სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისი ცხოვრების დონით ევროპაში ბოლო ადგილზეა - "მერკერის" რეიტინგის სავალალო შედეგები
თბილისი ცხოვრების დონით ევროპაში ბოლო ადგილზეა - "მერკერის" რეიტინგის სავალალო შედეგები

გავ­ლე­ნი­ა­ნი კონ­სალ­ტინ­გუ­რი კომ­პა­ნია "მერ­კე­რის" რე­ი­ტინ­გში, თბი­ლი­სი ცხოვ­რე­ბის დო­ნით, ბოლო სამი წე­ლია, ევ­რო­პის ქა­ლა­ქებს შო­რის ბოლო, 191-ე ად­გილ­ზეა. თბი­ლისს წინ უს­წრე­ბენ მინ­სკი 189-ე, ერე­ვა­ნი 180-ე და სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გი 168-ე ად­გი­ლე­ბით. რე­ი­ტინ­გში პირ­ველ ად­გილს ავ­სტრი­ის დე­და­ქა­ლა­ქი ვენა იკა­ვებს.

მი­უ­ხე­და­ვად არა­სა­სურ­ვე­ლი რე­ი­ტინ­გი­სა, კვლე­ვის ავ­ტო­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ თბი­ლი­სი ცხოვ­რე­ბის დო­ნის გა­უ­ჯო­ბე­სე­ბას, ძი­რი­თა­დად სა­მომ­ხმა­რებ­ლო სი­კე­თეს­თან წვდო­მის, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბით და შიდა სტა­ბი­ლუ­რო­ბის გაზ­რდით აგ­რძე­ლებს.

"მერ­კე­რის" ცხოვ­რე­ბის დო­ნის ინ­დექ­სი 39 ინ­დი­კა­ტო­რის მი­ხედ­ვით დგე­ბა. კრი­ტე­რი­უ­მებს შო­რი­საა: პო­ლი­ტი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ჯან­დაც­ვა, გა­ნათ­ლე­ბა, რეკ­რე­ა­ცია და გა­რე­მოს დაც­ვა.

"მერ­კე­რის" კვლე­ვის შე­დე­გე­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად "რე­ზო­ნან­სი" ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რი­ას და­უ­კავ­შირ­და, თუმ­ცა პრეს­სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ბოლო დროს უამ­რა­ვი მსგავ­სი ტი­პის კვლე­ვა ტარ­დე­ბა და მე­რია ყვე­ლა მათ­გან­ზე შე­ფა­სე­ბას ვერ გა­ა­კე­თებს.

ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტი ირაკ­ლი ლექ­ვი­ნა­ძე კი კვლე­ვის შე­დე­გებს რე­ა­ლო­ბას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბად აფა­სებს და ამ­ბობს, რომ იმ კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მი­ხედ­ვით, რი­თაც კვლე­ვა ჩა­ტარ­და, თბი­ლის­ში უამ­რა­ვი მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი პრობ­ლე­მაა.

"ქა­ლა­ქე­ბის ცხოვ­რე­ბის დონე და ხა­რის­ხი ამ კვლე­ვა­ში 39 კრი­ტე­რი­უ­მით არის შე­ფა­სე­ბუ­ლი. პო­ლი­ტი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლის გარ­და, არის ისე­თი სა­კი­თხე­ბი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის ხა­რისხზე ახ­დენს გავ­ლე­ნას. ეს არის გა­ნათ­ლე­ბის, ჯან­დაც­ვის, გა­რე­მოს დაც­ვის ხა­რის­ხი, ქა­ლა­ქის ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი მო­წყო­ბა და ა.შ. ამ პა­რა­მეტ­რე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა იძ­ლე­ვა იმ შე­დეგს, რო­მე­ლიც მი­ვი­ღეთ.

"გარ­კვე­უ­ლი შე­კი­თხვე­ბი ამ მე­თო­დო­ლო­გი­ას­თან და პო­ზი­ცი­ებ­თან შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს, მაგ­რამ პოსტსაბ­ჭო­თა ქა­ლა­ქე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი პრინ­ციპ­ში რე­ა­ლო­ბას ასა­ხავს. სამ­წუ­ხა­როა, რომ ბოლო ად­გილ­ზე ვართ და ერე­ვა­ნიც კი გვის­წრებს, თუმ­ცა 2-3 ად­გი­ლით წინ და უკან ყოფ­ნას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ენი­ჭე­ბა.

"თბი­ლის­ში გა­რე­მოს დაც­ვი­თი, ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის, და­გეგ­მა­რე­ბის, ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­ხის პრობ­ლე­მე­ბი არ­სე­ბობს, რა­მაც რე­ი­ტინგზე თა­ვი­სი გავ­ლე­ნა იქო­ნია. თბი­ლისს ყვე­ლა­ზე კარ­გი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და წინსვლა აქვს იმა­ში, რა­შიც მთლი­ა­ნად ქვე­ყა­ნას, ეს არის ბიზ­ნე­სის­თვის ხელ­საყ­რე­ლი გა­რე­მო, ტექ­ნი­კუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბის სი­მარ­ტი­ვე, სა­ინ­ვეს­ტი­ცი­ოდ ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბი და ა.შ. მაგ­რამ ისე­თი ურ­ბა­ნუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბი, რო­გო­რი­ცაა, შე­მო­სა­ვა­ლი ერთ სულ მოს­ხა­ლე­ზე, და­საქ­მე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, გა­რე­მოს­დაც­ვი­თი, ეკო­ლო­გი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ჯან­დაც­ვა თუ ა.შ. ამ პა­რა­მეტ­რე­ბით დიდი წინსვლა არ გვაქვს", - გა­ნა­ცხა­და "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას ლექ­ვი­ნა­ძემ.

თა­თია ჩა­ფი­ჩა­ძე

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

თბილისი ცხოვრების დონით ევროპაში ბოლო ადგილზეა - "მერკერის" რეიტინგის სავალალო შედეგები

თბილისი ცხოვრების დონით ევროპაში ბოლო ადგილზეა - "მერკერის" რეიტინგის სავალალო შედეგები

გავლენიანი კონსალტინგური კომპანია "მერკერის" რეიტინგში, თბილისი ცხოვრების დონით, ბოლო სამი წელია, ევროპის ქალაქებს შორის ბოლო, 191-ე ადგილზეა. თბილისს წინ უსწრებენ მინსკი 189-ე, ერევანი 180-ე და სანკტ-პეტერბურგი 168-ე ადგილებით. რეიტინგში პირველ ადგილს ავსტრიის დედაქალაქი ვენა იკავებს.

მიუხედავად არასასურველი რეიტინგისა, კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ თბილისი ცხოვრების დონის გაუჯობესებას, ძირითადად სამომხმარებლო სიკეთესთან წვდომის, ინფრასტრუქტურის განვითარებით და შიდა სტაბილურობის გაზრდით აგრძელებს.

"მერკერის" ცხოვრების დონის ინდექსი 39 ინდიკატორის მიხედვით დგება. კრიტერიუმებს შორისაა: პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, ჯანდაცვა, განათლება, რეკრეაცია და გარემოს დაცვა.

"მერკერის" კვლევის შედეგების შესაფასებლად "რეზონანსი" ქალაქ თბილისის მერიას დაუკავშირდა, თუმცა პრესსამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბოლო დროს უამრავი მსგავსი ტიპის კვლევა ტარდება და მერია ყველა მათგანზე შეფასებას ვერ გააკეთებს.

ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე კი კვლევის შედეგებს რეალობასთან შესაბამისობად აფასებს და ამბობს, რომ იმ კრიტერიუმების მიხედვით, რითაც კვლევა ჩატარდა, თბილისში უამრავი მოუგვარებელი პრობლემაა.

"ქალაქების ცხოვრების დონე და ხარისხი ამ კვლევაში 39 კრიტერიუმით არის შეფასებული. პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მაჩვენებლის გარდა, არის ისეთი საკითხები, რომელიც ადამიანის ცხოვრების ხარისხზე ახდენს გავლენას. ეს არის განათლების, ჯანდაცვის, გარემოს დაცვის ხარისხი, ქალაქის ინფრასტრუქტურული მოწყობა და ა.შ. ამ პარამეტრების ერთობლიობა იძლევა იმ შედეგს, რომელიც მივიღეთ.

"გარკვეული შეკითხვები ამ მეთოდოლოგიასთან და პოზიციებთან შეიძლება არსებობდეს, მაგრამ პოსტსაბჭოთა ქალაქების მაჩვენებლები პრინციპში რეალობას ასახავს. სამწუხაროა, რომ ბოლო ადგილზე ვართ და ერევანიც კი გვისწრებს, თუმცა 2-3 ადგილით წინ და უკან ყოფნას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ენიჭება.

"თბილისში გარემოს დაცვითი, ჰაერის დაბინძურების, დაგეგმარების, ინფრასტრუქტურული სახის პრობლემები არსებობს, რამაც რეიტინგზე თავისი გავლენა იქონია. თბილისს ყველაზე კარგი მაჩვენებელი და წინსვლა აქვს იმაში, რაშიც მთლიანად ქვეყანას, ეს არის ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო, ტექნიკური პროცედურების სიმარტივე, საინვესტიციოდ ხელსაყრელი პირობები და ა.შ. მაგრამ ისეთი ურბანული ფაქტორები, როგორიცაა, შემოსავალი ერთ სულ მოსხალეზე, დასაქმების მაჩვენებელი, გარემოსდაცვითი, ეკოლოგიური მაჩვენებელი, ჯანდაცვა თუ ა.შ. ამ პარამეტრებით დიდი წინსვლა არ გვაქვს", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას ლექვინაძემ.

თათია ჩაფიჩაძე

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია