საგამოძიებო სამსახური თბილისის მერიაში შესვლას უარყოს

საგამოძიებო სამსახური თბილისის მერიაში შესვლას უარყოს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თბილისის მერიაში შესვლის შესახებ ინფორმაციას უარყოფს. ამის შესახებ საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი , რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"თბილისის მერიაში დღეს გამართულ ბრიფინგზე მერის მოადგილემ ირაკლი აბესაძემ გააკეთა განცხადება, თითქოს თბილისის მერიაში შესულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. ეს ინფორმაცია არის ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, სახელმწიფო თანხების მითვისების ფაქტებზე აწარმოებს გამოძიებას კონკრეტული ფირმების მიმართ, რომლებიც იყვნენ მერიის კონტრაქტორი ფირმები და თბილისის მერიის დაკვეთით ასრულებდნენ გარკვეულ სამუშაოებს. გამოძიების ფარგლებში, თბილისის მერიას ჩაბარდა სასამართლოს განჩინება აღნიშნული ფირმებისა და თბილისის მერიის თანამშრომლობის ამსახველი დოკუმენტაციის ამოღებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, თბილისის მერიის ინტერესებში უნდა შედიოდეს მისი კონტრაქტორი ფირმების მიერ მერიის საბიუჯეტო თანხების ხარჯვის კანონიერების შესწავლა, თუმცა თბილისის მერია გაურკვეველ აღშფოთებას გამოხატავს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. საგამოძიებო სამსახური თბილისის მერიას მოუწოდებს, თავი შეიკავოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან", - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ