ქუთაისში მყოფმა რუსმა ტურისტებმა პუტინის წინააღმდეგ აქცია დაგეგმეს

ქუთაისში მყოფმა რუსმა ტურისტებმა პუტინის წინააღმდეგ აქცია დაგეგმეს

ქუთაისში მყოფი რუსი ტურისტები, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გამართავენ. აქციის ორგანიზატორის თქმით, ის შეშფოთებულია პუტინის გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველზე ყირიმში რუსი სამხედროები შევიდნენ.

"პუტინო, დაანებე ჩვენს მეგობარ უკრაინელ ერს თავი. მე, როგორც რუსეთის სახელმწიფოს წარმომადგენელი, გამოვხატავ ჩემს აზრს და მოვუწოდებ პუტინს, რომ შეწყვიტოს უკრაინელი ხალხის დევნა. უკრაინა არის ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყანა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ 13:00 საათზე, ჩაის სახლ "ფოე-ფოეს" წინ გავმართოთ აქცია პლაკატებით ხელში", - აცხადებს აქციის ორგანიზატორი.

ქუთაისში დაგეგმილი აქციის რუსი ორგანიზატორი ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს, რადგან მისი თქმით, რუსეთში დაბრუნების დროს საზღვარზე პრობლემები შეექმნება.

წყარო: topnews.com.ge

topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა