშუალოდ გამოსახლების პროცედურა აღემატება თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის კომპეტენციას. შესაბამისად, ჩვენ რამდენჯერმე მივმართეთ შსს რაიონულ განყოფილებას დახმარებისთვის, მაგრამ ჯერჯერობით გამოსახლების პროცესი არ განხორციელებულა. ამდენად, ჩვენ ველოდებით ქმედითი ღონისძიებების გატარებას პოლიციის მხრიდან, რათა მოხდეს ბენეფიციართა შესახლება."

მაკა ქობალია

Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია