სამხედრო
პოლიტიკა
Faceამბები

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შვილს იმაზე ველაპარაკებოდი, სად უნდა დაკრძალულიყო" - 17 წლის ტრაგიკულად აღსრულებული ქართველი ბერის ცხოვრება - ამბავი ''ამბებისთვის''
"შვილს იმაზე ველაპარაკებოდი, სად უნდა დაკრძალულიყო" - 17 წლის ტრაგიკულად აღსრულებული ქართველი ბერის ცხოვრება - ამბავი ''ამბებისთვის''

17 წლის ბე­რის ცხოვ­რე­ბი­სა და ტრა­გი­კუ­ლი აღ­სას­რუ­ლის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კარ­გად იცის... ის 3 წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა და ან­ტონ მარ­ტყო­ფე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის ეზო­შია დაკ­რძა­ლუ­ლი... 23 თე­ბერ­ვალს 20 წლის გახ­დე­ბო­და...

სი­ცო­ცხლის ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ო­ცარ ტან­ჯვას გა­უძ­ლო. ის მშობ­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი შვი­ლი იყო (ოჯა­ხი სო­ხუ­მი­დან არის დევ­ნი­ლი), თუმ­ცა რო­გორც დღეს დე­და­მი­სი, მი­ლე­დი (თინა) ჩხვი­მი­ა­ნი ამ­ბობს, ის უფ­ლის შვი­ლი იყო და მის­თვის ეწა­მა...

სიკ­ვდი­ლის წინ დე­დას სა­ო­ცა­რი ან­დერ­ძი და­უ­ტო­ვა: ეზ­რუ­ნა ონ­კო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ბავ­შვებ­ზე. დე­დამ შვილს ან­დერ­ძი აუს­რუ­ლა, დღეს ის "ბერი ან­დრი­ას სა­ხე­ლო­ბის ფონდს" ხელ­მძღვა­ნე­ლობს, რო­მე­ლიც ონ­კო­და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პა­ტა­რებს პატ­რო­ნობს და დე­დურ მზრუნ­ვე­ლო­ბას უწევს.

გუ­შინ დე­დის დღე იყო და სწო­რედ ამი­ტომ, გვინ­და კი­დევ ერთხელ შე­გახ­ვედ­როთ ამ ქალ­ბა­ტონს. ბერი ან­დრი­ას შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი კი­დევ ერთხელ ვთხო­ვეთ, რომ მათი სა­ო­ცა­რი დე­დაშ­ვი­ლო­ბის შე­სა­ხებ კი­დევ მოგ­ვე­თხრო მკი­თხვე­ლის­თვის.

- რო­გო­რი იყო ბერი ან­დრია ბავ­შვო­ბა­ში?

- ძა­ლი­ან მშვი­დი და საყ­ვა­რე­ლი ბავ­შვი იყო, ნი­ჭი­ე­რიც, კარ­გად წერ­და, მაგ­რამ ცოდ­ნა რომ გა­მო­ევ­ლი­ნა, ამის­თვის არას­დროს აქ­ტი­უ­რობ­და. ამის გამო ცო­ტას ვუბ­რაზ­დე­ბო­დი, ვურ­ჩევ­დი, გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი­ყო... სა­ო­ცა­რი მოს­მე­ნა იცო­და. მერე იმ სკო­ლა­ში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ, სა­დაც ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლად ის­წავ­ლე­ბო­და. იქვე ას­წავ­ლიდ­ნენ სა­ხა­რე­ბა­საც. იქ მი­ღე­ბულ­მა გა­ნათ­ლე­ბამ მას­ზე დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა... მისი ჩა­ნა­ხა­ტე­ბი, მო­თხრო­ბე­ბი ხე­ლი­დან ხელ­ში გა­და­დი­ო­და. ნუგ­ზა­რი (ყრმო­ბა­ში ასე ერ­ქვა) 12 წლის იყო, რომ მისი ნა­მუ­შევ­რე­ბის ბრო­შუ­რად გა­მო­ცე­მის სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა და ჩა­ნა­ხა­ტე­ბი, რო­მე­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მომ­წონ­და, დავ­ბეჭ­დეთ. იმ კრე­ბულს თუ ვინ­მეს ვა­ჩუ­ქებ­დი, ძა­ლი­ან რცხვე­ნო­და... და­დი­ო­და ცეკ­ვა­ზე, უყ­ვარ­და ცურ­ვა. გა­ლობ­და. დედა-შვი­ლი ქუ­თა­ის­ში, ტა­ძარ­ში დავ­დი­ო­დით, დე­კა­ნოზ ნი­კო­ლო­ზის მრევ­ლის წევ­რე­ბი ვი­ყა­ვით. უკ­რავ­და ხალ­ხურ საკ­რა­ვებ­ზე. ბო­ლოს გი­ტა­რა­ზე დაკ­ვრას სწავ­ლობ­და. კომ­პი­უ­ტერ­ში თა­ვი­სით აწყობ­და რა­ღაც კომ­პო­ზი­ცი­ებს. ფორ­ტე­პი­ა­ნოს კლა­სიც და­ას­რუ­ლა. სა­დაც იყო, ყვე­ლა­გან სი­კე­თე, სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი და­თე­სა...

- რო­გორც გა­ვი­გე, საკ­მა­ოდ პა­ტა­რას გას­ჩე­ნია სურ­ვი­ლი, მო­მა­ვალ­ში ბე­რად აღ­კვე­ცი­ლი­ყო. მა­ინც რამ მო­ახ­დი­ნა მას­ზე გავ­ლე­ნა, რომ ასე­თი სურ­ვი­ლი გასენო­და?

- მე­ექ­ვსე კლა­სელ­მა მი­ი­ღო ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა; მა­შინ სკო­ლო­დან ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრებ­ში ბევ­რს და­დი­ოდ­ნენ... ერთხე­ლაც, ინ­გლი­სუ­რის მას­წავ­ლე­ბელ­მა, მა­რი­ნა გი­ორ­გო­ბი­ან­მა და­მი­ბა­რა და მი­თხრა, - იცით, რომ თქვენს შვილს ბე­რო­ბა უნდა? ამის მოს­მე­ნა ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, მაგ­რამ მა­შინ ღვთის მად­ლით, ასე­თი სი­ტყვე­ბი წარ­მოვ­თქვი: დი­დე­ბა უფალს, თუ იმის ღირ­სი გავ­ხდე­ბი, ჩემი შვი­ლი უფ­ლის სამ­სა­ხურ­ში ჩად­გე­ბა, ბე­რად აღიკ­ვე­ცე­ბა, სა­სუ­ლი­ე­რო პირი გახ­დე­ბა-მეთ­ქი. ნუგ­ზა­რის ამ სურ­ვილ­ზე მა­მა­მისს ცოტა მწვა­ვე რე­აქ­ცია ჰქონ­და. - ერ­თა­დერ­თი შვი­ლი ბე­რად რა­ტომ უნდა აღიკ­ვე­ცო­სო?!

- მოგ­ვი­ა­ნე­ბით მამა ან­დრი­ას უკურ­ნე­ბე­ლი სენი შე­ე­ყა­რა. რო­დის და რო­გორ მოხ­და ეს?

- მე­ცხრე კლა­სი რომ და­ამ­თავ­რა, შე­ვა­ტყვე, რომ სწავ­ლას ცო­ტა­თი მო­უკ­ლო, რის­თვი­საც ვსაყ­ვე­დუ­რობ­დი. მე­უბ­ნე­ბო­და, - დედა, არ შე­მიძ­ლია, უე­ნერ­გი­ოდ ვარ, მალე ვიღ­ლე­ბიო. არა­და, რა ვი­ცო­დი, რომ თურ­მე უკურ­ნე­ბე­ლი სენი ჰქონ­და შეყ­რი­ლი. გა­სა­ო­ცა­რი კი არის, რომ ყო­ველ­წლი­უ­რად, პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით, შე­მოდ­გო­მით და გა­ზა­ფხულ­ზე გა­მოკ­ვლე­ვებს ვუ­ტა­რებ­დი და აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჯან­მრთე­ლი იყო. არა­და, მე­ო­თხე სტა­დი­ის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში კიბო ჰქო­ნია და ამას ვერც ერთი სპე­ცი­ა­ლის­ტი ამ­ჩნევ­და. რო­გორც ჩანს, ყვე­ლა­ფე­რი ღვთის ნება იყო, რო­გორც ჩანს, ის მძი­მე დღე­ე­ბი უნდა გა­ევ­ლო, რაც გა­ი­ა­რა...

სხვა­თა შო­რის, ჯერ კი­დევ იმ პე­რი­ო­დი­დან, თავს სუს­ტად რომ გრძნობ­და, თურ­მე იცო­და, რაც სჭირ­და, მაგ­რამ ამას იმის გამო ვერ ამ­ტკი­ცებ­და, რომ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მის ორ­გა­ნიზ­მში სა­გან­გა­შოს ვე­რა­ფერს ხე­დავ­დნენ. თურ­მე მუხ­ლებ­ში მე­ტას­ტა­ზე­ბი ჰქონ­და და ექი­მებ­მა რენტგე­ნის სუ­რა­თის მი­ხედ­ვით, შლა­ტე­რის და­ა­ვა­დე­ბა­აო, თქვეს. მის სი­სუს­ტეს ძი­რი­თა­დად გარ­და­ტე­ხის ასაკს აბ­რა­ლებ­დნენ. ტუბ­დის­პან­სერ­ში მხო­ლოდ მა­შინ და­ეჭ­ვდნენ, რო­დე­საც ფილ­ტვში 2 დიდი ინ­ფილტრა­ტი აღ­მო­უ­ჩი­ნეს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ტუ­ბერ­კუ­ლი­ო­მა­აო. არა­და, თვი­თონ ამ­ბობ­და, რომ ტუ­ბერ­კუ­ლი­ო­ზი არ სჭირ­და... შემ­დეგ ფილ­ტვზე ოპე­რა­ცია გა­უ­კეთ­და და და­დას­ტურ­და, რომ ტუ­ბერ­კუ­ლი­ო­ზი კი არა, კიბო ჰქონ­და. ონ­კო­ლო­გი­ურ­ში რომ გაგ­ვიშ­ვეს, მე­კი­თხე­ბო­და, რა მჭირ­სო? ვე­უბ­ნე­ბო­დი, - დედა, სიმ­სივ­ნე, ოღონდ, კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი-მეთ­ქი. ქი­მი­ო­თე­რა­პია რომ და­უ­ნიშ­ნეს, - მკი­თხა, თუ კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნია, "ქი­მია" რა­ტომ და­მი­ნიშ­ნე­სო? მოკ­ლედ, ნელ-ნელა მივ­ყავ­დი იქამ­დე, რომ მეც შევ­გუ­ე­ბო­დი მის უმ­ძი­მეს და­ავ­დე­ბას, რად­გა­ნაც ხომ გი­თხა­რით, იცო­და, რომ კიბო ჰქონ­და. ერთხელ ჩემი ონ­კო­ლო­გი მე­გო­ბა­რი მის სა­ნა­ხა­ვად მო­ვი­და, რო­მელ­საც ჰკი­თხა: პა­ცი­ენ­ტებს, რო­დე­საც ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე უდ­გინ­დე­ბათ, თუ ეუბ­ნე­ბით ამის შე­სა­ხებ? ვერ ვე­უბ­ნე­ბიო, - მი­უ­გო მან. ამის უფ­ლე­ბა არ გაქვთ, უნდა უთხრათ, რად­გა­ნაც იმ ადა­მი­ან­მა უნდა იცო­დეს, რომ სუ­ლის სა­ცხო­ნე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბა სჭირს და ამ სოფ­ლი­დან გას­ვლის­თვის უნდა მო­ემ­ზა­დო­სო. თუ პა­ცი­ენ­ტებს ამას არ ეტყვით, მა­შინ მო­ძღვარს აღ­სა­რე­ბა­ში უთხა­რით, რომ ავად­მყო­ფებს ატყუ­ებთ და ეს ცოდ­ვა მო­ი­ნა­ნი­ე­თო. ჩემი მე­გო­ბა­რი ცუ­დად გახ­და, იტი­რა... იმის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე, რომ მის­თვის არა­ფე­რი და­მე­მა­ლა...

მერე რო­დე­საც ჩვენ შო­რის უკვე არა­ფე­რი იყო და­მა­ლუ­ლი, შენ­დო­ბა მთხო­ვა იმის­თვის, რომ ასე გაგ­ტან­ჯე. ვინ იცის, რო­გორ ინერ­ვი­უ­ლე, რო­დე­საც ჩემი სე­ნის შე­სა­ხებ შე­ი­ტყვეო. ამას ძა­ლი­ან ჯავ­რობ­და. ყო­ვე­ლი მე­ო­რე-მე­სა­მე დღეს სხე­ულ­ზე ახალ წარ­მო­ნაქ­მნს რომ პო­უ­ლობ­და, ამ­ბობ­და, - თუ ღვთის წყა­ლო­ბა იქ­ნე­ბა, რო­გორც გაჩ­ნდა, ისე­ვე გაქ­რე­ბაო... მაგ­რამ ბო­ლოს ისიც იცო­და, რომ ეს არ მოხ­დე­ბო­და და ამ ქვეყ­ნი­დან მალე გა­ვი­დო­და. მამ­შვი­დებ­და: რას იზამ, დედა, ასეა, ამ ქვეყ­ნი­დან 17 წლის ასაკ­ში უნდა წა­ვი­დე. როცა ამის დრო მოვა, შენც გარ­და­იც­ვლე­ბი, მე კი იქ და­გე­ლო­დე­ბიო...

- ონ­კო­ლო­გი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რამ­დენ ხანს იწვა?

- დიდი ბჭო­ბი­სა და ფიქ­რის შემ­დეგ, რო­დე­საც უკვე სა­ბო­ლო­ოდ დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს - კან­ქვე­შა ნე­ი­რო­ენ­დოკ­რი­ნუ­ლი კარ­ცი­ნო­მა მერ­კე­რის ტი­პის უჯე­რე­დე­ბის; და­ვინ­ტე­რეს­დით, ვი­კი­თხეთ - სად, რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში შე­იძ­ლე­ბო­და მისი სამ­კურ­ნა­ლოდ წაყ­ვა­ნა. ისიც გა­ვარ­კვი­ეთ, რომ ამ ტი­პის კიბო თურ­მე მხო­ლოდ ხან­დაზ­მულ მა­მა­კაცს შე­იძ­ლე­ბა, და­ე­მარ­თოს და ამის პრე­ცე­დენ­ტი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით იშ­ვი­ა­თია. სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს სენი არა­თუ მო­ხუცს, მამა ან­დრი­ას გარ­და, არა­ვის ჰქო­ნია. ჩვენ­თან, ონ­კო­ლო­გი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გვი­თხრეს, რომ ყვე­ლა­ფე­რი დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო. გერ­მა­ნი­ი­დან, ამე­რი­კი­დან, ის­რა­ე­ლი­დან იგი­ვე პა­სუ­ხე­ბი მოგ­ვწე­რეს... პირ­ვე­ლი ქი­მი­ოპ­რო­ცე­დუ­რის წინ, ქუ­თა­ი­სი­დან ჩვე­ნი მო­ძღვა­რი - მამა ნი­კო­ლო­ზი ჩა­მო­ვი­და. ნუგ­ზარ­მა მა­მა­ოს სთხო­ვა, მის­თვის სა­ხე­ლი გა­და­ერ­ქმია. ვი­ნა­ი­დან წმინ­და­ნე­ბი­დან გა­მორ­ჩე­უ­ლად წმინ­და ნი­კო­ლო­ზი უყ­ვარ­და, ისურ­ვა, ეს სა­ხე­ლი დარ­ქმე­ო­და. მა­მა­ომ სურ­ვი­ლი შე­უს­რუ­ლა და შემ­დგომ უკვე ნი­კო­ლო­ზად მო­ვიხ­სე­ნი­ებ­დით. ონ­კო­ლო­გი­ურ­ში 15 თვე ვი­წე­ქით. პირ­ვე­ლი "ქი­მი­ის" შემ­დეგ სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­მო­ვე­დით და სახ­ლში - ქუ­თა­ის­ში ჩა­ვე­დით. შუ­ა­ლე­დი 21 დღე ჰქონ­და და იმ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტე­რი მო­ი­ლო­ცა. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შემ­დე­გი ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურ­სის­თვის რომ მივ­ბრუნ­დით, იქი­დან ვე­ღარ გა­მო­ვე­დით. სი­ა­რუ­ლი აღარ შე­ეძ­ლო, რად­გა­ნაც თით­ქმის ყვე­ლა ორ­გა­ნო­ზე ჰქონ­და მე­ტას­ტა­ზე­ბი მო­დე­ბუ­ლი, მათ შო­რის - ძვლებ­ზეც. ექი­მე­ბის პროგ­ნო­ზი ასე­თი იყო, რომ ამ­ქვეყ­ნად მაქ­სი­მუმ, 2-3 თვე თუ გაძ­ლებ­და, მაგ­რამ მამა ან­დრი­ამ წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი იცო­ცხლა და უმ­ძი­მეს სენს ებ­რძო­ლა... მისი მკურ­ნა­ლი ექი­მი, ონ­კო­ლო­გი მა­მუ­კა ჩუ­თ­ლაშ­ვი­ლი მის­თვის თავ­და­უ­ზო­გა­ვად ზრუ­ნავ­და. მამა ან­დრია ამ­ბობ­და, მე თუ ამ ქვეყ­ნად ვცო­ცხლობ, ღვთის ნე­ბით და მა­მუ­კა ექი­მის დახ­მა­რე­ბი­თო. ამი­ტომ, მთლი­ა­ნად მინ­დო­ბი­ლი იყო მას­ზე. მა­მუ­კა ბო­ლომ­დე მის გვერ­დით იდგა და ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რად ემ­სა­ხუ­რა. მამა ან­დრია ყო­ველ­დღე მად­ლობ­და უფალს იმ გან­საც­დე­ლის­თვის, რისი გა­და­ტა­ნაც უწევ­და...

ბო­ლოს ნელ-ნელა დამ­ძიმ­და. გა­უნ­ძრევ­ლად, სულ ზურ­გზე იწვა. ფე­ხებს ვერ ამოძ­რა­ვებ­და. ერთხელ ექიმ­მა უთხრა, რო­გორ უძ­ლებ ასეთ ტან­ჯვა­სო? გა­ე­ღი­მა... ყვე­ლა­ნა­ი­რი გან­საც­დე­ლი მორ­ჩი­ლად და მშვი­დად მი­ი­ღო. ამ­ბობ­და, რომ ამის ღირ­სი იყო და მუდ­მი­ვად მად­ლობ­და ამის­თვის უფალს. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში უმ­ძი­მეს­მა ავად­მყოფ­მა სკვნი­ლე­ბის ქსო­ვა ის­წავ­ლა. ყო­ვე­ლი დილა იმ სი­ხა­რუ­ლით თენ­დე­ბო­და, რომ სკვნი­ლი მო­ექ­სო­ვა...

- რო­დის და რო­გორ მოხ­და მისი ბე­რად აღ­კვე­ცა?

- იმ პე­რი­ოდ­ში ჩემ­მა მე­უღ­ლემ მი­თხრა, ბე­რად აღ­კვე­ცა ხომ უნ­დო­და ბავ­შვს და თუ შე­იძ­ლე­ბა, ვი­კი­თხოთ, იქ­ნებ აღ­კვე­ცო­ნო. მა­მის ის ნათ­ქვა­მი გა­და­ვე­ცი მამა ან­დრი­ას. გა­გიჟ­და სი­ხა­რუ­ლით და მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და უფალს. თურ­მე ღმერ­თს სულ იმას ევედ­რე­ბო­და, შე­მაძ­ლე­ბი­ნე, ბე­რო­ბის ღირ­სი გავ­ხდე და თუ შენი ნება იქ­ნე­ბა, ეს მა­ნიშ­ნეო. რაკი მა­მა­მის­მა მის ბე­რად აღ­კვე­ცა­ზე თან­ხმო­ბა თა­ვი­სით თქვა, მამა ან­დრი­ამ ეს უფ­ლის ნიშ­ნად მი­იჩ­ნია. ჩემი მე­უღ­ლე მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი კი არის, მაგ­რამ იმ პე­რი­ოდ­ში აღმსა­რე­ბე­ლი და მა­ზი­ა­რე­ბე­ლი არ იყო. ასე­თი ადა­მი­ა­ნი რომ იტყვის ამას, რა თქმა უნდა, ეს უკვე ღვთის ნება იყო... სწო­რედ მა­შინ ჩვენ­თან იღუ­მე­ნი მამა შალ­ვა შენ­გე­ლია მო­ვი­და. ის ან­ტონ მარ­ტყო­ფე­ლის მო­ნას­ტრის ბე­რია, რო­მე­ლიც ჩვენ­თან კვი­რა­ში სამ-ოთხჯერ მო­დი­ო­და და მამა ან­დრი­ას აზი­ა­რებ­და. მამა ან­დრი­ამ მამა შალ­ვას უთხრა იმის შე­სა­ხებ, რომ მზად იყო მორ­ჩი­ლად აღ­კვე­ცი­ლი­ყო. მამა შალ­ვამ გა­ხე­და და მი­უ­გო, - ნი­კო­ლოზ, ამა­ზე მეტი მორ­ჩი­ლე­ბა რა გინ­და, წე­ლი­წა­დია წევ­ხარ და უმ­ძი­მეს ტან­ჯვას იტა­ნო. მოკ­ლედ, მას ის ერთი წელი და ერთი თვე მორ­ჩი­ლე­ბა­ში ჩა­ეთ­ვა­ლა და პატ­რი­არ­ქის კურ­თხე­ვით, მორ­ჩი­ლი ნი­კო­ლო­ზი ბე­რად აღიკ­ვე­ცა... მამა შალ­ვამ აღ­კვე­ცის დღეს მო­ნას­ტრი­დან შე­სა­მო­სე­ბი და ტრა­პე­ზის ხის ჯვა­რი მო­უ­ტა­ნა, რო­მე­ლიც ხელ­ში მუდ­მი­ვად ეჭი­რა ისე, რომ გარ­და­იც­ვა­ლა, ჯვა­რი ხე­ლი­დან არც გა­ვარ­დნია. მოკ­ლედ, აღ­კვე­ცის შემ­დეგ მამა ან­დრია ეწო­და. რო­დე­საც იმ ცე­რე­მო­ნი­ის შემ­დეგ ვე­ამ­ბო­რე, მი­ვუ­ლო­ცე კი­დეც: - დე, გი­ლო­ცავ-მეთ­ქი. - არა დედა, დღეს მე შენ­თვის მოვ­კვდი. დედა, აღარ მი­თხრაო. გა­მე­ცი­ნა და ღმერ­თს მად­ლო­ბა შევ­თხო­ვე ამის­თვის.

- რა მოხ­და მისი ბე­რად აღ­კვე­ცის შემ­დეგ?

- 4 თვე ბე­რუ­ლად იცხოვ­რა. სუ­ლი­ე­რად ძა­ლი­ან გა­ი­ზარ­და. გა­რეგ­ნუ­ლა­დაც შე­იც­ვა­ლა. აღ­კვე­ცის დღეს ანა­თებ­და, ისე­თი იყო. მამა შალ­ვამ ადა­მი­ა­ნე­ბის მო­სახ­სე­ნი­ებ­ლე­ბი და­უ­ტო­ვა. მათი მოხ­სე­ნი­ე­ბა დიდი მად­ლი­აო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან მძი­მედ იყო, მათი კი­თხვა არ მი­უ­ტო­ვე­ბია. ამ ადა­მი­ა­ნებს ჩემი იმე­დი აქვთ, რო­გორ ვუ­ღა­ლა­ტო? უფა­ლი შე­მაძ­ლე­ბი­ნებს და წა­ვი­კი­თხა­ვო. უმ­ძიმ­და, მაგ­რამ მა­ინც არ ეშ­ვე­ბო­და. მის სა­ნა­ხა­ვად მა­მე­ბი მო­დი­ოდ­ნენ და ესა­უბ­რე­ბოდ­ნენ; მო­დი­ოდ­ნენ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი, მომ­ლოც­ვე­ლე­ბი. კურ­თხე­ვას სთხოვ­დნენ. ის ეუბ­ნე­ბო­და, ერთი პა­ტა­რა ციდ­ვი­ლი ბერი ვარ და კურ­თხე­ვის გა­ცე­მის უფ­ლე­ბა არ მაქ­ვსო. ვი­საც ძა­ლი­ან უჭირ­და და გან­საც­დელ­ში იყო, მათ მო­უს­მენ­და და გარ­კვე­ულ რჩე­ვას აძ­ლევ­და. თა­ვის მოქ­სო­ვილ სკვნი­ლებს მომ­ლო­ცე­ლებს ური­გებ­და. პატ­რი­არ­ქსაც გა­უგ­ზავ­ნა მარ­გა­ლი­ტე­ბით მოქ­სო­ვი­ლი სკვნი­ლი... მოკ­ლედ, სა­კუ­თა­რი საქ­ცი­ე­ლით მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის­თვის მო­მამ­ზა­და და ის დროც დაგ­ვიდ­გა, იმა­ზე გვე­ლა­პა­რა­კა, სად უნდა დაგ­ვე­საფ­ლა­ვე­ბი­ნა. ეს კი ნამ­დვი­ლი სას­წა­უ­ლი იყო, რომ შვილს ამ თე­მა­ზე ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი... ბერი რომ იყო, ჩვე­უ­ლებ­რივ სა­საფ­ლა­ო­ზე მისი დაფვ­ლა არ შე­იძ­ლე­ბო­და. რაკი დევ­ნი­ლე­ბი ვართ და ქუ­თა­ის­ში ვცხოვ­რობ­დით, ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბი ამ­ბობ­დნენ, იქ­ნებ იმე­რე­თის რო­მე­ლი­მე მო­ნას­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დავ­კრძა­ლო­თო. მე­უ­ფე ია­კობ­მა და მამა შალ­ვამ კი თქვეს, რომ ჩვე­ნი მო­ნას­ტრის ბერი ჩვე­ნი მო­ნას­ტრის ტე­რი­ტო­რა­ზე უნდა და­იფ­ლა­სო. იმ დროს მამა ან­დრი­ა­მაც ასე თქვა: ჩემი ხორ­ცი, სხე­უ­ლი მარ­ტყო­ფის მო­ნას­ტერს ეკუთ­ვნის, სული კი - უფალს. მაგ­რამ თუ თქვენ ასე და­გამ­ძი­მებთ, მა­შინ რო­გორც გნე­ბავთ, ისე იყო­სო... რო­დე­საც უკვე გა­ირ­კვა თუ სად უნდა დაკ­რძა­ლუ­ლი­ყო, მამა ან­დრი­ამ თქვა: რისი ღირ­სი გავ­ხდი მე, ცოდ­ვი­ლი ბერი, ან­ტონ მარ­ტყო­ფე­ლის გვერ­დით ვიქ­ნე­ბი და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლიო. ამას ისე­თი გა­ბად­რუ­ლი სა­ხით მე­უბ­ნე­ბო­და, გა­სა­ო­ცა­რი იყო. ვუს­მენ­დი, ვუ­ყუ­რებ­დი და არაფ­რის შემ­ში­ნე­ბია. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა, ხორ­ცი­ე­ლი სიკ­ვდი­ლი ვერ შე­ვიგ­რძე­ნი... 2011 წლის 28 ივ­ლისს გარ­და­იც­ვა­ლა... 28-ში ძა­ლი­ან რომ დამ­ძიმ­და, მი­თხრა, მე დღეს გარ­და­ვიც­ვლე­ბიო... მა­მუ­კა ექიმს, რომ­ლის იმე­დიც ყო­ველ­თვის ჰქონ­და, რომ უშ­ვე­ლი­და, იმ დღეს უთხრა, - აქ და­დე­ქი და არა­ფე­რი გა­მი­კე­თო­თო...

- რო­გორც გა­ვი­გე, ის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ბე­რია სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­ა­ში, რო­მე­ლიც 17 წლის ასაკ­ში აღეს­რუ­ლა...

- კი, ასეა. მამა ვა­რა­ხი­ელ­მა წა­უ­კი­თხა ამ სოფ­ლი­დან გას­ვლის ლოც­ვე­ბი... სულ ბო­ლოს გა­ი­ღო პა­ლა­ტის კარი და 7 მღვდელ-მო­ნა­ზო­ნი შე­მო­ვი­და. ასე ამ­ბო­ბენ, ბერს 7 ან­გე­ლო­ზი იცავ­სო. გა­დავ­ხე­დე ხა­ტებს და უფალს მად­ლო­ბა შევ­წი­რე. მივ­ხვდი, რომ უფალ­მა გა­მაძ­ლი­ე­რა და მამა ან­დრი­ას მად­ლმა და­მა­ნა­ხა ის, რა­საც ვერ ვხე­დავ­დი. მა­მე­ბის შემ­ხედ­ვა­რეს, სიმ­შვი­დე და­მე­უფ­ლა. მინ­დო­და, რომ იმ დღეს გარ­დაც­ვლი­ლი­ყო, თან, კვი­რი­კეს დღე­სას­წა­უ­ლი იყო და ეს დღე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარ­და... ბე­რე­ბი გა­ვიდ­ნენ პა­ლა­ტი­დან და მა­მაო მალე გარ­და­იც­ვა­ლა...

- რო­გორც ვიცი, რო­გორც ბე­რის დე­დას, ან­დერ­ძი და­გი­ტო­ვათ...

- ზუს­ტად ისე­ვე მო­ვი­ქე­ცი, რო­გორც და­მი­ბა­რა. მი­თხრა, მე­ცხოვ­რა რო­გორც ბე­რის დე­დას ეკად­რე­ბო­და. ამას შევ­პირ­დი; ასე­ვე და­მი­ბა­რა, რომ ონ­კო­ლო­გი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში უმ­ძი­მე­სი სე­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი არ მი­მე­ტო­ვე­ბი­ნა და მათ­თან, კვი­რა­ში ერთხელ მა­ინც მივ­სუ­ლი­ყა­ვი და რო­გორც შევ­ძლებ­დი, ისე დავ­ხმა­რე­ბო­დი...

თუ აქამ­დე ერთი შვი­ლი მყავ­და, ახლა ბევ­რი მყავს, რო­მელ­თაც ყუ­რა­დღე­ბას არ ვაკ­ლებ.…მათი ტკი­ვი­ლი­თა და პრობ­ლე­მე­ბით ვცხოვ­რობ...

არც გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დგომ შე­წყვე­ტი­ლა ჩემ­სა და ბერ ან­დრი­ას შო­რის კავ­ში­რი. ძა­ლი­ან მაძ­ლი­ე­რებს. დამ­პირ­და, რომ სულ ჩემ გვერ­დით იქ­ნე­ბო­და... მად­ლო­ბა უფალს იმის­თვის, რომ მე ამას ვგრძნობ.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

"შვილს იმაზე ველაპარაკებოდი, სად უნდა დაკრძალულიყო" - 17 წლის ტრაგიკულად აღსრულებული ქართველი ბერის ცხოვრება - ამბავი ''ამბებისთვის''

"შვილს იმაზე ველაპარაკებოდი, სად უნდა დაკრძალულიყო" - 17 წლის ტრაგიკულად აღსრულებული ქართველი ბერის ცხოვრება - ამბავი ''ამბებისთვის''

17 წლის ბერის ცხოვრებისა და ტრაგიკული აღსასრულის შესახებ საზოგადოებამ კარგად იცის... ის 3 წლის წინ გარდაიცვალა და ანტონ მარტყოფელის სახელობის სამონასტრო კომპლექსის ეზოშია დაკრძალული... 23 თებერვალს 20 წლის გახდებოდა...

სიცოცხლის ბოლო პერიოდში საოცარ ტანჯვას გაუძლო. ის მშობლების ერთადერთი შვილი იყო (ოჯახი სოხუმიდან არის დევნილი), თუმცა როგორც დღეს დედამისი, მილედი (თინა) ჩხვიმიანი ამბობს, ის უფლის შვილი იყო და მისთვის ეწამა...

სიკვდილის წინ დედას საოცარი ანდერძი დაუტოვა: ეზრუნა ონკოლოგიური პრობლემების მქონე ბავშვებზე. დედამ შვილს ანდერძი აუსრულა, დღეს ის "ბერი ანდრიას სახელობის ფონდს" ხელმძღვანელობს, რომელიც ონკოდაავადებების მქონე პატარებს პატრონობს და დედურ მზრუნველობას უწევს.

გუშინ დედის დღე იყო და სწორედ ამიტომ, გვინდა კიდევ ერთხელ შეგახვედროთ ამ ქალბატონს. ბერი ანდრიას შესახებ საუბარი კიდევ ერთხელ ვთხოვეთ, რომ მათი საოცარი დედაშვილობის შესახებ კიდევ მოგვეთხრო მკითხველისთვის.

- როგორი იყო ბერი ანდრია ბავშვობაში?

- ძალიან მშვიდი და საყვარელი ბავშვი იყო, ნიჭიერიც, კარგად წერდა, მაგრამ ცოდნა რომ გამოევლინა, ამისთვის არასდროს აქტიურობდა. ამის გამო ცოტას ვუბრაზდებოდი, ვურჩევდი, გააქტიურებულიყო... საოცარი მოსმენა იცოდა. მერე იმ სკოლაში გადავიყვანეთ, სადაც ქართული ენა და ლიტერატურა გაძლიერებულად ისწავლებოდა. იქვე ასწავლიდნენ სახარებასაც. იქ მიღებულმა განათლებამ მასზე დიდი გავლენა მოახდინა... მისი ჩანახატები, მოთხრობები ხელიდან ხელში გადადიოდა. ნუგზარი (ყრმობაში ასე ერქვა) 12 წლის იყო, რომ მისი ნამუშევრების ბროშურად გამოცემის სურვილი გამიჩნდა და ჩანახატები, რომელებიც განსაკუთრებულად მომწონდა, დავბეჭდეთ. იმ კრებულს თუ ვინმეს ვაჩუქებდი, ძალიან რცხვენოდა... დადიოდა ცეკვაზე, უყვარდა ცურვა. გალობდა. დედა-შვილი ქუთაისში, ტაძარში დავდიოდით, დეკანოზ ნიკოლოზის მრევლის წევრები ვიყავით. უკრავდა ხალხურ საკრავებზე. ბოლოს გიტარაზე დაკვრას სწავლობდა. კომპიუტერში თავისით აწყობდა რაღაც კომპოზიციებს. ფორტეპიანოს კლასიც დაასრულა. სადაც იყო, ყველაგან სიკეთე, სითბო და სიყვარული დათესა...

- როგორც გავიგე, საკმაოდ პატარას გასჩენია სურვილი, მომავალში ბერად აღკვეცილიყო. მაინც რამ მოახდინა მასზე გავლენა, რომ ასეთი სურვილი გასენოდა?

- მეექვსე კლასელმა მიიღო ეს გადაწყვეტილება; მაშინ სკოლოდან ეკლესია-მონასტრებში ბევრს დადიოდნენ... ერთხელაც, ინგლისურის მასწავლებელმა, მარინა გიორგობიანმა დამიბარა და მითხრა, - იცით, რომ თქვენს შვილს ბერობა უნდა? ამის მოსმენა ჩემთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ მაშინ ღვთის მადლით, ასეთი სიტყვები წარმოვთქვი: დიდება უფალს, თუ იმის ღირსი გავხდები, ჩემი შვილი უფლის სამსახურში ჩადგება, ბერად აღიკვეცება, სასულიერო პირი გახდება-მეთქი. ნუგზარის ამ სურვილზე მამამისს ცოტა მწვავე რეაქცია ჰქონდა. - ერთადერთი შვილი ბერად რატომ უნდა აღიკვეცოსო?!

- მოგვიანებით მამა ანდრიას უკურნებელი სენი შეეყარა. როდის და როგორ მოხდა ეს?

- მეცხრე კლასი რომ დაამთავრა, შევატყვე, რომ სწავლას ცოტათი მოუკლო, რისთვისაც ვსაყვედურობდი. მეუბნებოდა, - დედა, არ შემიძლია, უენერგიოდ ვარ, მალე ვიღლებიო. არადა, რა ვიცოდი, რომ თურმე უკურნებელი სენი ჰქონდა შეყრილი. გასაოცარი კი არის, რომ ყოველწლიურად, პროფილაქტიკის მიზნით, შემოდგომით და გაზაფხულზე გამოკვლევებს ვუტარებდი და აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო. არადა, მეოთხე სტადიის მეორე ნახევარში კიბო ჰქონია და ამას ვერც ერთი სპეციალისტი ამჩნევდა. როგორც ჩანს, ყველაფერი ღვთის ნება იყო, როგორც ჩანს, ის მძიმე დღეები უნდა გაევლო, რაც გაიარა...

სხვათა შორის, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, თავს სუსტად რომ გრძნობდა, თურმე იცოდა, რაც სჭირდა, მაგრამ ამას იმის გამო ვერ ამტკიცებდა, რომ კვალიფიციური სპეციალისტები მის ორგანიზმში საგანგაშოს ვერაფერს ხედავდნენ. თურმე მუხლებში მეტასტაზები ჰქონდა და ექიმებმა რენტგენის სურათის მიხედვით, შლატერის დაავადებააო, თქვეს. მის სისუსტეს ძირითადად გარდატეხის ასაკს აბრალებდნენ. ტუბდისპანსერში მხოლოდ მაშინ დაეჭვდნენ, როდესაც ფილტვში 2 დიდი ინფილტრატი აღმოუჩინეს, სავარაუდოდ, ტუბერკულიომააო. არადა, თვითონ ამბობდა, რომ ტუბერკულიოზი არ სჭირდა... შემდეგ ფილტვზე ოპერაცია გაუკეთდა და დადასტურდა, რომ ტუბერკულიოზი კი არა, კიბო ჰქონდა. ონკოლოგიურში რომ გაგვიშვეს, მეკითხებოდა, რა მჭირსო? ვეუბნებოდი, - დედა, სიმსივნე, ოღონდ, კეთილთვისებიანი-მეთქი. ქიმიოთერაპია რომ დაუნიშნეს, - მკითხა, თუ კეთილთვისებიანია, "ქიმია" რატომ დამინიშნესო? მოკლედ, ნელ-ნელა მივყავდი იქამდე, რომ მეც შევგუებოდი მის უმძიმეს დაავდებას, რადგანაც ხომ გითხარით, იცოდა, რომ კიბო ჰქონდა. ერთხელ ჩემი ონკოლოგი მეგობარი მის სანახავად მოვიდა, რომელსაც ჰკითხა: პაციენტებს, როდესაც ავთვისებიანი სიმსივნე უდგინდებათ, თუ ეუბნებით ამის შესახებ? ვერ ვეუბნებიო, - მიუგო მან. ამის უფლება არ გაქვთ, უნდა უთხრათ, რადგანაც იმ ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ სულის საცხონებელი დაავადება სჭირს და ამ სოფლიდან გასვლისთვის უნდა მოემზადოსო. თუ პაციენტებს ამას არ ეტყვით, მაშინ მოძღვარს აღსარებაში უთხარით, რომ ავადმყოფებს ატყუებთ და ეს ცოდვა მოინანიეთო. ჩემი მეგობარი ცუდად გახდა, იტირა... იმის შემდეგ გადავწყვიტე, რომ მისთვის არაფერი დამემალა...

მერე როდესაც ჩვენ შორის უკვე არაფერი იყო დამალული, შენდობა მთხოვა იმისთვის, რომ ასე გაგტანჯე. ვინ იცის, როგორ ინერვიულე, როდესაც ჩემი სენის შესახებ შეიტყვეო. ამას ძალიან ჯავრობდა. ყოველი მეორე-მესამე დღეს სხეულზე ახალ წარმონაქმნს რომ პოულობდა, ამბობდა, - თუ ღვთის წყალობა იქნება, როგორც გაჩნდა, ისევე გაქრებაო... მაგრამ ბოლოს ისიც იცოდა, რომ ეს არ მოხდებოდა და ამ ქვეყნიდან მალე გავიდოდა. მამშვიდებდა: რას იზამ, დედა, ასეა, ამ ქვეყნიდან 17 წლის ასაკში უნდა წავიდე. როცა ამის დრო მოვა, შენც გარდაიცვლები, მე კი იქ დაგელოდებიო...

- ონკოლოგიურ საავადმყოფოში რამდენ ხანს იწვა?

- დიდი ბჭობისა და ფიქრის შემდეგ, როდესაც უკვე საბოლოოდ დიაგნოზი დაუსვეს - კანქვეშა ნეიროენდოკრინული კარცინომა მერკერის ტიპის უჯერედების; დავინტერესდით, ვიკითხეთ - სად, რომელ ქვეყანაში შეიძლებოდა მისი სამკურნალოდ წაყვანა. ისიც გავარკვიეთ, რომ ამ ტიპის კიბო თურმე მხოლოდ ხანდაზმულ მამაკაცს შეიძლება, დაემართოს და ამის პრეცედენტი მსოფლიოს მასშტაბით იშვიათია. საქართველოში ეს სენი არათუ მოხუცს, მამა ანდრიას გარდა, არავის ჰქონია. ჩვენთან, ონკოლოგიურ საავადმყოფოში გვითხრეს, რომ ყველაფერი დაგვიანებული იყო. გერმანიიდან, ამერიკიდან, ისრაელიდან იგივე პასუხები მოგვწერეს... პირველი ქიმიოპროცედურის წინ, ქუთაისიდან ჩვენი მოძღვარი - მამა ნიკოლოზი ჩამოვიდა. ნუგზარმა მამაოს სთხოვა, მისთვის სახელი გადაერქმია. ვინაიდან წმინდანებიდან გამორჩეულად წმინდა ნიკოლოზი უყვარდა, ისურვა, ეს სახელი დარქმეოდა. მამაომ სურვილი შეუსრულა და შემდგომ უკვე ნიკოლოზად მოვიხსენიებდით. ონკოლოგიურში 15 თვე ვიწექით. პირველი "ქიმიის" შემდეგ საავადმყოფოდან გამოვედით და სახლში - ქუთაისში ჩავედით. შუალედი 21 დღე ჰქონდა და იმ ხნის განმავლობაში არაერთი ეკლესია-მონასტერი მოილოცა. საავადმყოფოში შემდეგი ქიმიოთერაპიის კურსისთვის რომ მივბრუნდით, იქიდან ვეღარ გამოვედით. სიარული აღარ შეეძლო, რადგანაც თითქმის ყველა ორგანოზე ჰქონდა მეტასტაზები მოდებული, მათ შორის - ძვლებზეც. ექიმების პროგნოზი ასეთი იყო, რომ ამქვეყნად მაქსიმუმ, 2-3 თვე თუ გაძლებდა, მაგრამ მამა ანდრიამ წელიწად-ნახევარი იცოცხლა და უმძიმეს სენს ებრძოლა... მისი მკურნალი ექიმი, ონკოლოგი მამუკა ჩუთლაშვილი მისთვის თავდაუზოგავად ზრუნავდა. მამა ანდრია ამბობდა, მე თუ ამ ქვეყნად ვცოცხლობ, ღვთის ნებით და მამუკა ექიმის დახმარებითო. ამიტომ, მთლიანად მინდობილი იყო მასზე. მამუკა ბოლომდე მის გვერდით იდგა და ძალიან მადლიერად ემსახურა. მამა ანდრია ყოველდღე მადლობდა უფალს იმ განსაცდელისთვის, რისი გადატანაც უწევდა...

ბოლოს ნელ-ნელა დამძიმდა. გაუნძრევლად, სულ ზურგზე იწვა. ფეხებს ვერ ამოძრავებდა. ერთხელ ექიმმა უთხრა, როგორ უძლებ ასეთ ტანჯვასო? გაეღიმა... ყველანაირი განსაცდელი მორჩილად და მშვიდად მიიღო. ამბობდა, რომ ამის ღირსი იყო და მუდმივად მადლობდა ამისთვის უფალს. საავადმყოფოში უმძიმესმა ავადმყოფმა სკვნილების ქსოვა ისწავლა. ყოველი დილა იმ სიხარულით თენდებოდა, რომ სკვნილი მოექსოვა...

- როდის და როგორ მოხდა მისი ბერად აღკვეცა?

- იმ პერიოდში ჩემმა მეუღლემ მითხრა, ბერად აღკვეცა ხომ უნდოდა ბავშვს და თუ შეიძლება, ვიკითხოთ, იქნებ აღკვეცონო. მამის ის ნათქვამი გადავეცი მამა ანდრიას. გაგიჟდა სიხარულით და მადლობა გადაუხადა უფალს. თურმე ღმერთს სულ იმას ევედრებოდა, შემაძლებინე, ბერობის ღირსი გავხდე და თუ შენი ნება იქნება, ეს მანიშნეო. რაკი მამამისმა მის ბერად აღკვეცაზე თანხმობა თავისით თქვა, მამა ანდრიამ ეს უფლის ნიშნად მიიჩნია. ჩემი მეუღლე მართლმადიდებელი კი არის, მაგრამ იმ პერიოდში აღმსარებელი და მაზიარებელი არ იყო. ასეთი ადამიანი რომ იტყვის ამას, რა თქმა უნდა, ეს უკვე ღვთის ნება იყო... სწორედ მაშინ ჩვენთან იღუმენი მამა შალვა შენგელია მოვიდა. ის ანტონ მარტყოფელის მონასტრის ბერია, რომელიც ჩვენთან კვირაში სამ-ოთხჯერ მოდიოდა და მამა ანდრიას აზიარებდა. მამა ანდრიამ მამა შალვას უთხრა იმის შესახებ, რომ მზად იყო მორჩილად აღკვეცილიყო. მამა შალვამ გახედა და მიუგო, - ნიკოლოზ, ამაზე მეტი მორჩილება რა გინდა, წელიწადია წევხარ და უმძიმეს ტანჯვას იტანო. მოკლედ, მას ის ერთი წელი და ერთი თვე მორჩილებაში ჩაეთვალა და პატრიარქის კურთხევით, მორჩილი ნიკოლოზი ბერად აღიკვეცა... მამა შალვამ აღკვეცის დღეს მონასტრიდან შესამოსები და ტრაპეზის ხის ჯვარი მოუტანა, რომელიც ხელში მუდმივად ეჭირა ისე, რომ გარდაიცვალა, ჯვარი ხელიდან არც გავარდნია. მოკლედ, აღკვეცის შემდეგ მამა ანდრია ეწოდა. როდესაც იმ ცერემონიის შემდეგ ვეამბორე, მივულოცე კიდეც: - დე, გილოცავ-მეთქი. - არა დედა, დღეს მე შენთვის მოვკვდი. დედა, აღარ მითხრაო. გამეცინა და ღმერთს მადლობა შევთხოვე ამისთვის.

- რა მოხდა მისი ბერად აღკვეცის შემდეგ?

- 4 თვე ბერულად იცხოვრა. სულიერად ძალიან გაიზარდა. გარეგნულადაც შეიცვალა. აღკვეცის დღეს ანათებდა, ისეთი იყო. მამა შალვამ ადამიანების მოსახსენიებლები დაუტოვა. მათი მოხსენიება დიდი მადლიაო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმედ იყო, მათი კითხვა არ მიუტოვებია. ამ ადამიანებს ჩემი იმედი აქვთ, როგორ ვუღალატო? უფალი შემაძლებინებს და წავიკითხავო. უმძიმდა, მაგრამ მაინც არ ეშვებოდა. მის სანახავად მამები მოდიოდნენ და ესაუბრებოდნენ; მოდიოდნენ ჩვეულებრივი ადამიანები, მომლოცველები. კურთხევას სთხოვდნენ. ის ეუბნებოდა, ერთი პატარა ციდვილი ბერი ვარ და კურთხევის გაცემის უფლება არ მაქვსო. ვისაც ძალიან უჭირდა და განსაცდელში იყო, მათ მოუსმენდა და გარკვეულ რჩევას აძლევდა. თავის მოქსოვილ სკვნილებს მომლოცელებს ურიგებდა. პატრიარქსაც გაუგზავნა მარგალიტებით მოქსოვილი სკვნილი... მოკლედ, საკუთარი საქციელით მისი გარდაცვალებისთვის მომამზადა და ის დროც დაგვიდგა, იმაზე გველაპარაკა, სად უნდა დაგვესაფლავებინა. ეს კი ნამდვილი სასწაული იყო, რომ შვილს ამ თემაზე ველაპარაკებოდი... ბერი რომ იყო, ჩვეულებრივ სასაფლაოზე მისი დაფვლა არ შეიძლებოდა. რაკი დევნილები ვართ და ქუთაისში ვცხოვრობდით, ჩემი ნათესავები ამბობდნენ, იქნებ იმერეთის რომელიმე მონასტრის ტერიტორიაზე დავკრძალოთო. მეუფე იაკობმა და მამა შალვამ კი თქვეს, რომ ჩვენი მონასტრის ბერი ჩვენი მონასტრის ტერიტორაზე უნდა დაიფლასო. იმ დროს მამა ანდრიამაც ასე თქვა: ჩემი ხორცი, სხეული მარტყოფის მონასტერს ეკუთვნის, სული კი - უფალს. მაგრამ თუ თქვენ ასე დაგამძიმებთ, მაშინ როგორც გნებავთ, ისე იყოსო... როდესაც უკვე გაირკვა თუ სად უნდა დაკრძალულიყო, მამა ანდრიამ თქვა: რისი ღირსი გავხდი მე, ცოდვილი ბერი, ანტონ მარტყოფელის გვერდით ვიქნები დასაფლავებულიო. ამას ისეთი გაბადრული სახით მეუბნებოდა, გასაოცარი იყო. ვუსმენდი, ვუყურებდი და არაფრის შემშინებია. მისი გარდაცვალება, ხორციელი სიკვდილი ვერ შევიგრძენი... 2011 წლის 28 ივლისს გარდაიცვალა... 28-ში ძალიან რომ დამძიმდა, მითხრა, მე დღეს გარდავიცვლებიო... მამუკა ექიმს, რომლის იმედიც ყოველთვის ჰქონდა, რომ უშველიდა, იმ დღეს უთხრა, - აქ დადექი და არაფერი გამიკეთოთო...

- როგორც გავიგე, ის ყველაზე ახალგაზრდა ბერია საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, რომელიც 17 წლის ასაკში აღესრულა...

- კი, ასეა. მამა ვარახიელმა წაუკითხა ამ სოფლიდან გასვლის ლოცვები... სულ ბოლოს გაიღო პალატის კარი და 7 მღვდელ-მონაზონი შემოვიდა. ასე ამბობენ, ბერს 7 ანგელოზი იცავსო. გადავხედე ხატებს და უფალს მადლობა შევწირე. მივხვდი, რომ უფალმა გამაძლიერა და მამა ანდრიას მადლმა დამანახა ის, რასაც ვერ ვხედავდი. მამების შემხედვარეს, სიმშვიდე დამეუფლა. მინდოდა, რომ იმ დღეს გარდაცვლილიყო, თან, კვირიკეს დღესასწაული იყო და ეს დღე განსაკუთრებულად უყვარდა... ბერები გავიდნენ პალატიდან და მამაო მალე გარდაიცვალა...

- როგორც ვიცი, როგორც ბერის დედას, ანდერძი დაგიტოვათ...

- ზუსტად ისევე მოვიქეცი, როგორც დამიბარა. მითხრა, მეცხოვრა როგორც ბერის დედას ეკადრებოდა. ამას შევპირდი; ასევე დამიბარა, რომ ონკოლოგიურ საავადმყოფოში უმძიმესი სენით დაავადებული ბავშვები არ მიმეტოვებინა და მათთან, კვირაში ერთხელ მაინც მივსულიყავი და როგორც შევძლებდი, ისე დავხმარებოდი...

თუ აქამდე ერთი შვილი მყავდა, ახლა ბევრი მყავს, რომელთაც ყურადღებას არ ვაკლებ.…მათი ტკივილითა და პრობლემებით ვცხოვრობ...

არც გარდაცვალების შემდგომ შეწყვეტილა ჩემსა და ბერ ანდრიას შორის კავშირი. ძალიან მაძლიერებს. დამპირდა, რომ სულ ჩემ გვერდით იქნებოდა... მადლობა უფალს იმისთვის, რომ მე ამას ვგრძნობ.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია