საქართველოს პარლამენტმა ახალ მთავრობას ნდობა 2013 წლის 20 ნოემბერს გამოუცხადა. საქართველოს მთავრობა დღეს შემდეგი მინისტრთა კაბინეტით არის დაკომპლექტებული: ირაკლი ალასანია, ხათუნა გოგალაძე, დავით დარახველიძე, კახა კალაძე, დავით სერგეენკო, სოზარ სუბარი, გურამ ოდიშარია, მაია ფანჯიკიძე, თამარ სანიკიძე, დავით ნარმანია, შალვა ფიფია, ლევან ყიფიანი, თეა წულუკიანი, ალექსანდრე ჭიკაიძე, ნოდარ ხადური, გიორგი კვირიკაშვილი, პაატა ზაქარეიშვილი, კონსტანტინე სურგულაძე, ალექსი პეტრიაშვილი.
იმის დასადგენად, თუ როგორია მოსახლეობის განწყობა ქვეყნის მთავარი მენეჯერების მიმართ, Ambebi.ge-მ გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვაში, რომელიც 3 დღის განმავლობაში გრძელდებოდა, საიტის 4634-მა მკითხველმა მიიღო მონაწილეობა. შედეგების მიხედვით, მკითხველისთვის ყველაზე წარუმატებელი მინისტრი ნოდარ ხადური აღმოჩნდა, მან ხმების 19% მიიღო.
ყველაზე წარუმატებელ ქართველ მინისტრთა სიაში, მეორე ადგილზე გურამ ოდიშარია გავიდა (14,2%), მესამე ადგილზე კი კახი კალაძეა, რომელმაც ხმათა 8.7% მიიღო. რაც შეეხება გამოკითხვის სრულ შედეგებს, მისი ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.