სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქარიშხლის წინ სიჩუმე ისადგურებს - ფსიქოლოგიური ტერორი თუ მზადება ახალი ომისთვის ყირიმში
ქარიშხლის წინ სიჩუმე ისადგურებს - ფსიქოლოგიური ტერორი თუ მზადება ახალი ომისთვის ყირიმში

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა და­სავ­ლეთ და ცენ­ტრა­ლურ სამ­ხედ­რო ოლ­ქებ­ში მიმ­დი­ნა­რე სამ­ხედ­რო სწავ­ლე­ბე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მუდ­მი­ვი დის­ლო­კა­ცი­ის ად­გი­ლებ­ზე და­აბ­რუ­ნა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ სა­ა­გენ­ტო "ინ­ტერ­ფაქ­სი" პრე­ზი­დენ­ტის პრეს-მდი­ვან­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

მას­შტა­ბუ­რი სამ­ხედ­რო სწავ­ლე­ბა 26 თე­ბერ­ვალს სა­ჯა­რი­სო შე­ნა­ერ­თე­ბის უე­ცა­რი შე­მოწ­მე­ბით და­ი­წყო. ცენ­ტრა­ლურ და და­სავ­ლეთ ოლ­ქებ­ში დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო და­ნა­ყო­ფე­ბის გარ­და, გან­გა­შით საბ­რძო­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სა­დე­სან­ტო ჯა­რე­ბის სარ­დლო­ბა, სა­ჰა­ე­რო-კოს­მო­სუ­რი თავ­დაც­ვის ჯა­რე­ბი, შორი და სატ­რან­სპორ­ტო ავი­ა­ცია, ბალ­ტი­ის და ჩრდი­ლო­ე­თის ფლო­ტე­ბი მო­იყ­ვა­ნეს. ჯამ­ში სწავ­ლე­ბებ­ში 150,000 სამ­ხედ­რო, 90 თვითმფრი­ნა­ვი, 120 შვე­ულმფრე­ნი, 850 ტან­კი და ჯავ­შან­ტექ­ნი­კა, 80 ხომ­ლა­დი და 1,200 დამ­ხმა­რე ტექ­ნი­კა მო­ნა­წი­ლე­ობ­და. შეს­რულ­და მრა­ვალ კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი მარ­შე­ბი, სა­ზღვაო და სა­ჰა­ე­რო დე­სან­ტის გა­დას­ხმა ღა­მის პი­რო­ბებ­ში, პი­რო­ბი­თი მო­წი­ნა­აღ­მდე­გის გა­ნად­გუ­რე­ბის ოპე­რა­ცი­ე­ბი.

სწავ­ლე­ბის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, რომ უე­ცარ სამ­ხედ­რო შე­მოწ­მე­ბას, უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან კავ­ში­რი არ აქვს. მისი მო­ად­გი­ლის თქმით კი, სწავ­ლე­ბე­ბი ადრე იყო და­გეგ­მი­ლი. შე­საძ­ლოა, ეს მარ­თლაც ბა­ნა­ლუ­რი დამ­თხვე­ვაა. თუმ­ცა საკ­მა­ოდ სა­ეჭ­ვო იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში ვი­თა­რე­ბა უკი­დუ­რე­სად და­ძა­ბუ­ლია. მა­შინ, რო­დე­საც ყი­რიმ­ში უკ­რა­ი­ნულ სამ­ხედ­რო ნა­წი­ლებს და ბა­ზებს, რუ­სუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის და სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის ალყა აქვს შე­მორ­ტყმუ­ლი, სწავ­ლე­ბის და­წყე­ბა, თუნ­დაც გეგ­მი­უ­რის - სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვას ხელს ნამ­დვი­ლად არ უწყობს. და­სავ­ლე­თის ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, ჯა­რე­ბის მო­უ­ლოდ­ნე­ლი შე­მოწ­მე­ბის მი­ზა­ნი, მსოფ­ლი­ოს­თვის ძა­ლის ერ­თგვა­რი დე­მონ­სტრი­რე­ბა იყო.

ინ­ტერ­ნეტ­ში სხვა­დას­ხვა სამ­ხედ­რო ფო­რუ­მებ­ზე მრავ­ლად იდე­ბა ვი­დე­ო­ე­ბი, სა­დაც რუ­სე­თის სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნებ­ში ჯა­რე­ბის, არ­ტი­ლე­რი­ის, პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის, ჯავ­შან­ტექ­ნი­კის დიდი ოდე­ნო­ბით გა­დაყ­ვა­ნაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. ჯა­რე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა ფიქ­სირ­დე­ბა ნო­ვო­რო­სი­ის­კში, უკ­რა­ი­ნა-რუ­სე­თის სა­ზღვრის მიმ­დე­ბა­რე რა­ი­ო­ნებ­ში, ყა­ზან­ში.

შე­საძ­ლოა, აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი კრემ­ლის მხრი­დან მხო­ლოდ ფსი­ქო­ლო­გი­ურ ხა­სი­ათს ატა­რებ­დეს. თუმ­ცა რუ­სე­თის შემ­თხვე­ვა­ში, გა­მო­რი­ცხუ­ლი არა­ფე­რია. ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის ნა­წი­ლი, უე­ცა­რი შე­მოწ­მე­ბით წა­მო­წყე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო სწავ­ლე­ბე­ბის შე­ჩე­რე­ბას, ქა­რიშ­ხლის წინ, სი­ჩუ­მის და­სად­გუ­რე­ბას­თან აი­გი­ვებს...

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ topwar.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ქარიშხლის წინ სიჩუმე ისადგურებს - ფსიქოლოგიური ტერორი თუ მზადება ახალი ომისთვის ყირიმში

ქარიშხლის წინ სიჩუმე ისადგურებს - ფსიქოლოგიური ტერორი თუ მზადება ახალი ომისთვის ყირიმში

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთ და ცენტრალურ სამხედრო ოლქებში მიმდინარე სამხედრო სწავლებების მონაწილეები მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე დააბრუნა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ინტერფაქსი" პრეზიდენტის პრეს-მდივანზე დაყრდნობით ავრცელებს.

მასშტაბური სამხედრო სწავლება 26 თებერვალს საჯარისო შენაერთების უეცარი შემოწმებით დაიწყო. ცენტრალურ და დასავლეთ ოლქებში დისლოცირებული სამხედრო დანაყოფების გარდა, განგაშით საბრძოლო მდგომარეობაში სადესანტო ჯარების სარდლობა, საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის ჯარები, შორი და სატრანსპორტო ავიაცია, ბალტიის და ჩრდილოეთის ფლოტები მოიყვანეს. ჯამში სწავლებებში 150,000 სამხედრო, 90 თვითმფრინავი, 120 შვეულმფრენი, 850 ტანკი და ჯავშანტექნიკა, 80 ხომლადი და 1,200 დამხმარე ტექნიკა მონაწილეობდა. შესრულდა მრავალ კილომეტრიანი მარშები, საზღვაო და საჰაერო დესანტის გადასხმა ღამის პირობებში, პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების ოპერაციები.

სწავლების დაწყებისთანავე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განცხადება გააკეთა, რომ უეცარ სამხედრო შემოწმებას, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან კავშირი არ აქვს. მისი მოადგილის თქმით კი, სწავლებები ადრე იყო დაგეგმილი. შესაძლოა, ეს მართლაც ბანალური დამთხვევაა. თუმცა საკმაოდ საეჭვო იმ პირობებში, როდესაც მეზობელ ქვეყანაში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მაშინ, როდესაც ყირიმში უკრაინულ სამხედრო ნაწილებს და ბაზებს, რუსული ჯარისკაცების და სამხედრო ტექნიკის ალყა აქვს შემორტყმული, სწავლების დაწყება, თუნდაც გეგმიურის - სიტუაციის განმუხტვას ხელს ნამდვილად არ უწყობს. დასავლეთის ექსპერტების შეფასებით, ჯარების მოულოდნელი შემოწმების მიზანი, მსოფლიოსთვის ძალის ერთგვარი დემონსტრირება იყო.

ინტერნეტში სხვადასხვა სამხედრო ფორუმებზე მრავლად იდება ვიდეოები, სადაც რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში ჯარების, არტილერიის, პირადი შემადგენლობის, ჯავშანტექნიკის დიდი ოდენობით გადაყვანაა დაფიქსირებული. ჯარების გადაადგილება ფიქსირდება ნოვოროსიისკში, უკრაინა-რუსეთის საზღვრის მიმდებარე რაიონებში, ყაზანში.

შესაძლოა, აღნიშნული ქმედებები კრემლის მხრიდან მხოლოდ ფსიქოლოგიურ ხასიათს ატარებდეს. თუმცა რუსეთის შემთხვევაში, გამორიცხული არაფერია. ანალიტიკოსების ნაწილი, უეცარი შემოწმებით წამოწყებული სამხედრო სწავლებების შეჩერებას, ქარიშხლის წინ, სიჩუმის დასადგურებასთან აიგივებს...

მოამზადა ნუკრი მგელაძემ topwar.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა