მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
მეცნიერება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს შვილთან ერთად პარლამენტის შენობიდან გადმოვხტები"
"ჩემს შვილთან ერთად პარლამენტის შენობიდან გადმოვხტები"

სამ­ტრე­დი­ის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ეწერ­ში, დვა­ლიშ­ვი­ლე­ბის 4-სუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხი სხვის სახ­ლში სა­მო­წყა­ლო­დაა შე­სახ­ლე­ბუ­ლი.

პა­ტა­რა მოდ­გმუ­ლა­ში სულ სამი ოთა­ხია და მათ­გან მხო­ლოდ ერთს აქვს ერ­თდრო­უ­ლად მი­სა­ღე­ბის, სა­ძი­ნებ­ლის და სამ­ზა­რე­უ­ლოს ფუნ­ქცია. და­ნარ­ჩენ ორ ოთახს კი უფუნ­ქცი­ო­ბის გამო სა­კუჭ­ნა­ოს უწო­დე­ბენ. სა­ცხოვ­რე­ბელ­ში ელე­მენ­ტა­რუ­ლი პი­რო­ბე­ბი არ არ­სე­ბობს. წვი­მი­სა და სი­ცი­ვის­გან და­სა­ცა­ვად შე­ნო­ბას, პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კე­ბი აქვს ფან­ჯრებ­ზე გაკ­რუ­ლი. 4 სუ­ლი­ან ოჯახ­ში მხო­ლოდ ერთი და­საჯ­დო­მი სკა­მია, რო­მელ­საც მო­ნაც­ვლე­ო­ბით იყე­ნე­ბენ.

ტა­რი­ელ დვა­ლიშ­ვილ­სა და იზოლ­და ზა­კა­ლაშ­ვილს ჭე­რის პრობ­ლე­მის გარ­და, 6 წლის ეპი­ლეფ­სი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი და­რე­ჯა­ნი ჰყავთ აღ­საზ­რდე­ლი და 84 წლის ასე­ვე ეპი­ლეფ­სი­ით და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი მო­ხუ­ცი ყავთ მო­სავ­ლე­ლი. ოჯა­ხის არც ერთი წევ­რი არ მუ­შა­ობს. მათი ყო­ველ­თვი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი - სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის 202 ლარი, მო­ხუ­ცის პენ­სია 150 ლარი და ბავ­შვის დახ­მა­რე­ბა, მისი ავად­მყო­ფო­ბის ის­ტო­რი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 100 ლა­რია. აქე­დან, მი­ნი­მუმ 300 ლარი დვა­ლიშ­ვი­ლებს წამ­ლებ­ში არ ჰყოფ­ნით, მათ­თან "სა­პა­ტიო" თარო წამ­ლე­ბის უზარ­მა­ზარ ყუთს უკა­ვია.

ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სის თმით, მათ არა­ერ­თხელ მი­მარ­თეს დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით სა­ხელ­მწი­ფოს, პო­ზი­ცი­ი­სა თუ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, თუმ­ცა მათი და­პი­რე­ბე­ბი და­პი­რე­ბად დარ­ჩა.

"არ­ჩევ­ნე­ბამ­დე კახა კა­ლა­ძე სა­კუ­თა­რი ფე­ხით მო­ვი­და ჩემს სახ­ლში და რომ გა­და­ხე­და აქა­ურ სი­ტუ­ა­ცი­ას, ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბას, მი­თხრა, ყვე­ლა­ნა­ი­რად და­გეხ­მა­რე­ბიო. შემ­პირ­და, სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით გი­ყი­დით სად­მე სახ­ლსო, იმ დღეს, 200 ლარი ამო­ი­ღო ჯი­ბი­დან და მა­ჩუ­ქა. იმე­დი გა­მიჩ­ნდა, რომ და­მეხ­მე­რა­ბო­და, მაგ­რამ, ჯერ­ჯე­რო­ბით, პი­რო­ბა არ შე­უს­რუ­ლე­ბია. რამ­დენ­ჯერ­მე მი­ვე­დი მას­თან სამ­სა­ხურ­ში და თვი­თონ და­მე­მა­ლა, მის დაც­ვას გა­მო­ა­ტა­ნა 200 ლარი და ისე გა­მო­მის­ტუმ­რა. გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­საც კი და­ვე­ლა­პა­რა­კე პი­რა­დად, როცა სა­არ­ჩევ­ნოდ შეხ­ვედ­რებს მარ­თავ­და სამ­ტრე­დი­ა­ში. მი­თხრა, რომ აუ­ცი­ლებ­ლად მოგ­ხე­დავ, ოღონდ ეს არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­მა­ტა­რე­ბი­ნეო, მაგ­რამ იქაც არა­ფე­რი. მსგავ­სი შემ­თხვე­ვა რამ­დე­ნიც გინ­დათ. თით­ქმის ყვე­ლა სტრუქ­ტუ­რა­ში დავ­წე­რე გან­ცხა­დე­ბა, მაგ­რამ, მხო­ლოდ ერთი მე­ო­რეს შუ­ამ­დგომ­ლო­ბას უწე­ვენ და მე და­მარ­ბე­ნი­ნე­ბენ ტყუ­ი­ლად" - გა­ნა­ცხა­და იზოლ­და ზა­კა­ლაშ­ვილ­მა.

ტა­რი­ელ დვა­ლიშ­ვი­ლი კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან უყუ­რა­დღე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ავად­მყოფ შვილ­თან ერ­თად პარ­ლა­მენ­ტი­დან გად­მოხ­ტო­მით იმუქ­რე­ბა.

"ჩემი ცხოვ­რე­ბა დიდი ხა­ნია რაც დამ­თავ­რდა, ჩემი შვი­ლის ასეთ დღე­ში ყოფ­ნამ და­მა­სა­მა­რა. არ ვიცი, სა­ი­დან ვი­შო­ვო საკ­მა­რი­სი თან­ხე­ბი, რომ ჩემს და­ჯის წა­მა­ლი არ მო­ვაკ­ლო, რომ ჩემს და­ჯის არ შეს­ცივ­დეს და არ მო­შივ­დეს, მის სა­ბო­ლოო გან­კურ­ნე­ბა­ზე არა­ფერს ვამ­ბობ, ან სა­მუ­შაო მომ­ცენ, ვემ­სა­ხუ­რე­ბი დღე და ღამე, ოღონდ კი რამე ვი­შო­ვო, ან მო­წყა­ლე­ბა მა­ინც გა­ი­ღონ და გა­და­მირ­ჩი­ნონ ჩემი ერ­თა­დერ­თი პა­ტა­რა. დედა კი­ბო­ი­ა­ნი მყავს, შვი­ლი ეპი­ლეფ­სი­ა­ნი, ცოლს სი­ცო­ცხლე გა­ვუმ­წა­რე, სმა და­ვი­წყე, იქ­ნებ და­ვი­ვი­წყო ეს ყვე­ლა­ფე­რი მეთ­ქი, მაგ­რამ არ მშვე­ლის, მეც ნერ­ვო­ზი მაქვს უკვე. ადრე, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი" მთავ­რო­ბის დროს, ერთჯე­რა­დად მა­ინც მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, სან­დრა რუ­ლოვ­სის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით 500 ლარი გად­მო­მი­რი­ცხეს ერთხელ, წამ­ლებ­ზე შე­ღა­ვა­თე­ბი გვქონ­და. სა­ა­კაშ­ვი­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა ჩემი შვი­ლი დღეს ცო­ცხა­ლი რომ არის. მე­ზობ­ლე­ბი მიდ­გა­ნან გვერ­დით და მე­ხი­დე­ბი­ან, ბავ­შვს რომ არ მო­შივ­დეს. მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ცუდი ის არის, რომ ჩვე­ნი დე­პუ­ტა­ტი აქვე მე­ზობ­ლად ცხოვ­რობს, ხე­დავს ამ გა­ჭირ­ვე­ბას და არა­ფერს არ აკე­თებს. ახლა კი, არა­ვინ არ არის ჩვე­ნი პატ­რო­ნი, ისღა დამ­რჩე­ნია, მოვ­კი­დო ჩემს შვილს ხელი და პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბი­დან ორი­ვემ გად­მოვ­ხტეთ. ასე დამ­თავ­რდე­ბა ორი­ვეს ტან­ჯუ­ლი ცხოვ­რე­ბა", - ამ­ბობს ტა­რი­ელ დვა­ლიშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ვრცლად

"P.S." (პოსტსკრიპ­ტუ­მი - ქუ­თა­ი­სი)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"ჩემს შვილთან ერთად პარლამენტის შენობიდან გადმოვხტები"

"ჩემს შვილთან ერთად პარლამენტის შენობიდან გადმოვხტები"

სამტრედიის რაიონის სოფელ ეწერში, დვალიშვილების 4-სულიანი ოჯახი სხვის სახლში სამოწყალოდაა შესახლებული.

პატარა მოდგმულაში სულ სამი ოთახია და მათგან მხოლოდ ერთს აქვს ერთდროულად მისაღების, საძინებლის და სამზარეულოს ფუნქცია. დანარჩენ ორ ოთახს კი უფუნქციობის გამო საკუჭნაოს უწოდებენ. საცხოვრებელში ელემენტარული პირობები არ არსებობს. წვიმისა და სიცივისგან დასაცავად შენობას, პოლიეთილენის პარკები აქვს ფანჯრებზე გაკრული. 4 სულიან ოჯახში მხოლოდ ერთი დასაჯდომი სკამია, რომელსაც მონაცვლეობით იყენებენ.

ტარიელ დვალიშვილსა და იზოლდა ზაკალაშვილს ჭერის პრობლემის გარდა, 6 წლის ეპილეფსიით დაავადებული დარეჯანი ჰყავთ აღსაზრდელი და 84 წლის ასევე ეპილეფსიით და სიმსივნით დაავადებული მოხუცი ყავთ მოსავლელი. ოჯახის არც ერთი წევრი არ მუშაობს. მათი ყოველთვიური შემოსავალი - სოციალური დახმარების 202 ლარი, მოხუცის პენსია 150 ლარი და ბავშვის დახმარება, მისი ავადმყოფობის ისტორიიდან გამომდინარე, 100 ლარია. აქედან, მინიმუმ 300 ლარი დვალიშვილებს წამლებში არ ჰყოფნით, მათთან "საპატიო" თარო წამლების უზარმაზარ ყუთს უკავია.

ოჯახის დიასახლისის თმით, მათ არაერთხელ მიმართეს დახმარების თხოვნით სახელმწიფოს, პოზიციისა თუ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, თუმცა მათი დაპირებები დაპირებად დარჩა.

"არჩევნებამდე კახა კალაძე საკუთარი ფეხით მოვიდა ჩემს სახლში და რომ გადახედა აქაურ სიტუაციას, ბავშვის მდგომარეობას, მითხრა, ყველანაირად დაგეხმარებიო. შემპირდა, საკუთარი სახსრებით გიყიდით სადმე სახლსო, იმ დღეს, 200 ლარი ამოიღო ჯიბიდან და მაჩუქა. იმედი გამიჩნდა, რომ დამეხმერაბოდა, მაგრამ, ჯერჯერობით, პირობა არ შეუსრულებია. რამდენჯერმე მივედი მასთან სამსახურში და თვითონ დამემალა, მის დაცვას გამოატანა 200 ლარი და ისე გამომისტუმრა. გიორგი მარგველაშვილსაც კი დაველაპარაკე პირადად, როცა საარჩევნოდ შეხვედრებს მართავდა სამტრედიაში. მითხრა, რომ აუცილებლად მოგხედავ, ოღონდ ეს არჩევნები ჩამატარებინეო, მაგრამ იქაც არაფერი. მსგავსი შემთხვევა რამდენიც გინდათ. თითქმის ყველა სტრუქტურაში დავწერე განცხადება, მაგრამ, მხოლოდ ერთი მეორეს შუამდგომლობას უწევენ და მე დამარბენინებენ ტყუილად" - განაცხადა იზოლდა ზაკალაშვილმა.

ტარიელ დვალიშვილი კი ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობის შემთხვევაში, ავადმყოფ შვილთან ერთად პარლამენტიდან გადმოხტომით იმუქრება.

"ჩემი ცხოვრება დიდი ხანია რაც დამთავრდა, ჩემი შვილის ასეთ დღეში ყოფნამ დამასამარა. არ ვიცი, საიდან ვიშოვო საკმარისი თანხები, რომ ჩემს დაჯის წამალი არ მოვაკლო, რომ ჩემს დაჯის არ შესცივდეს და არ მოშივდეს, მის საბოლოო განკურნებაზე არაფერს ვამბობ, ან სამუშაო მომცენ, ვემსახურები დღე და ღამე, ოღონდ კი რამე ვიშოვო, ან მოწყალება მაინც გაიღონ და გადამირჩინონ ჩემი ერთადერთი პატარა. დედა კიბოიანი მყავს, შვილი ეპილეფსიანი, ცოლს სიცოცხლე გავუმწარე, სმა დავიწყე, იქნებ დავივიწყო ეს ყველაფერი მეთქი, მაგრამ არ მშველის, მეც ნერვოზი მაქვს უკვე. ადრე, "ნაციონალური" მთავრობის დროს, ერთჯერადად მაინც მეხმარებოდნენ, სანდრა რულოვსის შუამდგომლობით 500 ლარი გადმომირიცხეს ერთხელ, წამლებზე შეღავათები გვქონდა. სააკაშვილის დამსახურებაა ჩემი შვილი დღეს ცოცხალი რომ არის. მეზობლები მიდგანან გვერდით და მეხიდებიან, ბავშვს რომ არ მოშივდეს. მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჩვენი დეპუტატი აქვე მეზობლად ცხოვრობს, ხედავს ამ გაჭირვებას და არაფერს არ აკეთებს. ახლა კი, არავინ არ არის ჩვენი პატრონი, ისღა დამრჩენია, მოვკიდო ჩემს შვილს ხელი და პარლამენტის შენობიდან ორივემ გადმოვხტეთ. ასე დამთავრდება ორივეს ტანჯული ცხოვრება", - ამბობს ტარიელ დვალიშვილი.

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა