პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს მამა გაბრიელის დაბადების დღეა - ცხოვრების ეპიზოდები და სასწაული, რომელიც მისმა მკურნალმა ექიმმა იხილა
დღეს მამა გაბრიელის დაბადების დღეა - ცხოვრების ეპიზოდები და სასწაული, რომელიც მისმა მკურნალმა ექიმმა იხილა

დღეს წმინ­და ღირ­სი მამა გაბ­რი­ე­ლის და­ბა­დე­ბის დღეა. აღმსა­რე­ბე­ლი-სა­ლო­სი, ერის­კა­ცო­ბა­ში გო­დერ­ძი ვა­სი­ლის ძე ურ­გე­ბა­ძე, 1929 წლის 26 აგ­ვის­ტოს და­ი­ბა­და.

ბავ­შვო­ბა­ში მას გო­დერ­ძი ერ­ქვა და გვა­რად ურ­გე­ბა­ძე იყო. თა­ნა­ტო­ლებ­თან თა­მა­შის ნაც­ვლად, ქვე­ბის­გან პა­ტა­რა ეკ­ლე­სი­ებს აშე­ნებ­და და შიგ­ნით ასან­თის ღე­რებს ან­თებ­და. ამ­ბო­ბენ, - სკო­ლა­ში სწავ­ლით არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და, ოთხშა­ბათ­სა და პა­რას­კევს კი მუ­ცელს იტ­კი­ვებ­და, რათა მარ­ხვა შე­ე­ნა­ხაო. ქრის­ტეს სა­ხე­ლი პირ­ვე­ლად 7 წლის ასაკ­ში გა­უ­გია: შემ­თხვე­ვით, მე­ზობ­ლე­ბის კა­მათს შეს­წრე­ბია. თურ­მე, ერთს მე­ო­რის­თვის უთ­ქვამს, - ქრის­ტე­სა­ვით ჯვარს მაც­ვიო. პა­ტა­რა გო­დერ­ძის უკი­თხავს, - ქრის­ტე ვინ იყოო? - ეგ თუ გა­ინ­ტე­რე­სებს, ეკ­ლე­სი­ა­ში წადი და იქ გა­ი­გე­ბო...

მერე ყვე­ლას­გან მა­ლუ­ლად, 70 მა­ნე­თი შე­უგ­რო­ვე­ბია და "ქრის­ტეს ის­ტო­რი­ის" შე­სა­ძე­ნად ნავ­თლუ­ღის შე­რე­ულ ბაზ­რო­ბა­ზე წა­სუ­ლა. ბევ­რი უვ­ლია, მაგ­რამ წიგ­ნი ვერ­სად უპო­ვია. გულ­და­წყვე­ტილს შინ დაბ­რუ­ნე­ბა გა­ნუზ­რა­ხავს, რომ თეთ­რწვე­რა მო­ხუ­ცი გა­მო­ლა­პა­რა­კე­ბია. პა­ტა­რა გო­დერ­ძის იმ მო­ხუ­ცის­გან სა­ნატ­რე­ლი წიგ­ნი 70 მა­ნე­თად შე­უ­ძე­ნია, გა­ხა­რე­ბულს გულ­ში ჩა­უკ­რავს და ში­ნის­კენ გაქ­ცე­უ­ლა. ბაზ­რო­ბას რომ გა­მოს­ცდე­ნია, წიგ­ნის­თვის მა­შინ და­უ­ხე­დავს და "სა­ხა­რე­ბა" ამო­უ­კი­თხავს. უფიქ­რია, ეს ის წიგ­ნი არ იყო, რო­მე­ლიც უნ­დო­და და პატ­რო­ნის­თვის უკან დაბ­რუ­ნე­ბის მიზ­ნით, ბაზ­რო­ბა­ზე დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. იმ ად­გილ­ზე, სა­დაც წიგ­ნი იყი­და, სხვა ვაჭ­რე­ბი დახ­ვედ­რი­ან. უკი­თხავს, - აქ რომ მო­ხუ­ცი კაცი იდგა, სად წა­ვი­დაო? მაგ­რამ მის­თვის ვე­ღარ მი­უკვლე­ვია. ყვე­ლა ვა­ჭა­რი ერთი და იმა­ვეს უმე­ო­რებ­და: დღეს აქ მო­ხუ­ცი კაცი სა­ერ­თოდ არ მდგა­რაო... ეს ალ­ბათ მის ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდა­რი პირ­ვე­ლი სას­წა­უ­ლი იყო. წლე­ბის შემ­დეგ, სა­კუ­თარ ეზო­ში ნამ­დვი­ლი ეკ­ლე­სია აა­შე­ნა. გა­ნი­ცა­და დევ­ნა, შე­ვიწ­რო­ე­ბა, მაგ­რამ ქრის­ტეს გზი­დან არ გა­და­უხ­ვია. გო­დერ­ძი ურ­გე­ბა­ძე საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში პირ­ვე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირი იყო, რო­მე­ლიც ბე­რად აღიკ­ვე­ცა, სა­ეკ­ლე­სიო სა­ხე­ლით - ბერი გაბ­რი­ე­ლი.

სას­წა­უ­ლი მის ცხოვ­რე­ბა­შიც მრავ­ლად იყო და გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დე­გაც. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე სრულ­ყო­ფი­ლად ერთ სტა­ტი­ა­ში სა­უ­ბა­რი შე­უძ­ლე­ბე­ლია. წმინ­და­ნის შე­სა­ხებ მისი მკურ­ნა­ლი ექი­მი - ზუ­რაბ ვა­რა­ზი მოგ­ვი­თხრობს:

- მისი უწ­მინ­დე­სო­ბის აღ­საყ­დრე­ბის შემ­დეგ ეკ­ლე­სი­უ­რი გავ­ხდი და სი­ონ­ში სი­ა­რუ­ლი და­ვი­წყე. მა­შინ ტა­ძარ­ში გაბ­რი­ელ ბერს ხში­რად ვხე­დავ­დი, მაგ­რამ სა­ხე­ლი არ ვი­ცო­დი. ყუ­რა­დღე­ბას კე­თი­ლი თვა­ლე­ბით, გა­რეგ­ნო­ბით, შე­სა­მოს­ლით იპყრობ­და. ფრეს­კებ­ზე გა­მო­სა­ხულ წმინ­და­ნებს ჰგავ­და, გულ­ზე ხა­ტე­ბი­თა და ჯვრე­ბით. ის ზოგ­ჯერ ხატს უყუ­რებ­და და ტი­რო­და, ქა­და­გებ­და, ზოგ­ჯერ ხმა­მაღ­ლაც და­იყ­ვი­რებ­და ხოლ­მე. ცო­ტა­თი ში­შის მომ­გვრე­ლიც კი იყო. მრევ­ლი მის გარ­შე­მო იკ­რი­ბე­ბო­და, ის შუ­ა­ში იდგა და ქა­და­გებ­და. ხალ­ხი ლოც­ვა-კურ­თხე­ვას იღებ­და. თა­ვი­დან მი­ახ­ლე­ბის მრცხვე­ნო­და. მერე ძალა მო­ვიკ­რი­ბე და მი­ვე­დი, ჯვარ­ზე ვემ­თხვიე. თავ­ზე ხელი და­მა­დო, თით­ქოს და­მა­ჭი­რა და მი­თხრა: "ქრის­ტე ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოს და გა­კურ­თხოს!" გა­ვი­და დრო და 1994 წლის დამ­ლევს გა­ვი­გე, - მამა გაბ­რი­ელ­მა მცხე­თა­ში, სამ­თავ­როს მო­ნას­ტერ­ში ფეხი მო­ი­ტე­ხაო. ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ურ­თულ­და, წყალ­მან­კი ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­და, ჰა­ე­რის უკ­მა­რი­სო­ბა ჰქონ­და. მდგო­მა­რე­ო­ბა ექი­მის აქ­ტი­ურ ჩა­რე­ვას მო­ი­თხოვ­და, მაგ­რამ თა­ვად არა­ვის იკა­რებ­და. ერთ დღეს მას­თან ჩემი მე­უღ­ლის ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი - მა­ნა­ნა და ნატა ქურ­დო­ვა­ნი­ძე­ე­ბი ყო­ფი­ლან. უთ­ქვამთ: ექი­მი სიძე გვყავს, რო­მე­ლიც სა­პატ­რი­არ­ქო­ში მუ­შა­ობს, ათო­ნის მთა­ზეა ნამ­ყო­ფიო. მამა გაბ­რი­ელს უთ­ქვამს, - მშვი­დო­ბით მობ­რძან­დე­სო.

და­მი­კავ­შირ­დნენ თუ არა, აღარ და­მი­ყოვ­ნე­ბია, მცხე­თა­ში წა­ვე­დი. მისი კე­ლია შთამ­ბეჭ­და­ვი იყო: ყო­ველ მხა­რეს, სა­ი­თაც უნდა გა­გე­ხე­და, ხატი გახ­ლდათ დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი. იქვე პა­ტა­რა ტა­ბუ­რე­ტე­ბი ეწყო. თა­ვად ტახ­ტზე იწვა, შე­სა­მო­სე­ლი ემო­სა და უსათ­ნო­ე­სი, სან­თე­ლი­ვით ყვი­თე­ლი სახე ჰქონ­და. თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი იწვა. მი­ვუ­ახ­ლოვ­დი თუ არა, ვთხო­ვე, - მა­მაო, დამ­ლო­ცეთ-მეთ­ქი. შე­მომ­ხე­და, თავ­ზე ხელი და­მა­დო და, - ქრის­ტე ღმერ­თმა გა­კურ­თხო­სო! მერე დედა პა­რას­კე­ვას უთხრა: ნახე, ექი­მი მო­ვი­და და ჯერ ლოც­ვა-კურ­თხე­ვა აიღო. აქ ვინც შე­მო­დის, ყვე­ლა ექი­მი მე­უბ­ნე­ბა, - რო­გორ ხარ? მე კი ვპა­სუ­ხობ, - ბერი ვარ და რო­გორ უნდა ვიყო, ძა­ლი­ან კარ­გად ვარ-მეთ­ქი. ისი­ნი ეკ­ლე­სი­უ­რე­ბი არ არი­ან და ჩემ­თან საქ­მე არ აქ­ვთო! გა­სინ­ჯვის შემ­დეგ ავუხ­სე­ნი, რომ მუც­ლი­დან სი­თხის ამო­ღე­ბა იყო სა­ჭი­რო. თან­ხმო­ბა და კურ­თხე­ვა მომ­ცა. 10 ლიტ­რამ­დე სი­თხე ამო­ვი­ღე. მო­ეშ­ვა, ამო­ი­სუნ­თქა. შემ­დეგ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას არ მი­წევ­და, მე­მორ­ჩი­ლე­ბო­და. ეს პრო­ცე­დუ­რა რამ­დენ­ჯერ­მე გა­ვუ­მე­ო­რე. 9 თვის შემ­დეგ რა­ჭა­ში 1 კვი­რით მინ­დო­და წას­ვლა და მამა გაბ­რი­ელს და­ვე­თხო­ვე, მუ­ცელ­ში დრე­ნა­ჟი ჩა­ვუ­ყე­ნე, რო­მელ­საც სა­კე­ტი ჰქონ­და და ვთხო­ვე, სი­თხე თუ შე­გა­წუ­ხებთ, ეს სა­კე­ტი მო­ატ­რი­ა­ლეთ და გად­მო­იღ­ვრე­ბა-მეთ­ქი. გა­ე­ცი­ნა, - "კრან­ტი" და­მი­ყე­ნეო? 1 კვი­რის შემ­დეგ მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად რომ მი­ვე­დი, სი­თხე აღარ ჰქონ­და, ხე­ლე­ბი მაღ­ლა აა­პყრო და თქვა: უფალ­მა ამო­ი­ღოო. მას შემ­დეგ წყალ­მან­კით აღარ შე­წუ­ხე­ბუ­ლა.

- გარ­და იმი­სა, რომ მკურ­ნა­ლობ­დით, რას გე­ლა­პა­რა­კე­ბო­დათ?

- მამა გაბ­რი­ე­ლის­თვის სულ უნდა გეს­მი­ნა. მისი ყო­ვე­ლი სი­ტყვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, თით­ქოს სხვა გან­ზო­მი­ლე­ბი­დან ლა­პა­რა­კობ­და. რომ ვუს­მენ­დი, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ მამა გაბ­რი­ელს თე­ო­ლო­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა ჰქონ­და.

- მას მხო­ლოდ 6 კლა­სი ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

- ეს რომ გა­ვი­გე, გან­ვცვიფ­რდი. ფსალ­მუ­ნე­ბის, ლოც­ვე­ბის, წმინ­და წე­რი­ლე­ბის სი­ტყვე­ბით ლა­პა­რა­კობ­და.

- გან­ვლილ ცხოვ­რე­ბა­ზე რას გი­ამ­ბობ­დათ?

- ვერ ვბე­დავ­დი, რა­ი­მე მე­კი­თხა, მაგ­რამ ამ­ბებს თა­ვად ჰყვე­ბო­და. მას ჰქონ­და სა­ო­ცა­რი უნა­რი, - როცა კი­თხვის დას­მა მო­გინ­დე­ბო­და, თით­ქოს გრძნობ­და და უკი­თხა­ვად გპა­სუ­ხობ­და. გულ­თამ­ხი­ლა­ვი იყო. ბავ­შვთან ბავ­შვუ­რად ლა­პა­რა­კობ­და, კაც­თან - კა­ცუ­რად. დიდი სიბ­რძნე ჰქონ­და. კი­დევ ბევ­რი დროა სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ მისი ფე­ნო­მე­ნის შეს­წავ­ლა მოხ­დეს. მამა გაბ­რი­ე­ლი სა­ლო­სი იყო და იმ ურ­ჯუ­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­ლო­სის სა­მო­სელ­მაც და­იც­ვა. ერთ დღეს მი­ამ­ბო, რო­გორ დაწ­ვა ლე­ნი­ნის სუ­რა­თი, მერე ცე­ცხლმო­კი­დე­ბულ სუ­რათ­ზე რო­გორ შედ­გა და იცეკ­ვა. ამის გამო და­ა­პა­ტიმ­რეს. იხ­სე­ნებ­და, "კა­გე­ბე­ში" რომ წა­მიყ­ვა­ნეს, უკან 7 ავ­ტო­მა­ტი­ა­ნი კაცი მომ­ყვე­ბო­და. ვე­უბ­ნე­ბო­დი, - შვი­ლო, თქვენ ეშ­მა­კის­გან შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი ხართ, ხელ­ში ჯო­ხიც კი არ მი­ჭი­რავს და 7 ადა­მი­ანს რა უნდა გიქ­ნა­თო? კა­მე­რა­ში რომ შე­მიყ­ვა­ნეს, სა­მო­სე­ლი გამ­ხა­დეს, მა­ი­სუ­რის ამა­რა დამ­ტო­ვეს, ჯვრე­ბი და ხა­ტე­ბი ჩა­მო­მარ­თვეს. ვთხო­ვე, არ წა­ე­ღოთ; ვუ­მე­ო­რებ­დი, - ბერი ვარ-მეთ­ქი. მპა­სუ­ხობ­დნენ: ბერი კი არა, ხალ­ხის მტე­რი ხარ და მალე გა­გა­ნად­გუ­რებ­თო. კა­მე­რა­ში მარ­ტო დავ­რჩი. ლოც­ვის ჟამ­მა რომ მო­ა­წია, ვი­ფიქ­რე, - რა ვქნა-მეთ­ქი? და­ვი­ნა­ხე, კუ­თხე­ში ცო­ცხი იდო, მისი სა­ხე­ლუ­რი­დან 2 ღერო გა­მო­ვაძ­ვრე, გა­და­ვაჯ­ვა­რე­დი­ნე, მა­ი­სუ­რი­დან გა­მო­ღე­ბუ­ლი ძა­ფით შევ­კა­რი და ჯვა­რი გა­ვა­კე­თე. მერე ეს ჯვა­რი კუ­თხე­ში დავ­დე და ლოც­ვა და­ვი­წყე, მაგ­რამ ეშ­მა­კის მო­ცი­ქუ­ლი ჭუჭ­რუ­ტა­ნი­დან მით­ვალ­თვა­ლებ­და, საკ­ნის კარი გა­ა­ღო, შე­მო­ვი­და და ჯვა­რი წა­მარ­თვა, - აქ ლოც­ვა არ შე­იძ­ლე­ბაო. გავ­ბრაზ­დი, კე­დელ­თან დავ­დე­ქი, ხე­ლე­ბი გავ­შა­ლე და ვუ­თხა­რი, - მე თვი­თონ ჯვა­რი ვარ. აბა, მოდი, წა­მარ­თვი! ზე­დამ­ხედ­ველ­მა იფიქ­რა, რომ გიჟი ვი­ყა­ვი, გა­ვი­და და კარი მოა­ჯა­ხუ­ნაო. იხ­სე­ნებ­და: კო­მი­სი­ა­ზე გა­მა­ტა­რეს, უფ­რო­სო­ბა იყო შეკ­რე­ბი­ლი, მათ შო­რის - ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეც გახ­ლდათ. მან რომ და­მი­ნა­ხა, თქვა, ეს ადა­მი­ა­ნი სუ­ლი­ე­რად ავად­მყო­ფი თუ არის, ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში ამო­ვალ­პობთ, თუ არა და, სა­მა­გა­ლი­თოდ უნდა და­ი­სა­ჯო­სო. მამა გაბ­რი­ელს უპა­სუ­ხია, - ცოტა ხანი გა­ივ­ლის და მო­ე­დან­ზე ხელ­გაშ­ვე­რი­ლი ეშ­მა­კის ძეგლი რომ გიდ­გათ, თქვე­ნი ხე­ლით გად­მო­აგ­დებთ და მის ად­გილ­ზე ვარ­დებს დარ­გავ­თო. შე­ვარ­დნა­ძეს უთ­ქვამს: შენ მა­გას ვერ მო­ეს­წრე­ბიო. - მეც მო­ვეს­წრე­ბი და - შენ­ცო... ახლა მო­ვი­დეს შე­ვარ­დნა­ძე და მი­თხრას, - ასე მოხ­და თუ არა? მამა გაბ­რი­ელს ლე­ნი­ნის ძეგლის დამ­ხო­ბა ხილ­ვა­ში ჰქო­ნია ნა­ნა­ხი. ერთხელ ვუ­თხა­რი, ლოც­ვებ­ში რომ ამ­ბობთ, "ღვთივ­და­ცუ­ლი ერი ჩვე­ნი, მთავ­რო­ბა და მხედ­რო­ბა..." - ეს ლოც­ვა რამ­დე­ნად გულ­წრფე­ლია-მეთ­ქი? გა­ე­ღი­მა. მკი­თხა: სახ­ლში ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი ვინ არის, ვი­საც ყვე­ლა­ნი ეფე­რე­ბით? - ჩემი შვი­ლი, ნი­კო­ლო­ზი. - მის­თვის ხომ ლო­ცუ­ლობ? - რა თქმა უნდა! - გარ­შე­მო მე­ზობ­ლე­ბი ხომ გყავს: ზოგი კარ­გი, ზოგი ცუდი და ხომ ლო­ცუ­ლობ, რომ ყვე­ლა­ნი შენ­კენ სი­კე­თით მო­აქ­ციო? სა­ქარ­თვე­ლოს გარ­შე­მო მტრე­ბი ცხოვ­რო­ბენ, თვა­ლი ყვე­ლას ჩვენ­ზე უჭი­რავს, უნდა ვი­ლო­ცოთ, რომ ყვე­ლა­ნი სი­კე­თით მო­ექ­ცნენ და და­ლოც­ვი­ლო, ეს ერთი შე­ვარ­დნა­ძე რაღა გახ­და? ღმერ­თმა მა­გი­სი გული სი­კე­თით აავ­სოს, გო­ნე­ბა - სიბ­რძნით. სა­ერ­თოდ, მთავ­რო­ბა ღვთის­გან დაგ­ვედ­გი­ნე­ბა; რა ჩი­ტე­ბიც ვართ, ისე­თი გა­ლია გვაქვს. თქვენ გინ­დათ, პრე­ზი­დენ­ტი და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი იყოს და ეკ­ლე­სი­ა­ში რომ შეხ­ვალთ, წმინ­და ნი­კო­ლო­ზი და იო­ა­ნე ზე­დაზ­ნე­ლი მო­გე­გე­ბონ, ეგრე სად არის? ილო­ცეთ და ისეთ მთავ­რო­ბას მი­ი­ღებთ, რო­გორ­საც და­იმ­სა­ხუ­რებ­თო.

- მას ხილ­ვა აფხა­ზე­თის და­კარ­გა­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც ჰქონ­და, არა?

- მამა გაბ­რი­ე­ლი ამ­ბობ­და, - სა­ქარ­თვე­ლო ღვთის­მშობ­ლის ეზო-მა­მუ­ლია, სად წა­ი­ღე­ბენ? ალ­ბათ ღვთის­მშო­ბე­ლი ჩვენ­ზე გა­წყრაო. მერე ხილ­ვას იხ­სე­ნებ­და: 2 მხე­და­რი გა­მო­მე­ცხა­და და თეთრ სახ­ლში შე­მიყ­ვა­ნეს. ამ სახ­ლის ჭერ­ზე ხვრე­ლი იყო, იქი­დან სის­ხლი­ა­ნი პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი ცვი­ოდ­ნენ. და­ხო­ცი­ლი ბავ­შვე­ბის დიდი გრო­ვა იყო. ეს რომ ვნა­ხე, შევძრწუნ­დი და უეც­რად ხმა გა­ის­მა: მო­დის! მო­დის! უკან მი­ვი­ხე­დე და ღვთის­მშო­ბე­ლი მო­დი­ო­და, შო­რი­ახ­ლო დად­გა და მი­თხრა, ამ ხალ­ხის­თვის მე­ვედ­რე­ბით? მათ სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის სის­ხლში აქვთ ხე­ლე­ბი გას­ვრი­ლი. ღვთის­მშო­ბე­ლი გან­რის­ხე­ბუ­ლი გახ­ლდათ. პირ­ვე­ლად ვი­ხი­ლე და იცით, რო­გო­რი სა­ში­ში იყოო?! მა­შინ ყვე­ლას დაგ­ვა­ვა­ლა, და­წე­რეთ, ილა­პა­რა­კეთ, ლექ­ცი­ე­ბი ჩა­ა­ტა­რეთ, იქა­და­გეთ, ნუ­რა­ვინ გა­ი­კე­თებს აბორ­ტს - ეს მკვლე­ლო­ბაა; ერთი ბავ­შვიც რომ გა­დარ­ჩეს, იცო­დეთ, უფა­ლი გა­ცხო­ნებ­თო.

- სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალ­ზე რას ამ­ბობ­და?

- ეს ყვე­ლა­ფე­რი მშო­ბი­ა­რო­ბის პრო­ცესს ჰგავს, ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­დე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო გაბრ­წყინ­დე­ბაო. ან­ტიქ­რის­ტე დე­და­მი­წა­ზე ტახტს და­იდ­გამს, მაგ­რამ ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ მოხ­დე­ბაო. არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა, მო­რი­გი შეხ­ვედ­რის დროს, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვლა­პა­რა­კობ­დით. უეც­რად მამა გაბ­რი­ე­ლი გა­ი­რინ­და, თვა­ლე­ბი და ხე­ლე­ბი ხა­ტის­კენ აღა­პყრო, ასე გა­რინ­დე­ბუ­ლი 15 წუთი მა­ინც იდგა. ვი­ფიქ­რე, ცუ­დად ხომ არ არის-მეთ­ქი? დედა პა­რას­კე­ვამ მა­ნიშ­ნა, არ და­ე­ლა­პა­რა­კოო. გარ­კვე­უ­ლი ხნის შემ­დეგ შე­მომ­ხე­და და მი­თხრა, უფა­ლი მო­დის, მთე­ლი კოს­მო­სი ძრწის უფ­ლის წი­ნა­შე. მთავ­რდე­ბა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი არ­სე­ბო­ბა. ამ ხალ­ხს ჰგო­ნია, სულ დალ­ხე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა იქ­ნე­ბა. ამ ამ­ბავს თქვენ მო­ეს­წრე­ბით და მე კი თქვენს სიყ­ვა­რულს ღმერ­თთან ავი­ტა­ნო. იმა­საც ამ­ბობ­და, ხან­და­ხან უფა­ლი ძა­ლი­ან ახ­ლოს მო­დი­სო და ტი­რო­და. მე ერთი მორ­წმუ­ნე კაცი ვარ, ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცოდ­ვი­ლი ზურა ექი­მი. როცა იე­რუ­სა­ლიმ­ში ქრის­ტეს საფ­ლავ­ზე ვი­ყა­ვი, უფ­ლის სი­ახ­ლო­ვე იქ ვიგ­რძე­ნი. ხან­და­ხან უფა­ლი მარ­თლა ძა­ლი­ან ახ­ლოს მო­დის, გინ­დე­ბა იტი­რო და მის წი­ნა­შე გაქ­რე, - ათო­ნის მთა­ზე ყოფ­ნი­სას ასე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და. მამა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავ­ზე ხალ­ხი რწმე­ნით მი­დი­ო­და, ეს კი ქი­ლი­კის სა­გა­ნი გახ­და. ზოგი გა­კი­ცხეს, გა­ა­შა­ყი­რეს. რწმე­ნა ამ­შვე­ნებს ადა­მი­ა­ნებს და რა­ტომ უნდა და­უ­შა­ლო? მი­ვი­დეს და ილო­ცოს.

- მამა გაბ­რი­ელს სის­ხლი გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე აუ­ღეთ და წლე­ბის შემ­დეგ ისევ უხრწნე­ლია.

- ბო­ლოს ცუ­დად რომ იყო, გა­დავ­წყვი­ტე, სის­ხლის სა­კონ­ტრო­ლო ანა­ლი­ზი გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ვუ­თხა­რი, - სის­ხლი უნდა აგი­ღოთ-მეთ­ქი. მკი­თხა, - რათა? - ღვიძ­ლის ფუნ­ქცია უნდა გა­მო­ვიკ­ვლიო, ჰე­მოგ­ლო­ბი­ნი... - მე ეგ თქვე­ნი ჰე­მოგ­ლო­ბი­ნი სულ არ მა­ინ­ტე­რე­სებს. - მე მა­ინ­ტე­რე­სებს-მეთ­ქი. - ჰოდა, თუ გა­ინ­ტე­რე­სებს, თვი­თონ აი­ღეო, - გა­ე­ცი­ნა. ხელ­ზე მი­ვე­ფე­რე. - მამა გაბ­რი­ელ, ახლა რამე რომ შე­მე­შა­ლოს, სწო­რი დი­აგ­ნო­ზი ვერ და­გის­ვა და ცუ­დად გახ­დე, ამის­თვის ღმერ­თი დამ­სჯის და უარს ნუ მე­ტყვი-მეთ­ქი. - ეს რა მი­თხა­რი, აიღე რამ­დე­ნიც გინ­დაო და ხელი გა­მო­მი­წო­და. ისე მოხ­და, რომ სინ­ჯა­რა, რომ­ლი­თაც სის­ხლი მოგვქონ­და, ხე­ლი­დან გა­უ­ვარ­დათ და დიდი ნა­წი­ლი და­იღ­ვა­რა, მხო­ლოდ 2 გრა­მამ­დე დარ­ჩა. უკან ვე­ღარ მივ­ბრუნ­დი, პრო­ცე­დუ­რის ხელ­მე­ო­რედ ჩა­ტა­რე­ბას ვე­ღარ შევ­ბე­დავ­დი. თბი­ლის­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, მიკ­რო­ა­ნა­ლი­ზის გა­სა­კე­თებ­ლად ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ძებ­ნა და­ვი­წყე. სინ­ჯა­რა რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში შე­ი­ნა­ხეს. ამ ამ­ბი­დან მე­სა­მე დღეს მამა გაბ­რი­ე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. სინ­ჯა­რა აღარ გაგ­ვხსე­ნე­ბია. 4 წლის შემ­დეგ კო­ლე­გამ - ნა­თია არა­ბი­ძემ და­მი­რე­კა: მამა გაბ­რი­ე­ლის სის­ხლი უჯ­რაში რომ შე­ვი­ნა­ხეთ, ახლა ვი­პო­ვე, ისევ ისე­აო. ეს სას­წა­უ­ლია, ანა­ლი­ზი 2 ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ჩა­ვა­ტა­რეთ და ორი­ვე­გან ერ­თნა­ი­რი პა­სუ­ხი მი­ვი­ღეთ, - ახა­ლა­ღე­ბუ­ლი სის­ხლის თვი­სე­ბე­ბი ჰქონ­და, ჩვე­უ­ლებ­რივ შემ­თხვე­ვა­ში კი სის­ხლი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ ხრწნას იწყებს. მერე პა­თა­ნა­ტო­მი­ის კა­თედ­რა­ზე მი­ვე­დით და ეს ამ­ბა­ვი თა­მარ დე­კა­ნო­სი­ძეს ვუ­თხა­რით. - ასე­თი რამ არც წა­მი­კი­თხავს, არც მსმე­ნია და ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყოო.

- დღეს ეს სინ­ჯა­რა სად ინა­ხე­ბა?

- დედა პა­რას­კე­ვას­თან. თა­ვის დრო­ზე ეს ამ­ბა­ვი პატ­რი­არ­ქსაც მო­ვახ­სე­ნეთ. ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას არას­დროს ჩქა­რობს. თქვა, - და­ვაკ­ვირ­დეთ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ფე­ნო­მე­ნია და ასე სწრა­ფად დას­კვნას ნუ გა­ვა­კე­თებ­თო.

- მამა გაბ­რი­ელ­თან ცხოვ­რე­ბის უკა­ნას­კნელ წუ­თებ­შიც თქვენ იყა­ვით, თვა­ლე­ბი თქვენ და­უ­ხუ­ჭეთ...

- დღის 3 სა­ათ­ზე მი­ვე­დი. შე­წუ­ხე­ბუ­ლი იყო. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ჩა­ჭე­დი­ლი თი­ა­ქა­რი გახ­ლდათ. ეს მა­ნამ­დეც და­ე­მარ­თა, მაგ­რამ გა­ვუს­წო­რე, ოპე­რა­ცია არ დას­ჭირ­და. გან­მე­ო­რე­ბი­სას უფრო რთუ­ლად ჰქონ­და. ვუ­თხა­რი, - ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია-მეთ­ქი. - ამ კე­ლი­ი­დან არ გა­ვალ... 12 წლი­დან მოგ­დევ, უფა­ლო! და­ვი­ღა­ლე, ამო­ი­ღე სული, და­ლოც­ვი­ლოო! - თქვა და ამ სი­ტყვე­ბით მი­მა­ნიშ­ნა, რომ ჩემი, რო­გორც ექი­მის საქ­მე, იქ აღა­რა­ფე­რი იყო. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მას აგო­ნია ჰქონ­და, კვნე­სო­და და წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ხატს თვალს არ აშო­რებ­და. მისი მაჯა ხელ­ში მე­ჭი­რა. სა­ღა­მოს 9 სა­ა­თი იყო, როცა მიტ­რო­პო­ლი­ტი და­ნი­ე­ლი მობ­რძან­და და სუ­ლის გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი ლოც­ვა წა­უ­კი­თხა; რო­გორც კი კი­თხვა და­ას­რუ­ლა, მამა გაბ­რი­ელ­მა გა­მო­ი­ხე­და, გა­ი­ღი­მა და სული გა­ნუ­ტე­ვა. მი­სი­ვე ან­დერ­ძის თა­ნახ­მად, ჭი­ლოფ­ში გახ­ვე­უ­ლი და­იკ­რძა­ლა. გა­სულ კვი­რას მისი მო­ძღვრე­ბის საფ­ლა­ვე­ბი გა­იხ­სნა. მამა გაბ­რი­ე­ლი ამ­ბობ­და, - მამა გი­ორ­გის გულ­ზე სა­ხა­რე­ბა მე და­ვა­დე და რომ გახ­სნით, ისევ ისე დაგ­ხვდე­ბა­თო. მისი ეს წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბაც ახდა. მამა გაბ­რი­ელს თვა­ლე­ბი მე და­ვუ­ხუ­ჭე და საფ­ლა­ვი რომ გახ­სნეს, იქ დავ­ხვდი.

- მამა გაბ­რი­ე­ლი ბევ­რი ადა­მი­ა­ნის მე­ო­ხია, ბევ­რი სას­წა­უ­ლი მო­უხ­დე­ნია.

- თა­ვი­სი მად­ლის გა­რე­შე არც მე დამ­ტო­ვა. არ მინ­და შე­ვა­წუ­ხო, რამე ვთხო­ვო, მაგ­რამ რაც კი წა­მომ­ცდა, ყვე­ლა­ფე­რი შე­მის­რუ­ლა. ერთ შემ­თხვე­ვას გა­ვიხ­სე­ნებ: ჩემს მე­უღ­ლეს ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა აღ­მო­აჩ­ნდა. ოპე­რა­ცი­ის დღეს ჩემ­მა დამ და­მი­რე­კა, - კუ­ჭი­დან სის­ხლდე­ნა და­მე­მარ­თაო. მამა გაბ­რი­ელს ვთხო­ვე, ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და და და­მეხ­მა­რე-მეთ­ქი. მე­უღ­ლეს ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს, ჩემს დას წყლუ­ლი მო­უწ­ვეს, ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა და მამა გაბ­რი­ე­ლი იმ ღა­მეს­ვე გა­მო­მე­ცხა­და. და­ვი­ნა­ხე, ჩემ გვერ­დით სა­წოლ­ზე იწვა, თეთ­რი ზე­წა­რი ჰქონ­და გა­და­ფა­რე­ბუ­ლი. უც­ბად თვა­ლე­ბი გა­ა­ხი­ლა და მი­თხრა, - წყა­ლი და­მა­ლე­ვი­ნეო. სამ­ზა­რე­უ­ლო­დან წყა­ლი მი­ვუ­ტა­ნე. ჯერ ერთი ყლუ­პი მოს­ვა, მერე ჭიქა გა­მო­მარ­თვა და მთლი­ა­ნად და­ლია. მერე წა­მოჯ­და.

- ამ ყვე­ლა­ფერს ცხად­ში ხე­დავ­დით?

- დიახ. მერე ფეხ­ზე წა­მოდ­გა, თავ­ზე ხელი და­მა­დო და ისე დამ­ლო­ცა, რო­გორც პირ­ვე­ლად, - "ქრის­ტე ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოს და გა­კურ­თხოს!" ამ დროს ქუ­ჩი­დან ხალ­ხის გუ­გუ­ნის ხმა გა­ვი­გო­ნე: მამა გაბ­რი­ე­ლი აღ­სდგა! მამა გაბ­რი­ე­ლი აღ­სდგა! ბახ­ტრი­ონ­ზე ვცხოვ­რობ და რომ გა­და­ვი­ხე­დე, მთე­ლი ქუჩა ხალ­ხით იყო სავ­სე. ოთახ­ში რომ შევ­ბრუნ­დი, რა თქმა უნდა, მამა გაბ­რი­ე­ლი იქ აღარ დამ­ხვდა. მერე მის ხატ­თან სან­თე­ლი და­ვან­თე, დავ­მშვიდ­დი. ღა­მის 4 სა­ა­თი გახ­ლდათ. ამ ამ­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ ჩემი შვი­ლი სას­წავ­ლებ­ლად ლიტ­ვა­ში მი­ემ­გზავ­რე­ბო­და. ვურ­ჩიე, - ხა­ტებ­თან მიდი და კურ­თხე­ვა სთხო­ვე-მეთ­ქი. მი­თხრა, - ივე­რი­ის ღვთის­მშობ­ლის ხატ­ზე მი­რო­ნია გად­მო­სუ­ლიო. ვფიქ­რობ, მი­რო­ნი მა­შინ გად­მო­ვი­და, როცა მამა გაბ­რი­ე­ლის გა­მო­ცხა­დე­ბა მოხ­და. ხატ­ზე სამი მსხვი­ლი წვე­თი ახ­ლაც ეტყო­ბა, შემშრა­ლია.

- და­ბო­ლოს, რას გვე­ტყვით?

- მად­ლო­ბა უფალს, რომ მამა გაბ­რი­ე­ლის მკურ­ნა­ლი ექი­მი ვი­ყა­ვი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შეგ­რძნე­ბაა, როცა მარ­თლმა­დი­დებ­ლურ სამ­ყა­რო­ში არის ერთი წმინ­და­ნი, რო­მელ­საც შენ პი­რა­დად იც­ნობ­დი და ის შენი პა­ცი­ენ­ტი იყო, რო­მელ­საც ხე­ლით შე­ხე­ბი­ხარ. მამა გაბ­რი­ე­ლის მი­მართ ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი უფრო და უფრო იზ­რდე­ბა. ყვე­ლას უფა­ლი შე­გე­წი­ოთ!

- ამინ!

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

დღეს მამა გაბრიელის დაბადების დღეა - ცხოვრების ეპიზოდები და სასწაული, რომელიც მისმა მკურნალმა ექიმმა იხილა

დღეს მამა გაბრიელის დაბადების დღეა - ცხოვრების ეპიზოდები და სასწაული, რომელიც მისმა მკურნალმა ექიმმა იხილა

დღეს წმინდა ღირსი მამა გაბრიელის დაბადების დღეა. აღმსარებელი-სალოსი, ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე, 1929 წლის 26 აგვისტოს დაიბადა.

ბავშვობაში მას გოდერძი ერქვა და გვარად ურგებაძე იყო. თანატოლებთან თამაშის ნაცვლად, ქვებისგან პატარა ეკლესიებს აშენებდა და შიგნით ასანთის ღერებს ანთებდა. ამბობენ, - სკოლაში სწავლით არ გამოირჩეოდა, ოთხშაბათსა და პარასკევს კი მუცელს იტკივებდა, რათა მარხვა შეენახაო. ქრისტეს სახელი პირველად 7 წლის ასაკში გაუგია: შემთხვევით, მეზობლების კამათს შეს­წრებია. თურმე, ერთს მეორისთვის უთქვამს, - ქრისტესავით ჯვარს მაცვიო. პატარა გოდერძის უკითხავს, - ქრისტე ვინ იყოო? - ეგ თუ გაინტერესებს, ეკლესიაში წადი და იქ გაიგებო...

მერე ყველასგან მალულად, 70 მანეთი შეუგროვებია და "ქრისტეს ისტორიის" შესაძენად ნავთლუღის შერეულ ბაზრობაზე წასულა. ბევრი უვლია, მაგრამ წიგნი ვერსად უპოვია. გულდაწყვეტილს შინ დაბრუნება განუზრახავს, რომ თეთრწვერა მოხუცი გამოლაპარაკებია. პატარა გოდერძის იმ მოხუცისგან სანატრელი წიგნი 70 მანეთად შეუძენია, გახარებულს გულში ჩაუკრავს და შინისკენ გაქცეულა. ბაზრობას რომ გამოსცდენია, წიგნისთვის მაშინ დაუხედავს და "სახარება" ამოუკითხავს. უფიქრია, ეს ის წიგნი არ იყო, რომელიც უნდოდა და პატრონისთვის უკან დაბრუნების მიზნით, ბაზრობაზე დაბრუნებულა. იმ ადგილზე, სადაც წიგნი იყიდა, სხვა ვაჭრები დახვედრიან. უკითხავს, - აქ რომ მოხუცი კაცი იდგა, სად წავიდაო? მაგრამ მისთვის ვეღარ მიუკვლევია. ყველა ვაჭარი ერთი და იმავეს უმეორებდა: დღეს აქ მოხუცი კაცი საერთოდ არ მდგარაო... ეს ალბათ მის ცხოვრებაში მომხდარი პირველი სასწაული იყო. წლების შემდეგ, საკუთარ ეზოში ნამდვილი ეკლესია ააშენა. განიცადა დევნა, შევიწროება, მაგრამ ქრისტეს გზიდან არ გადაუხვია. გოდერძი ურგებაძე საბჭოთა კავშირში პირველი სასულიერო პირი იყო, რომელიც ბერად აღიკვეცა, საეკლესიო სახელით - ბერი გაბრიელი.

სასწაული მის ცხოვრებაშიც მრავლად იყო და გარდაცვალების შემდეგაც. ამ ყველაფერზე სრულყოფილად ერთ სტატიაში საუბარი შეუძლებელია. წმინდანის შესახებ მისი მკურნალი ექიმი - ზურაბ ვარაზი მოგვითხრობს:

- მისი უწმინდესობის აღსაყდრების შემდეგ ეკლესიური გავხდი და სიონში სიარული დავიწყე. მაშინ ტაძარში გაბრიელ ბერს ხშირად ვხედავდი, მაგრამ სახელი არ ვიცოდი. ყურადღებას კეთილი თვალებით, გარეგნობით, შესამოსლით იპყრობდა. ფრესკებზე გამოსახულ წმინდანებს ჰგავდა, გულზე ხატებითა და ჯვრებით. ის ზოგჯერ ხატს უყურებდა და ტიროდა, ქადაგებდა, ზოგჯერ ხმამაღლაც დაიყვირებდა ხოლმე. ცოტათი შიშის მომგვრელიც კი იყო. მრევლი მის გარშემო იკრიბებოდა, ის შუაში იდგა და ქადაგებდა. ხალხი ლოცვა-კურთხევას იღებდა. თავიდან მიახლების მრცხვენოდა. მერე ძალა მოვიკრიბე და მივედი, ჯვარზე ვემთხვიე. თავზე ხელი დამადო, თითქოს დამაჭირა და მითხრა: "ქრისტე ღმერთმა დაგლოცოს და გაკურთხოს!" გავიდა დრო და 1994 წლის დამლევს გავიგე, - მამა გაბრიელმა მცხეთაში, სამთავროს მონასტერში ფეხი მოიტეხაო. ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, წყალმანკი ჩამოუყალიბდა, ჰაერის უკმარისობა ჰქონდა. მდგომარეობა ექიმის აქტიურ ჩარევას მოითხოვდა, მაგრამ თავად არავის იკარებდა. ერთ დღეს მასთან ჩემი მეუღლის ბიძაშვილები - მანანა და ნატა ქურდოვანიძეები ყოფილან. უთქვამთ: ექიმი სიძე გვყავს, რომელიც საპატრიარქოში მუშაობს, ათონის მთაზეა ნამყოფიო. მამა გაბრიელს უთქვამს, - მშვიდობით მობრძანდესო.

დამიკავშირდნენ თუ არა, აღარ დამიყოვნებია, მცხეთაში წავედი. მისი კელია შთამბეჭდავი იყო: ყოველ მხარეს, საითაც უნდა გაგეხედა, ხატი გახლდათ დაბრძანებული. იქვე პატარა ტაბურეტები ეწყო. თავად ტახტზე იწვა, შესამოსელი ემოსა და უსათნოესი, სანთელივით ყვითელი სახე ჰქონდა. თვალდახუჭული იწვა. მივუახლოვდი თუ არა, ვთხოვე, - მამაო, დამლოცეთ-მეთქი. შემომხედა, თავზე ხელი დამადო და, - ქრისტე ღმერთმა გაკურთხოსო! მერე დედა პარასკევას უთხრა: ნახე, ექიმი მოვიდა და ჯერ ლოცვა-კურთხევა აიღო. აქ ვინც შემოდის, ყველა ექიმი მეუბნება, - როგორ ხარ? მე კი ვპასუხობ, - ბერი ვარ და როგორ უნდა ვიყო, ძალიან კარგად ვარ-მეთქი. ისინი ეკლესიურები არ არიან და ჩემთან საქმე არ აქვთო! გასინჯვის შემდეგ ავუხსენი, რომ მუცლიდან სითხის ამოღება იყო საჭირო. თანხმობა და კურთხევა მომცა. 10 ლიტრამდე სითხე ამოვიღე. მოეშვა, ამოისუნთქა. შემდეგ წინააღმდეგობას არ მიწევდა, მემორჩილებოდა. ეს პროცედურა რამდენჯერმე გავუმეორე. 9 თვის შემდეგ რაჭაში 1 კვირით მინდოდა წასვლა და მამა გაბრიელს დავეთხოვე, მუცელში დრენაჟი ჩავუყენე, რომელსაც საკეტი ჰქონდა და ვთხოვე, სითხე თუ შეგაწუხებთ, ეს საკეტი მოატრიალეთ და გადმოიღვრება-მეთქი. გაეცინა, - "კრანტი" დამიყენეო? 1 კვირის შემდეგ მოსანახულებლად რომ მივედი, სითხე აღარ ჰქონდა, ხელები მაღლა ააპყრო და თქვა: უფალმა ამოიღოო. მას შემდეგ წყალმანკით აღარ შეწუხებულა.

- გარდა იმისა, რომ მკურნალობდით, რას გელაპარაკებოდათ?

- მამა გაბრიელისთვის სულ უნდა გესმინა. მისი ყოველი სიტყვა მნიშვნელოვანი იყო, თითქოს სხვა განზომილებიდან ლაპარაკობდა. რომ ვუსმენდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ მამა გაბრიელს თეოლოგიური განათლება ჰქონდა.

- მას მხოლოდ 6 კლასი ჰქონდა დამთავრებული.

- ეს რომ გავიგე, განვცვიფრდი. ფსალმუნების, ლოცვების, წმინდა წერილების სიტყვებით ლაპარაკობდა.

- განვლილ ცხოვრებაზე რას გიამბობდათ?

- ვერ ვბედავდი, რაიმე მეკითხა, მაგრამ ამბებს თავად ჰყვებოდა. მას ჰქონდა საოცარი უნარი, - როცა კითხვის დასმა მოგინდებოდა, თითქოს გრძნობდა და უკითხავად გპასუხობდა. გულთამხილავი იყო. ბავშვთან ბავშვურად ლაპარაკობდა, კაცთან - კაცურად. დიდი სიბრძნე ჰქონდა. კიდევ ბევრი დროა საჭირო იმისთვის, რომ მისი ფენომენის შესწავლა მოხდეს. მამა გაბრიელი სალოსი იყო და იმ ურჯულო საზოგადოებაში სალოსის სამოსელმაც დაიცვა. ერთ დღეს მიამბო, როგორ დაწვა ლენინის სურათი, მერე ცეცხლმოკიდებულ სურათზე როგორ შედგა და იცეკვა. ამის გამო დააპატიმრეს. იხსენებდა, "კაგებეში" რომ წამიყვანეს, უკან 7 ავტომატიანი კაცი მომყვებოდა. ვეუბნებოდი, - შვილო, თქვენ ეშმაკისგან შეშინებულები ხართ, ხელში ჯოხიც კი არ მიჭირავს და 7 ადამიანს რა უნდა გიქნათო? კამერაში რომ შემიყვანეს, სამოსელი გამხადეს, მაისურის ამარა დამტოვეს, ჯვრები და ხატები ჩამომართვეს. ვთხოვე, არ წაეღოთ; ვუმეორებდი, - ბერი ვარ-მეთქი. მპასუხობდნენ: ბერი კი არა, ხალხის მტერი ხარ და მალე გაგანადგურებთო. კამერაში მარტო დავრჩი. ლოცვის ჟამმა რომ მოაწია, ვიფიქრე, - რა ვქნა-მეთქი? დავინახე, კუთხეში ცოცხი იდო, მისი სახელურიდან 2 ღერო გამოვაძვრე, გადავაჯვარედინე, მაისურიდან გამოღებული ძაფით შევკარი და ჯვარი გავაკეთე. მერე ეს ჯვარი კუთხეში დავდე და ლოცვა დავიწყე, მაგრამ ეშმაკის მოციქული ჭუჭრუტანიდან მითვალთვალებდა, საკნის კარი გააღო, შემოვიდა და ჯვარი წამართვა, - აქ ლოცვა არ შეიძლებაო. გავბრაზდი, კედელთან დავდექი, ხელები გავშალე და ვუთხარი, - მე თვითონ ჯვარი ვარ. აბა, მოდი, წამართვი! ზედამხედველმა იფიქრა, რომ გიჟი ვიყავი, გავიდა და კარი მოა­ჯახუნაო. იხსენებდა: კომისიაზე გამატარეს, უფროსობა იყო შეკრებილი, მათ შორის - ედუარდ შევარდნაძეც გახლდათ. მან რომ დამინახა, თქვა, ეს ადამიანი სულიერად ავადმყოფი თუ არის, ფსიქიატრიულში ამოვალპობთ, თუ არა და, სამაგალითოდ უნდა დაისაჯოსო. მამა გაბრიელს უპასუხია, - ცოტა ხანი გაივლის და მოედანზე ხელგაშვერილი ეშმაკის ძეგლი რომ გიდგათ, თქვენი ხელით გადმოაგდებთ და მის ადგილზე ვარდებს დარგავთო. შევარდნაძეს უთქვამს: შენ მაგას ვერ მოესწრებიო. - მეც მოვესწრები და - შენცო... ახლა მოვიდეს შევარდნაძე და მითხრას, - ასე მოხდა თუ არა? მამა გაბრიელს ლენინის ძეგლის დამხობა ხილვაში ჰქონია ნანახი. ერთხელ ვუთხარი, ლოცვებში რომ ამბობთ, "ღვთივდაცული ერი ჩვენი, მთავრობა და მხედრობა..." - ეს ლოცვა რამდენად გულწრფელია-მეთქი? გაეღიმა. მკითხა: სახლში ყველაზე საყვარელი ვინ არის, ვისაც ყველანი ეფერებით? - ჩემი შვილი, ნიკოლოზი. - მისთვის ხომ ლოცულობ? - რა თქმა უნდა! - გარშემო მეზობლები ხომ გყავს: ზოგი კარგი, ზოგი ცუდი და ხომ ლოცულობ, რომ ყველანი შენკენ სიკეთით მოაქციო? საქართველოს გარშემო მტრები ცხოვრობენ, თვალი ყველას ჩვენზე უჭირავს, უნდა ვილოცოთ, რომ ყველანი სიკეთით მოექცნენ და დალოცვილო, ეს ერთი შევარდნაძე რაღა გახდა? ღმერთმა მაგისი გული სიკეთით აავსოს, გონება - სიბრძნით. საერთოდ, მთავრობა ღვთისგან დაგვედგინება; რა ჩიტებიც ვართ, ისეთი გალია გვაქვს. თქვენ გინდათ, პრეზიდენტი დავით აღმაშენებელი იყოს და ეკლესიაში რომ შეხვალთ, წმინდა ნიკოლოზი და იოანე ზედაზნელი მოგეგებონ, ეგრე სად არის? ილოცეთ და ისეთ მთავრობას მიიღებთ, როგორსაც დაიმსახურებთო.

- მას ხილვა აფხაზეთის დაკარგავასთან დაკავშირებითაც ჰქონდა, არა?

- მამა გაბრიელი ამბობდა, - საქართველო ღვთისმშობლის ეზო-მამულია, სად წაიღებენ? ალბათ ღვთისმშობელი ჩვენზე გაწყრაო. მერე ხილვას იხსენებდა: 2 მხედარი გამომეცხადა და თეთრ სახლში შემიყვანეს. ამ სახლის ჭერზე ხვრელი იყო, იქიდან სისხლიანი პატარა ბავშვები ცვიოდნენ. დახოცილი ბავშვების დიდი გროვა იყო. ეს რომ ვნახე, შევძრწუნდი და უეცრად ხმა გაისმა: მოდის! მოდის! უკან მივიხედე და ღვთისმშობელი მოდიოდა, შორიახლო დადგა და მითხრა, ამ ხალხისთვის მევედრებით? მათ საკუთარი შვილების სისხლში აქვთ ხელები გასვრილი. ღვთისმშობელი განრისხებული გახლდათ. პირველად ვიხილე და იცით, როგორი საშიში იყოო?! მაშინ ყველას დაგვავალა, დაწერეთ, ილაპარაკეთ, ლექციები ჩაატარეთ, იქადაგეთ, ნურავინ გაიკეთებს აბორტს - ეს მკვლელობაა; ერთი ბავშვიც რომ გადარჩეს, იცოდეთ, უფალი გაცხონებთო.

- საქართველოს მომავალზე რას ამბობდა?

- ეს ყველაფერი მშობიარობის პროცესს ჰგავს, ყველაფერი დასრულდება და საქართველო გაბრწყინდებაო. ანტიქრისტე დედამიწაზე ტახტს დაიდგამს, მაგრამ ეს საქართველოში არ მოხდებაო. არასდროს დამავიწყდება, მორიგი შეხვედრის დროს, ჩვეულებრივად ვლაპარაკობდით. უეცრად მამა გაბრიელი გაირინდა, თვალები და ხელები ხატისკენ აღაპყრო, ასე გარინდებული 15 წუთი მაინც იდგა. ვიფიქრე, ცუდად ხომ არ არის-მეთქი? დედა პარასკევამ მანიშნა, არ დაელაპარაკოო. გარკვეული ხნის შემდეგ შემომხედა და მითხრა, უფალი მოდის, მთელი კოსმოსი ძრწის უფლის წინაშე. მთავრდება მატერიალური არსებობა. ამ ხალხს ჰგონია, სულ დალხენილი ცხოვრება იქნება. ამ ამბავს თქვენ მოესწრებით და მე კი თქვენს სიყვარულს ღმერთთან ავიტანო. იმასაც ამბობდა, ხანდახან უფალი ძალიან ახლოს მოდისო და ტიროდა. მე ერთი მორწმუნე კაცი ვარ, ერთი ჩვეულებრივი ცოდვილი ზურა ექიმი. როცა იერუსალიმში ქრისტეს საფლავზე ვიყავი, უფლის სიახლოვე იქ ვიგრძენი. ხანდახან უფალი მართლა ძალიან ახლოს მოდის, გინდება იტირო და მის წინაშე გაქრე, - ათონის მთაზე ყოფნისას ასეთი შეგრძნება მქონდა. მამა გაბრიელის საფლავზე ხალხი რწმენით მიდიოდა, ეს კი ქილიკის საგანი გახდა. ზოგი გაკიცხეს, გააშაყირეს. რწმენა ამშვენებს ადამიანებს და რატომ უნდა დაუშალო? მივიდეს და ილოცოს.

- მამა გაბრიელს სისხლი გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე აუღეთ და წლების შემდეგ ისევ უხრწნელია.

- ბოლოს ცუდად რომ იყო, გადავწყვიტე, სისხლის საკონტროლო ანალიზი გამეკეთებინა. ვუთხარი, - სისხლი უნდა აგიღოთ-მეთქი. მკითხა, - რათა? - ღვიძლის ფუნქცია უნდა გამოვიკვლიო, ჰემოგლობინი... - მე ეგ თქვენი ჰემოგლობინი სულ არ მაინტერესებს. - მე მაინტერესებს-მეთქი. - ჰოდა, თუ გაინტერესებს, თვითონ აიღეო, - გაეცინა. ხელზე მივეფერე. - მამა გაბრიელ, ახლა რამე რომ შემეშალოს, სწორი დიაგნოზი ვერ დაგისვა და ცუდად გახდე, ამისთვის ღმერთი დამსჯის და უარს ნუ მეტყვი-მეთქი. - ეს რა მითხარი, აიღე რამდენიც გინდაო და ხელი გამომიწოდა. ისე მოხდა, რომ სინჯარა, რომლითაც სისხლი მოგვქონდა, ხელიდან გაუვარდათ და დიდი ნაწილი დაიღვარა, მხოლოდ 2 გრამამდე დარჩა. უკან ვეღარ მივბრუნდი, პროცედურის ხელმეორედ ჩატარებას ვეღარ შევბედავდი. თბილისში რომ ჩამოვედი, მიკროანალიზის გასაკეთებლად ლაბორატორიის ძებნა დავიწყე. სინჯარა რესპუბლიკური საავადმყოფოს ლაბორატორიაში შეინახეს. ამ ამბიდან მესამე დღეს მამა გაბრიელი გარდაიცვალა. სინჯარა აღარ გაგვხსენებია. 4 წლის შემდეგ კოლეგამ - ნათია არაბიძემ დამირეკა: მამა გაბრიელის სისხლი უჯ­რაში რომ შევინახეთ, ახლა ვიპოვე, ისევ ისეაო. ეს სასწაულია, ანალიზი 2 ლაბორატორიაში ჩავატარეთ და ორივეგან ერთნაირი პასუხი მივიღეთ, - ახალაღებული სისხლის თვისებები ჰქონდა, ჩვეულებრივ შემთხვევაში კი სისხლი რამდენიმე საათის შემდეგ ხრწნას იწყებს. მერე პათანატომიის კათედრაზე მივედით და ეს ამბავი თამარ დეკანოსიძეს ვუთხარით. - ასეთი რამ არც წამიკითხავს, არც მსმენია და ვერც წარმომიდგენია, როგორ შეიძლება მომხდარიყოო.

- დღეს ეს სინჯარა სად ინახება?

- დედა პარასკევასთან. თავის დროზე ეს ამბავი პატრიარქსაც მოვახსენეთ. ის გადაწყვეტილების მიღებისას არასდროს ჩქარობს. თქვა, - დავაკვირდეთ, ძალიან საინტერესო ფენომენია და ასე სწრაფად დასკვნას ნუ გავაკეთებთო.

- მამა გაბრიელთან ცხოვრების უკანასკნელ წუთებშიც თქვენ იყავით, თვალები თქვენ დაუხუჭეთ...

- დღის 3 საათზე მივედი. შეწუხებული იყო. მისი გარდაცვალების მიზეზი ჩაჭედილი თიაქარი გახლდათ. ეს მანამდეც დაემართა, მაგრამ გავუსწორე, ოპერაცია არ დასჭირდა. განმეორებისას უფრო რთულად ჰქონდა. ვუთხარი, - ოპერაციის გაკეთება აუცილებელია-მეთქი. - ამ კელიიდან არ გავალ... 12 წლიდან მოგდევ, უფალო! დავიღალე, ამოიღე სული, დალოცვილოო! - თქვა და ამ სიტყვებით მიმანიშნა, რომ ჩემი, როგორც ექიმის საქმე, იქ აღარაფერი იყო. დღის განმავლობაში მას აგონია ჰქონდა, კვნესოდა და წმინდა ნიკოლოზის ხატს თვალს არ აშორებდა. მისი მაჯა ხელში მეჭირა. საღამოს 9 საათი იყო, როცა მიტროპოლიტი დანიელი მობრძანდა და სულის განმათავისუფლებელი ლოცვა წაუკითხა; როგორც კი კითხვა დაასრულა, მამა გაბრიელმა გამოიხედა, გაიღიმა და სული განუტევა. მისივე ანდერძის თანახმად, ჭილოფში გახვეული დაიკრძალა. გასულ კვირას მისი მოძღვრების საფლავები გაიხსნა. მამა გაბრიელი ამბობდა, - მამა გიორგის გულზე სახარება მე დავადე და რომ გახსნით, ისევ ისე დაგხვდებათო. მისი ეს წინასწარმეტყველებაც ახდა. მამა გაბრიელს თვალები მე დავუხუჭე და საფლავი რომ გახსნეს, იქ დავხვდი.

- მამა გაბრიელი ბევრი ადამიანის მეოხია, ბევრი სასწაული მოუხდენია.

- თავისი მადლის გარეშე არც მე დამტოვა. არ მინდა შევაწუხო, რამე ვთხოვო, მაგრამ რაც კი წამომცდა, ყველაფერი შემისრულა. ერთ შემთხვევას გავიხსენებ: ჩემს მეუღლეს ონკოლოგიური დაავადება აღმოაჩნდა. ოპერაციის დღეს ჩემმა დამ დამირეკა, - კუჭიდან სისხლდენა დამემართაო. მამა გაბრიელს ვთხოვე, ძალიან გამიჭირდა და დამეხმარე-მეთქი. მეუღლეს ოპერაცია გაუკეთეს, ჩემს დას წყლული მოუწვეს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მამა გაბრიელი იმ ღამესვე გამომეცხადა. დავინახე, ჩემ გვერდით საწოლზე იწვა, თეთრი ზეწარი ჰქონდა გადაფარებული. უცბად თვალები გაახილა და მითხრა, - წყალი დამალევინეო. სამზარეულოდან წყალი მივუტანე. ჯერ ერთი ყლუპი მოსვა, მერე ჭიქა გამომართვა და მთლიანად დალია. მერე წამოჯდა.

- ამ ყველაფერს ცხადში ხედავდით?

- დიახ. მერე ფეხზე წამოდგა, თავზე ხელი დამადო და ისე დამლოცა, როგორც პირველად, - "ქრისტე ღმერთმა დაგლოცოს და გაკურთხოს!" ამ დროს ქუჩიდან ხალხის გუგუნის ხმა გავიგონე: მამა გაბრიელი აღსდგა! მამა გაბრიელი აღსდგა! ბახტრიონზე ვცხოვრობ და რომ გადავიხედე, მთელი ქუჩა ხალხით იყო სავსე. ოთახში რომ შევბრუნდი, რა თქმა უნდა, მამა გაბრიელი იქ აღარ დამხვდა. მერე მის ხატთან სანთელი დავანთე, დავმშვიდდი. ღამის 4 საათი გახლდათ. ამ ამბიდან რამდენიმე თვის შემდეგ ჩემი შვილი სასწავლებლად ლიტვაში მიემგზავრებოდა. ვურჩიე, - ხატებთან მიდი და კურთხევა სთხოვე-მეთქი. მითხრა, - ივერიის ღვთისმშობლის ხატზე მირონია გადმოსულიო. ვფიქრობ, მირონი მაშინ გადმოვიდა, როცა მამა გაბრიელის გამოცხადება მოხდა. ხატზე სამი მსხვილი წვეთი ახლაც ეტყობა, შემშრალია.

- დაბოლოს, რას გვეტყვით?

- მადლობა უფალს, რომ მამა გაბრიელის მკურნალი ექიმი ვიყავი. განსაკუთრებული შეგრძნებაა, როცა მართლმადიდებლურ სამყაროში არის ერთი წმინდანი, რომელსაც შენ პირადად იცნობდი და ის შენი პაციენტი იყო, რომელსაც ხელით შეხებიხარ. მამა გაბრიელის მიმართ ჩემი სიყვარული უფრო და უფრო იზრდება. ყველას უფალი შეგეწიოთ!

- ამინ!

თამუნა კვინიკაძე

"საკუთარი შესაძლებლობების ყოველთვის მჯეროდა"  - ვინ არის ქართველი ავტოდიზაინერი, ვინც  NASA-ს, ასტრონავტების გადამყვანი, პროექტი შესთავაზა

მამაკაცი, რომელსაც მტკვარში ეძებდნენ, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს

საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა