მამაკაცები ყოფილი პარტნიორების რაოდენობას ხელოვნურად ზრდიან, როგორც წესი, მამაკაცები ამ თემას აზვიადებენ. ქალები კი პირიქით, ყოფილი პარტნიორების რიცხვს მაქსიმალურად ამცირებენ.
ბრიტანეთში სტუდენტურმა გამოცემამ The Tab 36-მა 12 700 სტუდენტი გამოკითხა. კვლევის მიხედვით, გამოკითხული ქალების 20% ცრუობს და ყოფილი საყვარლების რაოდენობას ამცირებს. მხოლოდ 5% ზრდის ნამდვილ მონაცემებს. ამასთან, კაცების 22% იტყუება ყოფილი საყვარლების სიმრავლის თემაზე. კაცების 12% რეალურ რიცხვს აზვიადებს, მხოლოდ 10% ამცირებს მათ რაოდენობას. როგორც შედეგმა აჩვენა, გამოკითხულ ახალგაზრდებში მამაკაცებისთვის საყვარლების საშუალო რაოდენობა 10 იყო, ხოლო ქალები მაქსიმუმ 7 კაცთან იწვნენ.
მომზადებულია The Tab-ის მიხედვით.