სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რიო-დე-ჟანეიროში ნაგავს შეირაღებული დაცვის თანხლებით გაიტანენ
რიო-დე-ჟანეიროში ნაგავს შეირაღებული დაცვის თანხლებით გაიტანენ

რიო-დე-ჟა­ნე­ი­რო­დან ნა­გავს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაც­ვის თან­ხლე­ბით გა­ი­ტა­ნენ, ამის შე­სა­ხებ ქა­ლა­ქის მერ­მა, ედუ­არ­დუ პა­ის­მა გა­ნა­ცხა­და. ასეთ უკი­დუ­რეს ზო­მა­ზე წას­ვლა მთავ­რო­ბას და­სუფ­თა­ვე­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ხან­გრძლი­ვი გა­ფიც­ვის გამო მო­უ­წია.

ამ­ჟა­მად, ქა­ლაქ­ში კრი­ტი­კუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა შექ­მნი­ლი. ხელ­ფა­სის გაზ­რდის თხოვ­ნით გა­ფიც­ვა კარ­ნა­ვალს და­ამ­თხვი­ეს, რა­მაც მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­მა­ტე­ბი­თი პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნა. სი­ცხე­ში, რო­მე­ლიც 30 გრა­დუსს აღე­მა­ტე­ბა, ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლუ­რი ქუ­ჩე­ბი და ასე­ვე ცნო­ბი­ლი სა­ნა­პი­რო - ფლა­მინ­გო ნაგ­ვი­თაა და­ფა­რუ­ლი. ნაგ­ვით სავ­სეა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი უბ­ნე­ბიც.

სა­სა­მარ­თლომ რიო-დე-ჟა­ნე­რი­ოს კარ­ნა­ვა­ლის დროს მე­ნაგ­ვე­ე­ბის გა­ფიც­ვა არა­კა­ნო­ნი­ე­რად სცნო. კარ­ნა­ვა­ლის დას­რუ­ლე­ბი­დან მა­ლე­ვე გა­ფი­ცუ­ლი 300 აქ­ტი­ვის­ტის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ გა­მო­ა­ცხა­დეს. 5 მარტს სამი მათ­გა­ნი კო­ლე­გე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლის მცდე­ლო­ბი­სას და­ა­კა­ვეს, რომ­ლე­ბიც სა­მუ­შა­ო­ზე მა­ინც გა­ვიდ­ნენ. გა­ფიც­ვა­ში კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრო­მელ­თა და­ახ­ლო­ე­ბით 20% მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

ჯერ­ჯე­რო­ბით, და­ვის მოგ­ვა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი საკ­მა­ოდ ბუნ­დოვ­ნია. გა­ფი­ცუ­ლე­ბი უკენ არ იხე­ვენ. ქა­ლა­ქის მერ­მა მათ მოქ­მე­დე­ბას "ან­ტი­სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი" უწო­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია ИТАР-ТАСС-ის მი­ხედ­ვით.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

რიო-დე-ჟანეიროში ნაგავს შეირაღებული დაცვის თანხლებით გაიტანენ

რიო-დე-ჟანეიროში ნაგავს შეირაღებული დაცვის თანხლებით გაიტანენ

რიო-დე-ჟანეიროდან ნაგავს შეიარაღებული დაცვის თანხლებით გაიტანენ, ამის შესახებ ქალაქის მერმა, ედუარდუ პაისმა განაცხადა. ასეთ უკიდურეს ზომაზე წასვლა მთავრობას დასუფთავების მუნიციპალური კომპანიის თანამშრომლების ხანგრძლივი გაფიცვის გამო მოუწია.

ამჟამად, ქალაქში კრიტიკული სიტუაციაა შექმნილი. ხელფასის გაზრდის თხოვნით გაფიცვა კარნავალს დაამთხვიეს, რამაც მოქალაქეებსა და ხელისუფლებას დამატებითი პრობლემები შეუქმნა. სიცხეში, რომელიც 30 გრადუსს აღემატება, ქალაქის ცენტრალური ქუჩები და ასევე ცნობილი სანაპირო - ფლამინგო ნაგვითაა დაფარული. ნაგვით სავსეა საცხოვრებელი უბნებიც.

სასამართლომ რიო-დე-ჟანერიოს კარნავალის დროს მენაგვეების გაფიცვა არაკანონიერად სცნო. კარნავალის დასრულებიდან მალევე გაფიცული 300 აქტივისტის გათავისუფლების შესახებ გამოაცხადეს. 5 მარტს სამი მათგანი კოლეგებისთვის ხელის შეშლის მცდელობისას დააკავეს, რომლებიც სამუშაოზე მაინც გავიდნენ. გაფიცვაში კომპანიის თანამშრომელთა დაახლოებით 20% მონაწილეობდა.

ჯერჯერობით, დავის მოგვარების პერსპექტივები საკმაოდ ბუნდოვნია. გაფიცულები უკენ არ იხევენ. ქალაქის მერმა მათ მოქმედებას "ანტისაზოგადოებრივი" უწოდა.

მომზადებულია ИТАР-ТАСС-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს