პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შეაქვთ ნარკოტიკები თბილისის ღამის კლუბებში - "გალერიში" გაგლეჯილ კაიფში იყვნენ ტიპები" (ექსკლუზივი)
როგორ შეაქვთ ნარკოტიკები თბილისის ღამის კლუბებში - "გალერიში" გაგლეჯილ კაიფში იყვნენ ტიპები" (ექსკლუზივი)

14 თე­ბერ­ვალს ღა­მის კლუბ "გა­ლე­რი­ში" ცნო­ბი­ლი კარ­დი­ო­ლო­გის გუ­ლი­კო ჩა­ფი­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი და­ვით ცხა­კა­ია გარ­და­იც­ვა­ლა. გავ­რცლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდას გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის, ე.წ. "ბიოს" გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი დოზა გახ­და.

ბოლო დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში სინ­თე­ზუ­რი კა­ნა­ბი­ნო­ი­დე­ბის შემ­ცვე­ლი მო­სა­წე­ვე­ბის მოხ­მა­რე­ბა მა­სობ­რი­ვად და­ი­წყეს. ღა­მის კლუ­ბებ­შიც ხში­რად ნა­ხავთ ამ ნივ­თი­ე­რე­ბით გაბ­რუ­ე­ბულ ადა­მი­ა­ნებს. რო­გორ შე­აქვთ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ქარ­თულ ღა­მის კლუ­ბებ­ში? სად შო­უ­ლო­ბენ ახალ­გაზ­რდე­ბი ნარ­კო­ტი­კებს? რა ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გე­ბით სრულ­დე­ბა ბო­ჰე­მუ­რი გარ­თო­ბა და ხდე­ბა თუ არა ამ პრო­ცე­სის კონ­ტრო­ლი? ამ თე­მებ­ზე ambebi.ge-ს ქარ­თუ­ლი კლუ­ბე­ბის ხში­რი სტუ­მა­რი ესა­უბ­რა, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა.

- ნარ­კო­ტი­კის შე­ტა­ნა ღა­მის კლუ­ბებ­ში ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია, ვი­ნა­ი­დან არ ხდე­ბა მკაც­რი შე­მოწ­მე­ბა და ჩხრე­კა. მით უფრო, თუ კლუ­ბის ხში­რი სტუ­მა­რი ხარ, იცი­ან, რომ ფულს ხარ­ჯავ და მათ­თვის საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გენ, შე­საძ­ლოა, ყო­ველ­გვა­რი შე­მოწ­მე­ბის გა­რე­შეც შე­გიშ­ვან. ხე­ლით გა­მოწ­მე­ბენ ცივი ან სხვა სა­ხის ია­რა­ღი ხომ არ გაქვს, მაგ­რამ წინ­და­ში და იღ­ლი­ა­ში თუ რა­მეს მა­ლავ, არა­ვინ ნა­ხუ­ლობს. არც რა­ი­მე სა­ხის ოფი­ცი­ა­ლუ­რი აკ­რძალ­ვა მოქ­მე­დებს. ამი­ტომ თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა კლუბ­ში ნარ­კო­ტი­კის მი­ღე­ბა. თან გა­აჩ­ნია ნარ­კო­ტიკს, ზოგი აბე­ბის სა­ხით არ­სე­ბობს, ზოგს ეწე­ვი­ან. აბე­ბი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი მი­სა­ღე­ბია, არა­ვინ გი­ყუ­რებს, ვე­რა­ვინ და­გიშ­ლის. რაც შე­ე­ხე­ბა მო­სა­წევს, ამის­თვის სა­პირ­ფა­რე­შო­ში გა­დი­ან. ჩემ­თვის ად­ვი­ლი გა­სარ­ჩე­ვია, ვინ არის ნარ­კო­ტი­კის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ და ვინ - ალ­კოჰო­ლის. მთვრა­ლი ადა­მი­ა­ნი, მათ­გან გან­სხვა­ვე­ბით, უფრო აგ­რე­სი­უ­ლად იქ­ცე­ვა. "კა­იფ­ში" მყო­ფი ადა­მი­ა­ნი ცო­ტას "უბე­რავს".

- არ­სე­ბობს თუ არა ადა­მი­ან­თა გარ­კვე­უ­ლი წრე, რომ­ლის­თვი­საც და­საშ­ვე­ბია კლუბ­ში ნარ­კო­ტი­კის შე­ტა­ნა? თა­ვად კლუბ­ში თუ იყი­დე­ბა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი?

- ნე­ბის­მი­ერს შე­უძ­ლია. პი­რა­დად მე კლუბ­ში "ბა­რი­გე­ბი" არას­დროს შემ­ხვედ­რია და ჩემ­თვის ნარ­კო­ტი­კი არ შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბი­ათ, მაგ­რამ თუ ნარ­კო­ტი­კის შე­ძე­ნა გინ­და, უნდა იც­ნობ­დე იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც მა­გას ასა­ღე­ბენ. თა­ვად კლუბ­ში არა, მაგ­რამ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოძ­რა­ო­ბენ "ბა­რი­გე­ბი".

- ამას არა­ვინ აკონ­ტრო­ლებს? პო­ლი­ცია ან კლუ­ბე­ბის მე­პატ­რო­ნე­ე­ბი თვალს ხუ­ჭა­ვენ ამ ფაქ­ტებ­ზე?

- ამ ფაქ­ტით არა­ვინ ინ­ტე­რეს­დე­ბა, არა­ვის სურს ამ ტი­პებს პრობ­ლე­მა შე­უქ­მნან, იმი­ტომ რომ ისი­ნი სჭირ­დე­ბათ. როცა ადა­მი­ა­ნი კლუბ­ში გა­სარ­თო­ბად მი­დის და ად­გილ­ზე სთა­ვა­ზო­ბენ ისეთ სა­შუ­ა­ლე­ბებს, რომ­ლი­თაც თა­ვის მო­თხოვ­ნი­ლე­ბებს იკ­მა­ყო­ფი­ლებს, არა­ვის აწყობს, რომ ასეთ ადა­მი­ა­ნებს პრობ­ლე­მა შე­უქ­მნან. პო­ლი­ცი­ას­თან "ჩაშ­ვე­ბის" ფაქტს არას­დროს შევ­სწრე­ბი­ვარ და პრობ­ლე­მე­ბიც ნაკ­ლე­ბი აქვთ. შე­საძ­ლოა, იჭე­რენ კი­დეც, მაგ­რამ ჩემი თვა­ლით ასე­თი შემ­თხვე­ვა არ მი­ნა­ხავს.

- რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კი ქარ­თულ კლუ­ბებ­ში?

- ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლია "ბიო", მა­ნა­გუა, ლსდ (LSD), ფხვნი­ლი და კრის­ტა­ლე­ბი, ეს ბო­ლოს შე­მო­ვი­და.

- თუ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი კლუბ­ში ცუ­დად გამ­ხდა­რა და სა­მე­დი­ცი­ნო დამ­ხა­რე­ბა დას­ჭირ­ვე­ბია?

- პა­რას­კევ ან შა­ბათ სა­ღა­მოს მიბ­რძან­დით არა­მი­ან­ცის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და იმ­დენ შემ­თხვე­ვას ნა­ხავთ, ვერ დათ­ვლით, რი­გე­ბი არ წყდე­ბა. ცოტა ხნის წინ ჩვე­ნი ერთ-ერთი მე­გო­ბა­რი კა­ზი­ნო­ში გახ­და ცუ­დად, სას­მე­ლით მო­ი­წამ­ლა. მა­მა­მის­მა დაგ­ვი­რე­კა და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­ვე­დით ძმა­კა­ცე­ბი. და­ახ­ლო­ე­ბით, 60 კაცი შე­მო­იყ­ვა­ნეს 4 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. ყვე­ლას ერთი და იგი­ვე პრობლმე­მა ჰქონ­და - "ბი­ო­თი" ან სას­მე­ლით ინ­ტოქ­სი­კა­ცია.

- რა თან­ხაა სა­ჭი­რო ნარ­კო­ტი­კის შე­სა­ძე­ნად?

- მა­გა­ლი­თად, ერთი პა­კე­ტი ფხვნი­ლი 200 ლარი ღირს. "ბიოს" ძი­რი­თა­დად ინ­ტერ­ნე­ტით იწე­რენ, ღი­რე­ბუ­ლე­ბა რა­ო­დე­ნო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რო­გორც ვიცი, ფასი 80 დო­ლა­რი­დან იწყე­ბა.

- კლუბ "გა­ლე­რი­ში" თუ და­დი­ხარ, სა­დაც ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი კარ­დი­ო­ლო­გის შვი­ლიშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა?

- მარ­თა­ლი გი­თხრათ, არას­დროს მომ­წონ­და ეგ კლუ­ბი, იმი­ტომ რომ მანდ როცა კი ვყო­ფილ­ვარ, ახალ­გაზ­რდე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ისეთ "გაგ­ლე­ჯილ კა­იფ­ში" იყო, მა­გათ ფეხს ვერ ვუ­წყობ­დი... პი­რა­დად მე, ნარ­კო­ტი­კებს სას­მე­ლი მირ­ჩევ­ნია.

- გა­მო­სა­ვალს რაში ხე­დავ? რო­გორ შე­იძ­ლე­ბა პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა ან ნა­წი­ლობ­რივ მოგ­ვა­რე­ბა?

- ჩემი აზ­რით, ქარ­თულ კლუ­ბებ­ში ამ­დე­ნი პრობ­ლე­მა იმი­ტომ არის, რომ აკ­რძა­ლუ­ლია "პლა­ნის" (მა­რი­ხუ­ა­ნა) მო­წე­ვა, რო­მე­ლიც ნაკ­ლე­ბად მავ­ნე­ბე­ლია. ფაქ­ტია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მია "ბიო", "კრა­კა­დი­ლი" და სხვა სა­ზი­ზღრო­ბე­ბი, რა­მაც ასე­უ­ლო­ბით ახალ­გაზ­რდა შე­ი­წი­რა. თუ ადა­მი­ანს კა­ი­ფი უნდა, მა­ინც იკა­ი­ფებს, თავს ვერ და­ა­ნე­ბე­ბი­ნებ, მაგ­რამ უმ­ჯო­ბე­სია ისე­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცია მოხ­დეს ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, არ მოგ­კლავს. ცოტა ხნის წინ აბე­ბით დი­დუ­ბე­ში გარ­და­იც­ვა­ლა ერთი ახალ­გაზ­რდა, უამ­რა­ვი მსგავ­სი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ მსმე­ნია. ყვე­ლა­ზე გო­ნივ­რუ­ლი იქ­ნე­ბა მა­რი­ხუ­ა­ნას ლე­გა­ლი­ზა­ცია და­უშ­ვან.

სოფო მი­ნაშ­ვი­ლი

ambebi.ge

იხი­ლეთ ასე­ვე: რა გახ­და კარ­დი­ო­ლოგ გუ­ლი­კო ჩა­ფი­ძის შვი­ლიშ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი?

"კოკ­ნა­რის და ოპი­უ­მის კა­იფ­ში გა­წყდა თა­ო­ბე­ბი" - ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე ძა­ლა­დობ­რივ ნარ­კო­პო­ლი­ტი­კას აკ­რი­ტი­კებს

ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ას სკან­და­ლუ­რი მი­მარ­თვა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს - "ჩემი შვი­ლიც ხში­რად სტუმ­რობს გა­ლე­რის"

სად და რო­გორ ყი­დუ­ლო­ბენ თბი­ლის­ში "ბიო" ნარ­კო­ტიკს? - "ბრძო­ლა მი­წევს, რომ თავი გა­და­ვირ­ჩი­ნო"

როგორ შეაქვთ ნარკოტიკები თბილისის ღამის კლუბებში - "გალერიში" გაგლეჯილ კაიფში იყვნენ ტიპები" (ექსკლუზივი)

როგორ შეაქვთ ნარკოტიკები თბილისის ღამის კლუბებში - "გალერიში" გაგლეჯილ კაიფში იყვნენ ტიპები" (ექსკლუზივი)

14 თებერვალს ღამის კლუბ "გალერიში" ცნობილი კარდიოლოგის გულიკო ჩაფიძის შვილიშვილი დავით ცხაკაია გარდაიცვალა. გავრცლებული ინფორმაციით, ახალგაზრდას გარდაცვალების მიზეზი, ნარკოტიკული საშუალების, ე.წ. "ბიოს" გადაჭარბებული დოზა გახდა.

ბოლო დროს საქართველოში სინთეზური კანაბინოიდების შემცველი მოსაწევების მოხმარება მასობრივად დაიწყეს. ღამის კლუბებშიც ხშირად ნახავთ ამ ნივთიერებით გაბრუებულ ადამიანებს. როგორ შეაქვთ ნარკოტიკული საშუალებები ქართულ ღამის კლუბებში? სად შოულობენ ახალგაზრდები ნარკოტიკებს? რა ფატალური შედეგებით სრულდება ბოჰემური გართობა და ხდება თუ არა ამ პროცესის კონტროლი? ამ თემებზე ambebi.ge-ს ქართული კლუბების ხშირი სტუმარი ესაუბრა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა.

- ნარკოტიკის შეტანა ღამის კლუბებში ძალიან მარტივია, ვინაიდან არ ხდება მკაცრი შემოწმება და ჩხრეკა. მით უფრო, თუ კლუბის ხშირი სტუმარი ხარ, იციან, რომ ფულს ხარჯავ და მათთვის საფრთხეს არ წარმოადგენ, შესაძლოა, ყოველგვარი შემოწმების გარეშეც შეგიშვან. ხელით გამოწმებენ ცივი ან სხვა სახის იარაღი ხომ არ გაქვს, მაგრამ წინდაში და იღლიაში თუ რამეს მალავ, არავინ ნახულობს. არც რაიმე სახის ოფიციალური აკრძალვა მოქმედებს. ამიტომ თავისუფლად შეიძლება კლუბში ნარკოტიკის მიღება. თან გააჩნია ნარკოტიკს, ზოგი აბების სახით არსებობს, ზოგს ეწევიან. აბები ძალიან მარტივი მისაღებია, არავინ გიყურებს, ვერავინ დაგიშლის. რაც შეეხება მოსაწევს, ამისთვის საპირფარეშოში გადიან. ჩემთვის ადვილი გასარჩევია, ვინ არის ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ და ვინ - ალკოჰოლის. მთვრალი ადამიანი, მათგან განსხვავებით, უფრო აგრესიულად იქცევა. "კაიფში" მყოფი ადამიანი ცოტას "უბერავს".

- არსებობს თუ არა ადამიანთა გარკვეული წრე, რომლისთვისაც დასაშვებია კლუბში ნარკოტიკის შეტანა? თავად კლუბში თუ იყიდება ნარკოტიკული საშუალებები?

- ნებისმიერს შეუძლია. პირადად მე კლუბში "ბარიგები" არასდროს შემხვედრია და ჩემთვის ნარკოტიკი არ შემოუთავაზებიათ, მაგრამ თუ ნარკოტიკის შეძენა გინდა, უნდა იცნობდე იმ ადამიანებს, რომლებიც მაგას ასაღებენ. თავად კლუბში არა, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობენ "ბარიგები".

- ამას არავინ აკონტროლებს? პოლიცია ან კლუბების მეპატრონეები თვალს ხუჭავენ ამ ფაქტებზე?

- ამ ფაქტით არავინ ინტერესდება, არავის სურს ამ ტიპებს პრობლემა შეუქმნან, იმიტომ რომ ისინი სჭირდებათ. როცა ადამიანი კლუბში გასართობად მიდის და ადგილზე სთავაზობენ ისეთ საშუალებებს, რომლითაც თავის მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს, არავის აწყობს, რომ ასეთ ადამიანებს პრობლემა შეუქმნან. პოლიციასთან "ჩაშვების" ფაქტს არასდროს შევსწრებივარ და პრობლემებიც ნაკლები აქვთ. შესაძლოა, იჭერენ კიდეც, მაგრამ ჩემი თვალით ასეთი შემთხვევა არ მინახავს.

- რომელია ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკი ქართულ კლუბებში?

- ყველაზე პოპულარულია "ბიო", მანაგუა, ლსდ (LSD), ფხვნილი და კრისტალები, ეს ბოლოს შემოვიდა.

- თუ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ადამიანი კლუბში ცუდად გამხდარა და სამედიცინო დამხარება დასჭირვებია?

- პარასკევ ან შაბათ საღამოს მიბრძანდით არამიანცის საავადმყოფოში და იმდენ შემთხვევას ნახავთ, ვერ დათვლით, რიგები არ წყდება. ცოტა ხნის წინ ჩვენი ერთ-ერთი მეგობარი კაზინოში გახდა ცუდად, სასმელით მოიწამლა. მამამისმა დაგვირეკა და საავადმყოფოში მივედით ძმაკაცები. დაახლოებით, 60 კაცი შემოიყვანეს 4 საათის განმავლობაში. ყველას ერთი და იგივე პრობლმემა ჰქონდა - "ბიოთი" ან სასმელით ინტოქსიკაცია.

- რა თანხაა საჭირო ნარკოტიკის შესაძენად?

- მაგალითად, ერთი პაკეტი ფხვნილი 200 ლარი ღირს. "ბიოს" ძირითადად ინტერნეტით იწერენ, ღირებულება რაოდენობაზეა დამოკიდებული. როგორც ვიცი, ფასი 80 დოლარიდან იწყება.

- კლუბ "გალერიში" თუ დადიხარ, სადაც ცოტა ხნის წინ ცნობილი კარდიოლოგის შვილიშვილი გარდაიცვალა?

- მართალი გითხრათ, არასდროს მომწონდა ეგ კლუბი, იმიტომ რომ მანდ როცა კი ვყოფილვარ, ახალგაზრდების უმრავლესობა ისეთ "გაგლეჯილ კაიფში" იყო, მაგათ ფეხს ვერ ვუწყობდი... პირადად მე, ნარკოტიკებს სასმელი მირჩევნია.

- გამოსავალს რაში ხედავ? როგორ შეიძლება პრობლემის გადაჭრა ან ნაწილობრივ მოგვარება?

- ჩემი აზრით, ქართულ კლუბებში ამდენი პრობლემა იმიტომ არის, რომ აკრძალულია "პლანის" (მარიხუანა) მოწევა, რომელიც ნაკლებად მავნებელია. ფაქტია, რომ საქართველოში უფრო ხელმისაწვდომია "ბიო", "კრაკადილი" და სხვა საზიზღრობები, რამაც ასეულობით ახალგაზრდა შეიწირა. თუ ადამიანს კაიფი უნდა, მაინც იკაიფებს, თავს ვერ დაანებებინებ, მაგრამ უმჯობესია ისეთი საშუალებების ლეგალიზაცია მოხდეს ქვეყანაში, რომელიც მიღების შემთხვევაში, არ მოგკლავს. ცოტა ხნის წინ აბებით დიდუბეში გარდაიცვალა ერთი ახალგაზრდა, უამრავი მსგავსი შემთხვევის შესახებ მსმენია. ყველაზე გონივრული იქნება მარიხუანას ლეგალიზაცია დაუშვან.

სოფო მინაშვილი

ambebi.ge

იხილეთ ასევე: რა გახდა კარდიოლოგ გულიკო ჩაფიძის შვილიშვილის სიკვდილის მიზეზი?

"კოკნარის და ოპიუმის კაიფში გაწყდა თაობები" - ნათია ფანჯიკიძე ძალადობრივ ნარკოპოლიტიკას აკრიტიკებს

ხათუნა ჟორდანიას სკანდალური მიმართვა ირაკლი ღარიბაშვილს - "ჩემი შვილიც ხშირად სტუმრობს გალერის"

სად და როგორ ყიდულობენ თბილისში "ბიო" ნარკოტიკს? - "ბრძოლა მიწევს, რომ თავი გადავირჩინო"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია