პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინი - რუსეთი სამხედრო ძალას უკრაინაში უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებს
 პუტინი - რუსეთი სამხედრო ძალას უკრაინაში უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებს

რუ­სე­თი სამ­ხედ­რო ძა­ლას უკ­რა­ი­ნა­ში უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ი­ყე­ნებს, - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა დღე­ვან­დელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"რაც შე­ე­ხე­ბა სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის შეყ­ვა­ნას და მათ გა­მო­ყე­ნე­ბას, ჯერ­ჯე­რო­ბით ასე­თი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ არის, თუმ­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს. მინ­და გი­თხრათ, რომ ჩვე­ნი წვრთნე­ბი, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ ჩა­ტარ­და, არა­ნა­ი­რად არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნის მოვ­ლე­ნებ­თან. ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა ბევ­რად ადრე იყო და­გეგ­მი­ლი, მარ­თა­ლია არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა არ­სად. გუ­შინ გა­ვე­ცი ბრძა­ნე­ბა ყვე­ლა სამ­ხედ­რო შე­ნა­ერ­თის მუდ­მი­ვი დის­ლო­კა­ცი­ის ად­გილ­ზე დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ. რა შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს სამ­ხედ­რო ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის მი­ზე­ზი? - ეს რა თქმა უნდა, უკი­დუ­რე­სი შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს", - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

მი­სი­ვე თქმით, რუ­სეთს აქვს უკ­რა­ი­ნის ლე­გი­ტი­მუ­რი პრე­ზი­დენ­ტის ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვი­ჩის თხოვ­ნა სამ­ხედ­რო ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის და­სა­ცა­ვად.

პუ­ტი­ნის თქმით, თუ გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა იქ­ნე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ რე­გი­ონ­ში და ხალ­ხი მი­მარ­თავს რუ­სეთს დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით, მოს­კო­ვი იტო­ვებს უფ­ლე­ბას, ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­სა­ცა­ვად და ამას სრუ­ლი­ად ლე­გი­ტი­მუ­რად მი­იჩ­ნევს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

პუტინი - რუსეთი სამხედრო ძალას უკრაინაში უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებს

 პუტინი - რუსეთი სამხედრო ძალას უკრაინაში უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებს

რუსეთი სამხედრო ძალას უკრაინაში უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"რაც შეეხება სამხედრო ძალების შეყვანას და მათ გამოყენებას, ჯერჯერობით ასეთი აუცილებლობა არ არის, თუმცა შესაძლებლობა არსებობს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი წვრთნები, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩატარდა, არანაირად არ არის დაკავშირებული უკრაინის მოვლენებთან. ეს ღონისძიება ბევრად ადრე იყო დაგეგმილი, მართალია არ გამოცხადებულა არსად. გუშინ გავეცი ბრძანება ყველა სამხედრო შენაერთის მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნების შესახებ. რა შეიძლება გახდეს სამხედრო ძალის გამოყენების მიზეზი? - ეს რა თქმა უნდა, უკიდურესი შემთხვევაში შეიძლება მოხდეს", - განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, რუსეთს აქვს უკრაინის ლეგიტიმური პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის თხოვნა სამხედრო ძალის გამოყენების შესახებ უკრაინის მოსახლეობის დასაცავად.

პუტინის თქმით, თუ განუკითხაობა იქნება აღმოსავლეთ რეგიონში და ხალხი მიმართავს რუსეთს დახმარების თხოვნით, მოსკოვი იტოვებს უფლებას, ყველა საშუალება გამოიყენოს მოქალაქეების დასაცავად და ამას სრულიად ლეგიტიმურად მიიჩნევს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა