მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ვითარებაში მოკლეს 25 წლის ახალგაზრდა გეგუთის ციხეში - პატიმარი "თავანის" ჩაუბარებლობას შეეწირა?
რა ვითარებაში მოკლეს 25 წლის ახალგაზრდა გეგუთის ციხეში - პატიმარი "თავანის" ჩაუბარებლობას შეეწირა?

პა­ტიმ­რებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის გამო გე­გუ­თის ცი­ხე­ში 25 წლის ბა­თუ­მე­ლი გიგა ფარ­ტე­ნა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. მას მრავ­ლო­ბი­თი სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სა­ხი­სა და თა­ვის არე­ში აღე­ნიშ­ნე­ბა. ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­პი­რის­პი­რე­ბის მო­ტი­ვი არ სა­ხელ­დე­ბა. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი კი სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ა­ზე სა­უბ­რო­ბენ.

დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, აქვს კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი თა­მაშ­ში წა­გე­ბუ­ლი "თა­ვა­ნის" ჩა­უ­ბა­რებ­ლო­ბა გახ­და. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას გარ­დაც­ვლი­ლი პა­ტიმ­რის ძმა კობა ფარ­ტე­ნა­ძე კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხავს.

ნანა კა­კა­ბა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ტიმ­რე­ბის ერთი ჯგუ­ფი სხვა პა­ტიმ­რებს ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მი­თი­თე­ბით უს­წორ­დე­ბა-ხოლ­მე. სა­ნაც­ვლოდ კი გა­მორ­ჩე­ულ საკ­ვებს იღე­ბენ. მისი თქმით, ასე მოხ­და ამ შემ­თხვე­ვა­შიც.

გარ­დაც­ვლი­ლი პა­ტიმ­რის ძმა კობა ფარ­ტე­ნა­ძე "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, რომ და­ღუპ­ვის დე­ტა­ლებ­ზე არა­ვი­თა­რი ინ­ფორ­მა­ცია არ აქვთ. გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი ოჯა­ხის­თვის ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას არც კი უც­ნო­ბე­ბია.

"პა­ტიმ­რებ­მა შეგ­ვა­ტყო­ბი­ნეს, რომ გიგა გარ­და­იც­ვა­ლა, პრო­ზექ­ტუ­რა­შია და შე­გიძ­ლი­ათ წა­იყ­ვა­ნო­თო. ახლა არი­ან მის ჩა­მო­საყ­ვა­ნად წა­სუ­ლე­ბი და მალე ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რა­ღაც სა­გა­ნი ჩა­არ­ტყეს და ამით გარ­და­იც­ვა­ლა.

"გარ­დაც­ვა­ლე­ბის მო­ტი­ვი ჩვენ­თვის უც­ნო­ბია. გუ­შინ ამა­ნა­თი გა­ვუგ­ზავ­ნეთ და მთე­ლი ცი­ხის სა­ხე­ლით მად­ლო­ბა შე­მოგ­ვით­ვა­ლა. კონ­ფლიქ­ტუ­რი პი­როვ­ნე­ბა არ ყო­ფი­ლა. 5 წე­ლია, რაც სას­ჯელს იხ­დის და აქამ­დე კონ­ფლიქ­ტი არა­ვის­თან არ ჰქო­ნია.

"რაც მოხ­და, ამა­ში სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს და ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. და­ვე­ლო­დე­ბით ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუხს და ამის შემ­დეგ გა­დავ­წყვეტთ, თუ რას მო­ვი­მოქ­მე­დებთ. თუმ­ცა შე­დე­გის დიდი იმე­დი არ მაქვს, რო­გორც სჩ­ვე­ვი­ათ, რა­მეს და­წე­რენ დას­კვნა­ში და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას თავს აა­რი­დე­ბენ", - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლის ძმა, რო­მე­ლიც და­პი­რის­პი­რე­ბის მო­ტი­ვად "თა­ვა­ნის" ჩა­უ­ბა­რებ­ლო­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხავს.

"ბან­ქო­საც კი არ თა­მა­შობ­და, მსგავ­სი რამე გა­მო­რი­ცხუ­ლია. გაგ­ზავ­ნი­ლი ამა­ნა­თე­ბის გამო ცი­ხი­დან მად­ლო­ბას გვიხ­დიდ­ნენ, "თა­ვან­ზეც" რომ ყო­ფი­ლი­ყო საქ­მე, მას სხვა პა­ტიმ­რე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად და­ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ და საქ­მე გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე არ მი­ვი­დო­და", - უთხრა "რე­ზო­ნანსს" კობა ფარ­ტე­ნა­ძემ, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ მის ძმას თა­ვის დრო­ზე პა­ტიმ­რო­ბა ხუ­ლიგ­ნო­ბის ნაც­ვლად ყა­ჩა­ღო­ბის მუხ­ლით შე­უ­ფარ­დეს და 16-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს.

"კონ­ფლიქ­ტი თურქ მე­ზო­ბელ­თან მო­უ­ვი­და და ამის გამო და­ა­პა­ტიმ­რეს", - გვი­თხრა ფარ­ტე­ნა­ძემ.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, რომ მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, პა­ტიმ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­უს­ტუმ­რე­ბელ "თა­ვანს" უკავ­შირ­დე­ბა.

"კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი წყა­რო­დან მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ პა­ტიმ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბა ე.წ. თა­ვანს უკავ­შირ­დე­ბა. პა­ტიმ­რე­ბი თა­მა­შო­ბენ ცი­ხე­ში. ამ პა­ტი­მარ­მა წა­ა­გო თან­ხა, გა­უს­ტუმ­რე­ბე­ლი "თა­ვა­ნის" გამო მოხ­და ჩხუ­ბი და ცე­მით მოკ­ლეს. მო­ვუ­წო­დებ პრო­კუ­რა­ტუ­რას, რომ საქ­მე მკაცრ კონ­ტროლ­ზე აიყ­ვა­ნოს. რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად უნდა მოხ­დეს მისი გახ­სნა, რათა ზუს­ტად ვი­ცო­დეთ, რას­თან გვაქვს საქ­მე. თუკი ეს ფაქ­ტი და­დას­ტურ­დე­ბა, ეს ნიშ­ნავს, რომ შე­საძ­ლოა, თა­მა­შე­ბი­სა და "თავ­ნე­ბის" თე­მამ უამ­რა­ვი სახე მი­ი­ღოს და დაბ­რუნ­დეს ის სის­ტე­მა, რაც წლე­ბის წინ გვქონ­და. ეს გა­მო­იწ­ვევს იმას, რომ ის პა­ტიმ­რე­ბი რომ­ლე­ბიც მო­ძა­ლა­დე­ე­ბის პი­რის­პირ აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან, თავს ვერ და­ი­ცა­ვენ".

ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხსაც აყე­ნებს და ამ­ბობს, რომ ცი­ხის კონ­ტრო­ლი მათი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბაა და მსგა­ვის ფაქ­ტე­ბი უნდა აღეკ­ვე­თათ.

"სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტე­ბით არის რეგ­ლა­მენ­ტი­რე­ბუ­ლი. მათ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აკის­რი­ათ, რომ ასე­თი კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­ი­ღონ და მო­ახ­დი­ნონ პრე­ვენ­ცია შემ­დგო­მი ეს­კა­ლა­ცი­ის მოხ­სნის მიზ­ნით.

"ზო­გა­დად სის­ტე­მას ახა­სი­ა­თებს ისე­თი მან­კი­ე­რი მოვ­ლე­ნე­ბი, რო­მე­ლიც სწო­რე­დაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს დად­გე­ნილ წე­სებ­თან. თა­მა­შე­ბი ასე­თი მან­კი­ე­რი ქმე­დე­ბე­ბის ავან­გარ­დში ყო­ველ­თვის იყო. ფუ­ლის წა­გე­ბა ხში­რად მთავ­რდე­ბო­და სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბით ან გარ­დაც­ვა­ლე­ბით. ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა გე­გუ­თის მე-14 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას და არა მხო­ლოდ მათ. მი­მაჩ­ნია, რომ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა უნდა აი­ღოს პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და უნდა გა­ა­კე­თოს შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა სის­ტე­მა­ში არ­სე­ბულ მან­კი­ე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რე­ა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბა უნდა გა­ა­კე­თოს და არა ისე, თით­ქოს ეს არის ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვა. გე­გუთ­მა დაგ­ვა­ნა­ხა, რომ ასე­თი ფაქ­ტე­ბი სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­შიც იქ­ნე­ბა", - უთხრა "რე­ზო­ნანსს" დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის რე­გი­ო­ნუ­ლი რწმუ­ნე­ბუ­ლი მა­დო­ნა ბა­სი­ლა­ძე, რო­მე­ლიც პა­ტიმ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ცი­ხე­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, აცხა­დებს, რომ მსჯავ­რდე­ბულს ბლაგ­ვი საგ­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი მრავ­ლო­ბი­თი სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა.

"სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მი­ხედ­ვით, მას და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სა­ხი­სა და თა­ვის არე­ში აღე­ნიშ­ნე­ბა. 03.25 წუთ­ზე უკვე სიკ­ვდი­ლია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

"და­პი­რის­პი­რე­ბის მო­ტი­ვი ჩვენ­თვის უც­ნო­ბია, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის გამო ის პა­ტიმ­რე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც გარ­დაც­ვლილ მსჯავ­რდე­ბულს და­პი­რის­პი­რე­ბა მო­უ­ვი­და, და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გაყ­ვა­ნი­ლი ჰყავ­დათ, ამი­ტომ მათ­თან გა­სა­უბ­რე­ბა ჩვენ ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ. თუმ­ცა ამ საქ­მეს სიღ­რმი­სე­უ­ლად შე­ვის­წავ­ლით", - უთხრა "რე­ზო­ნანსს" ომ­ბუდსმე­ნის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი გელა ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვის ვი­ნა­ო­ბა უნდა დად­გინ­დეს და და­ი­სა­ჯოს. "იქ ერთი და ორი ადა­მი­ა­ნი არ იქ­ნე­ბო­და. მომ­ხდარ ფაქ­ტში პა­ტიმ­რე­ბის გარ­და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ცაა, მისი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ევა­ლე­ბო­დათ, რომ მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი აღეკ­ვე­თათ", - აცხა­დებს ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი "რე­ზო­ნანსთან".

"ყო­ფი­ლი პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ნანა კა­კა­ბა­ძე ამ­ბობს, რომ მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით ცი­ხის გარ­ჩე­ვე­ბი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მი­თი­თე­ბით ხდე­ბა.

"პა­ტიმ­რე­ბი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­გან არი­ან მარ­თუ­ლე­ბი და და­პი­რის­პი­რე­ბა ასე ხდე­ბა. ეს არ ხდე­ბა მხო­ლოდ გე­გუ­თის ცი­ხე­ში, ზო­გა­დი ტენ­დენ­ცი­აა და ასე ხდე­ბა სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში. პა­ტიმ­რის ცე­მის სა­ნაც­ვლოდ მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი მი­ი­ღე­ბენ ხა­ჭა­პურს ან რამე გან­სხვა­ვე­ბულ საკ­ვებს.

"ის ინ­ფორ­მა­ცი­აც ტყუ­ი­ლია, თით­ქოს ცი­ხე­ებ­ში კარ­გი კვე­ბაა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის პირ­ველ ეტაპ­ზე რამ­დე­ნი­მე თვით გა­მოს­წორ­და, მაგ­რამ ახლა ისევ ცუდი კვე­ბაა. თა­ვი­დან ყვე­ლა­ფე­რი ხე­ლის ერთი-ორი შე­მორ­ტყმით და­ი­წყო, ახლა უკვე გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტიც მი­ვი­ღეთ. სი­ტუ­ა­ცია შე­საც­ვლე­ლია, თო­რემ უმ­ძი­ეს შე­დეგს მი­ვი­ღებთ", - გა­ნუ­ცხა­და კა­კა­ბა­ძემ "რე­ზო­ნანსს".

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ, სა­მი­ნის­ტრო მხო­ლოდ გან­ცხა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლა, და­მა­ტე­ბით კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა მათ არ ისურ­ვეს. გან­ცხა­დე­ბა­ში კი ნათ­ქვა­მია, რომ "4 მარტს, და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის 2:30 სა­ათ­ზე გე­გუ­თის #მე-14 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ექ­ვსად­გი­ლი­ან სა­კან­ში, სა­დაც ხუთი მსჯავ­რდე­ბუ­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და, პა­ტიმ­რებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და, რაც ერთ-ერთი მსჯავ­რდე­ბუ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბით დას­რულ­და.

პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლილ პა­ტი­მარს მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი, მათ შო­რის თა­ვი­სა და ყე­ლის არე­ში. გარ­დაც­ვა­ლე­ბის ზუს­ტი მი­ზე­ზი ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დგე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. ფაქ­ტზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა. ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბა საქ­მის ზე­დამ­ხედ­ვე­ლი პრო­კუ­რო­რიც".

იაგო ნაც­ვლიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

რა ვითარებაში მოკლეს 25 წლის ახალგაზრდა გეგუთის ციხეში - პატიმარი "თავანის" ჩაუბარებლობას შეეწირა?

რა ვითარებაში მოკლეს 25 წლის ახალგაზრდა გეგუთის ციხეში - პატიმარი "თავანის" ჩაუბარებლობას შეეწირა?

პატიმრებს შორის დაპირისპირების გამო გეგუთის ციხეში 25 წლის ბათუმელი გიგა ფარტენაძე გარდაიცვალა. მას მრავლობითი სახის დაზიანებები სახისა და თავის არეში აღენიშნება. ოფიციალურად დაპირისპირების მოტივი არ სახელდება. უფლებადამცველები კი სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ.

დიმიტრი ლორთქიფანიძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, აქვს კონფიდენციალური ინფორმაცია, რომ დაპირისპირების მიზეზი თამაშში წაგებული "თავანის" ჩაუბარებლობა გახდა. ამ ინფორმაციას გარდაცვლილი პატიმრის ძმა კობა ფარტენაძე კატეგორიულად გამორიცხავს.

ნანა კაკაბაძის ინფორმაციით, პატიმრების ერთი ჯგუფი სხვა პატიმრებს ციხის ადმინისტრაციის მითითებით უსწორდება-ხოლმე. სანაცვლოდ კი გამორჩეულ საკვებს იღებენ. მისი თქმით, ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც.

გარდაცვლილი პატიმრის ძმა კობა ფარტენაძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ დაღუპვის დეტალებზე არავითარი ინფორმაცია არ აქვთ. გარდაცვალების ფაქტი ოჯახისთვის ციხის ადმინისტრაციას არც კი უცნობებია.

"პატიმრებმა შეგვატყობინეს, რომ გიგა გარდაიცვალა, პროზექტურაშია და შეგიძლიათ წაიყვანოთო. ახლა არიან მის ჩამოსაყვანად წასულები და მალე ჩამოასვენებენ. ჩვენი ინფორმაციით, რაღაც საგანი ჩაარტყეს და ამით გარდაიცვალა.

"გარდაცვალების მოტივი ჩვენთვის უცნობია. გუშინ ამანათი გავუგზავნეთ და მთელი ციხის სახელით მადლობა შემოგვითვალა. კონფლიქტური პიროვნება არ ყოფილა. 5 წელია, რაც სასჯელს იხდის და აქამდე კონფლიქტი არავისთან არ ჰქონია.

"რაც მოხდა, ამაში სასჯელაღსრულების სამინისტროს და ციხის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაა. დაველოდებით ექსპერტიზის პასუხს და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, თუ რას მოვიმოქმედებთ. თუმცა შედეგის დიდი იმედი არ მაქვს, როგორც სჩვევიათ, რამეს დაწერენ დასკვნაში და პასუხისმგებლობას თავს აარიდებენ", - ამბობს გარდაცვლილის ძმა, რომელიც დაპირისპირების მოტივად "თავანის" ჩაუბარებლობას კატეგორიულად გამორიცხავს.

"ბანქოსაც კი არ თამაშობდა, მსგავსი რამე გამორიცხულია. გაგზავნილი ამანათების გამო ციხიდან მადლობას გვიხდიდნენ, "თავანზეც" რომ ყოფილიყო საქმე, მას სხვა პატიმრები აუცილებლად დაეხმარებოდნენ და საქმე გარდაცვალებამდე არ მივიდოდა", - უთხრა "რეზონანსს" კობა ფარტენაძემ, რომელიც ამბობს, რომ მის ძმას თავის დროზე პატიმრობა ხულიგნობის ნაცვლად ყაჩაღობის მუხლით შეუფარდეს და 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

"კონფლიქტი თურქ მეზობელთან მოუვიდა და ამის გამო დააპატიმრეს", - გვითხრა ფარტენაძემ.

უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ მის ხელთ არსებული ცნობებით, პატიმრის გარდაცვალება გაუსტუმრებელ "თავანს" უკავშირდება.

"კონფიდენციალური წყაროდან მაქვს ინფორმაცია, რომ პატიმრის გარდაცვალება ე.წ. თავანს უკავშირდება. პატიმრები თამაშობენ ციხეში. ამ პატიმარმა წააგო თანხა, გაუსტუმრებელი "თავანის" გამო მოხდა ჩხუბი და ცემით მოკლეს. მოვუწოდებ პროკურატურას, რომ საქმე მკაცრ კონტროლზე აიყვანოს. რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს მისი გახსნა, რათა ზუსტად ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე. თუკი ეს ფაქტი დადასტურდება, ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა, თამაშებისა და "თავნების" თემამ უამრავი სახე მიიღოს და დაბრუნდეს ის სისტემა, რაც წლების წინ გვქონდა. ეს გამოიწვევს იმას, რომ ის პატიმრები რომლებიც მოძალადეების პირისპირ აღმოჩნდებიან, თავს ვერ დაიცავენ".

ლორთქიფანიძე ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებს და ამბობს, რომ ციხის კონტროლი მათი უფლებამოსილებაა და მსგავის ფაქტები უნდა აღეკვეთათ.

"სასჯელაღსრულების დაწესებულების ოპერატიული სამსახურის უფლებამოსილება ნორმატიული აქტებით არის რეგლამენტირებული. მათ ვალდებულება აკისრიათ, რომ ასეთი კონფლიქტური სიტუაციების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიიღონ და მოახდინონ პრევენცია შემდგომი ესკალაციის მოხსნის მიზნით.

"ზოგადად სისტემას ახასიათებს ისეთი მანკიერი მოვლენები, რომელიც სწორედაც დაკავშირებულია კრიმინალური სამყაროს დადგენილ წესებთან. თამაშები ასეთი მანკიერი ქმედებების ავანგარდში ყოველთვის იყო. ფულის წაგება ხშირად მთავრდებოდა სხეულის დაზიანებით ან გარდაცვალებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა ეკისრება გეგუთის მე-14 დაწესებულების ხელმძღვანელობას და არა მხოლოდ მათ. მიმაჩნია, რომ სასჯელაღსრულების მინისტრმა უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და უნდა გააკეთოს შესაბამისი განცხადება სისტემაში არსებულ მანკიერებასთან დაკავშირებით. რეალური შეფასება უნდა გააკეთოს და არა ისე, თითქოს ეს არის ერთეული შემთხვევა. გეგუთმა დაგვანახა, რომ ასეთი ფაქტები სხვა დაწესებულებებშიც იქნება", - უთხრა "რეზონანსს" დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

სახალხო დამცველის რეგიონული რწმუნებული მადონა ბასილაძე, რომელიც პატიმრის გარდაცვალების შემდეგ ციხეში იმყოფებოდა, აცხადებს, რომ მსჯავრდებულს ბლაგვი საგნით მიყენებული მრავლობითი სახის დაზიანებები აღენიშნება.

"სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, მას დაზიანებები სახისა და თავის არეში აღენიშნება. 03.25 წუთზე უკვე სიკვდილია დაფიქსირებული.

"დაპირისპირების მოტივი ჩვენთვის უცნობია, საგამოძიებო მოქმედების გამო ის პატიმრები, რომლებთანაც გარდაცვლილ მსჯავრდებულს დაპირისპირება მოუვიდა, დაწესებულებიდან გაყვანილი ჰყავდათ, ამიტომ მათთან გასაუბრება ჩვენ ვერ მოვახერხეთ. თუმცა ამ საქმეს სიღრმისეულად შევისწავლით", - უთხრა "რეზონანსს" ომბუდსმენის წარმომადგენელმა.

უფლებადამცველი გელა ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ ყველა დამნაშავის ვინაობა უნდა დადგინდეს და დაისაჯოს. "იქ ერთი და ორი ადამიანი არ იქნებოდა. მომხდარ ფაქტში პატიმრების გარდა პასუხისმგებელი ადმინისტრაციაცაა, მისი წარმომადგენლები, რომლებსაც ევალებოდათ, რომ მსგავსი ფაქტები აღეკვეთათ", - აცხადებს ნიკოლეიშვილი "რეზონანსთან".

"ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით ციხის გარჩევები ადმინისტრაციის მითითებით ხდება.

"პატიმრები ადმინისტრაციისგან არიან მართულები და დაპირისპირება ასე ხდება. ეს არ ხდება მხოლოდ გეგუთის ციხეში, ზოგადი ტენდენციაა და ასე ხდება სხვა დაწესებულებებში. პატიმრის ცემის სანაცვლოდ მსჯავრდებულები მიიღებენ ხაჭაპურს ან რამე განსხვავებულ საკვებს.

"ის ინფორმაციაც ტყუილია, თითქოს ციხეებში კარგი კვებაა. ხელისუფლების შეცვლის პირველ ეტაპზე რამდენიმე თვით გამოსწორდა, მაგრამ ახლა ისევ ცუდი კვებაა. თავიდან ყველაფერი ხელის ერთი-ორი შემორტყმით დაიწყო, ახლა უკვე გარდაცვალების ფაქტიც მივიღეთ. სიტუაცია შესაცვლელია, თორემ უმძიეს შედეგს მივიღებთ", - განუცხადა კაკაბაძემ "რეზონანსს".

სასჯელაღსრულების სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ, სამინისტრო მხოლოდ განცხადების გავრცელებით შემოიფარგლა, დამატებით კითხვებზე პასუხის გაცემა მათ არ ისურვეს. განცხადებაში კი ნათქვამია, რომ "4 მარტს, დაახლოებით ღამის 2:30 საათზე გეგუთის #მე-14 დაწესებულებაში, ექვსადგილიან საკანში, სადაც ხუთი მსჯავრდებული იმყოფებოდა, პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა, რაც ერთ-ერთი მსჯავრდებულის გარდაცვალებით დასრულდა.

პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილ პატიმარს მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული, მათ შორის თავისა და ყელის არეში. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის ჩატარების შემდგე გახდება ცნობილი. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ადგილზე იმყოფება საქმის ზედამხედველი პროკურორიც".

იაგო ნაცვლიშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ