Faceამბები
მსოფლიო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კეტრინ ეშტონისა და ურმას პაეტის სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა
კეტრინ ეშტონისა და ურმას პაეტის სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა

Russia Today ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გენ­ლის, კეტ­რინ ეშ­ტო­ნი­სა და ეს­ტო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ ურ­მას პა­ე­ტის სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩა­ნა­წერს ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩა­ნა­წე­რი­დან ირ­კვე­ვა, ეშ­ტო­ნი და ურ­მას პა­ე­ტი უკ­რა­ი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე სა­უბ­რო­ბენ. კი­ე­ვი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ეს­ტო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი კეტ­რინ ეშ­ტონს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს უზი­ა­რებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ კი­ე­ვი­დან სევ­დი­ა­ნი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით დაბ­რუნ­და.

"სევ­დი­ა­ნი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით დავ­ბრუნ­დი. შევ­ხვდი "რე­გი­ო­ნე­ბის პარ­ტი­ის", ახა­ლი კო­ა­ლი­ცი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს. ხალ­ხში არ არის ნდო­ბა, მათ შო­რის იმ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მი­მართ, ვინც ახა­ლი კო­ა­ლი­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­ვიდ­ნენ და არც მათ მი­მართ, ვინც კო­ა­ლი­ცი­ი­დან გა­მო­ვი­და", - აღ­ნიშ­ნავს ეს­ტო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი.

ამას­თან, ურ­მას პა­ე­ტი აცხა­დებს - მკვეთ­რი სიგ­ნა­ლი უნდა გა­იგ­ზავ­ნოს, რომ მხო­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლა არ არის საკ­მა­რი­სი და სა­ჭი­როა რე­ა­ლუ­რი რე­ფორ­მე­ბი, ქმე­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ნდო­ბის ამაღ­ლე­ბის­კენ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი.

კეტ­რინ ეშ­ტო­ნი კი აღ­ნიშ­ნავს, რომ ესა­უბ­რა უკ­რა­ი­ნის ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რებს და გა­ნუ­ცხა­და, რომ მათ უნდა უზ­რუნ­ველ­ყონ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის დაც­ვა.

ამას­თან, ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, ეს­ტო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი აღ­ნიშ­ნავს, რომ მის­თვის წარ­დგე­ნი­ლი სამ­ხი­ლე­ბის თა­ნახ­მად, მა­ი­დან­ზე სნა­ი­პე­რე­ბის მიერ მოკ­ლუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­გორც დე­მონ­სტრან­ტე­ბი, ისე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, ერთი და იმა­ვე სნა­ი­პე­რებ­მა მოკ­ლეს.

"ხალ­ხის სულ უფრო მეტ აღელ­ვე­ბას იწ­ვევს ის ფაქ­ტი, რომ ახალ კო­ა­ლი­ცი­ას არ სურს მომ­ხდა­რის ზუს­ტი გა­მო­ძი­ე­ბა. სულ უფრო იზ­რდე­ბა იმის ვა­რა­უ­დი, რომ ამ სნა­ი­პე­რე­ბის უკან არა ია­ნუ­კო­ვი­ჩი, არა­მედ სულ სხვა ვი­ღაც იდგა, ახა­ლი კო­ა­ლი­ცი­ი­დან", - აღ­ნიშ­ნავს ურ­მას პა­ე­ტი.

კეტ­რინ ეშ­ტო­ნი პა­სუ­ხობს, რომ მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ კო­ა­ლი­ცი­ას სურს გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. "ისი­ნი ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უნდა იყ­ვნენ. ხალ­ხს სე­რი­ო­ზუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი სჭირ­დე­ბა. მაგ­რამ სა­ჭი­როა, რომ მე­ქა­ნიზ­მი მუ­შა­ობ­დეს. ისი­ნი (ახა­ლი კო­ა­ლი­ცია) აქ­ტი­ვის­ტე­ბიც უნდა იყ­ვნენ, ექი­მე­ბიც და პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც. ეს ძა­ლი­ან რთუ­ლია. თუმ­ცა, მათ რამ­დე­ნი­მე კვი­რას უნდა გა­უძ­ლონ, შემ­დეგ კი არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა", - ამ­ბობს ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სა­კი­თხებ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

კეტრინ ეშტონისა და ურმას პაეტის სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა

კეტრინ ეშტონისა და ურმას პაეტის სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა

Russia Today ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კეტრინ ეშტონისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ურმას პაეტის სატელეფონო ჩანაწერს ავრცელებს.

როგორც გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერიდან ირკვევა, ეშტონი და ურმას პაეტი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობენ. კიევიდან დაბრუნებული ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კეტრინ ეშტონს შთაბეჭდილებებს უზიარებს და აღნიშნავს, რომ კიევიდან სევდიანი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა.

"სევდიანი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი. შევხვდი "რეგიონების პარტიის", ახალი კოალიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ხალხში არ არის ნდობა, მათ შორის იმ პოლიტიკოსების მიმართ, ვინც ახალი კოალიციის შემადგენლობაში შევიდნენ და არც მათ მიმართ, ვინც კოალიციიდან გამოვიდა", - აღნიშნავს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ამასთან, ურმას პაეტი აცხადებს - მკვეთრი სიგნალი უნდა გაიგზავნოს, რომ მხოლოდ ხელისუფლების შეცვლა არ არის საკმარისი და საჭიროა რეალური რეფორმები, ქმედებები, რომელიც ნდობის ამაღლებისკენ იქნება მიმართული.

კეტრინ ეშტონი კი აღნიშნავს, რომ ესაუბრა უკრაინის ოპოზიციის ლიდერებს და განუცხადა, რომ მათ უნდა უზრუნველყონ ყველა ადამიანის დაცვა.

ამასთან, ჩანაწერის მიხედვით, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ მისთვის წარდგენილი სამხილების თანახმად, მაიდანზე სნაიპერების მიერ მოკლული ადამიანები, როგორც დემონსტრანტები, ისე პოლიციელები, ერთი და იმავე სნაიპერებმა მოკლეს.

"ხალხის სულ უფრო მეტ აღელვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ახალ კოალიციას არ სურს მომხდარის ზუსტი გამოძიება. სულ უფრო იზრდება იმის ვარაუდი, რომ ამ სნაიპერების უკან არა იანუკოვიჩი, არამედ სულ სხვა ვიღაც იდგა, ახალი კოალიციიდან", - აღნიშნავს ურმას პაეტი.

კეტრინ ეშტონი პასუხობს, რომ მისი ინფორმაციით, ახალ კოალიციას სურს გამოძიების ჩატარება. "ისინი ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ. ხალხს სერიოზული ცვლილებები სჭირდება. მაგრამ საჭიროა, რომ მექანიზმი მუშაობდეს. ისინი (ახალი კოალიცია) აქტივისტებიც უნდა იყვნენ, ექიმებიც და პოლიტიკოსებიც. ეს ძალიან რთულია. თუმცა, მათ რამდენიმე კვირას უნდა გაუძლონ, შემდეგ კი არჩევნები იქნება", - ამბობს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა