სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედა - შვილის სიცოცხლის გადასარჩენად 10 ათასი ლარი მჭირდება და ვერ გვიშოვია
დედა - შვილის სიცოცხლის გადასარჩენად 10 ათასი ლარი მჭირდება და ვერ გვიშოვია

ვანო შიშ­ნი­აშ­ვი­ლი გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ბა­კურ­ცი­ხე­ში დე­დას­თან, მო­ხუც ბე­ბი­ას­თან და პა­პას­თან ერ­თად ცხოვ­რობს. 21 წლის ვა­ნოს ექი­მებ­მა ორი წლის წინ დი­ლა­ტა­ცი­უ­რი კარ­დი­ო­მი­ო­პა­თი­ის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს, რაც ზოგ­ჯერ უე­ცა­რი სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი ხდე­ბა.

ვა­ნოს დე­დის, ირი­ნა ბა­წა­ძის თქმით, შვი­ლის სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად 2 გზა არ­სე­ბობს, 100 ათას დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცია, "რა­ზეც არ ოც­ნე­ბობს" და იმპლან­ტის ჩად­გმა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც 15 500 ლა­რია. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ვა­ნოს მხო­ლოდ 5 ათა­სი ლა­რით აფი­ნან­სებს. ოჯა­ხი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლია, თუმ­ცა ვა­ნოს დე­დის თქმით, სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ამ ოპე­რა­ცი­ის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე უარი თქვა.

"ვინც იცის ეს დი­აგ­ნო­ზი, მიხ­ვდე­ბა რამ­ხე­ლა სირ­თუ­ლეს­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მისი მდგო­მა­რე­ო­ბა. ორი წე­ლია მუდ­მი­ვად წამ­ლე­ბის და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის ქვეშ არის. ექი­მებ­მა მი­თხრეს, დედა ხარ და ამ სა­შიშ­რო­ე­ბის წინ რომ ხარ, უნდა იცო­დე სი­მარ­თლე და ყვე­ლა­ფერს შე­გუ­ე­ბუ­ლი იყო, გუ­ლია და არა­ვინ იცის რო­დის გა­ჩერ­დე­ბაო. გუ­ლის გა­და­ნერგვა სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ამა­ზე ოც­ნე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა, რად­გან მი­ნი­მუმ 100 ათა­სი დო­ლა­რი ჯდე­ბა და მინ­სკში აკე­თე­ბენ ოპე­რა­ცი­ას. ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზაა კა­მე­რის ჩად­გმა. თუ გული გა­ჩერ­და, მის ამუ­შა­ვე­ბა­ში ეს კა­მე­რა ერ­თვე­ბა, ელექტრო­მუხ­ტის მა­ტა­რე­ბე­ლია. ეს 15 500 ლარი ჯდე­ბა, ოპე­რა­ცია თბი­ლის­ში კეთ­დე­ბა, ექი­მიც აყ­ვა­ნი­ლი გვყავს უკვე, იმ შემ­თხვე­ვის­თვის, თუ თან­ხას მო­ვი­ძი­ებთ. შვი­ლის სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად 10 ათა­სი ლარი მჭირ­დე­ბა და ვერ გვი­შო­ვია", - გა­ნუ­ცხა­და კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს ირი­ნა ბა­წა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, თან­ხის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის აპა­რატ­ში და სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში გაგ­ზავ­ნი­ლი არა­ერ­თი წე­რი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, რე­ა­გი­რე­ბა არ­ცერ­თი უწყე­ბი­დან არ ყო­ფი­ლა.

"ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი გან­ცხა­დე­ბა დავ­წე­რე, "ოც­ნე­ბის" აქ­ტი­ვის­ტიც ვი­ყა­ვი, დახ­მა­რე­ბას მპირ­დე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ არა­ვინ ყუ­რად არ იღო. სად აღარ ვი­ყა­ვი, კან­ცე­ლა­რი­ა­ში და­წე­რი­ლი წე­რი­ლე­ბი სულ გა­და­მი­სა­მარ­თე­ბით და­დის, ხან ისევ ჩემ­თან მო­დის ფოს­ტა, ამ ყვე­ლა­ფერ­მა დამ­ღა­ლა, ჩემი შვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა არ ით­მენს. პი­რა­დად ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სა­ხელ­ზეც მაქვს და­წე­რი­ლი გან­ცხა­დე­ბა. ცოტა ხნის წინ, გან­მე­ო­რე­ბით დავ­წე­რე ისევ გან­ცხა­დე­ბე­ბი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში, კან­ცე­ლა­რი­ა­ში, კი­დევ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე, მაგ­რამ არა­ნა­ი­რი რე­ა­გი­რე­ბა არ არის ", - აღ­ნიშ­ნა ირი­ნა ბა­წა­ძემ.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

დედა - შვილის სიცოცხლის გადასარჩენად 10 ათასი ლარი მჭირდება და ვერ გვიშოვია

დედა - შვილის სიცოცხლის გადასარჩენად 10 ათასი ლარი მჭირდება და ვერ გვიშოვია

ვანო შიშნიაშვილი გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში დედასთან, მოხუც ბებიასთან და პაპასთან ერთად ცხოვრობს. 21 წლის ვანოს ექიმებმა ორი წლის წინ დილატაციური კარდიომიოპათიის დიაგნოზი დაუსვეს, რაც ზოგჯერ უეცარი სიკვდილის მიზეზი ხდება.

ვანოს დედის, ირინა ბაწაძის თქმით, შვილის სიცოცხლის გადასარჩენად 2 გზა არსებობს, 100 ათას დოლარად ღირებული ოპერაცია, "რაზეც არ ოცნებობს" და იმპლანტის ჩადგმა, რომლის ღირებულებაც 15 500 ლარია. ჯანდაცვის სამინისტრო ვანოს მხოლოდ 5 ათასი ლარით აფინანსებს. ოჯახი სოციალურად დაუცველია, თუმცა ვანოს დედის თქმით, სადაზღვევო კომპანიამ ოპერაციის დაფინანსებაზე უარი თქვა.

"ვინც იცის ეს დიაგნოზი, მიხვდება რამხელა სირთულესთანაა დაკავშირებული მისი მდგომარეობა. ორი წელია მუდმივად წამლების და კონსულტაციების ქვეშ არის. ექიმებმა მითხრეს, დედა ხარ და ამ საშიშროების წინ რომ ხარ, უნდა იცოდე სიმართლე და ყველაფერს შეგუებული იყო, გულია და არავინ იცის როდის გაჩერდებაო. გულის გადანერგვა სჭირდება, მაგრამ ამაზე ოცნებაც არ შეიძლება, რადგან მინიმუმ 100 ათასი დოლარი ჯდება და მინსკში აკეთებენ ოპერაციას. ალტერნატიული გზაა კამერის ჩადგმა. თუ გული გაჩერდა, მის ამუშავებაში ეს კამერა ერთვება, ელექტრომუხტის მატარებელია. ეს 15 500 ლარი ჯდება, ოპერაცია თბილისში კეთდება, ექიმიც აყვანილი გვყავს უკვე, იმ შემთხვევისთვის, თუ თანხას მოვიძიებთ. შვილის სიცოცხლის გადასარჩენად 10 ათასი ლარი მჭირდება და ვერ გვიშოვია", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ირინა ბაწაძემ.

მისივე თქმით, თანხის მოპოვების მიზნით, პრემიერ-მინისტრის აპარატში და სამინისტროებში გაგზავნილი არაერთი წერილის მიუხედავად, რეაგირება არცერთი უწყებიდან არ ყოფილა.

"ორი წლის განმავლობაში არაერთი განცხადება დავწერე, "ოცნების" აქტივისტიც ვიყავი, დახმარებას მპირდებოდნენ, მაგრამ არჩევნების შემდეგ არავინ ყურად არ იღო. სად აღარ ვიყავი, კანცელარიაში დაწერილი წერილები სულ გადამისამართებით დადის, ხან ისევ ჩემთან მოდის ფოსტა, ამ ყველაფერმა დამღალა, ჩემი შვილის მდგომარეობა არ ითმენს. პირადად ღარიბაშვილის სახელზეც მაქვს დაწერილი განცხადება. ცოტა ხნის წინ, განმეორებით დავწერე ისევ განცხადებები ჯანდაცვის სამინისტროში, კანცელარიაში, კიდევ ღარიბაშვილის სახელზე, მაგრამ არანაირი რეაგირება არ არის ", - აღნიშნა ირინა ბაწაძემ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა