პოლიტიკა
სპორტი
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩხუბია და წივილ-კივილი" - რას ჰყვება რუსა მორჩილაძე "ორი ვარსკვლავის " კულისებიდან
"ჩხუბია და წივილ-კივილი" - რას ჰყვება რუსა მორჩილაძე "ორი ვარსკვლავის " კულისებიდან

10 მარტს, "იმე­დის" ეთერ­ში სტარტს მე­გა­შოუ "ორი ვარ­სკვლა­ვი" აი­ღებს, სა­დაც 12 არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მომ­ღე­რა­ლი ერ­თმა­ნეთს შე­ე­ჯიბ­რე­ბა.

ამ ადა­მი­ა­ნებს "იმე­დის" მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი, კომ­პო­ზი­ტო­რი რუსა მორ­ჩი­ლა­ძე ავარ­ჯი­შებს. რუსა მას­წავ­ლე­ბე­ლი, თუ სა­ჭი­როა, ხმა­საც უწევს, თუმ­ცა მე­ცა­დი­ნე­ო­ბის შემ­დეგ ყო­ჩა­ღებს შე­ა­ქებს ხოლ­მე და ეფე­რე­ბა კი­დეც.

- რუსა, "ორი ვარ­სკვლა­ვი" შენ­თვის ახალ პრო­ექ­ტია. არაპრო­ფე­სი­ო­ნალ მომ­ღერ­ლებ­თან მუ­შა­ობ. მათ სა­კუ­თა­რი ვო­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის წარ­მო­ჩე­ნა­ში ეხ­მა­რე­ბი. რას გვე­ტყვი, ძნე­ლია ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ამ­ღე­რე­ბა?

- ეს ჩემი საყ­ვა­რე­ლი საქ­მეა. სა­ერ­თოდ, მუ­სი­კა­ლუ­რი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბა მიყ­ვარს. თან, მუ­ზი­ცი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მაქვს, ძი­რი­თა­დად, ვერ­სი­ებს ვა­კე­თებ, აქ ხომ არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი გვყავს. ერთი და იგი­ვე სიმ­ღე­რე­ბის ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­დამ­ღე­რე­ბა არ მიყ­ვარს. მოკ­ლედ, ეს საქ­მი­ა­ნო­ბა ჩემ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო და სა­ხა­ლი­სოა. ექ­სპე­რი­მენ­ტი მომ­წონს და სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­დის კი­დეც. ზო­გი­ერ­თი ისე­თი კონ­კურ­სან­ტიც გვყავს, რომ პირი არც "გა­უ­ღია" და მუ­სი­კას­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი ჰქო­ნია. რო­დე­საც ისი­ნი რე­პე­ტი­ცი­ებს გა­დი­ან, ამას უნდა უყუ­რო, რო­გო­რია. არის "წი­ვილ-კი­ვი­ლი", "ჩხუ­ბი"... შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სის ბო­ლოს, რო­დე­საც ბედ­ნი­ე­რე­ბის გან­ცდა ეუფ­ლე­ბათ, რომ რა­ღაც გა­მო­უ­ვი­დათ, ყვე­ლა­ნი ვდგე­ბით და ახალ­ნა­ჩხუ­ბარ­ზე ვცეკ­ვავთ. მოკ­ლედ, დიდი ემო­ცი­ე­ბი და დიდი ამ­ბე­ბია. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა.

- სა­ერ­თოდ ვერ მღე­რი­სო, რომ თქვი, ვის გუ­ლის­ხმობ­დი?

- მა­გა­ლი­თად, მო­რაგ­ბე გი­ვი­კო ბე­რიშ­ვილს, სცე­ნა­ზე არას­დროს უმ­ღე­რია... არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბი­ჭია, მა­გა­რი სპორ­ტსმე­ნი.

- მის­მა მე­წყვი­ლემ თქვა, რომ მღე­რის...

- კი, უმ­ღე­რია, მაგ­რამ არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად. ახლა კი თა­ვი­დან "ვი­ვარ­ცხნე­ბით".

- გი­ვი­კო ბე­რიშ­ვილს "და­ვარ­ცხნა" ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბა ისე­თი დრე­დე­ბი აქვს...

- გი­ვი­კოო! რომ და­ვუყ­ვი­რებ, მე­უბ­ნე­ბა: აუ, რუსა ნუ მე­ჩხუ­ბე­ბი... ისე, სულ მე­ში­ნია, რაგ­ბის ბურ­თი არ გა­მო­მი­ქა­ნოს და სად­მე არ მო­მის­რო­ლოს (სი­ცი­ლით ამ­ბობს).

- გე­ში­ნია?

- ცოტა კი...

- ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში მი­თხრა, რუ­სუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი უნდა ვიმ­ღე­რო. ძა­ლი­ან მომ­წონს ბარ­დე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბიო.

- მაგ თვალ­საზ­რი­სით არ არ­სე­ბობს შე­ზღუდ­ვა. ჩემ­თან თან­ხმდე­ბა სიმ­ღე­რე­ბი, მაგ­რამ ესა თუ ის ნა­მუ­შე­ვა­რი, თუ უცხო ენა­ზეა ნამ­ღე­რი (ამ შემ­თხვე­ვა­ში რუ­სულ ენა­ზე), მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რად­გა­ნაც მი­მაჩ­ნია, რომ ხე­ლოვ­ნე­ბას ეროვ­ნე­ბა არ აქვს. მით უმე­ტეს, თუ კულ­ტუ­რის ნი­მუ­შია, მა­გა­ლი­თად, ბუ­ლატ ოკუ­ჯა­ვას სიმ­ღე­რე­ბი. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რა ენა­ზეა სიმ­ღე­რა - რუ­სუ­ლი, ინ­გლი­სუ­რი, უკ­რა­ი­ნუ­ლი თუ ფრან­გუ­ლი? კარ­გი ნა­მუ­შე­ვა­რი კარ­გია! თან, საქ­მე არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან გვაქვს, არა­ფე­რი უნდა და­ა­ძა­ლო, რაც ემ­ღე­რე­ბა და რო­გორც გა­მოს­დის, ის უნდა იმ­ღე­როს...

- მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი ნომ­რებს თვი­თონ ურ­ჩევთ, თუ ისი­ნი მო­დი­ან თა­ვი­ან­თი წი­ნა­და­დე­ბე­ბით?

- ორი­ვე­ნა­ი­რად ხდე­ბა. შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ვმუ­შა­ობთ, რა­საც ვემ­ხრო­ბი. ზოგ­ჯერ რომ მე­უბ­ნე­ბი­ან, ეს სიმ­ღე­რა მინ­დაო, ვუხ­სნი, არ­გუ­მენ­ტე­ბით, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა, რომ იმ­ღე­როს და ად­ვი­ლად ეს­მით. ძა­ლი­ან კარ­გი ჯგუ­ფია, ყვე­ლას ერ­თად ყოფ­ნა უხა­რია. მოკ­ლედ, კარ­გი გან­წყო­ბაა შოუს და­წყე­ბის წინ.

- მე­წყვი­ლე­ებ­ზე რას იტყვი, რომ­ლებ­მაც პარტნი­ო­რო­ბა უნდა გა­უ­წი­ონ არაპრო­ფე­სი­ო­ნალ მომ­ღერ­ლებს, ანუ ცნო­ბილ მუ­სი­კო­სებ­ზე. რო­გორც შე­ვი­ტყვე, შენ შე­გირ­ჩე­ვია ისი­ნი...

- ისი­ნი მეტ­ნაკ­ლე­ბად ახალ­გაზ­რდა შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც იმის მი­ხედ­ვით ავარ­ჩი­ეთ, თუ რო­გო­რი კონ­კურ­სან­ტე­ბიც იყ­ვნენ შერ­ჩე­უ­ლე­ბი. ძა­ლი­ან ეხ­მა­რე­ბი­ან. კარ­გად იქეც­ვი­ან, თვა­ლი არ ეცეთ...

- რუსა მას­წავ­ლე­ბელს არ გაბ­რა­ზე­ბენ?

- რუსა ხომ იცით, რო­გო­რია? ერთ წუთ­ში გაბ­რაზ­დე­ბა და მე­ო­რე წუთ­ში მო­ე­ფე­რე­ბა...

- რა მო­ლო­დი­ნი გაქვს?

- ვნა­ხოთ, მთა­ვა­რია, რომ არა­ვის მინ­და, რომ და­ვემ­სგავ­სოთ, ძა­ლი­ან მინ­და, რომ ჩვე­ნი შოუ რა­ღაც "ფრე­ში" იყოს.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

"ჩხუბია და წივილ-კივილი" - რას ჰყვება რუსა მორჩილაძე "ორი ვარსკვლავის " კულისებიდან

"ჩხუბია და წივილ-კივილი" - რას ჰყვება რუსა მორჩილაძე "ორი ვარსკვლავის " კულისებიდან

10 მარტს, "იმედის" ეთერში სტარტს მეგაშოუ "ორი ვარსკვლავი" აიღებს, სადაც 12 არაპროფესიონალი მომღერალი ერთმანეთს შეეჯიბრება.

ამ ადამიანებს "იმედის" მუსიკალური ხელმძღვანელი, კომპოზიტორი რუსა მორჩილაძე ავარჯიშებს. რუსა მასწავლებელი, თუ საჭიროა, ხმასაც უწევს, თუმცა მეცადინეობის შემდეგ ყოჩაღებს შეაქებს ხოლმე და ეფერება კიდეც.

- რუსა, "ორი ვარსკვლავი" შენთვის ახალ პროექტია. არაპროფესიონალ მომღერლებთან მუშაობ. მათ საკუთარი ვოკალური მონაცემების წარმოჩენაში ეხმარები. რას გვეტყვი, ძნელია ამ ადამიანების ამღერება?

- ეს ჩემი საყვარელი საქმეა. საერთოდ, მუსიკალური ექსპერიმენტების ჩატარება მიყვარს. თან, მუზიცირების საშუალება მაქვს, ძირითადად, ვერსიებს ვაკეთებ, აქ ხომ არაპროფესიონალები გვყავს. ერთი და იგივე სიმღერების ჩვეულებრივად გადამღერება არ მიყვარს. მოკლედ, ეს საქმიანობა ჩემთვის სასიამოვნო და სახალისოა. ექსპერიმენტი მომწონს და საბოლოოდ გამოდის კიდეც. ზოგიერთი ისეთი კონკურსანტიც გვყავს, რომ პირი არც "გაუღია" და მუსიკასთან საერთო არაფერი ჰქონია. როდესაც ისინი რეპეტიციებს გადიან, ამას უნდა უყურო, როგორია. არის "წივილ-კივილი", "ჩხუბი"... შემოქმედებითი პროცესის ბოლოს, როდესაც ბედნიერების განცდა ეუფლებათ, რომ რაღაც გამოუვიდათ, ყველანი ვდგებით და ახალნაჩხუბარზე ვცეკვავთ. მოკლედ, დიდი ემოციები და დიდი ამბებია. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა.

- საერთოდ ვერ მღერისო, რომ თქვი, ვის გულისხმობდი?

- მაგალითად, მორაგბე გივიკო ბერიშვილს, სცენაზე არასდროს უმღერია... არაჩვეულებრივი ბიჭია, მაგარი სპორტსმენი.

- მისმა მეწყვილემ თქვა, რომ მღერის...

- კი, უმღერია, მაგრამ არაპროფესიონალურად. ახლა კი თავიდან "ვივარცხნებით".

- გივიკო ბერიშვილს "დავარცხნა" ნამდვილად სჭირდება ისეთი დრედები აქვს...

- გივიკოო! რომ დავუყვირებ, მეუბნება: აუ, რუსა ნუ მეჩხუბები... ისე, სულ მეშინია, რაგბის ბურთი არ გამომიქანოს და სადმე არ მომისროლოს (სიცილით ამბობს).

- გეშინია?

- ცოტა კი...

- ვახტანგ რჩეულიშვილმა ინტერვიუში მითხრა, რუსული სიმღერები უნდა ვიმღერო. ძალიან მომწონს ბარდების ნამუშევრებიო.

- მაგ თვალსაზრისით არ არსებობს შეზღუდვა. ჩემთან თანხმდება სიმღერები, მაგრამ ესა თუ ის ნამუშევარი, თუ უცხო ენაზეა ნამღერი (ამ შემთხვევაში რუსულ ენაზე), მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც მიმაჩნია, რომ ხელოვნებას ეროვნება არ აქვს. მით უმეტეს, თუ კულტურის ნიმუშია, მაგალითად, ბულატ ოკუჯავას სიმღერები. რა მნიშვნელობა აქვს, რა ენაზეა სიმღერა - რუსული, ინგლისური, უკრაინული თუ ფრანგული? კარგი ნამუშევარი კარგია! თან, საქმე არაპროფესიონალებთან გვაქვს, არაფერი უნდა დააძალო, რაც ემღერება და როგორც გამოსდის, ის უნდა იმღეროს...

- მუსიკალური ხელმძღვანელები ნომრებს თვითონ ურჩევთ, თუ ისინი მოდიან თავიანთი წინადადებებით?

- ორივენაირად ხდება. შეთანხმების საფუძველზე ვმუშაობთ, რასაც ვემხრობი. ზოგჯერ რომ მეუბნებიან, ეს სიმღერა მინდაო, ვუხსნი, არგუმენტებით, რატომ არ შეიძლება, რომ იმღეროს და ადვილად ესმით. ძალიან კარგი ჯგუფია, ყველას ერთად ყოფნა უხარია. მოკლედ, კარგი განწყობაა შოუს დაწყების წინ.

- მეწყვილეებზე რას იტყვი, რომლებმაც პარტნიორობა უნდა გაუწიონ არაპროფესიონალ მომღერლებს, ანუ ცნობილ მუსიკოსებზე. როგორც შევიტყვე, შენ შეგირჩევია ისინი...

- ისინი მეტნაკლებად ახალგაზრდა შემსრულებლები არიან, რომლებიც იმის მიხედვით ავარჩიეთ, თუ როგორი კონკურსანტებიც იყვნენ შერჩეულები. ძალიან ეხმარებიან. კარგად იქეცვიან, თვალი არ ეცეთ...

- რუსა მასწავლებელს არ გაბრაზებენ?

- რუსა ხომ იცით, როგორია? ერთ წუთში გაბრაზდება და მეორე წუთში მოეფერება...

- რა მოლოდინი გაქვს?

- ვნახოთ, მთავარია, რომ არავის მინდა, რომ დავემსგავსოთ, ძალიან მინდა, რომ ჩვენი შოუ რაღაც "ფრეში" იყოს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება