Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მატყუარა სესილია, ზარმაცი დოდო აბაშიძე და მოქილიკე ნოდარ დუმბაძე...
მატყუარა სესილია, ზარმაცი დოდო აბაშიძე და მოქილიკე ნოდარ დუმბაძე...

Ambebi.ge გთა­ვა­ზობთ სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლებს "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" სხვა­დას­ხვა ბეჭ­დუ­რი გა­მო­ცე­მე­ბის არ­ქი­ვე­ბი­დან. ამ­ჯე­რად წარ­მო­გიდ­გენთ ჟურ­ნალ "გზის" 2002 წლის პუბ­ლი­კა­ცი­ას

***

ამ რუბ­რი­კით, რო­მელ­შიც ცნო­ბილ ხე­ლო­ვან­თა ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ველ, ხა­ლი­სი­ან მო­გო­ნე­ბებს გთა­ვა­ზობთ, ამ­ჯე­რად, ბა­ტო­ნი გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ნა­ამ­ბობს წარ­მო­გიდ­გენთ. ბა­ტო­ნი გი­გას "პერ­სო­ნაჟ­თა­გან", ბევ­რი დღეს ცო­ცხა­ლი აღარ არის და ამ­დე­ნად, მათი გახ­სე­ნე­ბა ჩვენს გუ­ლებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ გრძნო­ბას აღ­ძრავს...

სე­სი­ლია და შალ­ვა ღამ­ბა­ში­ძე

მე რომ ჩა­ძი­ნე­ბუ­ლი გა­მაღ­ვი­ძოს ვინ­მემ და უც­ბად მკი­თხოს: ვინ არის შენ­თვის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბიო? - და­უ­ფიქ­რებ­ლად ვუ­პა­სუ­ხებ: სე­სი­ლია-მეთ­ქი. ის არის ჩემ­თვის კარ­გი ქა­ლის, კარ­გი მსა­ხი­ო­ბის და კარ­გი ადა­მი­ა­ნის გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი სინ­თე­ზი. მე მას, რო­გორც ქალს, გმი­რო­ბად ვუთ­ვლი თუნ­დაც იმ ფაქტს, რომ მან ბე­ბი­ის რო­ლის გან­სა­ხი­ე­რე­ბი­სას (ამ­ჯე­რად სას­ცე­ნო როლ­ზეა სა­უ­ბა­რი. - ავტ.) კბი­ლე­ბი ამო­ი­ღო და ჩა­ვარ­დნი­ლი ზედა ტუ­ჩის გამო, სა­უბ­რის დროს ისე ჩლი­ფი­ნებ­და, რომ მარ­თლაც 80 წლის ბე­ბია ეგო­ნე­ბო­და კაცს. ეს ამ­ბა­ვი ხში­რად მაქვს მო­ყო­ლი­ლი, მაგ­რამ მოკ­ლედ, კი­დევ ერთხელ გა­ვიხ­სე­ნებ: იქ­ნებ, თქვენს ახალ­გაზ­რდა მკი­თხველს მა­ინც არ ჰქონ­დეს გა­გო­ნი­ლი. თბი­ლის­ში ჩა­მო­სუ­ლი ფრან­გი რე­ჟი­სო­რი ჟან დონ­მარ­ტი, რო­მე­ლიც ერთ დროს პა­რი­ზის თე­ატ­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი დი­რექ­ტო­რიც იყო, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სპექ­ტაკ­ლის "მე, ბე­ბია, ილი­კო და ილა­რი­ო­ნის" ნახ­ვის შემ­დეგ, ატი­რე­ბუ­ლი და აღ­ტა­ცე­ბუ­ლი მო­ვი­და ჩემ­თან და მთხო­ვა - ის ბე­ბია გა­მა­ცა­ნი­თო. და­ვუ­ძა­ხეთ სე­სი­ლი­ას. მა­შინ ის 53 წლის იყო. მხნე, ენერ­გი­უ­ლი, სწრა­ფი სი­ა­რუ­ლი იცო­და. თა­ვი­სი, მხო­ლოდ მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მა­ნე­რით გა­ა­ღო კარი და შე­მო­ვი­და. გრი­მი უკვე მო­ცი­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და. ისე გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, მარ­თლაც არ ჰგავ­და ბე­ბი­ას. ჟან­მა იფიქ­რა, რომ ჩვენ სწო­რად ვერ გა­ვი­გეთ, თუ რა ითხო­ვა და გა­ი­მე­ო­რა: არა, არა, მე ბე­ბი­ის გაც­ნო­ბა მინ­დო­დაო. რო­დე­საც მიხ­ვდა, რომ მის წინ სწო­რედ ის ქალი იდგა, ვისი ნახ­ვაც სურ­და, მუხ­ლი მო­ი­ყა­რა და სე­სი­ლი­ას ეამ­ბო­რა. მა­შინ წარ­მოთ­ქვა ის სი­ტყვე­ბიც, რო­მე­ლიც სა­მუ­და­მოდ დარ­ჩე­ბა ჩემ­თან: ეს არა­ვი­თა­რი თქვე­ნი ბე­ბია არ არის. ეს ბე­ბი­ა­ჩე­მია, რო­მე­ლიც პრო­ვან­სში ცხოვ­რობ­სო... ბე­ბი­ის როლი იყო ერ­თა­დერ­თი, რო­მე­ლიც სე­სი­ლი­ამ თა­ვი­დან­ვე მი­ი­ღო და შე­იყ­ვა­რა. ნე­ბის­მი­ე­რი სხვა რო­ლის შე­თა­ვა­ზე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! დროს, ბუ­ზღუნს იწყებ­და, უარს ამ­ბობ­და და და­თან­ხმე­ბის შემ­დე­გაც კი, სულ რო­ლის, პი­ე­სი­სა და მისი დამ­დგმე­ლის ლან­ძღვა-გი­ნე­ბა­ში იყო. ასე იყო ერთი ტი­პუ­რი საბ­ჭო­თა პი­ე­სის - "ალა­ნის ოჯა­ხის" დად­გმის პრო­ცეს­შიც. ამ პი­ე­სა­ში, სე­სი­ლია და შალ­ვა ღამ­ბა­ში­ძე, რო­მელ­თაც ახალ­გაზ­რდო­ბი­დან­ვე ხნი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბის რო­ლის თა­მა­ში და­ე­ბე­დათ, მო­ხუც ცოლ-ქმარს ასა­ხი­ე­რებ­და. რო­გორც წესი, სე­სი­ლი­ამ თა­ვი­დან­ვე აით­ვალ­წუ­ნა პი­ე­სა. და­ი­წყო რო­ლის და­მუ­შა­ვე­ბა, აი­ყო­ლია შალ­ვა ღამ­ბა­ში­ძეც და, სცე­ნა­ზე თუ კუ­ლი­სებ­ში, მხო­ლოდ ერთი შე­ფა­სე­ბა ის­მო­და: რა სა­ზი­ზღრო­ბაა, რა სა­ძაგ­ლო­ბაა!.. მო­ვი­და პრე­მი­ე­რის დღე. სე­სი­ლი­ამ ბრწყინ­ვა­ლედ ითა­მა­შა. ბა­ტო­ნი შალ­ვა კი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მოგ­ვი­ტყდა: თურ­მე "ეს ოხე­რი" სე­სი­ლია რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე ილან­ძღე­ბო­და, სახ­ლში კი, როლ­ზე მუ­შა­ობ­და; გა­მაბ­რიყ­ვა, პრე­მი­ე­რის დღეს თვი­თონ შე­სა­ნიშ­ნა­ვი სახე შექ­მნა, მე კი რას ვბურ­ტყუ­ნებ­დი სცე­ნა­ზე, თვი­თონ­ვე არ მეს­მო­დაო... ამის შემ­დეგ, მათ კი­დევ ერთ პი­ე­სა­ში ითა­მა­შეს ერ­თად. ეს იყო შე­სა­ნიშ­ნა­ვი სპექ­ტაკ­ლი "უფსკრულ­თან", რო­მელ­საც ძა­ლი­ან რთუ­ლი ბედი ხვდა წი­ლად: ხში­რად ხსნიდ­ნენ რე­პერ­ტუ­ა­რი­დან, რად­გან სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით, წამ­ლის არ­ქო­ნის გამო, ბავ­შვიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! იღუ­პე­ბო­და, ცენ­ზუ­რა კი მოქ­მე­დებ­და: რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, საბ­ჭო­თა კაშ­ვირ­ში უწამ­ლო­ბით ბავ­შვიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! და­ი­ღუ­პო­სო?!. სე­სი­ლია და შალ­ვა, კვლავ მო­ხუ­ცებს თა­მა­შობ­დნენ. რო­დე­საც სე­სი­ლი­ას ვუ­თხა­რით, რომ მისი გმი­რი ერთი აფე­რის­ტი და სპე­კუ­ლან­ტი გლე­ხის ქალი იქ­ნე­ბო­და, ბო­ლომ­დე არც კი მოგ­ვის­მი­ნა - უკვე რო­ლი­სა და პი­ე­სის ლან­ძღვა-გი­ნე­ბა და­ი­წყო. უს­მი­ნა შალ­ვამ, უს­მი­ნა და ბო­ლოს, თვალ­მოწ­კუ­რულ­მა უთხრა: აბა, სე­სილ, მა­გას ვინ ჭამ­სო?!. მარ­თლაც, ორი­ვე მსა­ხი­ობ­მა გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი სა­ხე­ე­ბი შექ­მნა და ერ­თმა­ნეთს ტოლი არ და­უ­დო.

პრე­მი­ე­რის მე­ო­რე დღე

ბედ­ნი­ე­რი კაცი ვარ, ჯერ იმით, რომ ნო­დარ დუმ­ბა­ძეს ბავ­შვო­ბი­დან­ვე ვიც­ნობ­დი და მერე იმით, რომ ყო­ვე­ლი მისი ნა­წარ­მო­ე­ბი პირ­ველ­მა, მე გა­ვა­ცო­ცხლე სცე­ნა­ზე. "მე, ბე­ბია, ილი­კო და ილა­რი­ო­ნი" ჯერ და­ბეჭ­დი­ლიც არ იყო, ხელ­ნა­წერ­ში­ვე წა­ვი­კი­თხე და გა­და­ვი­რიე კაცი. იმ დროს შექ­მნი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი­დან, ეს ერ­თა­დერ­თია, სა­დაც მთა­ვა­რი გმი­რი "ორო­სა­ნი", უფრო მე­ტიც - კომ­კაშ­ვი­რე­ლი არ არის. არც რა­ი­კო­მი იყო ნახ­სე­ნე­ბი, არც აღ­მას­კო­მი, კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბა და მო­წი­ნა­ვე მუ­შა­კე­ბიც არ­სად ჩან­დნენ. მოკ­ლედ, დავ­დგი სპექ­ტაკ­ლი, ჩა­ი­ა­რა პრე­მი­ე­რამ და მე­ო­რე დღეს, მე და ნო­და­რი, დავ­სხე­დით ჩემ­თან სახ­ლში და მა­მა­პა­პუ­რად "შე­ვუ­ბე­რეთ". ორი­ვე­ნი გა­ლე­წი­ლი მთვრა­ლე­ბი ვართ. ამ დროს რე­კა­ვენ თე­ატ­რი­დან და მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ მთე­ლი ცე­კას ბი­უ­რო და მჟა­ვა­ნა­ძე (ვა­სილ მჟა­ვა­ნა­ძე - სა­ქარ­თვე­ლოს კომ­პარ­ტი­ის ცე­კას მა­შინ­დე­ლი პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი - ავტ.) მო­ვიდ­ნენ, სპექ­ტაკლს ეს­წრე­ბი­ან და კი­თხუ­ლო­ბენ - სად არი­ან ავ­ტო­რი და რე­ჟი­სო­რიო? რას ვი­ზამ­დით? - დატ­რი­ალ­და ჩემი მე­უღ­ლე, ცივი წყლით დაგ­ვა­ბა­ნი­ნა პირი, გვა­სუნ­თქა ნი­შა­დუ­რი, მოგ­ვი­წეს­რი­გა ტან­საც­მე­ლი და გაგ­ვიშ­ვა თე­ატ­რში, ორი­ვე ვცდი­ლობთ, ბი­უ­როს წევ­რე­ბის­გან შორს დავ­დგეთ, რომ ჩვენ­მა "არო­მატ­მა" მათი "პა­ტი­ო­სა­ნი ცხვი­რე­ბი" არ შე­ა­წუ­ხოს. რო­გორც იქნა, დამ­თავ­რდა სპექ­ტაკ­ლი. არის მქუ­ხა­რე ტაში და მად­ლო­ბე­ბი. მჟა­ვა­ნა­ძე პალ­ტოს სა­კიდ­რის­კენ გა­ე­მარ­თა. ტან­და­ბა­ლი კაცი იყო, პალ­ტო კი საკ­მო­ად მაღ­ლა ეკი­და. ვხე­დავ - ას­წია ხელი, მაგ­რამ ვერ შესწვდა. მი­ვე­დი, ჩა­მოვხსე­ნი პალ­ტო და რას ვი­ზამ­დი? - მა­მა­ჩე­მის ხნის კაცი იყო და ჩაც­მა­შიც მი­ვეხ­მა­რე. მოკ­ლედ, მჟა­ვა­ნა­ძეს პალ­ტო ჩა­ვაც­ვი და ვხე­დავ, ნო­და­რის გა­ღი­მე­ბულ სა­ხეს და აციმ­ცი­მე­ბულ თვა­ლებს. ჩა­მოვ­დი­ვარ კი­ბე­ზე, ნო­დარს ირო­ნი­ით აღ­სავ­სე ღი­მი­ლი არ სცილ­დე­ბა სა­ულ­ვა­ში­დან. ვე­ჩურ­ჩუ­ლე­ბი: "ახლა რას იღი­მე­ბი? მომჭრი, ხომ, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით თავს?! - გი­გამ მჟა­ვა­ნა­ძეს პალ­ტო ჩა­აც­ვაო"... ნო­და­რიც მე­ჩურ­ჩუ­ლე­ბა: "ბიჭო, თავს მოგჭრი კი არა, გულ­ზე ვარ გამსკდა­რი, იმ კოჭლ­მა კაც­მა, რაფ­რა მი­მას­წა­რი?!" მარ­თლაც, სა­ო­ცა­რი იუ­მო­რის და ში­ნა­გა­ნი სი­სუფ­თა­ვის კაცი იყო. ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი კაცი...

ისევ მე და ნო­და­რი

ჩემი ფეხი, ნო­და­რის საყ­ვა­რელ სა­ხუ­მა­რო თე­მას წარ­მო­ად­გენ­და. მიტ­რი­ა­ლებ­და, მიტ­რი­ა­ლებ­და, ბო­ლოს, ისევ ჩემს ფეხ­თან მი­ვი­დო­და და ისეთ მოს­წრე­ბულ რა­მეს იტყო­და, ყვე­ლა­ზე ხმა­მაღ­ლა მე ვი­ცი­ნო­დი. მახ­სოვს, ერთხელ, "კომ­კავ­ში­რის ხე­ი­ვან­ში" ვი­ქე­ი­ფეთ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მთვრალ კაცს სხე­უ­ლის შეგ­რძნო­ბა არ აქვს და პირ­ველ­მა მე ავი­ტე­ხე - აქე­დან შინ დაბ­რუ­ნე­ბი­სას მოკ­ლე­ზე ჩა­ვი­დეთ-მეთ­ქი. ავი­შა­ლეთ და პირ­ვე­ლი მე და­ვა­დე­ქი ამ მოკ­ლე გზას, უფრო სწო­რად - დამ­რეც დაღ­მართს. მივ­დი­ვარ ამ ვიწ­რო ბი­ლიკ­ზე, მაგ­რად მივ­დი­ვარ; მომ­ყვე­ბა უკან რამ­დე­ნი­მე კაცი, მათ შო­რის ნო­და­რიც. უფრო სწო­რად, ვერ მომ­ყვე­ბი­ან - უჭირთ სი­ა­რუ­ლი და მეს­მის უკ­ნი­დან ნო­და­რის ხმა: შენ რა გე­ნაღ­ვლე­ბა, ძამა, სა­ცალ­ფე­ხო ბი­ლი­კია და... ჩვენ რა ვქნათ, ორ­ფე­ხი­ა­ნებ­მაო?!. ჩემს ფეხ­თან და­კავ­ში­რე­ბით ნო­და­რის სა­ხუ­მა­რო გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბის მთე­ლი სე­რი­ა­ლი არ­სე­ბობს. ბო­ლოს, ვე­უბ­ნე­ბო­დი: ჩემო ნო­დარ, შენს იუ­მორ­ში ახა­ლი ეტა­პი და­ი­წყო, "პრო­თეზ­ნი იუ­მო­რის" ეტა­პი-მეთ­ქი.

"პროშ­ჩაი, ნე­მი­ტა­ია რო­სია..."

მე და ნო­და­რი ლე­ნინ­გრად­ში ვართ. ვეს­წრე­ბით პრე­მი­ე­რას, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან არ მოს­წონს ნო­დარს. იმ­დე­ნად არ მოს­წონს, რომ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლიც კია. დამ­თავ­რდა სპექ­ტაკ­ლი, რომ­ლის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლიც იყო გი­ორ­გი ტოვსტო­ნო­გო­ვი, რე­ჟი­სო­რი კი - აგა­მირ­ზი­ა­ნი. მი­დის კო­რეს­პონ­დენ­ტი ნო­დარ­თან და სპექ­ტაკ­ლის შე­სა­ხებ აზრს ეკი­თხე­ბა. ნო­და­რი მოკ­ლედ პა­სუ­ხობს: "აგა­მირ­ზი­ტელ­ნა­ია ტოვსტო­ნოვ­კაო" - და თე­ატ­რის შე­ნო­ბას ტო­ვებს... იყო კი­დევ ასე­თი შემ­თხვე­ვა: ნო­დარ­მა კომ­კავ­ში­რის პრე­მია მი­ი­ღო. ჰოდა, თა­ვი­სი და­ჯილ­დო­ე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, მოს­კო­ვის ცნო­ბილ რეს­ტო­რან­ში - "ლი­ტე­რა­ტო­რე­ბის სახ­ლში" ნო­და­რი მარ­თავს ბან­კეტს. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რუ­სუ­ლი სუფ­რაა. ერთ სა­ათ­ში ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთ­ში აირ-და­ი­რია. ვი­ღაც ცალ­კე ზის, ვი­ღაც ცალ­კე სვამს... ასე, შვი­დი კაცი ვართ ქარ­თვე­ლე­ბი. ნო­დარ­მა გა­და­ხე­და სუფ­რას და გვი­თხრა: აქ მორ­ჩა ქე­ი­ფი, ამის მეტი აღა­რა­ფე­რი იქ­ნე­ბა, გა­ვი­დეთ და სად­მე ერ­თად დავ­სხდე­თო. ის იყო, უნდა გავ­სუ­ლიყ­ვით, ნო­დარს უკვე კა­რის სა­ხე­ლურ­ზე ჰქონ­და ხელი შევ­ლე­ბუ­ლი, რომ ზურგს უკან გვეს­მის, მარ­თლაც ბრწყინ­ვა­ლე რუსი პო­ე­ტის სო­ლო­უ­ხი­ნის სი­ტყვე­ბი, უფრო სწო­რად - სო­ლო­უ­ხი­ნის წარ­მოთ­ქმუ­ლი ლერ­მონ­ტო­ვის სი­ტყვე­ბი: Бежали робкие грузины... ნო­და­რი, არც და­ფიქ­რე­ბუ­ლა, შე­მოტ­რი­ალ­და და იმა­ვე მწერ­ლის იმა­ვე ნა­წარ­მო­ე­ბი­დან შე­ა­გე­ბა სი­ტყვა: Прошай немытая Россия... დარ­ბა­ზი ჯერ გა­ოგნ­და, მერე კი - ტაში დას­ცხო.

ბევ­რჯერ მო­მი­ყო­ლია ის ამ­ბა­ვიც, თუ რო­გორ აღელ­ვებ­და ნო­დარს კრემ­ლის ბედი. მოს­კოვ­ში, ჩვე­ნი სას­ტუმ­როს ფან­ჯრე­ბი კრემლს გა­დაჰ­ყუ­რებ­და. აღარ მახ­სოვს, მა­შინ ვის ასაფ­ლა­ვებ­დნენ. ვი­ღაც "დიდი კაცი" იყო გარ­დაც­ვლი­ლი. დგას ნო­და­რი დაღ­ვრე­მი­ლი ფან­ჯა­რას­თან. უცებ მე­უბ­ნე­ბა: გიგა, აი კრემ­ლი და­ინ­გრე­ვა. - რატო, ბიჯო-მეთ­ქი? - ვე­კი­თხე­ბი. - აგუ­რი გა­მო­აქვთ, ფერ­ფლი შე­აქვთ და კე­დელს რა გა­ა­ჩე­რებ­სო?!. რას იტყვით ახლა თქვენ, არ იყო ამა­ში ლო­გი­კა?!

"თეთ­რი ბა­ი­რა­ღე­ბი"

"ზო­ნა­ში"

"საბ­რალ­დე­ბო დას­კვნას" ძა­ლი­ან დიდი რე­ზო­ნან­სი ჰქონ­და. ეს სპექ­ტაკ­ლი რუს­თავ­ში დავ­დგი და თა­ვის დრო­ზე, საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლიც იყო. ერთხელ, მო­ვი­და ჩემ­თან კო­ლო­ნი­ის უფ­რო­სი და მი­თხრა: პა­ტიმ­რე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, ოღონდ ეგ სპექ­ტაკ­ლი გვიჩ­ვე­ნეთ და მთელ წე­ლი­წადს კო­ლო­ნი­ა­ში დის­ციპ­ლი­ნას არა­ვინ და­არ­ღვევ­სო. - კი, მაგ­რამ, სად ვი­თა­მა­შოთ, პა­ტიმ­რებს თე­ატ­რში წა­მო­იყ­ვანთ-მეთ­ქი? - ვკი­თხე. - ერთი პა­ტა­რა ოთა­ხი გვაქვს, იქ შე­იძ­ლე­ბა სა­ხელ­და­ხე­ლო სცე­ნის მო­წყო­ბა და უარს ნუ გვე­ტყვი­თო, - მთხო­ვა კო­ლო­ნი­ის უფ­როს­მა და სხვა რა გზა იყო? - დავ­თან­ხმდი. მარ­თლაც, ძა­ლი­ან პა­ტა­რა სცე­ნა­ზე მო­უ­წი­ათ მსა­ხი­ო­ბებს თა­მა­ში. სპექ­ტაკლს დიდი დე­კო­რა­ცი­აც არ სჭირ­დე­ბო­და. საკ­ნე­ბი­დან გა­მო­ი­ტა­ნეს "ნა­რე­ბი", წა­მოწ­ვნენ ზედ მსა­ხი­ო­ბე­ბი და და­ი­წყო სპექ­ტაკ­ლი. უც­ნა­უ­რი რამ მოხ­და. თუკი თე­ატ­რში, სპექ­ტაკ­ლის მსვლე­ლო­ბი­სას, გა­უ­თა­ვე­ბე­ლი სი­ცილ-ხარ­ხა­რი იყო, აქ ერთხე­ლაც კი არა­ვის გა­უ­ცი­ნია - მთე­ლი სპექ­ტაკ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­უნ­ძრევ­ლად ის­ხდნენ პა­ტიმ­რე­ბი, სცე­ნას მის­ჩე­რე­ბოდ­ნენ და ღვარ­ღვა­რად ჩა­მოს­დი­ო­დათ ცრემ­ლე­ბი: მათ­თვის არ იყო ეს მხი­ა­რუ­ლი ამ­ბა­ვი, მათ­თვის ეს იყო ტრა­გი­კუ­ლი ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფია რო­მელ­საც შო­რი­დან უყუ­რებ­დნენ... ჩემ­თვის ეს კი­დევ ერთი გაკ­ვე­თი­ლი აღ­მოჩ­ნდა - გაკ­ვე­თი­ლი იმი­სა, რომ მთა­ვა­რი, ის კი არ არის, რას თა­მა­შობ ან რას დგამ, - მთა­ვა­რია, ვის­თვის თა­მა­შობ ან ვინ უნდა ნა­ხოს ის სპექ­ტაკ­ლი, რო­მელ­საც რე­ჟი­სო­რი დგამს.

შე­თავ­სე­ბით სუფ­ლი­ო­რი

გული მწყდე­ბა, რომ დოდო აბა­ში­ძეს­თან, ამ შე­სა­ნიშ­ნავ მსა­ხი­ობ­თან და მარ­თლაც სა­მა­გა­ლი­თო ქარ­თველ ვაჟ­კაც­თან, მხო­ლოდ ერთხელ მო­მიხ­და მუ­შა­ო­ბა. ეს იყო ფილმში "დათა თუ­თაშ­ხია", სა­დაც დო­დომ სე­თუ­რის როლი ითა­მა­შა. დოდო ტი­პუ­რი კი­ნო­არ­ტის­ტი იყო. არ უყ­ვარ­და ტექ­სტის სწავ­ლა, თავს კი იმით იმარ­თლებ­და, მეხ­სი­ე­რე­ბის ამ­ბა­ვი არ მაქვს მთლად კარ­გა­დო... სი­ზარ­მა­ცეს ვერც სე­თუ­რის ხათ­რით მო­ე­რია. რა უნდა მექ­ნა? - დოდო ამ როლ­ში მარ­თლაც შე­უც­ვლე­ლი იყო და... მე თვი­თონ ვი­კის­რე სუფ­ლი­ო­რის მო­ვა­ლე­ო­ბა. ამ სცე­ნის გა­და­ღე­ბის დროს, თქვე­ნი მონა-მორ­ჩი­ლი იდგა კადრს მიღ­მა და დო­დოს ტექსტს ჰკარ­ნა­ხობ­და. ერთხე­ლაც დო­დომ ვერ გა­ი­გო­ნა, რა ვუ­კარ­ნა­ხე, კი­სე­რი და­იგ­რძე­ლა, ცალი თვა­ლი მო­ჭუ­ტა და ჩა­მე­კი­თხა: "ჰა?" - ეს იმ­დე­ნად სა­ხა­სი­ა­თო სცე­ნა გა­მო­ვი­და, რომ კად­რი­დან ამო­საჭ­რე­ლად ვერ გა­ვი­მე­ტე და დავ­ტო­ვე. ეს ეპი­ზო­დი, შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს უად­გი­ლო­დაც კი მო­ეჩ­ვე­ნოს, მაგ­რამ ეს დო­დო­სე­უ­ლი "ჰა?!" ჩემ­თვის ერთ-ერთი უსაყ­ვარ­ლე­სი კად­რია... ერთი-ორ­ჯერ ვნა­ხე დოდო ჩხუ­ბის დროს და იცით, რა და­მე­მარ­თა? - იმ წუ­თებ­ში ჩემ თვალ­წინ "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი" გა­ცო­ცხლდა და: თვალ­ნათ­ლივ და­ვი­ნა­ხე, რას ნიშ­ნავ­და "კაცი კაც­სა შე­მოს­ტყორ­ცნა"... დოდო აბა­ში­ძე ჩემ­თვის იყო ტა­რი­ე­ლიც, ავ­თან­დი­ლიც და ფრი­დო­ნიც, ის იყო ჩემ­თვის ქარ­თვე­ლი გმი­რის გან­სა­ხი­ე­რე­ბა - ფი­ზი­კუ­რად უძ­ლი­ე­რე­სი კაცი, ბავ­შვუ­რი სი­ლა­ღით. ვერც ერთი "ოს­კა­რო­სა­ნი", რო­მელ­საც ეს ჯილ­დო მა­მა­კა­ცის რო­ლის სა­უ­კე­თე­სო შეს­რუ­ლე­ბი­სათ­ვის მი­უ­ღია, ვერ მივა დოდო აბა­ში­ძის სო­სა­ნას­თან, რო­მე­ლიც მან ფილმში "დიდი მწვა­ნე ველი" გა­ნა­სა­ხი­ე­რა. გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე, ერთი კვი­რით ადრე ვნა­ხე დოდო. ეს უზარ­მა­ზა­რი ვაჟ­კა­ცი, თო­ჯი­ნა­სა­ვით და­პა­ტა­რა­ვე­ბუ­ლი იწვა სას­თუ­მალ­ზე, თუმ­ცა, სე­ნიც და სიკ­ვდი­ლიც მხო­ლოდ ხორ­ცზე ზე­ობს. ლე­გენ­დე­ბი, არც ავად ხდე­ბი­ან და არც კვდე­ბი­ან.

აფი­შა

ოტია იო­სე­ლი­ა­ნის პი­ე­სის მი­ხედ­ვით დად­გმულ სპექ­ტაკლში - "ექ­ვსი ში­ნა­ბე­რა და ერთი მა­მა­კა­ცი" - გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი როლი გივი ბე­რი­კაშ­ვილს მარ­თლაც ძა­ლი­ან მო­უხ­და. სპექ­ტაკ­ლი კა­ხეთ­შიც ჩა­ვი­ტა­ნეთ და გი­ვის სო­ფელ­შიც ვაჩ­ვე­ნეთ. იმ სო­ფელ­ში, სა­ი­და­ნაც ბა­ტო­ნი გივი ბრძან­დე­ბა, სულ ბე­რი­კაშ­ვი­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ და მათ შო­რის, გი­ვიც ბევ­რს ჰქვია. ამი­ტომ, მთა­ვარ როლ­ში მო­ნა­წი­ლე გივი ბე­რი­კაშ­ვილს დაბ­ნე­უ­ლო­ბა რომ არ გა­მო­ეწ­ვია, აფი­შა­ზე მისი სა­ხე­ლი­სა და გვა­რის გას­წვრივ, ფრჩხი­ლებ­ში იყო მი­წე­რი­ლი: პანწკა­ლა­ან­თი.

სამ­შო­ბი­ა­როს რიგ­ში...

ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცესს და გუ­რან­დას, დიდ­ხანს არ ჰყავ­დათ შვი­ლი. გუ­რან­და გა­თხო­ვე­ბი­დან 7-8 წლის შემ­დეგ და­ფეხ­მძიმ­და და მშვე­ნი­ე­რი გო­გო­ნაც გვა­ჩუ­ქა. მაგ­რამ მის მშო­ბი­ა­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ისეთ კუ­რი­ო­ზის მოწ­მე გავ­ხდი, რომ დღემ­დე მე­ცი­ნე­ბა. ყვე­ლას კარ­გად მო­ეხ­სე­ნე­ბა ჩვე­ნი ოთა­რი რა­ო­დენ ემო­ცი­უ­რი და ფეთ­ქე­ბა­დი ხა­სი­ა­თის კა­ცია. დად­გა ნა­ნატ­რი დღე და რო­გორც იქნა, გუ­რან­დას მუ­ცე­ლი ას­ტკივ­და. გა­ა­ქა­ნეს თურ­მე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და და­ას­ხა ოთარს ჭი­რის ოფ­ლმა. ნერ­ვი­უ­ლობს, ღე­ლავს, მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა და და­მი­რე­კა: გიგა, მიშ­ვე­ლე, გუ­რან­და წა­იყ­ვა­ნე­სო. რა თქმა უნდა, წა­ვე­დი.

ვდგა­ვართ მე და ოთა­რი სამ­შო­ბი­ა­როს ფან­ჯრე­ბის ქვეშ, ვცემთ ბოლ­თას, ვი­ყუ­რე­ბით სა­ათ­ზე, მაგ­რამ რად გინ­და? - ნა­ნატ­რი ბავ­შვიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! არა და არ ჩნდე­ბა. უკვე ღამ­დე­ბა. ისევ გვეს­მის გუ­რან­დას ყვი­რი­ლი. მე და ოთა­რი დაღ­ლი­ლო­ბი­სა და ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან ფეხ­ზე ძლივ­სღა ვდგა­ვართ. აცივ­და კი­დეც და გა­დავ­წყვი­ტეთ, მო­საც­დელ­ში დავ­მსხდა­რი­ყა­ვით. ხუთი წუ­თის შე­სუ­ლე­ბიც არ ვი­ყა­ვით, რომ შე­მო­ვი­და ერთი ბიჭი, დაჯ­და სკამ­ზე და მშვი­დი სა­ხით იღი­მე­ბა. სა­მი­ო­დე წუ­თის შემ­დეგ, შე­მო­დის მედ­და. მე და ოთარს უკვე ერ­თმა­ნე­თის გუ­ლის­ცე­მაც კი გვეს­მის. მედ­და ჩვენ თვალს გვა­რი­დებს და იმ სამი წუ­თის წინ მო­სულ ბიჭს ეუბ­ნე­ბა: გი­ლო­ცავთ, ბიჭი გყავ­თო! და უცებ იფეთ­ქა ოთარ­მა: ქალ­ბა­ტო­ნო, ბო­ლოს და ბო­ლოს, ვინ გგო­ნი­ვართ? მე დი­ლი­დან რიგ­ში ვარ, ჯერ მე მო­ვე­დიო!.. ქალი გა­ოგნ­და, ოთა­რი კი გა­ნაგ­რძობს: დი­ლის აქეთ, აქ ვდგა­ვარ, ჯერ ჩემი რი­გია, ეს ჩემს შემ­დეგ არ მო­ვი­დაო?! თან მე მი­ყუ­რებს, უნდა და­ვუ­დას­ტუ­რო, რომ ის ბიჭი ური­გოდ წა­ვი­და... ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო იყო. ამა­ოდ ვცდი­ლობ­დი, და­მე­შოშ­მი­ნე­ბი­ნა - ჩემს მე­გო­ბარს არაფ­რის გა­გო­ნე­ბა არ უნ­დო­და, ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სი მთე­ლი გუ­ლით ბრა­ზობ­და...

ნანა ქი­ბი­შა­უ­რი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

#21 23.05.2002

nanka2002
0

სულმოუთქმელად წავიკითხე. მადლობა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მატყუარა სესილია, ზარმაცი დოდო აბაშიძე და მოქილიკე ნოდარ დუმბაძე...

მატყუარა სესილია, ზარმაცი დოდო აბაშიძე და მოქილიკე ნოდარ დუმბაძე...

Ambebi.ge გთავაზობთ საინტერესო მასალებს "პალიტრა მედიის" სხვადასხვა ბეჭდური გამოცემების არქივებიდან. ამჯერად წარმოგიდგენთ ჟურნალ "გზის" 2002 წლის პუბლიკაციას

***

ამ რუბრიკით, რომელშიც ცნობილ ხელოვანთა ცხოვრების ამსახველ, ხალისიან მოგონებებს გთავაზობთ, ამჯერად, ბატონი გიგა ლორთქიფანიძის ნაამბობს წარმოგიდგენთ. ბატონი გიგას "პერსონაჟთაგან", ბევრი დღეს ცოცხალი აღარ არის და ამდენად, მათი გახსენება ჩვენს გულებში განსაკუთრებულ გრძნობას აღძრავს...

სესილია და შალვა ღამბაშიძე

მე რომ ჩაძინებული გამაღვიძოს ვინმემ და უცბად მკითხოს: ვინ არის შენთვის ყველაზე საყვარელი მსახიობიო? - დაუფიქრებლად ვუპასუხებ: სესილია-მეთქი. ის არის ჩემთვის კარგი ქალის, კარგი მსახიობის და კარგი ადამიანის განუმეორებელი სინთეზი. მე მას, როგორც ქალს, გმირობად ვუთვლი თუნდაც იმ ფაქტს, რომ მან ბებიის როლის განსახიერებისას (ამჯერად სასცენო როლზეა საუბარი. - ავტ.) კბილები ამოიღო და ჩავარდნილი ზედა ტუჩის გამო, საუბრის დროს ისე ჩლიფინებდა, რომ მართლაც 80 წლის ბებია ეგონებოდა კაცს. ეს ამბავი ხშირად მაქვს მოყოლილი, მაგრამ მოკლედ, კიდევ ერთხელ გავიხსენებ: იქნებ, თქვენს ახალგაზრდა მკითხველს მაინც არ ჰქონდეს გაგონილი. თბილისში ჩამოსული ფრანგი რეჟისორი ჟან დონმარტი, რომელიც ერთ დროს პარიზის თეატრების გაერთიანებული დირექტორიც იყო, მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონის" ნახვის შემდეგ, ატირებული და აღტაცებული მოვიდა ჩემთან და მთხოვა - ის ბებია გამაცანითო. დავუძახეთ სესილიას. მაშინ ის 53 წლის იყო. მხნე, ენერგიული, სწრაფი სიარული იცოდა. თავისი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მანერით გააღო კარი და შემოვიდა. გრიმი უკვე მოცილებული ჰქონდა. ისე გამოიყურებოდა, მართლაც არ ჰგავდა ბებიას. ჟანმა იფიქრა, რომ ჩვენ სწორად ვერ გავიგეთ, თუ რა ითხოვა და გაიმეორა: არა, არა, მე ბებიის გაცნობა მინდოდაო. როდესაც მიხვდა, რომ მის წინ სწორედ ის ქალი იდგა, ვისი ნახვაც სურდა, მუხლი მოიყარა და სესილიას ეამბორა. მაშინ წარმოთქვა ის სიტყვებიც, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩემთან: ეს არავითარი თქვენი ბებია არ არის. ეს ბებიაჩემია, რომელიც პროვანსში ცხოვრობსო... ბებიის როლი იყო ერთადერთი, რომელიც სესილიამ თავიდანვე მიიღო და შეიყვარა. ნებისმიერი სხვა როლის შეთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! დროს, ბუზღუნს იწყებდა, უარს ამბობდა და დათანხმების შემდეგაც კი, სულ როლის, პიესისა და მისი დამდგმელის ლანძღვა-გინებაში იყო. ასე იყო ერთი ტიპური საბჭოთა პიესის - "ალანის ოჯახის" დადგმის პროცესშიც. ამ პიესაში, სესილია და შალვა ღამბაშიძე, რომელთაც ახალგაზრდობიდანვე ხნიერი ადამიანების როლის თამაში დაებედათ, მოხუც ცოლ-ქმარს ასახიერებდა. როგორც წესი, სესილიამ თავიდანვე აითვალწუნა პიესა. დაიწყო როლის დამუშავება, აიყოლია შალვა ღამბაშიძეც და, სცენაზე თუ კულისებში, მხოლოდ ერთი შეფასება ისმოდა: რა საზიზღრობაა, რა საძაგლობაა!.. მოვიდა პრემიერის დღე. სესილიამ ბრწყინვალედ ითამაშა. ბატონი შალვა კი მოგვიანებით გამოგვიტყდა: თურმე "ეს ოხერი" სესილია რეპეტიციებზე ილანძღებოდა, სახლში კი, როლზე მუშაობდა; გამაბრიყვა, პრემიერის დღეს თვითონ შესანიშნავი სახე შექმნა, მე კი რას ვბურტყუნებდი სცენაზე, თვითონვე არ მესმოდაო... ამის შემდეგ, მათ კიდევ ერთ პიესაში ითამაშეს ერთად. ეს იყო შესანიშნავი სპექტაკლი "უფსკრულთან", რომელსაც ძალიან რთული ბედი ხვდა წილად: ხშირად ხსნიდნენ რეპერტუარიდან, რადგან სცენარის მიხედვით, წამლის არქონის გამო, ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! იღუპებოდა, ცენზურა კი მოქმედებდა: როგორ შეიძლება, საბჭოთა კაშვირში უწამლობით ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! დაიღუპოსო?!. სესილია და შალვა, კვლავ მოხუცებს თამაშობდნენ. როდესაც სესილიას ვუთხარით, რომ მისი გმირი ერთი აფერისტი და სპეკულანტი გლეხის ქალი იქნებოდა, ბოლომდე არც კი მოგვისმინა - უკვე როლისა და პიესის ლანძღვა-გინება დაიწყო. უსმინა შალვამ, უსმინა და ბოლოს, თვალმოწკურულმა უთხრა: აბა, სესილ, მაგას ვინ ჭამსო?!. მართლაც, ორივე მსახიობმა განუმეორებელი სახეები შექმნა და ერთმანეთს ტოლი არ დაუდო.

პრემიერის მეორე დღე

ბედნიერი კაცი ვარ, ჯერ იმით, რომ ნოდარ დუმბაძეს ბავშვობიდანვე ვიცნობდი და მერე იმით, რომ ყოველი მისი ნაწარმოები პირველმა, მე გავაცოცხლე სცენაზე. "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" ჯერ დაბეჭდილიც არ იყო, ხელნაწერშივე წავიკითხე და გადავირიე კაცი. იმ დროს შექმნილი ნაწარმოებებიდან, ეს ერთადერთია, სადაც მთავარი გმირი "ოროსანი", უფრო მეტიც - კომკაშვირელი არ არის. არც რაიკომი იყო ნახსენები, არც აღმასკომი, კოლმეურნეობა და მოწინავე მუშაკებიც არსად ჩანდნენ. მოკლედ, დავდგი სპექტაკლი, ჩაიარა პრემიერამ და მეორე დღეს, მე და ნოდარი, დავსხედით ჩემთან სახლში და მამაპაპურად "შევუბერეთ". ორივენი გალეწილი მთვრალები ვართ. ამ დროს რეკავენ თეატრიდან და მეუბნებიან, რომ მთელი ცეკას ბიურო და მჟავანაძე (ვასილ მჟავანაძე - საქართველოს კომპარტიის ცეკას მაშინდელი პირველი მდივანი - ავტ.) მოვიდნენ, სპექტაკლს ესწრებიან და კითხულობენ - სად არიან ავტორი და რეჟისორიო? რას ვიზამდით? - დატრიალდა ჩემი მეუღლე, ცივი წყლით დაგვაბანინა პირი, გვასუნთქა ნიშადური, მოგვიწესრიგა ტანსაცმელი და გაგვიშვა თეატრში, ორივე ვცდილობთ, ბიუროს წევრებისგან შორს დავდგეთ, რომ ჩვენმა "არომატმა" მათი "პატიოსანი ცხვირები" არ შეაწუხოს. როგორც იქნა, დამთავრდა სპექტაკლი. არის მქუხარე ტაში და მადლობები. მჟავანაძე პალტოს საკიდრისკენ გაემართა. ტანდაბალი კაცი იყო, პალტო კი საკმოად მაღლა ეკიდა. ვხედავ - ასწია ხელი, მაგრამ ვერ შესწვდა. მივედი, ჩამოვხსენი პალტო და რას ვიზამდი? - მამაჩემის ხნის კაცი იყო და ჩაცმაშიც მივეხმარე. მოკლედ, მჟავანაძეს პალტო ჩავაცვი და ვხედავ, ნოდარის გაღიმებულ სახეს და აციმციმებულ თვალებს. ჩამოვდივარ კიბეზე, ნოდარს ირონიით აღსავსე ღიმილი არ სცილდება საულვაშიდან. ვეჩურჩულები: "ახლა რას იღიმები? მომჭრი, ხომ, მთელი საქართველოს მასშტაბით თავს?! - გიგამ მჟავანაძეს პალტო ჩააცვაო"... ნოდარიც მეჩურჩულება: "ბიჭო, თავს მოგჭრი კი არა, გულზე ვარ გამსკდარი, იმ კოჭლმა კაცმა, რაფრა მიმასწარი?!" მართლაც, საოცარი იუმორის და შინაგანი სისუფთავის კაცი იყო. ძალიან, ძალიან საყვარელი კაცი...

ისევ მე და ნოდარი

ჩემი ფეხი, ნოდარის საყვარელ სახუმარო თემას წარმოადგენდა. მიტრიალებდა, მიტრიალებდა, ბოლოს, ისევ ჩემს ფეხთან მივიდოდა და ისეთ მოსწრებულ რამეს იტყოდა, ყველაზე ხმამაღლა მე ვიცინოდი. მახსოვს, ერთხელ, "კომკავშირის ხეივანში" ვიქეიფეთ. მოგეხსენებათ, მთვრალ კაცს სხეულის შეგრძნობა არ აქვს და პირველმა მე ავიტეხე - აქედან შინ დაბრუნებისას მოკლეზე ჩავიდეთ-მეთქი. ავიშალეთ და პირველი მე დავადექი ამ მოკლე გზას, უფრო სწორად - დამრეც დაღმართს. მივდივარ ამ ვიწრო ბილიკზე, მაგრად მივდივარ; მომყვება უკან რამდენიმე კაცი, მათ შორის ნოდარიც. უფრო სწორად, ვერ მომყვებიან - უჭირთ სიარული და მესმის უკნიდან ნოდარის ხმა: შენ რა გენაღვლება, ძამა, საცალფეხო ბილიკია და... ჩვენ რა ვქნათ, ორფეხიანებმაო?!. ჩემს ფეხთან დაკავშირებით ნოდარის სახუმარო გამონათქვამების მთელი სერიალი არსებობს. ბოლოს, ვეუბნებოდი: ჩემო ნოდარ, შენს იუმორში ახალი ეტაპი დაიწყო, "პროთეზნი იუმორის" ეტაპი-მეთქი.

"პროშჩაი, ნემიტაია როსია..."

მე და ნოდარი ლენინგრადში ვართ. ვესწრებით პრემიერას, რომელიც ძალიან არ მოსწონს ნოდარს. იმდენად არ მოსწონს, რომ გაღიზიანებულიც კია. დამთავრდა სპექტაკლი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც იყო გიორგი ტოვსტონოგოვი, რეჟისორი კი - აგამირზიანი. მიდის კორესპონდენტი ნოდართან და სპექტაკლის შესახებ აზრს ეკითხება. ნოდარი მოკლედ პასუხობს: "აგამირზიტელნაია ტოვსტონოვკაო" - და თეატრის შენობას ტოვებს... იყო კიდევ ასეთი შემთხვევა: ნოდარმა კომკავშირის პრემია მიიღო. ჰოდა, თავისი დაჯილდოების აღსანიშნავად, მოსკოვის ცნობილ რესტორანში - "ლიტერატორების სახლში" ნოდარი მართავს ბანკეტს. ჩვეულებრივი რუსული სუფრაა. ერთ საათში ყველაფერი ერთმანეთში აირ-დაირია. ვიღაც ცალკე ზის, ვიღაც ცალკე სვამს... ასე, შვიდი კაცი ვართ ქართველები. ნოდარმა გადახედა სუფრას და გვითხრა: აქ მორჩა ქეიფი, ამის მეტი აღარაფერი იქნება, გავიდეთ და სადმე ერთად დავსხდეთო. ის იყო, უნდა გავსულიყვით, ნოდარს უკვე კარის სახელურზე ჰქონდა ხელი შევლებული, რომ ზურგს უკან გვესმის, მართლაც ბრწყინვალე რუსი პოეტის სოლოუხინის სიტყვები, უფრო სწორად - სოლოუხინის წარმოთქმული ლერმონტოვის სიტყვები: Бежали робкие грузины... ნოდარი, არც დაფიქრებულა, შემოტრიალდა და იმავე მწერლის იმავე ნაწარმოებიდან შეაგება სიტყვა: Прошай немытая Россия... დარბაზი ჯერ გაოგნდა, მერე კი - ტაში დასცხო.

ბევრჯერ მომიყოლია ის ამბავიც, თუ როგორ აღელვებდა ნოდარს კრემლის ბედი. მოსკოვში, ჩვენი სასტუმროს ფანჯრები კრემლს გადაჰყურებდა. აღარ მახსოვს, მაშინ ვის ასაფლავებდნენ. ვიღაც "დიდი კაცი" იყო გარდაცვლილი. დგას ნოდარი დაღვრემილი ფანჯარასთან. უცებ მეუბნება: გიგა, აი კრემლი დაინგრევა. - რატო, ბიჯო-მეთქი? - ვეკითხები. - აგური გამოაქვთ, ფერფლი შეაქვთ და კედელს რა გააჩერებსო?!. რას იტყვით ახლა თქვენ, არ იყო ამაში ლოგიკა?!

"თეთრი ბაირაღები"

"ზონაში"

"საბრალდებო დასკვნას" ძალიან დიდი რეზონანსი ჰქონდა. ეს სპექტაკლი რუსთავში დავდგი და თავის დროზე, საკმაოდ პოპულარულიც იყო. ერთხელ, მოვიდა ჩემთან კოლონიის უფროსი და მითხრა: პატიმრები მეუბნებიან, ოღონდ ეგ სპექტაკლი გვიჩვენეთ და მთელ წელიწადს კოლონიაში დისციპლინას არავინ დაარღვევსო. - კი, მაგრამ, სად ვითამაშოთ, პატიმრებს თეატრში წამოიყვანთ-მეთქი? - ვკითხე. - ერთი პატარა ოთახი გვაქვს, იქ შეიძლება სახელდახელო სცენის მოწყობა და უარს ნუ გვეტყვითო, - მთხოვა კოლონიის უფროსმა და სხვა რა გზა იყო? - დავთანხმდი. მართლაც, ძალიან პატარა სცენაზე მოუწიათ მსახიობებს თამაში. სპექტაკლს დიდი დეკორაციაც არ სჭირდებოდა. საკნებიდან გამოიტანეს "ნარები", წამოწვნენ ზედ მსახიობები და დაიწყო სპექტაკლი. უცნაური რამ მოხდა. თუკი თეატრში, სპექტაკლის მსვლელობისას, გაუთავებელი სიცილ-ხარხარი იყო, აქ ერთხელაც კი არავის გაუცინია - მთელი სპექტაკლის განმავლობაში, გაუნძრევლად ისხდნენ პატიმრები, სცენას მისჩერებოდნენ და ღვარღვარად ჩამოსდიოდათ ცრემლები: მათთვის არ იყო ეს მხიარული ამბავი, მათთვის ეს იყო ტრაგიკული ავტობიოგრაფია რომელსაც შორიდან უყურებდნენ... ჩემთვის ეს კიდევ ერთი გაკვეთილი აღმოჩნდა - გაკვეთილი იმისა, რომ მთავარი, ის კი არ არის, რას თამაშობ ან რას დგამ, - მთავარია, ვისთვის თამაშობ ან ვინ უნდა ნახოს ის სპექტაკლი, რომელსაც რეჟისორი დგამს.

შეთავსებით სუფლიორი

გული მწყდება, რომ დოდო აბაშიძესთან, ამ შესანიშნავ მსახიობთან და მართლაც სამაგალითო ქართველ ვაჟკაცთან, მხოლოდ ერთხელ მომიხდა მუშაობა. ეს იყო ფილმში "დათა თუთაშხია", სადაც დოდომ სეთურის როლი ითამაშა. დოდო ტიპური კინოარტისტი იყო. არ უყვარდა ტექსტის სწავლა, თავს კი იმით იმართლებდა, მეხსიერების ამბავი არ მაქვს მთლად კარგადო... სიზარმაცეს ვერც სეთურის ხათრით მოერია. რა უნდა მექნა? - დოდო ამ როლში მართლაც შეუცვლელი იყო და... მე თვითონ ვიკისრე სუფლიორის მოვალეობა. ამ სცენის გადაღების დროს, თქვენი მონა-მორჩილი იდგა კადრს მიღმა და დოდოს ტექსტს ჰკარნახობდა. ერთხელაც დოდომ ვერ გაიგონა, რა ვუკარნახე, კისერი დაიგრძელა, ცალი თვალი მოჭუტა და ჩამეკითხა: "ჰა?" - ეს იმდენად სახასიათო სცენა გამოვიდა, რომ კადრიდან ამოსაჭრელად ვერ გავიმეტე და დავტოვე. ეს ეპიზოდი, შეიძლება ვინმეს უადგილოდაც კი მოეჩვენოს, მაგრამ ეს დოდოსეული "ჰა?!" ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი კადრია... ერთი-ორჯერ ვნახე დოდო ჩხუბის დროს და იცით, რა დამემართა? - იმ წუთებში ჩემ თვალწინ "ვეფხისტყაოსანი" გაცოცხლდა და: თვალნათლივ დავინახე, რას ნიშნავდა "კაცი კაცსა შემოსტყორცნა"... დოდო აბაშიძე ჩემთვის იყო ტარიელიც, ავთანდილიც და ფრიდონიც, ის იყო ჩემთვის ქართველი გმირის განსახიერება - ფიზიკურად უძლიერესი კაცი, ბავშვური სილაღით. ვერც ერთი "ოსკაროსანი", რომელსაც ეს ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის მიუღია, ვერ მივა დოდო აბაშიძის სოსანასთან, რომელიც მან ფილმში "დიდი მწვანე ველი" განასახიერა. გარდაცვალებამდე, ერთი კვირით ადრე ვნახე დოდო. ეს უზარმაზარი ვაჟკაცი, თოჯინასავით დაპატარავებული იწვა სასთუმალზე, თუმცა, სენიც და სიკვდილიც მხოლოდ ხორცზე ზეობს. ლეგენდები, არც ავად ხდებიან და არც კვდებიან.

აფიშა

ოტია იოსელიანის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში - "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი" - განსახიერებული როლი გივი ბერიკაშვილს მართლაც ძალიან მოუხდა. სპექტაკლი კახეთშიც ჩავიტანეთ და გივის სოფელშიც ვაჩვენეთ. იმ სოფელში, საიდანაც ბატონი გივი ბრძანდება, სულ ბერიკაშვილები ცხოვრობენ და მათ შორის, გივიც ბევრს ჰქვია. ამიტომ, მთავარ როლში მონაწილე გივი ბერიკაშვილს დაბნეულობა რომ არ გამოეწვია, აფიშაზე მისი სახელისა და გვარის გასწვრივ, ფრჩხილებში იყო მიწერილი: პანწკალაანთი.

სამშობიაროს რიგში...

ოთარ მეღვინეთუხუცესს და გურანდას, დიდხანს არ ჰყავდათ შვილი. გურანდა გათხოვებიდან 7-8 წლის შემდეგ დაფეხმძიმდა და მშვენიერი გოგონაც გვაჩუქა. მაგრამ მის მშობიარობასთან დაკავშირებით, ისეთ კურიოზის მოწმე გავხდი, რომ დღემდე მეცინება. ყველას კარგად მოეხსენება ჩვენი ოთარი რაოდენ ემოციური და ფეთქებადი ხასიათის კაცია. დადგა ნანატრი დღე და როგორც იქნა, გურანდას მუცელი ასტკივდა. გააქანეს თურმე საავადმყოფოში და დაასხა ოთარს ჭირის ოფლმა. ნერვიულობს, ღელავს, მხარდაჭერა სჭირდება და დამირეკა: გიგა, მიშველე, გურანდა წაიყვანესო. რა თქმა უნდა, წავედი.

ვდგავართ მე და ოთარი სამშობიაროს ფანჯრების ქვეშ, ვცემთ ბოლთას, ვიყურებით საათზე, მაგრამ რად გინდა? - ნანატრი ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! არა და არ ჩნდება. უკვე ღამდება. ისევ გვესმის გურანდას ყვირილი. მე და ოთარი დაღლილობისა და ნერვიულობისგან ფეხზე ძლივსღა ვდგავართ. აცივდა კიდეც და გადავწყვიტეთ, მოსაცდელში დავმსხდარიყავით. ხუთი წუთის შესულებიც არ ვიყავით, რომ შემოვიდა ერთი ბიჭი, დაჯდა სკამზე და მშვიდი სახით იღიმება. სამიოდე წუთის შემდეგ, შემოდის მედდა. მე და ოთარს უკვე ერთმანეთის გულისცემაც კი გვესმის. მედდა ჩვენ თვალს გვარიდებს და იმ სამი წუთის წინ მოსულ ბიჭს ეუბნება: გილოცავთ, ბიჭი გყავთო! და უცებ იფეთქა ოთარმა: ქალბატონო, ბოლოს და ბოლოს, ვინ გგონივართ? მე დილიდან რიგში ვარ, ჯერ მე მოვედიო!.. ქალი გაოგნდა, ოთარი კი განაგრძობს: დილის აქეთ, აქ ვდგავარ, ჯერ ჩემი რიგია, ეს ჩემს შემდეგ არ მოვიდაო?! თან მე მიყურებს, უნდა დავუდასტურო, რომ ის ბიჭი ურიგოდ წავიდა... ძალიან სასაცილო იყო. ამაოდ ვცდილობდი, დამეშოშმინებინა - ჩემს მეგობარს არაფრის გაგონება არ უნდოდა, ოთარ მეღვინეთუხუცესი მთელი გულით ბრაზობდა...

ნანა ქიბიშაური

ჟურნალი "გზა"

#21 23.05.2002

63 წლის შერონ სტოუნი 25 წლის რეპერს ხვდება - ვინ არის ბიჭი, რომელმაც ჰოლივუდის ვარსკვლავის გული მოიგო

ცნობილი თურქი მსახიობი ამბობს, რომ მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო - "დედამ არ დამიჯერა, მითხრა, რომ არ გამემხილა, თორემ მამა მომკლავდა"

19 წელი ერთად - ჯულია რობერთსისა და დენი მოდერის სიყვარულის ამბავი, რომელმაც დროს გაუძლო