სარემონტო სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, მარშალ გელოვანის გამზირის, გოძიაშვილის I შესახვევის, სოფელ დიღომში მუხრან მაჭავარიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონში კი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.