კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სავალდებულოა თუ არა მძღოლებისთვის ახალი სანომრე ნიშნების აღება
სავალდებულოა თუ არა მძღოლებისთვის ახალი სანომრე ნიშნების აღება

რუს­თავ­ში, შსს-ს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში ახა­ლი დი­ზა­ი­ნის სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. შსს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო, 2014 წლის შე­მოდ­გო­მი­დან, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე ევ­როს­ტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბის ფორ­მი­სა და დი­ზა­ი­ნის შეც­ვლას გეგ­მავს.

სხვა­დას­ხვა ტი­პის სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბის არ­სე­ბუ­ლი ფასი ახალ სა­ნომ­რე ნიშ­ნებ­ზეც გავ­რცელ­დე­ბა. შსს-ს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო მათ, ვი­საც ფა­სი­ა­ნი სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბი აქვს აღე­ბუ­ლი, ძვე­ლი სა­ნომ­რე ნიშ­ნის იგი­ვე ფა­სი­ან ახალ სა­ნომ­რე ნი­შან­ში გა­დაც­ვლას და­მა­ტე­ბი­თი გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­რე­შე სთა­ვა­ზობს.

სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლის, ოთარ და­ნე­ლის გან­ცხა­დე­ბით, არ­სე­ბუ­ლი სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბი იც­ვლე­ბა ახა­ლი დი­ზა­ი­ნის სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბით, თუმ­ცა ეს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია და მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია, არ­სე­ბუ­ლი სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბით 2030 წლამ­დე ისარ­გებ­ლოს და ახ­ლით არ შეც­ვა­ლოს.

"იც­ვლე­ბა სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბის დი­ზა­ი­ნი. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ნომ­რე ნიშ­ნის შეც­ვლა არ იქ­ნე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო. ძვე­ლი სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბის მოქ­მე­დე­ბის ვადა თვა­და­პირ­ვე­ლად ვგეგ­მავ­დით, რომ ყო­ფი­ლი­ყო 10 წელი, მაგ­რამ გავ­ზარ­დეთ და 2030 წლამ­დე იქ­ნე­ბა მათი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ძვე­ლი სა­ნომ­რე ნიშ­ნის ახ­ლით შეც­ვლა იგი­ვე სა­ტა­რი­ფო პო­ლი­ტი­კით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რაც ამ­ჟა­მად მოქ­მე­დებს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში. ფა­სი­ან ნომ­რებს რაც შე­ე­ხე­ბა, მომ­ხმა­რებ­ლებს ექ­ნე­ბათ სა­შუ­ა­ლე­ბა, იდენ­ტურ ფა­სი­ან ნო­მერ­ში ის უფა­სოდ გა­დაც­ვა­ლონ," - გა­ნა­ცხა­და ოთარ და­ნე­ლი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა დი­ზა­ინს, ახა­ლი სა­ნომ­რე ნიშ­ნის მარ­ცხე­ნა ზედა კუ­თხე­ში იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო დრო­შა, ხოლო მარ­ჯვე­ნა ქვე­და კუ­თხე­ში ქვეყ­ნის სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო კოდი (GE). შე­იც­ვლე­ბა ციფ­რე­ბი­სა და ლა­თი­ნუ­რი სიმ­ბო­ლო­ე­ბის წყო­ბაც: მარ­ჯვნივ და მარ­ცხნივ გან­თავ­სე­ბულ წყვილ ლა­თი­ნურ სიმ­ბო­ლო­ებს შო­რის იქ­ნე­ბა გან­ლა­გე­ბუ­ლი სამი ციფ­რი. სა­ნომ­რე ნიშ­ნის და­ცუ­ლო­ბის მიზ­ნით, ახალ სა­ნომ­რე ნიშ­ნებს ექ­ნე­ბა ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჰო­ლოგ­რა­მა - სა­ხელ­მწი­ფო გერ­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით. ასე­ვე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ევ­როს­ტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სხვა დამ­ცა­ვი მე­ქა­ნიზ­მე­ბი.

რო­გორც პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე აღი­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს ავ­ტო­პარ­კის მო­თხოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან და ია­პო­ნი­ი­დან იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის მომ­ხმა­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა, აი­ღოს და ავ­ტო­მო­ბილ­ზე გა­ნა­თავ­სოს შე­სა­ბა­მი­სი ზო­მის კვად­რა­ტუ­ლი სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბი.

ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ე­ხე­ბათ მი­საბ­მელ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებ­საც. მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო გა­ნახ­ლე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნის სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბის დამ­ზა­დე­ბა-შეს­ყიდ­ვის მიზ­ნით სა­ერ­თა­შო­რი­სო ტენ­დერს გა­მო­ა­ცხა­დებს. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა შე­უძ­ლი­ათ რო­გორც ქარ­თულ, ისე უცხო­ურ კომ­პა­ნი­ებს. სა­ტენ­დერო პი­რო­ბე­ბი ქარ­თულ და ინ­გლი­სურ ენა­ზე გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

სავალდებულოა თუ არა მძღოლებისთვის ახალი სანომრე ნიშნების აღება

სავალდებულოა თუ არა მძღოლებისთვის ახალი სანომრე ნიშნების აღება

რუსთავში, შსს-ს მომსახურების სააგენტოში ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების პრეზენტაცია გაიმართა. შსს მომსახურების სააგენტო, 2014 წლის შემოდგომიდან, სატრანსპორტო საშუალებებზე ევროსტანდარტების მიხედვით სანომრე ნიშნების ფორმისა და დიზაინის შეცვლას გეგმავს.

სხვადასხვა ტიპის სანომრე ნიშნების არსებული ფასი ახალ სანომრე ნიშნებზეც გავრცელდება. შსს-ს მომსახურების სააგენტო მათ, ვისაც ფასიანი სანომრე ნიშნები აქვს აღებული, ძველი სანომრე ნიშნის იგივე ფასიან ახალ სანომრე ნიშანში გადაცვლას დამატებითი გადასახადების გარეშე სთავაზობს.

სააგენტოს ხელმძღვანელის, ოთარ დანელის განცხადებით, არსებული სანომრე ნიშნები იცვლება ახალი დიზაინის სანომრე ნიშნებით, თუმცა ეს ნებაყოფლობითია და მომხმარებელს შეუძლია, არსებული სანომრე ნიშნებით 2030 წლამდე ისარგებლოს და ახლით არ შეცვალოს.

"იცვლება სანომრე ნიშნების დიზაინი. აღნიშნული სანომრე ნიშნის შეცვლა არ იქნება სავალდებულო. ძველი სანომრე ნიშნების მოქმედების ვადა თვადაპირველად ვგეგმავდით, რომ ყოფილიყო 10 წელი, მაგრამ გავზარდეთ და 2030 წლამდე იქნება მათი გამოყენება შესაძლებელი. ძველი სანომრე ნიშნის ახლით შეცვლა იგივე სატარიფო პოლიტიკით იქნება შესაძლებელი, რაც ამჟამად მოქმედებს მომსახურების სააგენტოში. ფასიან ნომრებს რაც შეეხება, მომხმარებლებს ექნებათ საშუალება, იდენტურ ფასიან ნომერში ის უფასოდ გადაცვალონ," - განაცხადა ოთარ დანელიამ.

რაც შეეხება დიზაინს, ახალი სანომრე ნიშნის მარცხენა ზედა კუთხეში იქნება საქართველოს სახელმწიფო დროშა, ხოლო მარჯვენა ქვედა კუთხეში ქვეყნის საიდენტიფიკაციო კოდი (GE). შეიცვლება ციფრებისა და ლათინური სიმბოლოების წყობაც: მარჯვნივ და მარცხნივ განთავსებულ წყვილ ლათინურ სიმბოლოებს შორის იქნება განლაგებული სამი ციფრი. სანომრე ნიშნის დაცულობის მიზნით, ახალ სანომრე ნიშნებს ექნება ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამა - სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. ასევე გამოყენებული იქნება ევროსტანდარტების შესაბამისი სხვა დამცავი მექანიზმები.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, საქართველოს ავტოპარკის მოთხოვნების გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და იაპონიიდან იმპორტირებული ავტომობილებისთვის მომხმარებელს საშუალება ექნება, აიღოს და ავტომობილზე განათავსოს შესაბამისი ზომის კვადრატული სანომრე ნიშნები.

ცვლილებები შეეხებათ მისაბმელ სატრანსპორტო საშუალებებსაც. მომსახურების სააგენტო განახლებული დიზაინის სანომრე ნიშნების დამზადება-შესყიდვის მიზნით საერთაშორისო ტენდერს გამოაცხადებს. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ქართულ, ისე უცხოურ კომპანიებს. სატენდერო პირობები ქართულ და ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდება.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია