მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რისი გადაღება ჰქონდათ აკრძალული მაიდანზე ჟურნალისტებს და რა დაინახა ქეთი ქარდავამ ბერკუტელის ტელეფონში
რისი გადაღება ჰქონდათ აკრძალული მაიდანზე ჟურნალისტებს და რა დაინახა ქეთი ქარდავამ ბერკუტელის ტელეფონში

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის მა­ყუ­რე­ბელს უკ­რა­ი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს დიდი შრო­მი­სა და სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის ფა­სად ჟურ­ნა­ლის­ტი ქეთი ქარ­და­ვა აწ­ვდი­და, რო­მელ­საც არც დამ­ცა­ვი ჟი­ლე­ტი ეცვა და არც ქუდი ეხუ­რა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, შეძ­ლო და ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელს მის­ცა ისე­თი კად­რე­ბის ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რაც, წმინ­და ადა­მი­ა­ნუ­რი გა­გე­ბით, მის­თვის რთუ­ლად აღ­საქ­მე­ლი იყო. სა­ნამ ქეთი სა­ქარ­თვე­ლო­ში აქ­ტი­ურ ჟურ­ნა­ლის­ტი­კას და­უბ­რუნ­დე­ბო­და, ის ბრი­უ­სელ­ში "პირ­ვე­ლი არ­ხის" ევ­რო­პუ­ლი ბი­უ­როს­თვის მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ბი­უ­რო და­ი­ხუ­რა და ქე­თის დაბ­რუ­ნე­ბა მო­უხ­და. ჟურ­ნა­ლისტს მა­იდ­ნის ამ­ბე­ბის მო­სა­ყო­ლად შევ­ხვდით.

- ლატ­ვი­ის პრე­ზი­დენ­ტთან ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ მქონ­და შე­თან­ხმე­ბუ­ლი, მის ჩა­სა­წე­რად ვი­ყა­ვი წა­სუ­ლი რი­გა­ში. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ უკ­რა­ი­ნა­ში პე­რი­ო­დუ­ლად იძა­ბე­ბო­და სი­ტუ­ა­ცია, იმ კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში ჩვე­ნი კო­რეს­პონ­დენ­ტე­ბი­დან იქ არა­ვინ იყო, ვი­ფიქ­რეთ, არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ ხდე­ბო­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­რა­ი­ნის გავ­ლით უნდა ჩა­მოვფრე­ნი­ლი­ყა­ვი, 8 სა­ა­თი მქონ­და შუ­ა­ლე­დი და გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში გავ­სუ­ლი­ყა­ვი მა­ი­დან­ზე, ჩა­მე­წე­რა ხალ­ხი, მე­ნა­ხა, რა სი­ტუ­ა­ცია იყო და მერე მი­მე­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა წას­ვლა-დარ­ჩე­ნის შე­სა­ხებ. ჩავ­დგი თუ არა აე­რო­პორ­ტში ფეხი, იმ წუ­თას­ვე მივ­ხვდი, რომ იქ დავ­რჩე­ბო­დი. იმ დღეს რომ ვნა­ხე, ისე­თი ცა­რი­ე­ლი აე­რო­პორ­ტი არ­სად მი­ნა­ხავს. ტაქ­სის მძღოლ­მა რომ გა­ი­გო ჩვე­ნი წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სა­ხებ, ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და, მოგ­ვიყ­ვა ყვე­ლა­ფერს, რაც კი იცო­და, კარ­გი პრო­დი­უ­სე­რი­ვით მა­ი­დან­ზე მის­ვლამ­დე მოვ­ლე­ნე­ბის საქ­მის კურ­სში ჩაგ­ვა­ყე­ნა, ეცა­და, მაქ­სი­მა­ლუ­რად ახ­ლოს მი­ვეყ­ვა­ნეთ ცენ­ტრთან და სა­დამ­დეც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, მი­ვი­და კი­დეც. ბრძო­ლის ველ­ზე ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რით გა­და­ვე­დით, რომ და­ვი­ნა­ხე ეს გა­დამ­წვარ-გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი მა­ი­და­ნი, თავი კი­ნო­ში მე­გო­ნა. სას­ტუმ­რო­ში მი­უს­ვლე­ლად და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა. ყვე­ლა ჟურ­ნა­ლისტს ეცვა ჯავ­შან­ჟი­ლე­ტი, რო­მელ­საც "ტვ" ან "პრე­სა" ეწე­რა და ასე­ვე ეხუ­რათ ქუდი. მო­უმ­ზა­დებ­ლად მოვ­ხვდი კი­ევ­ში და ეკი­პი­რე­ბა არ მქონ­და, შე­სა­ბა­მი­სად, არც ჟი­ლე­ტი მეც­ვა და არც ქუდი მე­ხუ­რა. გარ­და ამი­სა, ჩაც­მუ­ლო­ბის მხრი­ვაც აქ­ცი­ის­თვის შე­უ­ფე­რებ­ლად ვი­ყა­ვი გა­მო­წყო­ბი­ლი, მეც­ვა ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი, შავი ქვე­და­ბო­ლო და პი­ჯა­კი. ჩემ­მა კო­ლე­გებ­მა რომ და­მი­ნა­ხეს, ხუმ­რობ­დნენ, აქ­ცი­ა­ზე კი არა, შენ მგო­ნი "ბაფ­ტა­ზე" ან "ოს­კა­რე­ბის" გა­სა­შუ­ქებ­ლად ხარ ჩა­მო­სუ­ლიო. ძა­ლი­ან მინ­დო­და, ბო­ტა­სი მე­ყი­და, მაგ­რამ მთელ ქა­ლაქ­ში არა­ფე­რი მუ­შა­ობ­და და ვე­რა­ფე­რი მო­ვა­ხერ­ხე. პირ­ვე­ლი ჩარ­თვის შემ­დეგ უამ­რა­ვი შე­ტყო­ბი­ნე­ბა მი­ვი­ღე, სა­დაც მწერ­დნენ, ფრთხი­ლად იყა­ვიო და მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, რა­ტომ არ მეც­ვა ჟი­ლე­ტი. სწო­რედ ამ მი­ზე­ზით ტე­ლე­ვი­ზია კა­ტე­გო­რი­უ­ლად მთხოვ­და უკან დაბ­რუ­ნე­ბას, მაგ­რამ ბო­ლომ­დე გა­ვუ­წიე წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა და იქ დავ­რჩი შა­ბა­თამ­დე, იქამ­დე, სა­ნამ მივ­ლი­ნე­ბა მქონ­და. კვი­რას კი რა­დამ ია­ნუ­კო­ვი­ჩი გა­და­ა­ყე­ნა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოს საკითხი კვლავ საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია - რას აცხადებენ დეპუტატები

რისი გადაღება ჰქონდათ აკრძალული მაიდანზე ჟურნალისტებს და რა დაინახა ქეთი ქარდავამ ბერკუტელის ტელეფონში

რისი გადაღება ჰქონდათ აკრძალული მაიდანზე ჟურნალისტებს და რა დაინახა ქეთი ქარდავამ ბერკუტელის ტელეფონში

საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს დიდი შრომისა და საკუთარი სიცოცხლის ფასად ჟურნალისტი ქეთი ქარდავა აწვდიდა, რომელსაც არც დამცავი ჟილეტი ეცვა და არც ქუდი ეხურა. მიუხედავად ამისა, შეძლო და ქართველ მაყურებელს მისცა ისეთი კადრების ნახვის შესაძლებლობა, რაც, წმინდა ადამიანური გაგებით, მისთვის რთულად აღსაქმელი იყო. სანამ ქეთი საქართველოში აქტიურ ჟურნალისტიკას დაუბრუნდებოდა, ის ბრიუსელში ''პირველი არხის'' ევროპული ბიუროსთვის მუშაობდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ბიურო დაიხურა და ქეთის დაბრუნება მოუხდა. ჟურნალისტს მაიდნის ამბების მოსაყოლად შევხვდით.

- ლატვიის პრეზიდენტთან ექსკლუზიური ინტერვიუ მქონდა შეთანხმებული, მის ჩასაწერად ვიყავი წასული რიგაში. იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინაში პერიოდულად იძაბებოდა სიტუაცია, იმ კონკრეტულ მომენტში ჩვენი კორესპონდენტებიდან იქ არავინ იყო, ვიფიქრეთ, არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა. საქართველოში უკრაინის გავლით უნდა ჩამოვფრენილიყავი, 8 საათი მქონდა შუალედი და გადავწყვიტეთ, რომ ამ დროის განმავლობაში გავსულიყავი მაიდანზე, ჩამეწერა ხალხი, მენახა, რა სიტუაცია იყო და მერე მიმეღო გადაწყვეტილება წასვლა-დარჩენის შესახებ. ჩავდგი თუ არა აეროპორტში ფეხი, იმ წუთასვე მივხვდი, რომ იქ დავრჩებოდი. იმ დღეს რომ ვნახე, ისეთი ცარიელი აეროპორტი არსად მინახავს. ტაქსის მძღოლმა რომ გაიგო ჩვენი წარმომავლობის შესახებ, ძალიან გაუხარდა, მოგვიყვა ყველაფერს, რაც კი იცოდა, კარგი პროდიუსერივით მაიდანზე მისვლამდე მოვლენების საქმის კურსში ჩაგვაყენა, ეცადა, მაქსიმალურად ახლოს მივეყვანეთ ცენტრთან და სადამდეც შესაძლებელი იყო, მივიდა კიდეც. ბრძოლის ველზე ფუნიკულიორით გადავედით, რომ დავინახე ეს გადამწვარ-განადგურებული მაიდანი, თავი კინოში მეგონა. სასტუმროში მიუსვლელად დავიწყეთ მუშაობა. ყველა ჟურნალისტს ეცვა ჯავშანჟილეტი, რომელსაც ''ტვ'' ან ''პრესა'' ეწერა და ასევე ეხურათ ქუდი. მოუმზადებლად მოვხვდი კიევში და ეკიპირება არ მქონდა, შესაბამისად, არც ჟილეტი მეცვა და არც ქუდი მეხურა. გარდა ამისა, ჩაცმულობის მხრივაც აქციისთვის შეუფერებლად ვიყავი გამოწყობილი, მეცვა ქუსლიანი ფეხსაცმელი, შავი ქვედაბოლო და პიჯაკი. ჩემმა კოლეგებმა რომ დამინახეს, ხუმრობდნენ, აქციაზე კი არა, შენ მგონი ''ბაფტაზე'' ან ''ოსკარების'' გასაშუქებლად ხარ ჩამოსულიო. ძალიან მინდოდა, ბოტასი მეყიდა, მაგრამ მთელ ქალაქში არაფერი მუშაობდა და ვერაფერი მოვახერხე. პირველი ჩართვის შემდეგ უამრავი შეტყობინება მივიღე, სადაც მწერდნენ, ფრთხილად იყავიო და მეკითხებოდნენ, რატომ არ მეცვა ჟილეტი. სწორედ ამ მიზეზით ტელევიზია კატეგორიულად მთხოვდა უკან დაბრუნებას, მაგრამ ბოლომდე გავუწიე წინააღმდეგობა და იქ დავრჩი შაბათამდე, იქამდე, სანამ მივლინება მქონდა. კვირას კი რადამ იანუკოვიჩი გადააყენა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები