პოლიტიკა
სამართალი

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამოცდა ხელბორკილით
გამოცდა ხელბორკილით

ამ­ბის თხრო­ბა ყო­ველ­თვის თუ არა, უმე­ტე­სად მა­ინც, შე­სავ­ლით იწყე­ბა, რათა მკი­თხველს გა­ვუკ­ვა­ლოთ გზა. ჰოდა, მინ­და, ჩემი ამ­ბა­ვიც მცი­რე შე­სავ­ლით და­ვი­წყო.

ის, ვინც სტუ­დენ­ტია ან ნას­ტუ­დენ­ტა­რი, კარ­გად უწყის, თუ რას გა­ნიც­დის აბი­ტუ­რი­ენ­ტი გა­მოც­დე­ბის დროს: ღელ­ვა, ნერ­ვი­უ­ლო­ბა, თვით­შე­ფა­სე­ბის და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და ეჭვი, რომ შე­იძ­ლე­ბა ვერ ჩა­ა­ბა­როს... მაგ­რამ შენ არ იცი, რას გა­ნიც­დის აბი­ტუ­რი­ენ­ტი, როცა ხელ­ში კა­ლა­მი უჭი­რავს, წინ სა­გა­მოც­დო სა­კი­თხე­ბით აჭ­რე­ლე­ბუ­ლი ფურ­ცლე­ბი უწყვია და ამავდრო­უ­ლად, ორი­ვე ხელ­ზე ცივი ბორ­კი­ლი ადევს. გა­მომ­ცდელ­თან ერ­თად, ორი­ო­დე მეტრში ბად­რა­გიც დგას. უზარ­მა­ზარ აუ­დი­ტო­რი­ა­ში მარ­ტო უზი­ხარ უამ­რავ მა­გი­დას შო­რის ერთ-ერთს. ეს უჩ­ვე­უ­ლო გა­მოც­დაა, გა­მოც­და ხელ­ბორ­კი­ლით!

"უნდა გა­უძ­ლო, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­უძ­ლო!.." -

სოფო ოსა­ძის წე­რი­ლე­ბი­დან

2010 წელი, 7 ივ­ნი­სი. აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­ნო­ბა.

აგ­რა­რუ­ლი ანუ სა­სოფ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტი აბი­ტუ­რი­ენ­ტთა მო­ლო­დინ­ში გა­რინ­დე­ბუ­ლა და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბით გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი ელო­დე­ბა ზა­რის და­რეკ­ვას, რათა მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის კი­დევ ერთი ნა­კა­დი ჩა­ი­ხუ­ტოს გულ­ში და შე­უ­ღოს ცოდ­ნის კარი.

მე სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფილ აუ­დი­ტო­რი­ა­ში ვზი­ვარ. ჩემ­გან სამ მეტრში სა­ბად­რა­გო სამ­სა­ხუ­რის სამი თა­ნამ­შრო­მე­ლი დგას (ორი ზის). ჯერ დამ­კვირ­ვე­ბე­ლი არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. და­ახ­ლო­ე­ბით ათ წუთ­ში ორი შეს­რულ­დე­ბა და აბი­ტუ­რი­ენ­ტთა რე­გის­ტრა­ცი­აც და­ი­წყე­ბა. სარ­კმელ­თან ვზი­ვარ, რომ­ლის მიღ­მა თა­ვი­სუფ­ლე­ბაა; ის სამ­ყა­როა, სა­დაც ბად­რა­გი არ გა­კონ­ტრო­ლებს, როცა გინ­და, ად­გე­ბი და დაწ­ვე­ბი, ჭამ ან და­ი­ძი­ნებ, და­წერ და წა­ი­კი­თხავ, ის­წავ­ლი ან არ ის­წავ­ლი, გა­ე­კი­დე­ბი ან თავს და­ა­ნე­ბებ, გეყ­ვა­რე­ბა ან შე­ა­ფურ­თხებ... მე­ში­ნია იქით გა­ხედ­ვის, მაგ­რამ მა­ინც გა­დავ­წიე ფარ­და და გა­რე­მოს მო­ვავ­ლე თვა­ლი. გული მო­მე­წუ­რა, სული შე­მი­გუბ­და და უჩ­ვე­უ­ლოდ, გა­მოც­დე­ბი­სათ­ვის უჩ­ვე­უ­ლოდ ავ­ღელ­დი.

გა­მოც­დე­ბი­სათ­ვის-მეთ­ქი, - იმი­ტომ აღ­ვნიშ­ნე, რომ ოთხი წლის წინ ჩა­ვა­ბა­რე ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი, სხვა­თა შო­რის, მა­ღალ დო­ნე­ზე და ჩა­ვი­რი­ცხე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, თა­ნაც - 100%-იანი სა­ხელ­მწი­ფო გრან­ტით. პირ­ვე­ლი კურ­სი წარ­მა­ტე­ბით და­ვამ­თავ­რე, მერე შარ­ში გა­ვეხ­ვიე და აი, ახლა აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვზი­ვარ და ზა­რის გაწკრი­ა­ლე­ბას ვე­ლო­დე­ბი. თავს ად­რინ­დე­ლი­ვით ლა­ღად ვე­ღარ ვგრძნობ, გული გა­მა­ლე­ბით მი­ცემს და ძარ­ღვებ­ში გა­მა­ვა­ლი სის­ხლის ჩქრი­ა­ლიც მეს­მის თით­ქოს. ხე­ლის თი­თებ­ზე სი­ცი­ვი­სა და და­ბუ­ჟე­ბის შეგ­რძნე­ბა მაქვს, ში­გა­და­შიგ თავ­ბრუც მეს­ხმის.

ზა­რის ხმაა. აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი მო­ა­წყდნენ აუ­დი­ტო­რი­ებს. და­ი­წყო ჟი­ვილ-ხი­ვი­ლი. თით­ქმის ყვე­ლა რა­ღაც­ნა­ი­რად შე­ფიქ­რი­ა­ნე­ბუ­ლი და და­ძა­ბუ­ლია, მაგ­რამ ვხე­დავ ისე­თებ­საც, სულ ცალ ფეხ­ზე რომ ჰკი­დი­ათ გა­მოც­დე­ბი; სა­ხე­ზე აწ­რი­ათ: "თუ გა­ვარ­ტყი, გა­ვარ­ტყი, თუ არა და, ერთი თქვე­ნი და გა­მოც­დე­ბის დე­დაც..."

ჩემი მა­გი­დი­დან მარ­ჯვნივ, ხუ­თი­ო­დე მეტრში კიბე ჩა­დის მი­წის­ქვე­შა სარ­თულ­ზე. იქ ალ­ბათ სა­პირ­ფა­რე­შოა, რად­გან აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბიც ჩა­დი­ან და დამ­კვირ­ვებ­ლე­ბიც, უკან კი ორი­ო­დე წუთ­ში ბრუნ­დე­ბი­ან. სამ წელ­ზე მე­ტია, რაც ამ­დე­ნი ლა­მა­ზი გო­გო­ნას­თვის არ შე­მივ­ლია თვა­ლი. ყვე­ლა ლა­მა­ზია! თით­ქოს ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი კი არა, სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სია. ვი­ფიქ­რე, - აბა, ერთ შე­უ­ხე­დავს მა­ინც თუ "გავ­ჩი­თავ"-მეთ­ქი? ვაკ­ვირ­დე­ბი, მაგ­რამ არ ჩანს. მო­უ­ლოდ­ნე­ლად, გო­გო­ნა შე­მო­ვი­და. სახე "დაპ­რიშ­ჩი­კე­ბუ­ლი"აქვს. გა­ვი­ფიქ­რე: აჰა, ესეც შენი გა­მო­ნაკ­ლი­სი, მაგ­რამ... რო­გორც სა­ხი­დან მზე­რა მის ტან­ზე, ამა­ყად გა­მოზ­ნე­ქილ მკერ­დზე, მერე კი მოტ­კე­ცი­ლე­ლას­ტი­კი­ან ფე­ხებ­ზე გა­და­ვი­ტა­ნე, გული ამიჩ­ქარ­და და ან­გა­რიშ­მი­უ­ცემ­ლად ავიქ­ნიე ხელი. ერთ-ერ­თმა ბად­რაგ­მა იფიქ­რა, - ეტყო­ბა, მიხ­მობ­სო და შე­მო­მიღ­რი­ნა: რა გინ­დაო?

მოკ­ლე კა­ბებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი თეთ­რი და ხორ­ბლის­ფე­რი, ლა­მა­ზკან­ჭე­ბი­ა­ნი გო­გო­ნე­ბის ცქე­რამ გული ამიჩ­ქა­რა. ზო­გი­ერთს ისე­თი მოტ­კე­ცი­ლი ჯინ­სის შარ­ვა­ლი აც­ვია, ნაძ­ლევს ჩა­მო­ვალ, გა­მო­ვიც­ნობ, რო­გო­რი და რა ფე­რის საც­ვა­ლი აც­ვია! ახლა ზე­და­ტა­ნე­ბი: ათი­დან ცხრას ღრმა დე­კოლ­ტე ან ტოპი აც­ვია. კი, გა­რეთ ცხე­ლა, მაგ­რამ... 4 წლის წინ ყვე­ლა ასე სექ­სუ­ა­ლუ­რად და გა­მომ­წვე­ვად არ მო­დი­ო­და გა­მოც­დებ­ზე.

ჩემ­კენ თით­ქმის არა­ვინ იხე­დე­ბა. თით­ქოს, იქ არც ვიყო და ეგ­რეც არის პრინ­ციპ­ში. დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ის გზა­ზე შემ­დგარ სა­ქარ­თვე­ლოს რა ვუ­თხა­რი, თო­რემ აქ რა მინ­დო­და სტა­ტუ­სით პა­ტი­მარს?.. ერთი-ორი აბი­ტუ­რი­ენ­ტი მაკ­ვირ­დე­ბა ან თითს ჩემ­კენ იშ­ვერს და გვერ­დით მდგომს რა­ღა­ცას ჩას­ჩურ­ჩუ­ლებს. ასე გო­გო­ნე­ბი იქ­ცე­ვი­ან, ბი­ჭებს კი თით­ქოს, რა­ღა­ცის ეში­ნი­ათ და თვალს მა­რი­დე­ბენ.

ადა­მი­ა­ნე­ბო, მე­გობ­რე­ბო, დებო, ძმე­ბო, დე­დე­ბო, მა­მე­ბო - მე მკვლე­ლი არ ვარ! ყა­ჩა­ღი არ ვარ! ქურ­დი არ ვარ! მე თქვე­ნი მე­გო­ბა­რი ვარ, მაგ­რამ გუ­შინ დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ო­ბი­სას ფეხი წა­მოვ­კა­რი ქვას და მუხ­ლი გა­და­ვიყვლი­ფე. სიმ­წრის­გან ხმას ვერ ვი­ღებ­დი და ცრემ­ლი მა­ინც არ ჩა­მო­მი­გორ­და. მა­შინ თქვენ­გან ხე­ლის გა­მოწ­ვდე­ნას ვე­ლო­დი, რათა ჩემი მტვრი­ა­ნი თი­თე­ბით ჩაგ­ჭი­დე­ბო­დით და წა­მოვმდგა­რი­ყა­ვი, თქვენ კი ზე­დაც არ შე­მომ­ხე­დეთ, ვი­თომც ვერ შე­მამ­ჩნი­ეთ. არა­და, მე თქვე­ნი მე­გო­ბა­რი ვარ, თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა მჭირ­დე­ბა! მინ­და ხელი გა­მო­მი­წო­დოთ და მე­მე­გობ­როთ!

აჰა, ეს ალ­ბათ ჩემი მეთ­ვალ­ყუ­რე იქ­ნე­ბა. ისე, ადა­მი­ა­ნე­ბი ბევრ რა­მე­ში ვი­ხარ­ჯე­ბით ტყუ­ი­ლუბ­რა­ლოდ. აი, თუნ­დაც, ჩემი მეთ­ვალ­ყუ­რის თუ დამ­კვირ­ვებ­ლის მა­გა­ლით­ზე გე­ტყვით: მას ამ სამ სა­ათ­ში (ეს ჩემ­თვის გან­კუთ­ვნი­ლი დროა სა­გა­მოც­დო სა­კი­თხე­ბის და­სა­წე­რად) ხომ უხ­დი­ან ფულს? არ ვიცი, რამ­დენს, მაგ­რამ უხ­დი­ან! ჰოდა, მას რისი გა­კე­თე­ბა ევა­ლე­ბა? - მე მი­ყუ­რებს. თქვე და­ლოც­ვი­ლე­ბო, რად მინ­და ამის თვალ­ყუ­რის დევ­ნე­ბა, როცა ისე­დაც, სამი მხარ­ბე­ჭი­ა­ნი ვაჟ­კა­ცი არ მა­ცი­ლებს მობ­რი­ა­ლე, ჩა­სის­ხლი­ა­ნე­ბულ თვა­ლებს. ამათ თავი რომ და­ვა­ნე­ბოთ, ვი­დე­ოთ­ვა­ლე­ბიც ხომ არის და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი? ერთი პირ­და­პირ სა­ხე­ში "შე­მომ­ცქე­რის", მე­ო­რე გვერ­დი­დან "მაკ­ვირ­დე­ბა"და კი­დევ ეს ქალი... ხომ შე­იძ­ლე­ბო­და, მას ეს სამი სა­ა­თი ბევ­რად ნა­ყო­ფი­ე­რად გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა?

ოცი წუთი მი­კი­თხავ­და ინ­სტრუქ­ცი­ას, ბო­ლოს თვი­თო­ნაც და­ი­ქან­ცა და მეც გა­დამ­ღა­ლა. თუმ­ცა, ამ ოცი წუ­თი­დან მის­თვის ხუთი წუ­თიც არ მის­მე­ნია, - ფიქ­რე­ბით სხვა­გან ვი­ყა­ვი; ჯერ მე­ლან­ქო­ლია მო­მე­ძა­ლა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე­ლან­ქო­ლი­კი სუ­ლაც არ ვარ. მზე­რა კი­დევ ერთხელ გა­მექ­ცა მზით აელ­ვა­რე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბის­კენ, რომ­ლე­ბიც თით­ქოს, სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით მო­ცულ ამ­ბავს უყ­ვე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს...

- ჩემი სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭ­ვით, ალექ­სან­დრე ახალ­კაც­მა და გი­ორ­გი გოგ­ნა­ძემ სწო­რედ ის ტე­ლე­ფო­ნი გა­ყი­დეს, რო­მე­ლიც... - "გა­ი­ზა­რუ­ნა"ჩემს ყუ­რებ­ში პრო­კუ­რო­რის სი­ტყვებ­მა. მზე­რა დამ­კვირ­ვე­ბელ ქალ­ზე გა­და­ვი­ტა­ნე, რად­გან მინ­დო­და მო­მე­ცი­ლე­ბი­ნა პრო­კუ­რორ­ზე ფიქ­რი და მისი სი­ტყვე­ბი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ხში­რად ჩა­მეს­მო­და ყურ­ში. არა­და, მან მშვე­ნივ­რად იცო­და, რომ იმ დღეს, როცა ტე­ლე­ფო­ნის გა­ყიდ­ვას მდებ­და ბრა­ლად, მე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში ვი­ყა­ვი...

2006 წელი. დე­კემ­ბრის უკა­ნას­კნე­ლი დღე­ე­ბი იყო. კი­დევ ერთი წე­ლი­წა­დი ხდე­ბო­და ის­ტო­რი­ის კუთ­ვნი­ლე­ბა! ეს წე­ლი­წა­დი საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო ჩემ­თვის, რად­გან სწო­რედ 2006-ში გავ­ხდი სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი, ამა­ვე წელს ჩემი მო­თხრო­ბა - "გა­დუ­მი­ლე­ბუ­ლი მე­გობ­რო­ბა"(პირ­ველ ვა­რი­ან­ტში უბ­რა­ლოდ "მე­გო­ბა­რი"ერ­ქვა) წლის სა­უ­კე­თე­სო მო­თხრო­ბად და­ა­სა­ხე­ლეს ერთ-ერთ ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურ­სზე. ჰოდა, იმ დღეს, როცა პრო­კუ­რო­რის თქმით, გა­ტა­ცე­ბუ­ლი ტე­ლე­ფო­ნი გავ­ყი­დე, მე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში ვი­ყა­ვი დე­დას­თან ერ­თად, სა­დაც ფუ­ლა­დი პრე­მია და სა­ჩუქ­რე­ბი მა­შინ­დელ­მა გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა, კახა ლო­მა­ი­ამ პი­რა­დად გად­მომ­ცა. მახ­სოვს, როცა მიკრო­ფონ­თან მი­ვე­დი და სი­ტყვა ვთქვი, დარ­ბაზ­ში სი­ცი­ლი ატყდა. ვთქვი, რომ გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში ლო­მა­ი­ას მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბი ძა­ლი­ან მომ­წონ­და და მა­შინ მარ­თლა ასე ვფიქ­რობ­დი. თუმ­ცა, რა­ტომ­ღაც იმა­საც ვგრძნობ­დი, რომ ძა­ლი­ან მალე ერთ-ერთი აქ­ტი­უ­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე გავ­ხდე­ბო­დი იმ რე­ფორ­მა­ტო­რე­ბის, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნას სის­ხლის­ფერ კა­ბას ჩა­აც­მევ­დნენ და რო­მელ­თათ­ვი­საც ადა­მი­ა­ნე­ბი უბ­რა­ლოდ, აღარ იარ­სე­ბებ­დნენ...

ვიდ­რე ინ­სტრუქ­ცი­ის კი­თხვას და­ი­წყებ­და, დამ­კვირ­ვე­ბელს ვუ­თხა­რი: ყვე­ლა­ფე­რი დაწ­ვრი­ლე­ბით ვიცი და ნუ გაწ­ვალ­დე­ბით-მეთ­ქი. - არ შე­იძ­ლე­ბა, უნდა წა­გი­კი­თხოო. ესეც თქვე­ნი ფორ­მა­ლო­ბე­ბი. კარ­გით, რა, ყვე­ლა­ფე­რი ისე­დაც გარ­კვე­ვით წე­რია სა­გა­მოც­დო ფურ­ცლებ­ზე და ამას თა­ვა­დაც წა­ვი­კი­თხავთ! ის მა­ინც აგ­რძე­ლებს კი­თხვას, მე ისევ "სხვა­გან"ვარ...

ორი დღე ვწერ­დი "გა­დუ­მი­ლე­ბულ მე­გობ­რო­ბას". ძი­რი­თა­დად, ღა­მით ვმუ­შა­ობ­დი. ვწერ­დი ნელა, დინ­ჯად; ხში­რად ვჩერ­დე­ბო­დი, ბოლ­თას ვცემ­დი, მერე ისევ ვჯდე­ბო­დი და ვაგ­რძე­ლებ­დი წე­რას. სა­დღაც მო­თხრო­ბის შუ­ა­წელ­ში ვი­ყა­ვი, პირ­ვე­ლად რომ ვი­ტი­რე. ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი ნა­ზის ამ­ბავს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის ჩემი ფან­ტა­ზი­ის ნა­ყო­ფი იყო. ბო­ლოს და ბო­ლოს, მას სი­ცო­ცხლე მე ვა­ჩუ­ქე და მევე უნდა წა­მერ­თმია მის­თვის სუნ­თქვის უფ­ლე­ბა, - ასე გა­დავ­წყვი­ტე მო­თხრო­ბის და­სა­წყის­ში­ვე, მაგ­რამ რამ­დენ­ჯერ­მე რომ ავ­ქვი­თინ­დი, ნაზი ლა­მის აღარ...

მო­თხრო­ბამ, რომ­ლის გა­მოც მი­ნის­ტრმა და­მა­ჯილ­დო­ვა, წა­მი­ე­რი კად­რი­ვით გა­იქ­რო­ლა ჩემ თვალ­წინ, ხოლო ჩემი იდი­ო­ტი (ამ სი­ტყვის არა დოს­ტო­ევ­სკი­სე­უ­ლი გან­სა­ზღვრე­ბით) ბრალ­მდე­ბე­ლი ამ­ბობ­და, რომ მე იმ დღეს გა­ტა­ცე­ბუ­ლი ტე­ლე­ფო­ნი გავ­ყი­დე...

"მი­ე­სა­ჯოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა!.."

- ალექ­სან­დრე, რა­ტომ არ იწყებთ წე­რას? - დამ­კვირ­ვებ­ლის ხმამ რე­ა­ლო­ბა­ში გად­მო­მის­რო­ლა და და­ფე­თე­ბუ­ლი ვეცი კა­ლამს.

დე­და­ლი­კა

ჩემი დამ­კვირ­ვე­ბე­ლი ორ­მო­ცი­ო­დე წლის ქა­ლია. მოკ­ლე შავი ქვე­და­ბო­ლო აც­ვია და გა­მომ­წვე­ვად მო­უ­ჩანს მსხვი­ლი ფე­ხე­ბი, რომ­ლის ხილ­ვა ჩემს გულს ბა­გა­ბუგს აწყე­ბი­ნებს. შავი თმა აქვს, გრძე­ლი პი­რი­სა­ხე და მოტ­კე­ცი­ლი დე­კოლ­ტე აც­ვია, რომ­ლი­და­ნაც ძუ­ძუს­თა­ვე­ბი ამა­ყად გა­მობ­ზეკ­ვია. წე­ღან ჩემს მხარს ოდ­ნავ შე­ე­ხო ძუ­ძუ­ე­ბით. მერე ჩემს მა­გი­დას­თან რომ წა­ი­ხა­რა, რა­ღაც მაჩ­ვე­ნა და მი­თხრა, მაგ­რამ მე არა­ფე­რი გა­მი­გო­ნია. ხშირ-ხში­რად ვა­პა­რებ თვალს მისი კერ­ტე­ბის­კენ... ორი­ო­დე წუთ­ში წე­რის და­წყე­ბის ნი­შან­საც მომ­ცემს. ბო­ლო­ჯერ შევ­ხე­დე მის ძუ­ძუ­ებს. გული გა­მა­ლე­ბით მი­ცემს და სის­ხლი სა­ხე­ზე მაწ­ვე­ბა. ვბრაზ­დე­ბი დე­გე­ნე­რატ ბად­რაგ­ზე, უტვი­ნოდ რომ ცდი­ლობს იტი­პოს. მან ჩათ­ვა­ლა, რომ ეს ქალი ნა­შაა და თა­ვის თა­ნამ­შრომ­ლებს ხმა­მაღ­ლა, უტიფ­რად ეუბ­ნე­ბა:

- აბა, ბი­ჭე­ბო, თუ იცით, ძველ­რუ­სუ­ლად რას ნიშ­ნავს "ნაშა"?

ნერ­ვე­ბი მეშ­ლე­ბა. სა­დღაც ყურ­მოკ­რუ­ლით უნდა იტი­პოს, მაგ­რამ სი­ტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბა კარ­გა­დაც არ ახ­სოვს. დამ­კვირ­ვე­ბელს ტუ­ჩის მარ­ჯვე­ნა კუ­თხე აუ­თა­მაშ­და. მე "ნაგ­ლად"გა­ვი­ღი­მე, რის პა­სუ­ხა­დაც თვა­ლე­ბის ბრი­ა­ლი მი­ვი­ღე ტრი­პა­ჩი ბად­რა­გის­გან.

ბოლო წუთი ზა­რის და­რეკ­ვამ­დე. მა­ლუ­ლად ვა­პა­რებ თვალს ქა­ლის მსხვი­ლი ბარ­ძა­ყე­ბის­კენ და ტან­ში ჟრუ­ან­ტე­ლი მივ­ლის. სა­ოც­რე­ბაა ქალი, ზო­გა­დად ქალი და არა მხო­ლოდ ეს - ყვე­ლა ქალი ასე­თია. მათ შე­უძ­ლი­ათ გა­გაღ­მერ­თონ, ცაში ზღვის ტალ­ღე­ბად გას­წავ­ლონ სი­ა­რუ­ლი და მე­ო­რე წამს მთე­ლი სხე­უ­ლით და­გა­ნარ­ცხონ ქვა-ღორღზე. ზარი ირე­კე­ბა. ღრმად ამო­ვი­სუნ­თქე და თა­მა­მად შევ­ხე­დე. ახ­ლა­ღა შე­ვამ­ჩნიე რომ მა­ი­სურ­ზე პა­ტა­რა ბა­რა­თი აქვს მიბ­ნე­უ­ლი, რო­მელ­საც შა­ვად აწე­რია: "დე­და­ლი­კა". ეს ალ­ბათ მისი სა­ხე­ლია.

ალექ­სან­დრე ახალ­კა­ცი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გამოცდა ხელბორკილით

გამოცდა ხელბორკილით

ამბის თხრობა ყოველთვის თუ არა, უმეტესად მაინც, შესავლით იწყება, რათა მკითხველს გავუკვალოთ გზა. ჰოდა, მინდა, ჩემი ამბავიც მცირე შესავლით დავიწყო.

ის, ვინც სტუდენტია ან ნასტუდენტარი, კარგად უწყის, თუ რას განიცდის აბიტურიენტი გამოცდების დროს: ღელვა, ნერვიულობა, თვითშეფასების დაბალი მაჩვენებელი და ეჭვი, რომ შეიძლება ვერ ჩააბაროს... მაგრამ შენ არ იცი, რას განიცდის აბიტურიენტი, როცა ხელში კალამი უჭირავს, წინ საგამოცდო საკითხებით აჭრელებული ფურცლები უწყვია და ამავდროულად, ორივე ხელზე ცივი ბორკილი ადევს. გამომცდელთან ერთად, ორიოდე მეტრში ბადრაგიც დგას. უზარმაზარ აუდიტორიაში მარტო უზიხარ უამრავ მაგიდას შორის ერთ-ერთს. ეს უჩვეულო გამოცდაა, გამოცდა ხელბორკილით!

"უნდა გაუძლო, აუცილებლად უნდა გაუძლო!.." -

სოფო ოსაძის წერილებიდან

2010 წელი, 7 ივნისი. აგრარული უნივერსიტეტის შენობა.

აგრარული ანუ სასოფლო უნივერსიტეტი აბიტურიენტთა მოლოდინში გარინდებულა და გულშემატკივრებით გარშემორტყმული ელოდება ზარის დარეკვას, რათა მომავალი თაობის კიდევ ერთი ნაკადი ჩაიხუტოს გულში და შეუღოს ცოდნის კარი.

მე სპეციალურად გამოყოფილ აუდიტორიაში ვზივარ. ჩემგან სამ მეტრში საბადრაგო სამსახურის სამი თანამშრომელი დგას (ორი ზის). ჯერ დამკვირვებელი არ გამოჩენილა. დაახლოებით ათ წუთში ორი შესრულდება და აბიტურიენტთა რეგისტრაციაც დაიწყება. სარკმელთან ვზივარ, რომლის მიღმა თავისუფლებაა; ის სამყაროა, სადაც ბადრაგი არ გაკონტროლებს, როცა გინდა, ადგები და დაწვები, ჭამ ან დაიძინებ, დაწერ და წაიკითხავ, ისწავლი ან არ ისწავლი, გაეკიდები ან თავს დაანებებ, გეყვარება ან შეაფურთხებ... მეშინია იქით გახედვის, მაგრამ მაინც გადავწიე ფარდა და გარემოს მოვავლე თვალი. გული მომეწურა, სული შემიგუბდა და უჩვეულოდ, გამოცდებისათვის უჩვეულოდ ავღელდი.

გამოცდებისათვის-მეთქი, - იმიტომ აღვნიშნე, რომ ოთხი წლის წინ ჩავაბარე ერთიანი ეროვნული გამოცდები, სხვათა შორის, მაღალ დონეზე და ჩავირიცხე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობებზე, თანაც - 100%-იანი სახელმწიფო გრანტით. პირველი კურსი წარმატებით დავამთავრე, მერე შარში გავეხვიე და აი, ახლა აგრარულ უნივერსიტეტში ვზივარ და ზარის გაწკრიალებას ველოდები. თავს ადრინდელივით ლაღად ვეღარ ვგრძნობ, გული გამალებით მიცემს და ძარღვებში გამავალი სისხლის ჩქრიალიც მესმის თითქოს. ხელის თითებზე სიცივისა და დაბუჟების შეგრძნება მაქვს, შიგადაშიგ თავბრუც მესხმის.

ზარის ხმაა. აბიტურიენტები მოაწყდნენ აუდიტორიებს. დაიწყო ჟივილ-ხივილი. თითქმის ყველა რაღაცნაირად შეფიქრიანებული და დაძაბულია, მაგრამ ვხედავ ისეთებსაც, სულ ცალ ფეხზე რომ ჰკიდიათ გამოცდები; სახეზე აწრიათ: "თუ გავარტყი, გავარტყი, თუ არა და, ერთი თქვენი და გამოცდების დედაც..."

ჩემი მაგიდიდან მარჯვნივ, ხუთიოდე მეტრში კიბე ჩადის მიწისქვეშა სართულზე. იქ ალბათ საპირფარეშოა, რადგან აბიტურიენტებიც ჩადიან და დამკვირვებლებიც, უკან კი ორიოდე წუთში ბრუნდებიან. სამ წელზე მეტია, რაც ამდენი ლამაზი გოგონასთვის არ შემივლია თვალი. ყველა ლამაზია! თითქოს ეროვნული გამოცდები კი არა, სილამაზის კონკურსია. ვიფიქრე, - აბა, ერთ შეუხედავს მაინც თუ "გავჩითავ"-მეთქი? ვაკვირდები, მაგრამ არ ჩანს. მოულოდნელად, გოგონა შემოვიდა. სახე "დაპრიშჩიკებული"აქვს. გავიფიქრე: აჰა, ესეც შენი გამონაკლისი, მაგრამ... როგორც სახიდან მზერა მის ტანზე, ამაყად გამოზნექილ მკერდზე, მერე კი მოტკეცილელასტიკიან ფეხებზე გადავიტანე, გული ამიჩქარდა და ანგარიშმიუცემლად ავიქნიე ხელი. ერთ-ერთმა ბადრაგმა იფიქრა, - ეტყობა, მიხმობსო და შემომიღრინა: რა გინდაო?

მოკლე კაბებში გამოწყობილი თეთრი და ხორბლისფერი, ლამაზკანჭებიანი გოგონების ცქერამ გული ამიჩქარა. ზოგიერთს ისეთი მოტკეცილი ჯინსის შარვალი აცვია, ნაძლევს ჩა­მოვალ, გამოვიცნობ, როგორი და რა ფერის საცვალი აცვია! ახლა ზედატანები: ათიდან ცხრას ღრმა დეკოლტე ან ტოპი აცვია. კი, გარეთ ცხელა, მაგრამ... 4 წლის წინ ყველა ასე სექსუალურად და გამომწვევად არ მოდიოდა გამოცდებზე.

ჩემკენ თითქმის არავინ იხედება. თითქოს, იქ არც ვიყო და ეგრეც არის პრინციპში. დემოკრატიზაციის გზაზე შემდგარ საქართველოს რა ვუთხარი, თორემ აქ რა მინდოდა სტატუსით პატიმარს?.. ერთი-ორი აბიტურიენტი მაკვირდება ან თითს ჩემკენ იშვერს და გვერდით მდგომს რაღაცას ჩასჩურჩულებს. ასე გოგონები იქცევიან, ბიჭებს კი თითქოს, რაღაცის ეშინიათ და თვალს მარიდებენ.

ადამიანებო, მეგობრებო, დებო, ძმებო, დედებო, მამებო - მე მკვლელი არ ვარ! ყაჩაღი არ ვარ! ქურდი არ ვარ! მე თქვენი მეგობარი ვარ, მაგრამ გუშინ დიდი სიჩქარით მოძრაობისას ფეხი წამოვკარი ქვას და მუხლი გადავიყვლიფე. სიმწრისგან ხმას ვერ ვიღებდი და ცრემლი მაინც არ ჩამომიგორდა. მაშინ თქვენგან ხელის გამოწვდენას ველოდი, რათა ჩემი მტვრიანი თითებით ჩაგჭიდებოდით და წამოვმდგარიყავი, თქვენ კი ზედაც არ შემომხედეთ, ვითომც ვერ შემამჩნიეთ. არადა, მე თქვენი მეგობარი ვარ, თქვენი დახმარება მჭირდება! მინდა ხელი გამომიწოდოთ და მემეგობროთ!

აჰა, ეს ალბათ ჩემი მეთვალყურე იქნება. ისე, ადამიანები ბევრ რამეში ვიხარჯებით ტყუილუბრალოდ. აი, თუნდაც, ჩემი მეთვალყურის თუ დამკვირვებლის მაგალითზე გეტყვით: მას ამ სამ საათში (ეს ჩემთვის განკუთვნილი დროა საგამოცდო საკითხების დასაწერად) ხომ უხდიან ფულს? არ ვიცი, რამდენს, მაგრამ უხდიან! ჰოდა, მას რისი გაკეთება ევალება? - მე მიყურებს. თქვე დალოცვილებო, რად მინდა ამის თვალყურის დევნება, როცა ისედაც, სამი მხარბეჭიანი ვაჟკაცი არ მაცილებს მობრიალე, ჩასისხლიანებულ თვალებს. ამათ თავი რომ დავანებოთ, ვიდეოთვალებიც ხომ არის დამონტაჟებული? ერთი პირდაპირ სახეში "შემომცქერის", მეორე გვერდიდან "მაკვირდება"და კიდევ ეს ქალი... ხომ შეიძლებოდა, მას ეს სამი საათი ბევრად ნაყოფიერად გამოეყენებინა?

ოცი წუთი მიკითხავდა ინსტრუქციას, ბოლოს თვითონაც დაიქანცა და მეც გადამღალა. თუმცა, ამ ოცი წუთიდან მისთვის ხუთი წუთიც არ მისმენია, - ფიქრებით სხვაგან ვიყავი; ჯერ მელანქოლია მომეძალა, მიუხედავად იმისა, რომ მელანქოლიკი სულაც არ ვარ. მზერა კიდევ ერთხელ გამექცა მზით აელვარებული შენობებისკენ, რომლებიც თითქოს, საიდუმლოებით მოცულ ამბავს უყვებოდნენ ერთმანეთს...

- ჩემი საფუძვლიანი ეჭვით, ალექსანდრე ახალკაცმა და გიორგი გოგნაძემ სწორედ ის ტელეფონი გაყიდეს, რომელიც... - "გაიზარუნა"ჩემს ყურებში პროკურორის სიტყვებმა. მზერა დამკვირვებელ ქალზე გადავიტანე, რადგან მინდოდა მომეცილებინა პროკურორზე ფიქრი და მისი სიტყვები, რომელიც ძალიან ხშირად ჩამესმოდა ყურში. არადა, მან მშვენივრად იცოდა, რომ იმ დღეს, როცა ტელეფონის გაყიდვას მდებდა ბრალად, მე მარჯანიშვილის თეატრში ვიყავი...

2006 წელი. დეკემბრის უკანასკნელი დღეები იყო. კიდევ ერთი წელიწადი ხდებოდა ისტორიის კუთვნილება! ეს წელიწადი საკმაოდ წარმატებული იყო ჩემთვის, რადგან სწორედ 2006-ში გავხდი სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტი, ამავე წელს ჩემი მოთხრობა - "გადუმილებული მეგობრობა"(პირველ ვარიანტში უბრალოდ "მეგობარი"ერქვა) წლის საუკეთესო მოთხრობად დაასახელეს ერთ-ერთ ლიტერატურულ კონკურსზე. ჰოდა, იმ დღეს, როცა პროკურორის თქმით, გატაცებული ტელეფონი გავყიდე, მე მარჯანიშვილის თეატრში ვიყავი დედასთან ერთად, სადაც ფულადი პრემია და საჩუქრები მაშინდელმა განათლების მინისტრმა, კახა ლომაიამ პირადად გადმომცა. მახსოვს, როცა მიკროფონთან მივედი და სიტყვა ვთქვი, დარბაზში სიცილი ატყდა. ვთქვი, რომ განათლების სფეროში ლომაიას მიერ გატარებული რეფორმები ძალიან მომწონდა და მაშინ მართლა ასე ვფიქრობდი. თუმცა, რატომღაც იმასაც ვგრძნობდი, რომ ძალიან მალე ერთ-ერთი აქტიური მოწინააღმდეგე გავხდებოდი იმ რეფორმატორების, რომლებიც ქვეყანას სისხლისფერ კაბას ჩააცმევდნენ და რომელთათვისაც ადამიანები უბრალოდ, აღარ იარსებებდნენ...

ვიდრე ინსტრუქციის კითხვას დაიწყებდა, დამკვირვებელს ვუთხარი: ყველაფერი დაწვრილებით ვიცი და ნუ გაწვალდებით-მეთქი. - არ შეიძლება, უნდა წაგიკითხოო. ესეც თქვენი ფორმალობები. კარგით, რა, ყველაფერი ისედაც გარკვევით წერია საგამოცდო ფურცლებზე და ამას თავადაც წავიკითხავთ! ის მაინც აგრძელებს კითხვას, მე ისევ "სხვაგან"ვარ...

ორი დღე ვწერდი "გადუმილებულ მეგობრობას". ძირითადად, ღამით ვმუშაობდი. ვწერდი ნელა, დინჯად; ხშირად ვჩერდებოდი, ბოლთას ვცემდი, მერე ისევ ვჯდებოდი და ვაგრძელებდი წერას. სადღაც მოთხრობის შუაწელში ვიყავი, პირველად რომ ვიტირე. ძალიან განვიცდიდი ნაზის ამბავს, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო. ბოლოს და ბოლოს, მას სიცოცხლე მე ვაჩუქე და მევე უნდა წამერთმია მისთვის სუნთქვის უფლება, - ასე გადავწყვიტე მოთხრობის დასაწყისშივე, მაგრამ რამდენჯერმე რომ ავქვითინდი, ნაზი ლამის აღარ...

მოთხრობამ, რომლის გამოც მინისტრმა დამაჯილდოვა, წამიერი კადრივით გაიქროლა ჩემ თვალწინ, ხოლო ჩემი იდიოტი (ამ სიტყვის არა დოსტოევსკისეული განსაზღვრებით) ბრალმდებელი ამბობდა, რომ მე იმ დღეს გატაცებული ტელეფონი გავყიდე...

"მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა!.."

- ალექსანდრე, რატომ არ იწყებთ წერას? - დამკვირვებლის ხმამ რეალობაში გადმომისროლა და დაფეთებული ვეცი კალამს.

დედალიკა

ჩემი დამკვირვებელი ორმოციოდე წლის ქალია. მოკლე შავი ქვედაბოლო აცვია და გამომწვევად მოუჩანს მსხვილი ფეხები, რომლის ხილვა ჩემს გულს ბაგაბუგს აწყებინებს. შავი თმა აქვს, გრძელი პირისახე და მოტკეცილი დეკოლტე აცვია, რომლიდანაც ძუძუსთავები ამაყად გამობზეკვია. წეღან ჩემს მხარს ოდნავ შეეხო ძუძუებით. მერე ჩემს მაგიდასთან რომ წაიხარა, რაღაც მაჩვენა და მითხრა, მაგრამ მე არაფერი გამიგონია. ხშირ-ხშირად ვაპარებ თვალს მისი კერტებისკენ... ორიოდე წუთში წერის დაწყების ნიშანსაც მომცემს. ბოლოჯერ შევხედე მის ძუძუებს. გული გამალებით მიცემს და სისხლი სახეზე მაწვება. ვბრაზდები დეგენერატ ბადრაგზე, უტვინოდ რომ ცდილობს იტიპოს. მან ჩათვალა, რომ ეს ქალი ნაშაა და თავის თანამშრომლებს ხმამაღლა, უტიფრად ეუბნება:

- აბა, ბიჭებო, თუ იცით, ძველრუსულად რას ნიშნავს "ნაშა"?

ნერვები მეშლება. სადღაც ყურმოკრულით უნდა იტიპოს, მაგრამ სიტყვის მნიშვნელობა კარგადაც არ ახსოვს. დამკვირვებელს ტუჩის მარჯვენა კუთხე აუთამაშდა. მე "ნაგლად"გავიღიმე, რის პასუხადაც თვალების ბრიალი მივიღე ტრიპაჩი ბადრაგისგან.

ბოლო წუთი ზარის დარეკვამდე. მალულად ვაპარებ თვალს ქალის მსხვილი ბარძაყებისკენ და ტანში ჟრუანტელი მივლის. საოცრებაა ქალი, ზოგადად ქალი და არა მხოლოდ ეს - ყველა ქალი ასეთია. მათ შეუძლიათ გაგაღმერთონ, ცაში ზღვის ტალღებად გასწავლონ სიარული და მეორე წამს მთელი სხეულით დაგანარცხონ ქვა-ღორღზე. ზარი ირეკება. ღრმად ამოვისუნთქე და თამამად შევხედე. ახლაღა შევამჩნიე რომ მაისურზე პატარა ბარათი აქვს მიბნეული, რომელსაც შავად აწერია: "დედალიკა". ეს ალბათ მისი სახელია.

ალექსანდრე ახალკაცი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია