Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადამიანი კი არა, სექს-მანქანა ვარ..." - ძველი თბილისელი ჟიგოლოს გულახდილი ინტერვიუ
"ადამიანი კი არა, სექს-მანქანა ვარ..." - ძველი თბილისელი ჟიგოლოს გულახდილი ინტერვიუ

Ambebi.ge გთა­ვა­ზობთ სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლებს "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" სხვა­დას­ხვა ბეჭ­დუ­რი გა­მო­ცე­მე­ბის არ­ქი­ვე­ბი­დან. ამ­ჯე­რად წარ­მო­გიდ­გენთ ჟურ­ნალ "გზის" 2002 წლის პუბ­ლი­კა­ცი­ას, რო­მე­ლიც იმ დრო­ინ­დე­ლი ჟი­გო­ლოს შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს.

***

ქალს, რო­მე­ლიც სხე­უ­ლით ვაჭ­რობს, მე­ძავს ეძა­ხი­ან, ამა­ვე ხე­ლო­ბის მა­მა­კაცს - ჟი­გო­ლოს. ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ ქარ­თულ ენა­ში ამ სი­ტყვის შე­სა­ტყვი­სი არ არ­სე­ბობს. ამ­რი­გად, საქ­მე ახალ მოვ­ლე­ნას­თან გვქო­ნია, რად­გან თურ­მე ჩვენ­შიც გაჩ­ნდნენ ასე­თი მა­მა­კა­ცე­ბი... ჩემი რეს­პონ­დენ­ტი თავს პრო­ფე­სი­ო­ნალს უწო­დებს და ცუდ­საც ვე­რა­ფერს ხე­დავს იმა­ში, რომ თა­ვის "სექ­სუ­ა­ლურ ინ­ტე­ლექტს" ყი­დის. ის 29 წლის, 190 სმ სი­მაღ­ლის, უზა­დო აღ­ნა­გო­ბის, და­კუნ­თუ­ლი სხე­უ­ლის მქო­ნე, ქერა, თაფ­ლის­ფერ­თვა­ლე­ბა მა­მა­კა­ცია. ზეზ­ვა ჰქვია, მო­ფე­რე­ბით კი, ტა­ტოს ეძა­ხი­ან. რო­დე­საც ზეზ­ვას შე­სა­ხებ შე­ვი­ტყვე, ვფიქ­რობ­დი, ინ­ტერ­ვი­უ­ზე არ დამ­თან­ხმდე­ბა-მეთ­ქი, მაგ­რამ შევ­ცდი, უფრო მე­ტიც - ერთ-ერთ კლი­ენ­ტსაც და­გახ­ვედ­რებთ და ჩემ შე­სა­ხებ მა­საც ჰკი­თხე­თო.

ასე აღ­მოვ­ჩნდი ორი უჩ­ვე­უ­ლო რეს­პონ­დენ­ტის პი­რის­პირ.

- ზეზ­ვა, მო­მი­ყე­ვი, რო­დის და რო­გორ და­ი­წყო შენი "კა­რი­ე­რა"?

- 6 წლის წინ. ახა­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლი მქონ­და ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი. მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე მრეწ­ვე­ლო­ბის სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. ხელ­ფა­სი დიდი არ მქონ­და, სა­მა­გი­ე­როდ, "ლევი" ფული არ მაკ­ლდა. სა­შუ­ა­ლო შეძ­ლე­ბის ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე და ბავ­შვო­ბი­დან­ვე მხო­ლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლი მი­ნი­მუ­მით ვკმა­ყო­ფილ­დე­ბო­დი, ფუ­ფუ­ნე­ბით არა­სო­დეს მი­ცხოვ­რია. ფული რომ გა­მიჩ­ნდა, ძვირ­ფა­სი მან­ქა­ნაც ვი­ყი­დე, "და­ვიზ­მა­ნე", ქა­ლე­ბი ბუ­ზე­ბი­ვით მეხ­ვე­ოდ­ნენ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რა­ტომ­ღაც მა­ინც მომ­წონ­და ბორ­დე­ლის სი­ტუ­ა­ცია: მი­ვი­დო­დი, ყვე­ლა­ზე მა­გარ ნა­შას ამო­ვირ­ჩევ­დი, ფულს გა­და­ვიხ­დი­დი და გან­ცხრო­მას ვეძ­ლე­ო­დი. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, ორ­მაგ ფასს ვიხ­დი­დი. ჩემი იქ მის­ვლა ყვე­ლას­თვის ზე­ი­მი იყო, მაგ­რამ უეც­რად, სამ­სა­ხუ­რი­დან და­მი­თხო­ვეს. მოგ­რო­ვი­ლი ფული 4-5 თვე ძლივს ვიმ­ყო­ფი­ნე. მერე მან­ქა­ნაც გავ­ყი­დე და ბო­ლოს, დავ­რჩი "მშრალ­ზე". ისე გა­მი­ჭირ­და, რომ ნი­სი­ად აღე­ბუ­ლი სი­გა­რე­ტის ვალ­საც ვე­ღარ ვის­ტუმ­რებ­დი. მე­ნატ­რე­ბო­და ის დრო, როცა გან­ცხრო­მით ვცხოვ­რობ­დი. ერთხელ, ნას­ვამ­მა ბორ­დელს მი­ვა­კი­თხე. "მა­მა­შას" ჩემი და­ნახ­ვა გა­უ­ხარ­და: სად და­ი­კარ­გე? ყვე­ლას ძა­ლი­ან მოგ­ვე­ნატ­რეო... მეც დავ­ჯე­ქი და ჩემი გა­ჭირ­ვე­ბის შე­სა­ხებ მო­ვუ­ყე­ვი. იმ სა­ღა­მოს ქალი უფა­სოდ "მო­მარ­თვეს", - შენ­გან ბევ­რი პა­ტი­ვის­ცე­მა გვახ­სოვ­სო... რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ "მა­მა­შა" მი­რე­კავს: საქ­მე მაქვს და მი­ნა­ხუ­ლეო. მი­ვე­დი. სა­უ­ბარ­ში "ტონ­კად" შე­მო­მა­პა­რა: ერთ მდი­დარ ქალს კაცი სჭირ­დე­ბა, კარგ მა­ყუთს იხ­დის... შენც, რა გე­ნაღ­ვლე­ბა? - თვე­ში ერთი-ორ­ჯერ ნა­ხავ, ლო­გინ­ში ჩა­უ­გორ­დე­ბი, სა­მა­გი­ე­როდ, ფული არ მო­გაკ­ლდე­ბაო. პირ­ვე­ლად, არ მე­სი­ა­მოვ­ნა ასე­თი წი­ნა­და­დე­ბა. მარ­ტო რომ დავ­რჩი, ავ­წონ-დავ­წო­ნე და გა­დავ­წყვი­ტე, დავ­თან­ხმე­ბო­დი. რამ­დე­ნიც გინ­და, იმ­დე­ნი ალ­ფონ­სი ცხოვ­რობს საყ­ვარ­ლის ჯი­ბის ხარ­ჯზე, ჰოდა, მეც ცოტა ხანს თავს გა­ვი­ტან-მეთ­ქი.

- რამ­დენს გიხ­დი­და ის ქალი?

- პირ­ვე­ლი კლი­ენ­ტი ყო­ველ შეხ­ვედ­რა­ში 500 დო­ლარს მაძ­ლევ­და. თა­ვი­დან ეს შეხ­ვედ­რე­ბი ხან ორ კვი­რა­ში ერთხელ ხდე­ბო­და, ხან - თვე­ში ერთხელ, შემ­დეგ... ქალს შე­ვუყ­ვარ­დი. ქმა­რი სა­ზღვარ­გა­რეთ ჰყავ­და და ფუ­ლიც იქი­დან მოს­დი­ო­და. თა­ვი­დან მხო­ლოდ ლო­გი­ნით კმა­ყო­ფილ­დე­ბო­და, და­მი­რე­კავ­და, პა­ე­მანს და­მით­ქვამ­და, მან­ქა­ნით სად­მე სას­ტუმ­რო­ში მი­მიყ­ვან­და... ცოტა ხან­ში, ამას აღარ სჯერ­დე­ბო­და: დავ­ყავ­დი ქა­ლაქ­გა­რეთ, რეს­ტორ­ნებ­ში. სიყ­ვა­რულს მე­ფი­ცე­ბო­და, მერე სახ­ლში ჩემი მიყ­ვა­ნაც გა­ბე­და და კვი­რა­ო­ბით მას­თან ვცხოვ­რობ­დი. უჩე­მოდ ვე­ღარ ძლებ­და და ჩემ­გა­ნაც იმა­ვეს ითხოვ­და. 26 წლის ბიჭ­მა, 40 წლის ქალი ვერ შე­ვიყ­ვა­რე და რა მექ­ნა?!. რამ­დენ­ჯერ­მე სხვა გო­გოს­თან ერ­თად მნა­ხა. არ და­ვუ­მა­ლე, რომ ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო. ადგა და სახ­ლი­დან გა­მო­მაგ­დო, ერთ თვე­ში კი, ქმარ­თან გა­ემ­გზავ­რა. ჩემ­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი 7 თვე კარ­გა ძვი­რი და­უჯ­და: მარ­ტო ჩემ­თვის, რეს­ტორ­ნე­ბი­სა და სას­ტუმ­რო­ე­ბის გარ­და, 11 ათა­სი დო­ლა­რი ჰქონ­და გა­დახ­დი­ლი.

- მე­ო­რე კლი­ენ­ტი რო­გორ იპო­ვე?

- ისევ "მა­მა­შას" მი­ვა­დე­ქი. ბორ­დელ­ში მუ­შა­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა. დავ­თან­ხმდი. ცალ­კე ოთა­ხი მომ­ცეს, ცალ­კე შე­სას­ვლე­ლი­თა და ყვე­ლა­ნა­ი­რად მო­წყო­ბი­ლი. "მა­მა­შამ" ერთ-ორ სა­ჭი­რო ადა­მი­ან­თან ჩა­აგ­დო სი­ტყვა - მა­გა­რი ჟი­გო­ლო მო­ვიყ­ვა­ნე ჩემს "დუ­ქან­შიო" - და კლი­ენ­ტე­ბიც უცებ გაჩ­ნდნენ.

- გა­მო­ძა­ხე­ბი­თაც და­დი­ო­დი კლი­ენ­ტებ­თან?

- კი. ერ­თმა გო­გო­ნამ თა­ვის სა­და­ქა­ლო­ში "გამ­ჩი­თა"; ეტყო­ბო­დათ, რომ შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბი­დან იყ­ვნენ. სა­ერ­თო მო­წო­ნე­ბა და­ვიმ­სა­ხუ­რე. შემ­დეგ მი­რე­კავ­დნენ ხოლ­მე და მეც, სა­დაც მათ­თვის უფრო მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი იყო, იქ ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დი ხოლ­მე.

- რა ღირს შენი მომ­სა­ხუ­რე­ბა?

- გა­აჩ­ნია, ვის რა უნდა... "სრუ­ლი კომ­პლექ­ტი" - 200 დო­ლა­რი; ნა­ხე­ვა­რი "მა­მა­შას" მი­აქვს.

- "სრუ­ლი კომ­პლექ­ტი" რას ნიშ­ნავს?

- კლი­ენ­ტის ნე­ბის­მი­ე­რი კაპ­რი­ზი უნდა შე­ას­რუ­ლო. 100 დო­ლარს ვინც იხ­დის, მის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში მხო­ლოდ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ტრა­დი­ცი­უ­ლი სექ­სი შე­დის. ჩემი ნება რომ იყოს, ტა­რიფს იმის მი­ხედ­ვით და­ვა­წე­სებ­დი, თუ რო­გო­რი გა­რეგ­ნო­ბა აქვს კლი­ენტს: ლა­მაზ ქა­ლებს ნაკ­ლებს გა­და­ვახ­დე­ვი­ნებ­დი...

- ე.ი. სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ი­სა და ასა­კის კლი­ენ­ტე­ბი გა­კი­თხა­ვენ?

- რა თქმა უნდა. ისი­ნი სხვა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რომ ნახო, ისე მე­დი­დუ­რად გად­მოგ­ხე­და­ვენ, კომ­პლი­მენ­ტის თქმა­საც ვერ გა­უ­ბე­დავ, ჩემთნა კი, მე­ძავ ქა­ლებ­ზე გა­ცი­ლე­ბით უა­რე­სი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ი­თა და ქცე­ვე­ბით იჩე­ნენ ხოლ­მე თავს. არაფ­რით იზღუ­და­ვენ ფან­ტა­ზი­ას, - აკე­თე­ბენ იმას, რა­საც ქმრის კი არა, საყ­ვარ­ლის ლო­გინ­შიც ვერ გა­ბე­და­ვენ. არ არ­სე­ბობს იმ ქალ­ზე სა­ზი­ზღა­რი არ­სე­ბა, რო­მე­ლიც ფულს იხ­დის, დაწ­ვე­ბა და მბრძა­ნებ­ლობს: ახლა ეს გა­ა­კე­თე, ახლა ასე მო­ი­ქე­ციო; თან გა­გი­ნებს, თან მო­ი­თხოვს, შენც მი­მარ­თო უწ­მა­წუ­რი სი­ტყვე­ბით... იყო შემ­თხვე­ვა რო­დე­საც ორი ახალ­გაზ­რდა ქალი ერ­თად მო­ვი­და "ექ­სპე­რი­მენ­ტის" ჩა­სა­ტა­რებ­ლად: აინ­ტე­რე­სებ­დათ, რო­გო­რი იყო სექ­სუ­ა­ლუ­რი სამ­კუ­თხე­დი...

- რამ­დენ ქალს ის­ტუმ­რებ­დი დღე­ში?

- 3-4-ს, იყო შემ­თხვე­ვე­ბი, 6-7 ქა­ლიც მყო­ლია.

- ?!

- ... ძა­ლი­ან კა­ლო­რი­ულ საკ­ვებს ვარ­ჩევ. თუმ­ცა, მარ­ტო ეს, რა თქმა უნდა, საკ­მა­რი­სი არ არის. რომ გი­თხრათ, პრე­პა­რა­ტე­ბის გა­რე­შე შე­მიძ­ლია, დღე­ში 3 ქალი გა­ვის­ტუმ­რო და თი­თო­ე­ულ­თან 3-4 აქტი ჩა­ვა­ტა­რო-მეთ­ქი, - მა­ინც არა­ვინ და­ი­ჯე­რებს.

- შენი კლი­ენ­ტე­ბი­დან, ყვე­ლა­ზე მე­ტად ვინ და­გა­მახ­სოვ­რდა?

- "შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­მე­უ­ლი" - ასე ვე­ძახ­დი სამ გო­გო­ნას, რომ­ლე­ბიც ორ კვი­რა­ში ერთხელ მო­დი­ოდ­ნენ ხოლ­მე. ერთი ლო­გინ­ში ჩა­მიწ­ვე­ბო­და, ორი კი, უსი­ტყვოდ, შო­რი­დან გვი­ყუ­რებ­და. ის ორი რის­თვის მო­დი­ო­და, დღემ­დე ვერ გა­მი­გია... კი­დევ - აი, ეს ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც ახლა თქვენს წინ ზის და ელო­დე­ბა, რო­დის და­უს­ვამთ შე­კი­თხვებს...

ქალი, რო­მე­ლიც თურ­მე ორი წე­ლია, ზეზ­ვას კლი­ენ­ტია, ჩვენს შეხ­ვედ­რა­ზე გრძე­ლი, შავი პა­რი­კი­თა და მუქი სათ­ვა­ლით გა­მო­ცხად­და, მა­ღალ­ყე­ლი­ა­ნი მა­ი­სუ­რის სა­ყე­ლო კი ცხვირ­ზე ჰქონ­და აფა­რე­ბუ­ლი და ალ­ბათ მშო­ბე­ლი დე­დაც ვერ იც­ნობ­და...

- რო­გორ მოხ­ვდით ზე­ზა­ვას­თან?

- მე­გობ­რის­გან შე­ვი­ტყვე მისი არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ. ისე­თი გა­ტა­ცე­ბით ჰყვე­ბო­და მისი მა­მა­კა­ცუ­რი ღირ­სე­ბე­ბის შე­სა­ხებ, ლა­მის უნა­ხა­ვად შე­მიყ­ვარ­და. გა­მოვ­კი­თხე ყვე­ლა­ფე­რი დაწ­ვრი­ლე­ბით და ერთ დღეს "და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში" ვეწ­ვიე.

- ოჯა­ხი გაქვთ?

- მყავს ქმა­რი, შვი­ლე­ბი - არა. უკვე 12 წე­ლია, რაც გა­თხო­ვი­ლი ვარ. იმა­საც გე­ტყვით, რომ ჩემს ქმარს ქა­ლე­ბი მოს­ვე­ნე­ბას არ აძ­ლე­ვენ. არც მე მაკ­ლდა არა­ფე­რი. ფული, რამ­დე­ნიც არ უნდა დამ­ჭირ­ვე­ბო­და, ყო­ველ­თვის მქონ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ტი­მურ მხა­რეს – სულ ვგრძნობ­დი, რომ ეს ის არ იყო, რაც მინ­დო­და. ტრა­დი­ცი­უ­ლი, მა­მა­პა­პუ­რი სექ­სი არ მაკ­მა­ყო­ფი­ლებ­და. ქმარს ვერც გა­ვუ­ბე­დავ­დი ამის თქმას. გა­ვი­ჩი­ნე საყ­ვა­რე­ლი, მაგ­რამ ის მე­უღ­ლე­ზე უა­რე­სი აზი­ა­ტი აღ­მოჩ­ნდა. ზეზ­ვას­თან, რაც მა­ინ­ტე­რე­სებ­და, ყვე­ლა­ფე­რი გან­ვი­ცა­დე და ყვე­ლა სექ­სუ­ა­ლუ­რი ოც­ნე­ბა ავიხ­დი­ნე. სექ­სის ყვე­ლა სა­ი­დუმ­ლოს მას­თან ვე­ზი­ა­რე...

- ზეზ­ვა, თუ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, კლი­ენ­ტი უკან გა­გებ­რუ­ნე­ბი­ნოს?

- კი. ერთხელ, ვარ ჩემს ოთახ­ში სა­წოლ­ზე მო­კა­ლა­თე­ბუ­ლი და კლი­ენტს ვე­ლო­დე­ბი. შე­მო­ვი­და ქალი და... უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რის ცოლი შემ­რჩა ხელ­ში... თვი­თონ ხომ შეც­ბა, მაგ­რამ მეც ცივ­მა ოფ­ლმა და­მას­ხა. მას მა­ლე­ვე გა­უ­ა­რა დაბ­ნე­უ­ლო­ბამ; ლო­გინ­ზე ჩა­მო­მიჯ­და და მე­კი­თხე­ბა; ეს შენ­ზე ჰყვე­ბი­ან ლე­გენ­დებს? ცოტა ხან­ში, მო­ფე­რე­ბაც და­მი­წყო... კი­ნა­ღამ გავ­გიჟ­დი, "მა­მა­შას" და­ვუ­ძა­ხე და ვუ­თხა­რი - ეს ქალი მო­მა­შო­რეთ-მეთ­ქი, აი­ბარ­გა და წა­ვი­და.

- ამით იმის თქმა გინ­და, რომ მე­ტის­მე­ტად კე­თილ­შო­ბი­ლი ხარ?

- თქვე­ნი ირო­ნია ჩემ­თვის სავ­სე­ბით გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ კა­ცო­ბა­ში და მე­გობ­რო­ბა­ში ბევ­რი ვერ შე­მედ­რე­ბა. მე თუ ასე ვცხოვ­რობ, ეს არ ნიშ­ნავს, რომ კა­ცო­ბა­ზე ხელი მაქვს აღე­ბუ­ლი. თქვე­ნი აზ­რით, რო­მე­ლი უფრო სა­ვა­ლა­ლო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვართ – მე თუ ის ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ფულს იხ­დი­ან იმის­თვის, რომ ვინ­მემ "გა­ჟი­მოს"? მე­ძა­ვებ­საც კი, იქით უხ­დი­ან ფულს...

- ცო­ლის მოყ­ვა­ნას არ აპი­რებ?

- გა­და­წყვე­ტი­ლიც მქონ­და, მაგ­რამ ისეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოვ­ჩნდი, რომ ის გო­გო­ნა ჩე­მი­ვე სურ­ვი­ლით დავ­კარ­გე და დღემ­დე მივ­ტი­რი.

- იქ­ნებ დაწ­ვრი­ლე­ბით მოგ­ვიყ­ვე ეს ამ­ბა­ვი...

- ჩვე­ნი "მა­მა­შა" 42 წლის ქალი იყო. ერთხელ, შე­მო­ვი­და და მე­უბ­ნე­ბა: ვი­ღაც ახა­ლი კლი­ენ­ტია, მაგ­რამ თა­ვის გამ­ჟღავ­ნე­ბა არ უნდა და ითხოვს, რომ თვა­ლე­ბი აიხ­ვიო და ოთახ­შიც სრუ­ლი სიბ­ნე­ლე იყო­სო... თა­ვი­სი ხე­ლით ამიხ­ვია თვა­ლე­ბი მუქი შარ­ფით, სი­ნათ­ლე გა­მორ­თო და გა­ვი­და. ცოტა ხან­ში, კა­რის გა­ღე­ბის ხმა გა­ვი­გო­ნე; ოთახ­ში სუ­ნა­მოს სა­სი­ა­მოვ­ნო სურ­ნე­ლი დად­გა. ინ­ტე­რე­სის­გან ვკვდე­ბო­დი, მაგ­რამ რას ვი­ზამ­დი?!. მის ყვე­ლა სურ­ვილს და­ვე­მორ­ჩი­ლე. ისე მე­ფე­რე­ბო­და, თით­ქოს დიდი ხნის უნა­ხა­ვი საყ­ვა­რე­ლი ვი­ყა­ვი. სამი სა­ა­თი დაყო ჩემ­თან და ერთი სი­ტყვაც არ უთ­ქვამს... იმ დღის შემ­დეგ სის­ტე­მა­ტუ­რად მო­დი­ო­და. იმა­ვე პე­რი­ოდ­ში, ჩემს მო­ბი­ლურ­ზე უც­ნო­ბი გო­გო­ნა რე­კავ­და ხოლ­მე. ხმა­ზე ეტყო­ბო­და, ასე, 18-20 წლის იქ­ნე­ბო­და. სიყ­ვა­რულს მე­ფი­ცე­ბო­და, შეხ­ვედ­რას მთხოვ­და. დავდთან­ხმდი. ან­გე­ლო­ზი­ვით გო­გო­ნა მო­ვი­და პა­ე­მან­ზე. მე­ო­თხე შეხ­ვედ­რა სექ­სით დამ­თავ­რდა. ან­გე­ლო­ზი­ვით სუფ­თა და უმ­წიკ­ვლო აღ­მოჩ­ნდა. მის­თვის პირ­ვე­ლი მა­მა­კა­ცი მე ვი­ყა­ვი. სულ მალე მო­წო­ნე­ბა და სიმ­პა­თია სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და. გარ­კვე­უ­ლი ხნის შემ­დეგ კი, გა­მო­მი­ტყდა, რომ ჩემი "მა­მა­შას" შვი­ლი ყო­ფი­ლა. ჩვენს ურ­თი­ერ­თბას დე­და­მისს გულ­და­გულ ვუ­მა­ლავ­დით... ჩემი იდუ­მა­ლი კლი­ენ­ტი კი გა­ნაგ­რძობ­და ჩემ­თან სი­ა­რულს. 6 თვე ისე გა­ვი­და, მისი ხმა არ გა­მი­გო­ნია. ვხვდე­ბო­დი, რომ ამ ქალს გა­გი­ჟე­ბით ვუყ­ვარ­დი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, თვა­ლე­ბახ­ვე­ულ ადა­მი­ანს სხვა შეგ­რძნე­ბე­ბი უმ­ძაფ­რდე­ბა. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში ყნოს­ვამ ითა­მა­შა დიდი როლი. მისი სუ­ნა­მოს სურ­ნელს ყველ­გან ვცნობ­დი. ვი­საც ეს სუ­ნა­მო ჰქონ­და ნა­პ­კუ­რე­ბი, ყვე­ლა ქალ­ში მას ვე­ძებ­დი. იმი­ტომ კი არა, რომ მიყ­ვარ­და, - უბ­რა­ლოდ, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა მკლავ­და. ერ­თმა ბედ­ნი­ერ­მა თუ უბე­დურ­მა შემ­თხვე­ვამ ამი­ხი­ლა თვა­ლი. ჩემს "მა­მა­შას" ახალ­გაზ­რდა ძმა და­ე­ღუ­პა. სამ­ძი­მარ­ზე მი­სულ­მა, ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გან­ზე გა­ვიხ­მე, რომ დავ­ლა­პა­რა­კე­ბო­დი. რო­დე­საც მო­მი­ახ­ლოვ­და, ნაც­ნო­ბი სუ­ნა­მოს სუნ­მა შე­მი­ღი­ტი­ნა ცხვირ­ში. "ახა­ლი სუ­ნა­მო გას­ხია?" - ვკი­თხე.

- დე­და­ჩე­მის ჩან­თა­ში ვნა­ხე და ცოტა მოვ­პა­რეო, - მი­თხრა. სა­ში­ნელ­მა ეჭ­ვმა შე­მი­პყრო. მის­თვის არა­ფე­რი მით­ქვამს, მაგ­რამ გა­დავ­წყვი­ტე, ფარ­და ამე­ხა­და სა­ი­დუმ­ლოს­თვის. მა­ნამ­დე, იდუ­მა­ლი ქა­ლა­ბტო­ნის მო­თხოვ­ნებს ყო­ველ­თვის პირ­ნათ­ლად ვას­რუ­ლებ­დი და არა­სო­დეს მიც­დია, და­დე­ბუ­ლი პი­რო­ბა და­მერ­ღვია. ამ­ჯე­რად კი, უეც­რად თვა­ლე­ბი­დან სახ­ვე­ვი მო­ვიძ­რე და ჩემს ლო­გინ­ში ჩემი "მა­მა­შა" - ე.ი. ჩემი სა­სი­დედ­რო შემ­რჩა... შემ­დეგ სხვა ქა­ლაქ­ში წა­ვე­დი სა­მუ­შა­ოდ. შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც მი­ვა­ტო­ვე. დღემ­დე ვერ მოვ­სულ­ვარ გონს. მზა­რავს იმის წარ­მოდ­გე­ნა, რომ დედა-შვილ­თან ვი­ნა­წი­ლებ­დი სა­რე­ცელს...

- ერთი სი­ტყვით, არ­გენ­ტი­ნუ­ლი ტე­ლე­სე­რი­ა­ლის გმი­რი­ვით და­გე­მარ­თა. მო­მა­ვალ­ში რას აპი­რებ?

- ახლა იმ ქა­ლა­ქი­და­ნაც წა­მო­ვე­დი. ვერ ვი­ტყვი, რო­მელ ქა­ლაქ­ში ვი­ყა­ვი, - იმ­დე­ნად პა­ტა­რაა, ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს იც­ნობს, თბი­ლის­თა­ნაც ახ­ლო­საა... უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში კი, სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლას ვა­პი­რებ. ასე მგო­ნია, ადა­მი­ა­ნი კი არა, სექს-მან­ქა­ნა ვარ: ჩა­უშ­ვებ ფულს, "კნო­პ­კა­ზე" თითს და­ა­ჭერ და ამუ­შავ­დე­ბა...

მარი ჯა­ფე­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

#15 11.04.2002

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

"ადამიანი კი არა, სექს-მანქანა ვარ..." - ძველი თბილისელი ჟიგოლოს გულახდილი ინტერვიუ

"ადამიანი კი არა, სექს-მანქანა ვარ..." - ძველი თბილისელი ჟიგოლოს გულახდილი ინტერვიუ

Ambebi.ge გთავაზობთ საინტერესო მასალებს "პალიტრა მედიის" სხვადასხვა ბეჭდური გამოცემების არქივებიდან. ამჯერად წარმოგიდგენთ ჟურნალ "გზის" 2002 წლის პუბლიკაციას, რომელიც იმ დროინდელი ჟიგოლოს შესახებ მოგვითხრობს.

***

ქალს, რომელიც სხეულით ვაჭრობს, მეძავს ეძახიან, ამავე ხელობის მამაკაცს - ჟიგოლოს. ნიშანდობლივია, რომ ქართულ ენაში ამ სიტყვის შესატყვისი არ არსებობს. ამრიგად, საქმე ახალ მოვლენასთან გვქონია, რადგან თურმე ჩვენშიც გაჩნდნენ ასეთი მამაკაცები... ჩემი რესპონდენტი თავს პროფესიონალს უწოდებს და ცუდსაც ვერაფერს ხედავს იმაში, რომ თავის "სექსუალურ ინტელექტს" ყიდის. ის 29 წლის, 190 სმ სიმაღლის, უზადო აღნაგობის, დაკუნთული სხეულის მქონე, ქერა, თაფლისფერთვალება მამაკაცია. ზეზვა ჰქვია, მოფერებით კი, ტატოს ეძახიან. როდესაც ზეზვას შესახებ შევიტყვე, ვფიქრობდი, ინტერვიუზე არ დამთანხმდება-მეთქი, მაგრამ შევცდი, უფრო მეტიც - ერთ-ერთ კლიენტსაც დაგახვედრებთ და ჩემ შესახებ მასაც ჰკითხეთო.

ასე აღმოვჩნდი ორი უჩვეულო რესპონდენტის პირისპირ.

- ზეზვა, მომიყევი, როდის და როგორ დაიწყო შენი "კარიერა"?

- 6 წლის წინ. ახალი დამთავრებული მქონდა ტექნიკური უნივერსიტეტი. მუშაობა დავიწყე მრეწველობის სამინისტროს ერთ-ერთ განყოფილებაში. ხელფასი დიდი არ მქონდა, სამაგიეროდ, "ლევი" ფული არ მაკლდა. საშუალო შეძლების ოჯახში გავიზარდე და ბავშვობიდანვე მხოლოდ აუცილებელი მინიმუმით ვკმაყოფილდებოდი, ფუფუნებით არასოდეს მიცხოვრია. ფული რომ გამიჩნდა, ძვირფასი მანქანაც ვიყიდე, "დავიზმანე", ქალები ბუზებივით მეხვეოდნენ. მიუხედავად ამისა, რატომღაც მაინც მომწონდა ბორდელის სიტუაცია: მივიდოდი, ყველაზე მაგარ ნაშას ამოვირჩევდი, ფულს გადავიხდიდი და განცხრომას ვეძლეოდი. უმეტეს შემთხვევაში, ორმაგ ფასს ვიხდიდი. ჩემი იქ მისვლა ყველასთვის ზეიმი იყო, მაგრამ უეცრად, სამსახურიდან დამითხოვეს. მოგროვილი ფული 4-5 თვე ძლივს ვიმყოფინე. მერე მანქანაც გავყიდე და ბოლოს, დავრჩი "მშრალზე". ისე გამიჭირდა, რომ ნისიად აღებული სიგარეტის ვალსაც ვეღარ ვისტუმრებდი. მენატრებოდა ის დრო, როცა განცხრომით ვცხოვრობდი. ერთხელ, ნასვამმა ბორდელს მივაკითხე. "მამაშას" ჩემი დანახვა გაუხარდა: სად დაიკარგე? ყველას ძალიან მოგვენატრეო... მეც დავჯექი და ჩემი გაჭირვების შესახებ მოვუყევი. იმ საღამოს ქალი უფასოდ "მომართვეს", - შენგან ბევრი პატივისცემა გვახსოვსო... რამდენიმე დღის შემდეგ "მამაშა" მირეკავს: საქმე მაქვს და მინახულეო. მივედი. საუბარში "ტონკად" შემომაპარა: ერთ მდიდარ ქალს კაცი სჭირდება, კარგ მაყუთს იხდის... შენც, რა გენაღვლება? - თვეში ერთი-ორჯერ ნახავ, ლოგინში ჩაუგორდები, სამაგიეროდ, ფული არ მოგაკლდებაო. პირველად, არ მესიამოვნა ასეთი წინადადება. მარტო რომ დავრჩი, ავწონ-დავწონე და გადავწყვიტე, დავთანხმებოდი. რამდენიც გინდა, იმდენი ალფონსი ცხოვრობს საყვარლის ჯიბის ხარჯზე, ჰოდა, მეც ცოტა ხანს თავს გავიტან-მეთქი.

- რამდენს გიხდიდა ის ქალი?

- პირველი კლიენტი ყოველ შეხვედრაში 500 დოლარს მაძლევდა. თავიდან ეს შეხვედრები ხან ორ კვირაში ერთხელ ხდებოდა, ხან - თვეში ერთხელ, შემდეგ... ქალს შევუყვარდი. ქმარი საზღვარგარეთ ჰყავდა და ფულიც იქიდან მოსდიოდა. თავიდან მხოლოდ ლოგინით კმაყოფილდებოდა, დამირეკავდა, პაემანს დამითქვამდა, მანქანით სადმე სასტუმროში მიმიყვანდა... ცოტა ხანში, ამას აღარ სჯერდებოდა: დავყავდი ქალაქგარეთ, რესტორნებში. სიყვარულს მეფიცებოდა, მერე სახლში ჩემი მიყვანაც გაბედა და კვირაობით მასთან ვცხოვრობდი. უჩემოდ ვეღარ ძლებდა და ჩემგანაც იმავეს ითხოვდა. 26 წლის ბიჭმა, 40 წლის ქალი ვერ შევიყვარე და რა მექნა?!. რამდენჯერმე სხვა გოგოსთან ერთად მნახა. არ დავუმალე, რომ ჩემი შეყვარებული იყო. ადგა და სახლიდან გამომაგდო, ერთ თვეში კი, ქმართან გაემგზავრა. ჩემთან გატარებული 7 თვე კარგა ძვირი დაუჯდა: მარტო ჩემთვის, რესტორნებისა და სასტუმროების გარდა, 11 ათასი დოლარი ჰქონდა გადახდილი.

- მეორე კლიენტი როგორ იპოვე?

- ისევ "მამაშას" მივადექი. ბორდელში მუშაობა შემომთავაზა. დავთანხმდი. ცალკე ოთახი მომცეს, ცალკე შესასვლელითა და ყველანაირად მოწყობილი. "მამაშამ" ერთ-ორ საჭირო ადამიანთან ჩააგდო სიტყვა - მაგარი ჟიგოლო მოვიყვანე ჩემს "დუქანშიო" - და კლიენტებიც უცებ გაჩნდნენ.

- გამოძახებითაც დადიოდი კლიენტებთან?

- კი. ერთმა გოგონამ თავის სადაქალოში "გამჩითა"; ეტყობოდათ, რომ შეძლებული ოჯახებიდან იყვნენ. საერთო მოწონება დავიმსახურე. შემდეგ მირეკავდნენ ხოლმე და მეც, სადაც მათთვის უფრო მოსახერხებელი იყო, იქ ვემსახურებოდი ხოლმე.

- რა ღირს შენი მომსახურება?

- გააჩნია, ვის რა უნდა... "სრული კომპლექტი" - 200 დოლარი; ნახევარი "მამაშას" მიაქვს.

- "სრული კომპლექტი" რას ნიშნავს?

- კლიენტის ნებისმიერი კაპრიზი უნდა შეასრულო. 100 დოლარს ვინც იხდის, მის მომსახურებაში მხოლოდ ჩვეულებრივი, ტრადიციული სექსი შედის. ჩემი ნება რომ იყოს, ტარიფს იმის მიხედვით დავაწესებდი, თუ როგორი გარეგნობა აქვს კლიენტს: ლამაზ ქალებს ნაკლებს გადავახდევინებდი...

- ე.ი. სხვადასხვა კატეგორიისა და ასაკის კლიენტები გაკითხავენ?

- რა თქმა უნდა. ისინი სხვა სიტუაციაში რომ ნახო, ისე მედიდურად გადმოგხედავენ, კომპლიმენტის თქმასაც ვერ გაუბედავ, ჩემთნა კი, მეძავ ქალებზე გაცილებით უარესი ტერმინოლოგიითა და ქცევებით იჩენენ ხოლმე თავს. არაფრით იზღუდავენ ფანტაზიას, - აკეთებენ იმას, რასაც ქმრის კი არა, საყვარლის ლოგინშიც ვერ გაბედავენ. არ არსებობს იმ ქალზე საზიზღარი არსება, რომელიც ფულს იხდის, დაწვება და მბრძანებლობს: ახლა ეს გააკეთე, ახლა ასე მოიქეციო; თან გაგინებს, თან მოითხოვს, შენც მიმართო უწმაწური სიტყვებით... იყო შემთხვევა როდესაც ორი ახალგაზრდა ქალი ერთად მოვიდა "ექსპერიმენტის" ჩასატარებლად: აინტერესებდათ, როგორი იყო სექსუალური სამკუთხედი...

- რამდენ ქალს ისტუმრებდი დღეში?

- 3-4-ს, იყო შემთხვევები, 6-7 ქალიც მყოლია.

- ?!

- ... ძალიან კალორიულ საკვებს ვარჩევ. თუმცა, მარტო ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. რომ გითხრათ, პრეპარატების გარეშე შემიძლია, დღეში 3 ქალი გავისტუმრო და თითოეულთან 3-4 აქტი ჩავატარო-მეთქი, - მაინც არავინ დაიჯერებს.

- შენი კლიენტებიდან, ყველაზე მეტად ვინ დაგამახსოვრდა?

- "შესანიშნავი სამეული" - ასე ვეძახდი სამ გოგონას, რომლებიც ორ კვირაში ერთხელ მოდიოდნენ ხოლმე. ერთი ლოგინში ჩამიწვებოდა, ორი კი, უსიტყვოდ, შორიდან გვიყურებდა. ის ორი რისთვის მოდიოდა, დღემდე ვერ გამიგია... კიდევ - აი, ეს ქალბატონი, რომელიც ახლა თქვენს წინ ზის და ელოდება, როდის დაუსვამთ შეკითხვებს...

ქალი, რომელიც თურმე ორი წელია, ზეზვას კლიენტია, ჩვენს შეხვედრაზე გრძელი, შავი პარიკითა და მუქი სათვალით გამოცხადდა, მაღალყელიანი მაისურის საყელო კი ცხვირზე ჰქონდა აფარებული და ალბათ მშობელი დედაც ვერ იცნობდა...

- როგორ მოხვდით ზეზავასთან?

- მეგობრისგან შევიტყვე მისი არსებობის შესახებ. ისეთი გატაცებით ჰყვებოდა მისი მამაკაცური ღირსებების შესახებ, ლამის უნახავად შემიყვარდა. გამოვკითხე ყველაფერი დაწვრილებით და ერთ დღეს "დაწესებულებაში" ვეწვიე.

- ოჯახი გაქვთ?

- მყავს ქმარი, შვილები - არა. უკვე 12 წელია, რაც გათხოვილი ვარ. იმასაც გეტყვით, რომ ჩემს ქმარს ქალები მოსვენებას არ აძლევენ. არც მე მაკლდა არაფერი. ფული, რამდენიც არ უნდა დამჭირვებოდა, ყოველთვის მქონდა. რაც შეეხება ინტიმურ მხარეს – სულ ვგრძნობდი, რომ ეს ის არ იყო, რაც მინდოდა. ტრადიციული, მამაპაპური სექსი არ მაკმაყოფილებდა. ქმარს ვერც გავუბედავდი ამის თქმას. გავიჩინე საყვარელი, მაგრამ ის მეუღლეზე უარესი აზიატი აღმოჩნდა. ზეზვასთან, რაც მაინტერესებდა, ყველაფერი განვიცადე და ყველა სექსუალური ოცნება ავიხდინე. სექსის ყველა საიდუმლოს მასთან ვეზიარე...

- ზეზვა, თუ ყოფილა შემთხვევა, კლიენტი უკან გაგებრუნებინოს?

- კი. ერთხელ, ვარ ჩემს ოთახში საწოლზე მოკალათებული და კლიენტს ველოდები. შემოვიდა ქალი და... უახლოესი მეგობრის ცოლი შემრჩა ხელში... თვითონ ხომ შეცბა, მაგრამ მეც ცივმა ოფლმა დამასხა. მას მალევე გაუარა დაბნეულობამ; ლოგინზე ჩამომიჯდა და მეკითხება; ეს შენზე ჰყვებიან ლეგენდებს? ცოტა ხანში, მოფერებაც დამიწყო... კინაღამ გავგიჟდი, "მამაშას" დავუძახე და ვუთხარი - ეს ქალი მომაშორეთ-მეთქი, აიბარგა და წავიდა.

- ამით იმის თქმა გინდა, რომ მეტისმეტად კეთილშობილი ხარ?

- თქვენი ირონია ჩემთვის სავსებით გასაგებია, მაგრამ კაცობაში და მეგობრობაში ბევრი ვერ შემედრება. მე თუ ასე ვცხოვრობ, ეს არ ნიშნავს, რომ კაცობაზე ხელი მაქვს აღებული. თქვენი აზრით, რომელი უფრო სავალალო სიტუაციაში ვართ – მე თუ ის ქალები, რომლებიც ფულს იხდიან იმისთვის, რომ ვინმემ "გაჟიმოს"? მეძავებსაც კი, იქით უხდიან ფულს...

- ცოლის მოყვანას არ აპირებ?

- გადაწყვეტილიც მქონდა, მაგრამ ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი, რომ ის გოგონა ჩემივე სურვილით დავკარგე და დღემდე მივტირი.

- იქნებ დაწვრილებით მოგვიყვე ეს ამბავი...

- ჩვენი "მამაშა" 42 წლის ქალი იყო. ერთხელ, შემოვიდა და მეუბნება: ვიღაც ახალი კლიენტია, მაგრამ თავის გამჟღავნება არ უნდა და ითხოვს, რომ თვალები აიხვიო და ოთახშიც სრული სიბნელე იყოსო... თავისი ხელით ამიხვია თვალები მუქი შარფით, სინათლე გამორთო და გავიდა. ცოტა ხანში, კარის გაღების ხმა გავიგონე; ოთახში სუნამოს სასიამოვნო სურნელი დადგა. ინტერესისგან ვკვდებოდი, მაგრამ რას ვიზამდი?!. მის ყველა სურვილს დავემორჩილე. ისე მეფერებოდა, თითქოს დიდი ხნის უნახავი საყვარელი ვიყავი. სამი საათი დაყო ჩემთან და ერთი სიტყვაც არ უთქვამს... იმ დღის შემდეგ სისტემატურად მოდიოდა. იმავე პერიოდში, ჩემს მობილურზე უცნობი გოგონა რეკავდა ხოლმე. ხმაზე ეტყობოდა, ასე, 18-20 წლის იქნებოდა. სიყვარულს მეფიცებოდა, შეხვედრას მთხოვდა. დავდთანხმდი. ანგელოზივით გოგონა მოვიდა პაემანზე. მეოთხე შეხვედრა სექსით დამთავრდა. ანგელოზივით სუფთა და უმწიკვლო აღმოჩნდა. მისთვის პირველი მამაკაცი მე ვიყავი. სულ მალე მოწონება და სიმპათია სიყვარულში გადაიზარდა. გარკვეული ხნის შემდეგ კი, გამომიტყდა, რომ ჩემი "მამაშას" შვილი ყოფილა. ჩვენს ურთიერთბას დედამისს გულდაგულ ვუმალავდით... ჩემი იდუმალი კლიენტი კი განაგრძობდა ჩემთან სიარულს. 6 თვე ისე გავიდა, მისი ხმა არ გამიგონია. ვხვდებოდი, რომ ამ ქალს გაგიჟებით ვუყვარდი. მოგეხსენებათ, თვალებახვეულ ადამიანს სხვა შეგრძნებები უმძაფრდება. ჩემს შემთხვევაში ყნოსვამ ითამაშა დიდი როლი. მისი სუნამოს სურნელს ყველგან ვცნობდი. ვისაც ეს სუნამო ჰქონდა ნაპკურები, ყველა ქალში მას ვეძებდი. იმიტომ კი არა, რომ მიყვარდა, - უბრალოდ, ცნობისმოყვარეობა მკლავდა. ერთმა ბედნიერმა თუ უბედურმა შემთხვევამ ამიხილა თვალი. ჩემს "მამაშას" ახალგაზრდა ძმა დაეღუპა. სამძიმარზე მისულმა, ჩემი შეყვარებული განზე გავიხმე, რომ დავლაპარაკებოდი. როდესაც მომიახლოვდა, ნაცნობი სუნამოს სუნმა შემიღიტინა ცხვირში. "ახალი სუნამო გასხია?" - ვკითხე.

- დედაჩემის ჩანთაში ვნახე და ცოტა მოვპარეო, - მითხრა. საშინელმა ეჭვმა შემიპყრო. მისთვის არაფერი მითქვამს, მაგრამ გადავწყვიტე, ფარდა ამეხადა საიდუმლოსთვის. მანამდე, იდუმალი ქალაბტონის მოთხოვნებს ყოველთვის პირნათლად ვასრულებდი და არასოდეს მიცდია, დადებული პირობა დამერღვია. ამჯერად კი, უეცრად თვალებიდან სახვევი მოვიძრე და ჩემს ლოგინში ჩემი "მამაშა" - ე.ი. ჩემი სასიდედრო შემრჩა... შემდეგ სხვა ქალაქში წავედი სამუშაოდ. შეყვარებულიც მივატოვე. დღემდე ვერ მოვსულვარ გონს. მზარავს იმის წარმოდგენა, რომ დედა-შვილთან ვინაწილებდი სარეცელს...

- ერთი სიტყვით, არგენტინული ტელესერიალის გმირივით დაგემართა. მომავალში რას აპირებ?

- ახლა იმ ქალაქიდანაც წამოვედი. ვერ ვიტყვი, რომელ ქალაქში ვიყავი, - იმდენად პატარაა, ყველა ერთმანეთს იცნობს, თბილისთანაც ახლოსაა... უახლოეს პერიოდში კი, საზღვარგარეთ წასვლას ვაპირებ. ასე მგონია, ადამიანი კი არა, სექს-მანქანა ვარ: ჩაუშვებ ფულს, "კნოპკაზე" თითს დააჭერ და ამუშავდება...

მარი ჯაფერიძე

ჟურნალი "გზა"

#15 11.04.2002

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია