ორგანიზაცია Kegel8-მა კვლევა ჩაატარა, რათა ახალბედა მშობლების სექსისადმი დამოკიდებულება და პირველი შვილის შეძენის შემდეგ, თანაცხოვრების პროცესი შეესწავლათ.
აღმოჩნდა, რომ წყვილებს შვილის შეძენის შემდეგ, იმდენი საზრუნავი აქვთ, ინტიმური კავშირისთვის დრო აღარ რჩებათ. ამასთან, ქალები კარგად გამოძინებას ვერ ახერხებენ.
გამოკითხული 5 კაციდან 1 ამბობს, რომ ძალიან უჭირს შვილის შეძენის შემდეგ პარტნიორს სექსზე ესაუბროს. ქალების 38% შიშობს, რომ მშობიარობის შემდეგ ინტიმური კავშირი ისეთივე არ იქნება, როგორც ადრე.
"ბავშვის გაჩენის შემდეგ პირველი ინტიმური კავშირი ბევრი წყვილისთვის დიდი პრობლემაა. ახალბედა დედები ამისთვის მზად არ არიან", - ამბობს ექსპერტი ჯეინ უეიკი.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.