შტეფან ფულე - ევროკავშირი საქართველოსგან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ ითხოვს

შტეფან ფულე - ევროკავშირი საქართველოსგან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ ითხოვს

ევროკავშირი საქართველოსგან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ ითხოვს, - ამ თემაზე განმარტება ევროკომისარმა შტეფან ფულემ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.

შტეფან ფულემ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების არსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დოკუმენტის გარშემო ბევრი დაუსაბუთებელი მითი არსებობს. ამ კონტექსტში, შტეფან ფულემ ერთსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხზეც გაამახვილა ყუდარღება.

"დასავლეთის სურვილი არ არის საქართველოს თავს უცხო ქვეყნის ფასეულობები მოახვიოს. საქართველოს თავისი ტრადიციები და ფასეულობები გააჩნია და ამის არავის უნდა ეშინოდეს. მაგალითად, ამბობენ, რომ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება ითხოვს ერთსქესიანთა ქორწინებას და ამის თავს მოხვევას. არაფერი ხელშეკრულებაში ასეთი არ არსებობს და ამგვარი კანონის მიღების ვალდებულება საქართველოს წინაშე არ დგას", - განაცხადა ფულემ.

ევროკომისრის განმარტებით, ერთადერთი მოთხოვნა, რაც ვიზალიბერალიზაციის პროცესს უკავშირდება, არის ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღება, რაც მისივე თქმით, ზოგადად, აუცილებელია ქვეყნებისთვის ადამიანის უფლებების დასაცავად.

"ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა არის გარანტია იმისა, რომ ადამიანებისათვის მოპყრობა არ იყოს დისკრიმინაციული სქესის, რასის, ეროვნების და სექსუალური ორიენტაციის მიხედვით", - აღნიშნა შტეფან ფულემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა