სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული თეატრის სექსსიმბოლო: ''ნაადრევ სქესობრივ ცხოვრებას არ მივესალმები''
ქართული თეატრის სექსსიმბოლო: ''ნაადრევ სქესობრივ ცხოვრებას არ მივესალმები''

ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რი გვთა­ვა­ზობს ახალ სპექ­ტაკლს თა­მა­მი სა­ხელ­წო­დე­ბით - "ტრუ­სე­ბი". ჩვენ ტრუ­სე­ბის შემგრო­ვე­ბე­ლი მთა­ვა­რი გმი­რი სო­ფია სე­ბის­კვე­რა­ძე პრე­მი­ე­რამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ჩავ­წე­რეთ, სპექ­ტაკლს ერთი ინ­ტრი­გა უკავ­შირ­დე­ბა, მას­ზე 16 წლამ­დე ასა­კის მა­ყუ­რე­ბე­ლი არ და­იშ­ვე­ბა. ეს ერო­ტი­კუ­ლი სცე­ნე­ბის "დამ­სა­ხუ­რე­ბაა" თუ სხვა ფაქ­ტო­რე­ბის, ამას ჩვე­ნი სა­უბ­რი­დან შე­ი­ტყობთ. ინ­ტერ­ვიუ კი, სპექ­ტაკ­ლის გარ­და, ჩვენ­ში გავ­რცე­ლე­ბულ სტე­რე­ო­ტი­პებ­საც ეხე­ბა.

- პა­ველ პრი­აჟ­კოს პი­ე­სა "ტრუ­სე­ბი" ბე­ლო­რუ­სი­ა­ში აიკ­რძა­ლა და რო­გორც ვიცი, თა­ვად ავ­ტო­რიც აღარ ცხოვ­რობს იქ. აკ­რძალ­ვის მი­ზე­ზი ალ­ბათ იყო ის, რომ პი­ე­სა მო­ი­ცავს გლო­ბა­ლურ და პრობ­ლე­მურ თე­მებს, სა­თა­უ­რი კი ძა­ლი­ან სიმ­ბო­ლუ­რია. ეს­ტო­ნე­ლი რე­ჟი­სო­რი კა­ლევ კუდუ, რო­მე­ლიც დგამს ამ პი­ე­სას ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რში, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხერ­ხით მუ­შა­ობს ჩვენ­თან, ეს უცხოა რო­გორც ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თვის, ასე­ვე მსა­ხი­ო­ბე­ბის­თვის, ანუ ძი­რი­თა­დი დატ­ვირ­თვა გა­და­ტა­ნი­ლი აქვს ტექ­სტზე, ამ სპექ­ტაკლში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ტექ­სტი, მა­ყუ­რე­ბელ­მა კარ­გად უნდა უს­მი­ნოს თი­თო­ე­ულ სი­ტყვას. რო­გორც რე­ჟი­სორ­მა თქვა, სპექ­ტაკ­ლის ნახ­ვის შემ­დეგ ხალ­ხს პა­სუ­ხებ­ზე მეტი კი­თხვა უნდა გა­უჩ­ნდეს. ეს იძ­ლე­ვა იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ყვე­ლა ადა­მი­ან­მა თა­ვი­სე­ბუ­რად აღიქ­ვას სპექ­ტაკ­ლი და მთა­ვა­რი გმი­რი ნინა, რო­მელ­საც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი აზ­როვ­ნე­ბი­სა თუ ცხოვ­რე­ბის წე­სის გამო აკ­რი­ტი­კე­ბენ, თუმ­ცა ნინა ცუდს არა­ფერს სჩა­დის. სო­ფე­ლი, სა­დაც ხდე­ბა მოქ­მე­დე­ბა, ძა­ლი­ან ჰგავს ჩვენს რე­ა­ლო­ბას, იქ ქა­ლე­ბი უყუ­რე­ბენ სე­რი­ალს, კა­ცე­ბი არი­ან და­უ­საქ­მებ­ლე­ბი და მთელ დღე­ებს სა­უ­ბარ­სა და თა­მაშ­ში ატა­რე­ბენ. ალ­ბათ გა­საკ­ვი­რი არაა, რომ ჩემს გმირს, ობოლ ნი­ნას სო­ფე­ლი ვერ უგებს და ყო­ველ­თვის გა­ნი­კი­თხავს, მით უმე­ტეს, რომ ის გა­ტა­ცე­ბუ­ლია ტრუ­სე­ბის შეგ­რო­ვე­ბით.

რაც შე­ე­ხე­ბა ერო­ტი­კას და იმას, რომ 18 წლამ­დე ახალ­გაზ­რდე­ბი სპექ­ტაკლზე არ და­იშ­ვე­ბი­ან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სპექ­ტაკლს "ტრუ­სე­ბი" ჰქვია, ერო­ტი­კულ სცე­ნებს მა­ყუ­რე­ბე­ლი სა­ერ­თოდ ვერ ნა­ხავს, უბ­რა­ლოდ, ტექ­სტში არის უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბი, რო­მე­ლიც სა­სურ­ვე­ლია, ბავ­შვებ­მა არ მო­ის­მი­ნონ.

ძა­ლი­ან კონ­ტრას­ტუ­ლი სპექ­ტაკ­ლია, რო­მელ­საც კარ­გად უნდა უს­მი­ნოთ. ეს პი­ე­სა ებ­რძვის ნე­ბის­მი­ერ რა­მეს, რაც შტამ­პავს ადა­მი­ა­ნის გან­ვი­თა­რე­ბას და ჩარ­ჩო­ებ­ში აქ­ცევს მის გო­ნე­ბას.

- ჩვე­ნი თემა სტე­რე­ო­ტი­პე­ბის შე­სა­ხებ გარ­კვე­ულ­წი­ლად ეხ­მი­ა­ნე­ბა "ტრუ­სებს", ამი­ტომ გვი­თხა­რი, ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბი­დან რო­მე­ლი სტე­რე­ო­ტი­პი გა­ღი­ზი­ა­ნებს?

- ზო­გა­დად, სტე­რე­ო­ტი­პი მა­ღი­ზი­ა­ნებს, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გენ­დერუ­ლი უთა­ნას­წო­რო­ბა, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ბევრ ას­პექ­ტში, თუნ­დაც იმა­ში, რომ ქალი მა­ინ­ცდა­მი­ანც სამ­ზა­რე­უ­ლო­ში უნდა იჯ­დეს და აკე­თებ­დეს საჭ­მელს, ასე­ვე არ მომ­წონს, რომ კა­ცე­ბის სა­კუ­თარ თა­ვებს ქა­ლებ­ზე უფრო ძლი­ერ არ­სე­ბე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ, არა­და, ბევრ მარ­თლა ძლი­ერ ქალს ვიც­ნობ. გენ­დერუ­ლი უთა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხში შე­იძ­ლე­ბა ისიც გან­ვი­ხი­ლოთ, რომ ოჯა­ხის უფ­რო­სად მიჩ­ნე­უ­ლია კაცი და და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბი მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უნდა და­ე­მორ­ჩი­ლონ, რაც ასე­ვე მი­უ­ღე­ბე­ლია ჩემ­თვის, თუმ­ცა ამით იმის თქმა არ მინ­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი რქე­ბით უნდა გა­ი­ტა­ნო. ასეთ სა­კი­თხებ­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­სავ­ლის პოვ­ნა, დათ­მო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, ოღონდ ეს მხო­ლოდ ერთი მხა­რის პრე­რო­გა­ტი­ვა არაა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ქართული თეატრის სექსსიმბოლო: ''ნაადრევ სქესობრივ ცხოვრებას არ მივესალმები''

ქართული თეატრის სექსსიმბოლო: ''ნაადრევ სქესობრივ ცხოვრებას არ მივესალმები''

ახმეტელის თეატრი გვთავაზობს ახალ სპექტაკლს თამამი სახელწოდებით - ''ტრუსები''. ჩვენ ტრუსების შემგროვებელი მთავარი გმირი სოფია სებისკვერაძე პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავწერეთ, სპექტაკლს ერთი ინტრიგა უკავშირდება, მასზე 16 წლამდე ასაკის მაყურებელი არ დაიშვება. ეს ეროტიკული სცენების ''დამსახურებაა'' თუ სხვა ფაქტორების, ამას ჩვენი საუბრიდან შეიტყობთ. ინტერვიუ კი, სპექტაკლის გარდა, ჩვენში გავრცელებულ სტერეოტიპებსაც ეხება.

- პაველ პრიაჟკოს პიესა ''ტრუსები'' ბელორუსიაში აიკრძალა და როგორც ვიცი, თავად ავტორიც აღარ ცხოვრობს იქ. აკრძალვის მიზეზი ალბათ იყო ის, რომ პიესა მოიცავს გლობალურ და პრობლემურ თემებს, სათაური კი ძალიან სიმბოლურია. ესტონელი რეჟისორი კალევ კუდუ, რომელიც დგამს ამ პიესას ახმეტელის თეატრში, განსხვავებული ხერხით მუშაობს ჩვენთან, ეს უცხოა როგორც ქართველი მაყურებლისთვის, ასევე მსახიობებისთვის, ანუ ძირითადი დატვირთვა გადატანილი აქვს ტექსტზე, ამ სპექტაკლში ძალიან მნიშვნელოვანია ტექსტი, მაყურებელმა კარგად უნდა უსმინოს თითოეულ სიტყვას. როგორც რეჟისორმა თქვა, სპექტაკლის ნახვის შემდეგ ხალხს პასუხებზე მეტი კითხვა უნდა გაუჩნდეს. ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ ყველა ადამიანმა თავისებურად აღიქვას სპექტაკლი და მთავარი გმირი ნინა, რომელსაც განსხვავებული და თავისუფალი აზროვნებისა თუ ცხოვრების წესის გამო აკრიტიკებენ, თუმცა ნინა ცუდს არაფერს სჩადის. სოფელი, სადაც ხდება მოქმედება, ძალიან ჰგავს ჩვენს რეალობას, იქ ქალები უყურებენ სერიალს, კაცები არიან დაუსაქმებლები და მთელ დღეებს საუბარსა და თამაშში ატარებენ. ალბათ გასაკვირი არაა, რომ ჩემს გმირს, ობოლ ნინას სოფელი ვერ უგებს და ყოველთვის განიკითხავს, მით უმეტეს, რომ ის გატაცებულია ტრუსების შეგროვებით.

რაც შეეხება ეროტიკას და იმას, რომ 18 წლამდე ახალგაზრდები სპექტაკლზე არ დაიშვებიან, მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლს ''ტრუსები'' ჰქვია, ეროტიკულ სცენებს მაყურებელი საერთოდ ვერ ნახავს, უბრალოდ, ტექსტში არის უცენზურო სიტყვები, რომელიც სასურველია, ბავშვებმა არ მოისმინონ.

ძალიან კონტრასტული სპექტაკლია, რომელსაც კარგად უნდა უსმინოთ. ეს პიესა ებრძვის ნებისმიერ რამეს, რაც შტამპავს ადამიანის განვითარებას და ჩარჩოებში აქცევს მის გონებას.

- ჩვენი თემა სტერეოტიპების შესახებ გარკვეულწილად ეხმიანება ''ტრუსებს'', ამიტომ გვითხარი, ქართული რეალობიდან რომელი სტერეოტიპი გაღიზიანებს?

- ზოგადად, სტერეოტიპი მაღიზიანებს, მაგრამ განსაკუთრებულად გენდერული უთანასწორობა, რაც გამოიხატება ბევრ ასპექტში, თუნდაც იმაში, რომ ქალი მაინცდამიანც სამზარეულოში უნდა იჯდეს და აკეთებდეს საჭმელს, ასევე არ მომწონს, რომ კაცების საკუთარ თავებს ქალებზე უფრო ძლიერ არსებებად მიიჩნევენ, არადა, ბევრ მართლა ძლიერ ქალს ვიცნობ. გენდერული უთანასწორობის საკითხში შეიძლება ისიც განვიხილოთ, რომ ოჯახის უფროსად მიჩნეულია კაცი და დანარჩენი წევრები მის გადაწყვეტილებას უნდა დაემორჩილონ, რაც ასევე მიუღებელია ჩემთვის, თუმცა ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ყველაფერი რქებით უნდა გაიტანო. ასეთ საკითხებში ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთგაგება, რომლის მეშვეობითაც შეიძლება გამოსავლის პოვნა, დათმობა აუცილებელია ურთიერთობაში, ოღონდ ეს მხოლოდ ერთი მხარის პრეროგატივა არაა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"