აშშ-ის შტატ ტეხასის ადგილობრივ გაზეთში უჩვეულო განცხადება დაიბეჭდა. ცოლმა მოღალატე ქმარსა და მის ფეხმძიმე საყვარელს, საჯაროდ, გაზეთის საშუალებით ბედნიერება უსურვა.
ღალატს ცოლიცა და ქმარიც მალავს, ხოლო ჩრდილში ყოფნა ყველაზე მეტად მესამე პირს, საყვარელს სურს ხოლმე, მაგრამ სცენარი, რომელიც ცოლის წყალობით, ამ ოჯახის გარშემო განვითარდა, ძალიან უჩვეულოა. მეუღლემ განცხადებაში საყვარლისა და ქმრის სახელი და გვარი მიუთითა.
"მსურს შარა კორმიერსა და პატრიკ ბრაუნს მივულოცო. ისინი ბავშვს ელოდებიან. ვიმედოვნებ, ერთმანეთი ძალიან გიყვართ. ყოველთვის პატრიკის ცოლი, ტიმეშია ბრაუნი", - დაბეჭდა ქალმა მისალოც განცხადებაში.
განცხადება სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გავრცელდა და მომხმარებლების, განსაკუთრებით კი ქალების დიდი მოწონება დაიმსახურა.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.