პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ოდენობის თანხა შეაგროვეს ვარსკვლავებმა "ოსკარზე" პიცისთვის?
რა ოდენობის თანხა შეაგროვეს ვარსკვლავებმა "ოსკარზე" პიცისთვის?

გუ­შინ "ოს­კა­რე­ბის" და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა. შოუს ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ელენ დე­ჯე­ნე­რი­სი უძღვე­ბო­და. ელენ­მა მა­ყუ­რებ­ლე­ბი ჩვე­უ­ლი იუ­მო­რით და ყვე­ლა­ზე ვარ­სკვლა­ვუ­რი სელფ­შო­ტე­ბით "გა­ა­ნე­ბივ­რა". ელენს არც ის და­ვი­წყე­ბია, რომ "ოს­კა­რის" და­ჯილ­დო­ე­ბის 5 სა­ა­თი­ა­ნი ცე­რე­მო­ნი­ის დროს, შე­საძ­ლოა, ვარ­სკვლა­ვებს მო­ში­ვე­ბო­დათ. ამი­ტომ წამ­ყვან­მა დარ­ბაზ­ში პიცა ჩა­მო­ა­რი­გა.

მში­ერ ვარ­სკვლა­ვებს შო­რის აღ­მოჩ­ნდნენ: ბრედ პიტი, ჯა­რედ ლეტო, ჯუ­ლია რო­ბერტსი, მე­რილ სტრი­პი, ჯე­ნი­ფერ ლო­უ­რენ­სი, კე­ვინ სპე­ი­სი და სხვა. თუმ­ცა პი­ცის ნა­ჭე­რი ყვე­ლას როდი ერგო.

პი­ცის და­რი­გე­ბის პრო­ცე­სის პა­რა­ლე­ლუ­რად, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ყუ­რა­დღე­ბა პი­ცის დამ­ტა­რე­ბელ­მა ბიჭ­მაც მი­იქ­ცია. ის ედ­გარ მარ­ტი­რო­სი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც ცე­რე­მო­ნი­ა­ზე თა­ვი­სი წილი "პო­პუ­ლა­რო­ბა" მო­ი­პო­ვა. მარ­ტი­რო­სი­ა­ნი, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი პი­ცე­რია - Big Mama's & Papa's Pizzeria აქვს, ელენს ვარ­სკვლა­ვე­ბის­თვის პი­ცის და­რი­გე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ელენ­მა პი­ცის­თვის ფული ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვებს მოს­თხო­ვა. ფული ელენ­მა მომ­ღე­რალ ფა­რელ უი­ლი­ამ­სის ქუდ­ში მო­აგ­რო­ვა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ვარ­სკვლა­ვებ­მა მთლი­ა­ნო­ბა­ში პი­ცის­თვის 600 დო­ლა­რი გა­ი­ღეს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ელენ­მა პი­ცის დამ­ტა­რე­ბე­ლი ბიჭი სა­კუ­თარ შო­უ­ში მი­იწ­ვია, სა­დაც მას კუთ­ვნი­ლი ჰო­ნო­რა­რი გა­დას­ცა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ელენ­მა გა­და­ცე­მა­ში დამ­სწრე­თათ­ვი­საც მო­ა­ტა­ნი­ნა პიცა, რის გა­მოც მარ­ტი­რო­სი­ან­მა კი­დევ 400 დო­ლა­რი მი­ი­ღო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მხოლოდ 5 თვეში, თბილისში მილიარდ 200 მილიონი დოლარის ბინები გაიყიდა

რა ოდენობის თანხა შეაგროვეს ვარსკვლავებმა "ოსკარზე" პიცისთვის?

რა ოდენობის თანხა შეაგროვეს ვარსკვლავებმა "ოსკარზე" პიცისთვის?

გუშინ "ოსკარების" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. შოუს ტელეწამყვანი ელენ დეჯენერისი უძღვებოდა. ელენმა მაყურებლები ჩვეული იუმორით და ყველაზე ვარსკვლავური სელფშოტებით "გაანებივრა". ელენს არც ის დავიწყებია, რომ "ოსკარის" დაჯილდოების 5 საათიანი ცერემონიის დროს, შესაძლოა, ვარსკვლავებს მოშივებოდათ. ამიტომ წამყვანმა დარბაზში პიცა ჩამოარიგა.

მშიერ ვარსკვლავებს შორის აღმოჩნდნენ: ბრედ პიტი, ჯარედ ლეტო, ჯულია რობერტსი, მერილ სტრიპი, ჯენიფერ ლოურენსი, კევინ სპეისი და სხვა. თუმცა პიცის ნაჭერი ყველას როდი ერგო.

პიცის დარიგების პროცესის პარალელურად, ჟურნალისტების ყურადღება პიცის დამტარებელმა ბიჭმაც მიიქცია. ის ედგარ მარტიროსიანი აღმოჩნდა, რომელმაც ცერემონიაზე თავისი წილი  "პოპულარობა" მოიპოვა. მარტიროსიანი, რომელსაც საკუთარი პიცერია -  Big Mama's & Papa's Pizzeria აქვს, ელენს ვარსკვლავებისთვის პიცის დარიგებაში ეხმარებოდა.

მოგვიანებით ელენმა პიცისთვის ფული ჰოლივუდის ვარსკვლავებს მოსთხოვა. ფული ელენმა მომღერალ ფარელ უილიამსის ქუდში მოაგროვა. აღმოჩნდა, რომ ვარსკვლავებმა მთლიანობაში  პიცისთვის 600 დოლარი გაიღეს.

მოგვიანებით ელენმა პიცის დამტარებელი ბიჭი საკუთარ შოუში მიიწვია, სადაც მას კუთვნილი ჰონორარი გადასცა. აღსანიშნავია, რომ ელენმა გადაცემაში დამსწრეთათვისაც მოატანინა პიცა, რის გამოც მარტიროსიანმა კიდევ 400 დოლარი მიიღო.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება