პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე - მე დარწმუნება არ მჭირდება, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს
ილია მეორე - მე დარწმუნება არ მჭირდება, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს

სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს იმის­თვის, რომ ქვეყ­ნის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის იდეა გან­ხორ­ცი­ელ­დეს, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ დღეს სა­პატ­რი­არ­ქო­ში, გა­ფარ­თო­ე­ბი­სა და სა­მე­ზობ­ლო პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს კო­მი­სარ შტე­ფან ფუ­ლეს­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

ამ წუ­თებ­ში სა­პატ­რი­არ­ქო­ში პატ­რი­არ­ქი ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს კო­მი­სარ შტე­ფან ფუ­ლეს ხვდე­ბა. შეხ­ვედ­რის ნა­წი­ლი და­ხუ­რუ­ლია. შეხ­ვედ­რის და­სა­წყის­ში კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა და თა­ვის მხრივ შტე­ფან ფუ­ლემ ერ­თმა­ნეთს მი­მარ­თეს. შეხ­ვედ­რას ევ­რო­საბ­ჭოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ფი­ლიპ დი­მიტ­რო­ვი ეს­წრე­ბა.

შეხ­ვედ­რის და­სა­წყის­ში უწ­მინ­დეს­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და შტე­ფან ფუ­ლეს იმის­თვის, რომ გა­მო­ძებ­ნა დრო მას­თან შე­სახ­ვედ­რად და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლომ გა­მო­ი­ა­რა მძი­მე კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მი და კმა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მოთ­ქვა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლო ახლა მი­ე­მარ­თე­ბა ევ­რო­პუ­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბის­კენ.

"ჩვენ ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლე­ბი ვართ იმით, რომ სა­ქარ­თვე­ლო, რო­მელ­მაც გა­მო­ი­ა­რა მძი­მე კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მი, მი­ე­მარ­თე­ბა ევ­რო­პულ სტრუქ­ტუ­რებ­ში. ევ­რო­პის სტუქ­ტუ­რე­ბი არის ის ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­საც კარ­გად იც­ნო­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩვენ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო გახ­დეს სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი ამ დიდი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის. მინ­და ვთქვა, რომ ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია აბ­რკო­ლებს ამ პრო­ცესს. მინ­და და­გარ­წმუ­ნოთ თქვენ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რომ ეს იდეა გან­ხორ­ცი­ელ­დეს", - აღ­ნიშ­ნა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა.

უწ­მინ­დეს­მა მი­მარ­თა შტე­ფან ფუ­ლეს, რომ მის­თვის დღეს პრე­სი­დან გახ­და ცნო­ბი­ლი შტე­ფან ფუ­ლეს სურ­ვი­ლი, და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა პატ­რი­არ­ქი, სა­ქარ­თვე­ლო თა­ვი­სი ტრა­დი­ცი­ე­ბით, ფა­სე­უ­ლო­ბით გახ­დეს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი.

"მე მინ­და გი­თხრათ, რომ ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბა არ მჭირ­დე­ბა. მე დიდი ხა­ნია ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ. არის ისე­თი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ავ­რცე­ლე­ბენ ეკ­ლე­სი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ამ იდე­ას და ამით ალ­ბათ შო­უ­ლო­ბენ დახ­მა­რე­ბებს. თქვენ თვი­თონ დარ­წმუნ­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტი­სას. თქვენ დღეს ჩა­მობ­რძან­დით, გქონ­დათ შეხ­ვედ­რე­ბი, კი­დევ შეხ­ვდე­ბით სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს. ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ეს იდეა გან­ხორ­ცი­ელ­დეს", - აღ­ნიშ­ნა უწ­მინ­დეს­მა.

ამას­თან, პატ­რი­არ­ქმა დას­ძი­ნა, რომ რო­დე­საც სა­უ­ბა­რი ევ­რო­პის სტრუქ­ტუ­რებ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე, ეს არ ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო შე­ზღუ­დუ­ლია სხვა სტრუქ­ტუ­რებ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე. "მე იმე­დი მაქვს, რომ ის პრო­ცე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს ვი­თარ­დე­ბა ევ­რო­პა­ში, უკ­რა­ი­ნა­ში, კი­დევ ერთხელ მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხი გა­და­დე­ბუ­ლი იყოს შო­რე­ულ მო­მა­ვალ­ში. მე კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბას გიხ­დით თქვენ ჩა­მობ­რძა­ნე­ბი­სათ­ვის და იმე­დით ვუ­ყუ­რებთ ჩვენს მო­მა­ვალს", - აღ­ნიშ­ნა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ილია მეორე - მე დარწმუნება არ მჭირდება, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს

ილია მეორე - მე დარწმუნება არ მჭირდება, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს

საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის იდეა განხორციელდეს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს საპატრიარქოში, გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისარ შტეფან ფულესთან შეხვედრისას განაცხადა.

ამ წუთებში საპატრიარქოში პატრიარქი ევროკავშირის უმაღლეს კომისარ შტეფან ფულეს ხვდება. შეხვედრის ნაწილი დახურულია. შეხვედრის დასაწყისში კათოლიკოს-პატრიარქმა და თავის მხრივ შტეფან ფულემ ერთმანეთს მიმართეს. შეხვედრას ევროსაბჭოს წარმომადგენელი საქართველოში, ფილიპ დიმიტროვი ესწრება.

შეხვედრის დასაწყისში უწმინდესმა მადლობა გადაუხადა შტეფან ფულეს იმისთვის, რომ გამოძებნა დრო მასთან შესახვედრად და აღნიშნა, რომ საქართველომ გამოიარა მძიმე კომუნისტური რეჟიმი და კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ახლა მიემართება ევროპული სტრუქტურებისკენ.

"ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ იმით, რომ საქართველო, რომელმაც გამოიარა მძიმე კომუნისტური რეჟიმი, მიემართება ევროპულ სტრუქტურებში. ევროპის სტუქტურები არის ის ორგანიზაცია, რომელსაც კარგად იცნობენ საქართველოში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს სრულფასოვანი წევრი ამ დიდი ორგანიზაციის. მინდა ვთქვა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს საქართველოს ეკლესია აბრკოლებს ამ პროცესს. მინდა დაგარწმუნოთ თქვენ, რომ საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს იდეა განხორციელდეს", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

უწმინდესმა მიმართა შტეფან ფულეს, რომ მისთვის დღეს პრესიდან გახდა ცნობილი შტეფან ფულეს სურვილი, დაერწმუნებინა პატრიარქი, საქართველო თავისი ტრადიციებით, ფასეულობით გახდეს ევროკავშირის წევრი.

"მე მინდა გითხრათ, რომ ამაში დარწმუნება არ მჭირდება. მე დიდი ხანია ამაში დარწმუნებული ვარ. არის ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ავრცელებენ ეკლესიის საწინააღმდეგოდ ამ იდეას და ამით ალბათ შოულობენ დახმარებებს. თქვენ თვითონ დარწმუნდებით საქართველოში ვიზიტისას. თქვენ დღეს ჩამობრძანდით, გქონდათ შეხვედრები, კიდევ შეხვდებით სასულიერო პირებს, საზოგადოების წარმომადგენლებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იდეა განხორციელდეს", - აღნიშნა უწმინდესმა.

ამასთან, პატრიარქმა დასძინა, რომ როდესაც საუბარი ევროპის სტრუქტურებში გაწევრიანებაზე, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო შეზღუდულია სხვა სტრუქტურებში გაწევრიანებაზე. "მე იმედი მაქვს, რომ ის პროცესები, რომლებიც დღეს ვითარდება ევროპაში, უკრაინაში, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ არ შეიძლება ინტეგრაციის საკითხი გადადებული იყოს შორეულ მომავალში. მე კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით თქვენ ჩამობრძანებისათვის და იმედით ვუყურებთ ჩვენს მომავალს", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია