პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველა პოლიტიკურ გაერთიანებაში მყავს მეგობარი" - ქრისტინე იმედაძისა და მარიამ გიორგობიანის შეხმატკბილებული ტანდემი
"ყველა პოლიტიკურ გაერთიანებაში მყავს მეგობარი" - ქრისტინე იმედაძისა და მარიამ გიორგობიანის შეხმატკბილებული ტანდემი

მათ ბევ­რი რამ აერ­თი­ა­ნებს; თუნ­დაც ის, რომ სხვა საქ­მე­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ორი­ვეს ტე­ლე­წამ­ყვა­ნო­ბა უწევს: ერთი "რუს­თა­ვი 2"-ში მუ­შა­ობს, მე­ო­რე - "მა­ესტრო­ში". ქრის­ტი­ნე იმე­და­ძე­სა და მა­რი­ამ გი­ორ­გო­ბი­ანს ერ­თმა­ნეთ­თან 8-წლი­ა­ნი მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებთ.

ქრის­ტი­ნე:

- ჩვენ სა­ერ­თო მე­გო­ბარ­მა, ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძემ შეგვყა­რა. მერე მა­რი­ამ­მა შე­მახ­სე­ნა, რომ მე­ექ­ვსე სკო­ლა­ში, პირ­ველ კლას­ში ყოფ­ნი­სას, თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი ვი­ყა­ვით. მერე მე სა­ბა­ლე­ტო სკო­ლა­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს და ჩვე­ნი გზე­ბი გა­ი­ყა­რა...

მა­რი­ა­მი:

- პირ­ველ კლას­ში გა­და­ღე­ბუ­ლი შავ-თეთ­რი სუ­რა­თი მაქვს, სა­დაც მე და ერთი პა­ტა­რა, ლა­მა­ზი გო­გო­ნა გვერ­დიგ­ვერდ ვსხედ­ვართ, მაგ­რამ არ ვი­ცო­დი, ვინ იყო. წლე­ბის შემ­დეგ დამ­რი­გე­ბელ­მა მი­თხრა, - ერთ-ერთ ფო­ტო­ზე გვერ­დით რომ გი­ზის, ქრის­ტი­ნე იმე­და­ძე­აო.

ქრის­ტი­ნე:

- მოკ­ლედ, ზრდას­რულ ასაკ­ში ერ­თმა­ნეთს კი­დევ შევ­ხვდით და მა­შინ­ვე დავ­მე­გობ­რდით, თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­და. და­მე­გობ­რდნენ ჩვე­ნი შვი­ლე­ბიც და კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს მა­რი­ა­მის მე­უღ­ლეს­თან.

მა­რი­ა­მი:

- ქრის­ტი­ნეს ტა­ი­სია ჩემ­თან ბევ­რჯერ და­უ­ტო­ვე­ბია.

ქრის­ტი­ნე:

- რო­დე­საც გი­ჟუ­რი დღე მქონ­და, შვილს მა­რი­ამ­თან ვტო­ვებ­დი. ამა­სო­ბა­ში, კი­დევ ერთი პა­ტა­რა შე­მოგ­ვე­მა­ტა: მას მე­ო­რე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გო­გო­ნა, ნას­ტია შე­ე­ძი­ნა... მა­რი­ა­მი სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნია, გა­სა­ჭირ­ში არას­დროს მი­გა­ტო­ვებს. ძა­ლი­ან მიყ­ვარს მას­თან სტუმ­რო­ბა. მის ოჯახ­ში რა­ღაც სხვა­ნა­ი­რი სიმ­შვი­დეა. გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია და როცა პრობ­ლე­მა მაქვს, მას რჩე­ვას ვთხოვ ხოლ­მე. ძა­ლი­ან ვენ­დო­ბი. ვიცი, მას­თან ნათ­ქვა­მი წინ ცუ­დად არას­დროს დამ­ხვდე­ბა.

მა­რი­ა­მი:

- ისეთ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც გიყ­ვარს, გან­ტვირ­თვის­თვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. ქრის­ტი­ნეს ძა­ლი­ან უყ­ვარს ჩაი. ერთხელ სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან ჩა­მო­სულ­მა არო­მა­ტუ­ლი ჩაი მო­მარ­თვა. ვუ­თხა­რი, - რა კარ­გი იყო, ცო­ტა­ღა დარ­ჩა და გული მწყდე­ბა-მეთ­ქი. ერთი წელი გა­ვი­და, კი­დევ წა­ვი­და უცხო­ეთ­ში და ერთი ყუთი ჩაი ჩა­მო­მი­ტა­ნა (იცი­ნი­ან). ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნია და სულ ვე­უბ­ნე­ბი, - იცო­დე, ეს გავ­ნებს-მეთ­ქი. უმ­ნიშ­ვნე­ლო რა­ღა­ცებ­საც ზედ­მე­ტად გა­ნიც­დის, ნერ­ვი­უ­ლობს.

- სხვებ­ზე ხში­რად ჭო­რა­ობთ?

ქრის­ტი­ნე:

- უფრო ხში­რად ჩვენს პრობ­ლე­მებს გან­ვი­ხი­ლავთ. მე გა­უ­თა­ვებ­ლად ვლაქ­ლა­ქებ, მა­რი­ა­მი კი შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ფსი­ქო­თე­რა­პი­ულ კურსს მი­ტა­რებს... სა­ერ­თოდ, არ მჯე­რა ჭო­რე­ბის, რად­გან სა­კუ­თარ თავ­ზე უამ­რა­ვი სი­სუ­ლე­ლე მო­მის­მე­ნია. ნამ­დვი­ლად არ მინ­და, ისე­თი მე­გო­ბა­რი მყავ­დეს, რო­მე­ლიც გა­მუდ­მე­ბით ვი­ღა­ცა­ზე ჭო­რა­ობს. მი­მაჩ­ნია, რომ სხვი­სი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ჩემი გა­სარ­ჩე­ვი არ არის.

- დღეს ადა­მი­ა­ნებს ერ­თმა­ნე­თის შე­ქე­ბა, წა­ხა­ლი­სე­ბა, სხვი­სი სი­ხა­რუ­ლის გა­ზი­ა­რე­ბა უჭირთ. უმე­ტე­სად, აგ­რე­სი­ას გა­მო­ხა­ტა­ვენ. რო­გორ ფიქ­რობთ, ასე რა­ტომ ხდე­ბა?

მა­რი­ა­მი:

- ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ვი­ღა­ცის სი­ლა­მა­ზე, კარ­გად ყოფ­ნა, წარ­მა­ტე­ბა არ ახა­რებთ! კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი ხში­რად, ის ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც გა­რეგ­ნო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ვი­ღა­ცე­ბი გა­მუდ­მე­ბით იმა­ზე ფიქ­რო­ბენ, ლა­მაზ ქალს რა და­უ­წუ­ნონ: ტუჩი, ფეხი, ცხვი­რი... მოკ­ლედ, ნაკლს მა­ინც უპო­ვი­ან.

ქრის­ტი­ნე:

- არას­დროს ვიღ­ლე­ბი კომ­პლი­მენ­ტე­ბის თქმით, სხვი­სი სი­ლა­მა­ზის აღი­ა­რე­ბით.

მა­რი­ა­მი:

- ჩემს მე­გობ­რებს, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად, ლა­მა­ზე­ბი და წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ყო­ველ­თვის ხელს შე­ვუ­წყობ, რომ უფრო მე­ტად წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ. წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის შან­სი ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლას თა­ნაბ­რად გვეძ­ლე­ვა, მაგ­რამ ზოგი ნაკ­ლე­ბად შრო­მის­მოყ­ვა­რე და მი­ზან­სწრა­ფუ­ლია და დროს სი­სუ­ლე­ლე­ებ­ში უქ­მად კარ­გავს (უმე­ტე­სად, სხვი­სი კრი­ტი­კით ირ­თობს თავს).

- თით­ქოს, ვირ­ტუ­ა­ლურ­მა სამ­ყა­რომ მთე­ლი მსოფ­ლიო შთან­თქა. რა შეც­ვა­ლა ინ­ტერ­ნეტ­მა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

ქრის­ტი­ნე:

- ინ­ტერ­ნეტ­მა ცხოვ­რე­ბა გა­ა­მარ­ტი­ვა, სამ­ყა­რო და­ა­პა­ტა­რა­ვა. "ფე­ის­ბუ­კის" მეშ­ვე­ო­ბით უცხო­ეთ­ში მყო­ფი ბევ­რი მე­გო­ბა­რი ვი­პო­ვე, რო­მელ­თა მო­კი­თხვის სა­შუ­ა­ლე­ბა მა­ნამ­დე არც მქონ­და. თუმ­ცა, ვერ ვი­ტყვი, რომ ინ­ტერ­ნეტს მი­ჯაჭ­ვუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ... კარ­გია, რომ ცო­ლებს ქმრე­ბი, დე­დებს - შვი­ლე­ბი და ა.შ. უყ­ვართ, მაგ­რამ არ მეს­მის, "ფე­ის­ბუ­კით" სიყ­ვა­რუ­ლის ახ­სნა რას ნიშ­ნავს? არც მა­შინ, როცა კარ­გად ვი­ყა­ვი ჩემს ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან და არც მას მერე, რაც ოჯა­ხი და­მენგრა, არ მქო­ნია სურ­ვი­ლი, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე სა­ჯა­როდ მე­ლა­პა­რა­კა.

მა­რი­ა­მი:

- სა­ერ­თოდ, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა მარ­თლაც, პი­რა­დი უნდა იყოს და მას­ში შე­მოჭ­რის უფ­ლე­ბა არა­ვის არ უნდა ჰქონ­დეს. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს არა მარ­ტო სიყ­ვა­რულს უხ­სნი­ან ერ­თმა­ნეთს "ფე­ის­ბუკ­ში", არა­მედ იმა­საც წე­რენ, თუ რა ჭა­მეს, რა და­ლი­ეს, რა აც­ვი­ათ, ვის­თან ერ­თად არი­ან... მე ამ ყვე­ლაფ­რის მომ­ხრე არ ვარ.

ქრის­ტი­ნე:

- ეს ალ­ბათ იმის ბრა­ლია, რომ მა­ინც, 90-იანი წლე­ბის შვი­ლე­ბი ვართ, როცა "კე­რა­სინ­კით" ვთბე­ბო­დით, დე­ნის ნაც­ვლად სახ­ლს სან­თე­ლი გვი­ნა­თებ­და; ტან­საც­მელ­ზე ნავ­თის სუნი აგ­ვდი­ო­და. სხვა­თა შო­რის, ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სენ­დე­ბა. ამი­ტო­მაც არის, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­მა არც თავი დაგ­ვა­კარ­გვი­ნა და არც - ერ­თმა­ნე­თი. კომ­პი­უ­ტერ­თან ვსხედ­ვართ, მაგ­რამ ფურ­ცელ­სა და კა­ლამს მა­ინც ვი­ყე­ნებთ. დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, რომ ჩემ­მა შვილ­მაც აწარ­მო­ოს "მე­გობ­რო­ბის დღი­უ­რე­ბი", ეზო­ში ჩემ­სა­ვით, "წრე­ში ბურ­თი" და "რე­ზი­ნო­ბა­ნა" ითა­მა­შოს...

მა­რი­ა­მი:

- ჩემ­თან მე­გობ­რე­ბი რომ მო­დი­ოდ­ნენ, თო­ჯი­ნე­ბით ვერ­თო­ბო­დით, ახლა კი ბავ­შვებს თავი ტე­ლე­ფონ­ში აქვთ ჩარ­გუ­ლი. შე­ნიშ­ვნას რომ ვაძ­ლევ, - ცოტა ხანს მა­ინც და­დეთ ეგ ტე­ლე­ფო­ნე­ბი-მეთ­ქი, მე­კი­თხე­ბი­ან: აბა, რითი გა­ვერ­თო­თო?.. სხვა­თა შო­რის, მი­ჩი­გა­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბოლო კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით და­ას­კვნეს, რომ "ფე­ის­ბუ­კი" უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დენს ადა­მი­ა­ნებ­ზე. ისი­ნი დეპ­რე­სი­უ­ლე­ბი ხდე­ბი­ან, რად­გან სხვი­სი "ბედ­ნი­ე­რი" ფო­ტო­ე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა ადა­მი­ან­ში შუ­რის გრძნო­ბას აღ­ვი­ძებს.

ქრის­ტი­ნე:

- ერთ მშვე­ნი­ერ დღეს "ფე­ის­ბუ­კი" რომ გა­ა­უქ­მონ, ხალ­ხი ალ­ბათ ერ­თმა­ნეთს და­ხო­ცავს, უკვე იმ­დე­ნი აგ­რე­სი­აა დაგ­რო­ვი­ლი.

- რო­გორ ფიქ­რობთ, თბი­ლის­ში გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ხალ­ხი ცხოვ­რობს?

- ერთ დღეს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი­დან ჭავ­ჭა­ვა­ძემ­დე ფე­ხით გა­ვი­სე­ირ­ნე. ხალ­ხს გულ­დას­მით ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი, ვაკ­ვირ­დე­ბო­დი. სულ იმას ვამ­ტკი­ცებ, - ქარ­თვე­ლე­ბი გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნე­ბი და ლა­მა­ზე­ბი არი­ან-მეთ­ქი და იმ დღეს ამა­ში კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დი. დიახ, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნე­ბი ვართ და მალე ვით­ვი­სებთ ყვე­ლა­ფერს.

მა­რი­ა­მი:

- ჩვენს წვე­უ­ლე­ბებ­ზეც და უცხო­ეთ­შიც ვყო­ფილ­ვარ ელი­ტურ შეკ­რე­ბებ­ზე. მინ­და გი­თხრათ, რომ ჩვენ­თან ქა­ლე­ბი უკეთ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან, ვიდ­რე - სა­ზღვარ­გა­რეთ. სა­ერ­თოდ კი გე­მოვ­ნე­ბა­ზე არ უნდა იდა­ვო. ვი­საც რა უნდა, ის ჩა­იც­ვას. პი­რა­დად მე პა­ტივს ვცემ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის გე­მოვ­ნე­ბას.

- ადა­მი­ა­ნი ჩაც­მუ­ლო­ბის მი­ხედ­ვით არას­დროს შე­გი­ფა­სე­ბი­ათ?

ქრის­ტი­ნე:

- ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე მე­ტად, ადა­მი­ა­ნის ვარ­ცხნი­ლო­ბა, თმის ფერი, სა­ხის კანი და ა.შ. მიქ­მნის მას­ზე გარ­კვე­ულ წარ­მოდ­გე­ნას, თუმ­ცა რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამის მი­ხედ­ვით მის ში­ნა­გან სამ­ყა­რო­ზე ვერ ვიმ­სჯე­ლებ. მგო­ნია, რომ ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ზე უკეთ მა­შინ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, რო­დე­საც ბედ­ნი­ე­რია. ასეთ დროს მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რა აც­ვია, მთა­ვა­რია, რომ მისი თვა­ლე­ბი, თმა, კანი სით­ბოს ას­ხი­ვებს.

მა­რი­ა­მი:

- ადა­მი­ა­ნი სით­ბოს მა­შინ ას­ხი­ვებს, რო­დე­საც შეყ­ვა­რე­ბუ­ლია...

- ბოლო დროს ქრის­ტი­ნემ ქსო­ვას აქ­ტი­უ­რად მიჰ­ყო ხელი. მა­რი­ამ, ამა­ზე რას იტყვი?

მა­რი­ა­მი:

- ძა­ლი­ან მომ­წონს მისი ნაქ­სო­ვე­ბი. სა­ერ­თოდ, ბევ­რი იდეა აქვს. რო­დე­საც სად­მე მივ­დი­ვარ, ვე­კი­თხე­ბი, - რისი ჩაც­მა აჯო­ბებს-მეთ­ქი? არ არ­სე­ბობს, რა­ღაც კარ­გი არ მო­ი­ფიქ­როს. რომ მო­ენ­დო­მე­ბი­ნა, წარ­მა­ტე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რი იქ­ნე­ბო­და.

ქრის­ტი­ნე:

- ამ ზამ­თარ­ში დეპ­რე­სი­უ­ლი პე­რი­ო­დი მქონ­და. გა­მახ­სენ­და, რომ ქსო­ვა ამ­შვი­დებს. დედა მორ­წმუ­ნე ქა­ლია, ერთ-ერთი ტაძ­რის მრევ­ლია. ერთი პე­რი­ო­დი მეც დავ­დი­ო­დი ტა­ძარ­ში. მკაც­რი მო­ძღვა­რი მყავ­და. სულ მე­უბ­ნე­ბო­და, - შვი­ლო, ქალი იმის­თვის და­ი­ბა­და, რომ შექ­მნას ოჯა­ხი, გა­ა­ჩი­ნოს შვი­ლე­ბი. ის­წავ­ლე ჭრა-კერ­ვა, ქსო­ვა და გახ­დი კარ­გი დედა, დი­ა­სახ­ლი­სიო. მი­ბიძ­გებ­და იმის­კე­ნაც, რომ ბა­ლე­ტის­თვის თავი და­მე­ნე­ბე­ბი­ნა. მოკ­ლედ, მო­ძღვარ­მა ჩემ­ში ხელ­საქ­მის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა და­ი­ნა­ხა და ეს ქვეც­ნო­ბი­ერ­ში ჩა­მი­ბეჭ­და... ისე, ჩემი პირ­ვე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი სა­ბა­ლე­ტო სკო­ლა­ში პუ­ან­ტე­ბის "პი­ტა­ჩო­კი" იყო. იმ პე­რი­ოდ­ში ბა­ბუ­ას მა­ი­სუ­რის­გან შევ­კე­რე "კუ­პალ­ნი­კიც". დღემ­დე ჩემი პე­და­გო­გი, პირ­ველკ­ლა­სე­ლებს ამ ამ­ბავს უყ­ვე­ბა. მიყ­ვარს სა­დი­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა, რა­ღა­ცე­ბის ცხო­ბაც; ვიცი ჭრა-კერ­ვა, ქარ­გვა, ქსო­ვა. მომ­წონს სახ­ლის და­ლა­გე­ბა.

მა­რი­ა­მი:

- სახ­ლის და­ლა­გე­ბა მეც მიყ­ვარს. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა "ქუს­ლებ­ზე" შემ­დგარ­სა და წვე­უ­ლე­ბა­ზე წა­სას­ვლე­ლად მომ­ზა­დე­ბულს რა­ღა­ცის ხეხ­ვა და­მი­წყია. რთუ­ლი პრო­ფე­სია მაქვს, იუ­რის­ტი ვარ. სწავ­ლას დიდი დრო და­ვუთ­მე. 23 წლი­დან ლექ­ტო­რი ვარ, სტუ­დენ­ტებს ვას­წავ­ლი, მაგ­რამ თა­ვა­დაც მი­წევს მე­ცა­დი­ნე­ო­ბა.

- თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში პო­ლი­ტი­კა რა როლს თა­მა­შობს?

ქრის­ტი­ნე:

- ეს სფე­რო ნაკ­ლე­ბად მა­ინ­ტე­რე­სებს, მაგ­რამ ცხა­დია, პო­ლი­ტი­კა მო­ქა­ლა­ქის ცხოვ­რე­ბა­ზე გარ­კვე­ულ გავ­ლე­ნას მა­ინც ახ­დენს. ძა­ლი­ან მინ­და, ქვე­ყა­ნა­ში სიმ­შვი­დემ და­ი­სად­გუ­როს. ჩემ­თვის არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ვინ მარ­თავს ქვე­ყა­ნას; ყვე­ლა პარ­ტი­ა­სა თუ პო­ლი­ტი­კურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში მყავს მე­გო­ბა­რი და ჩემ­თვის უსი­ა­მოვ­ნოა, რო­დე­საც ამ სფე­რო­ში რა­ღაც ცუდი ხდე­ბა. ადა­მი­ა­ნებ­თან პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით, მისი პრო­ფე­სი­ი­სა და სტა­ტუ­სის მი­ხედ­ვით არ ვურ­თი­ერ­თობ. პო­ლი­ტი­კა­ში ცხვი­რის ჩა­ყო­ფა არ მინ­და, მაგ­რამ რო­გორც მო­ქა­ლა­ქეს, სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბი ცხა­დია, მაქვს. თუმ­ცა, ამა­ზე ხმა­მაღ­ლა ლა­პა­რა­კი სა­ჭი­როდ არ მი­მაჩ­ნია.

მა­რი­ა­მი:

- აპო­ლი­ტი­კუ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არ ვარ. უბ­რა­ლოდ, არ მინ­და, პო­ლი­ტი­კის გამო ვინ­მეს­თან შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­მი­ვი­დეს. ვფიქ­რობ, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რა­ღა­ცებ­ზე რე­ა­გი­რე­ბა დრო­უ­ლად უნდა მო­ახ­დი­ნოს და არა მა­შინ, რო­დე­საც ეს რა­ღაც ყელ­ში ამო­უ­ვათ.

ლალი ფა­ცია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები

"ყველა პოლიტიკურ გაერთიანებაში მყავს მეგობარი" - ქრისტინე იმედაძისა და მარიამ გიორგობიანის შეხმატკბილებული ტანდემი

"ყველა პოლიტიკურ გაერთიანებაში მყავს მეგობარი" - ქრისტინე იმედაძისა და მარიამ გიორგობიანის შეხმატკბილებული ტანდემი

მათ ბევრი რამ აერთიანებს; თუნდაც ის, რომ სხვა საქმეების პარალელურად, ორივეს ტელეწამყვანობა უწევს: ერთი "რუსთავი 2"-ში მუშაობს, მეორე - "მაესტროში". ქრისტინე იმედაძესა და მარიამ გიორგობიანს ერთმანეთთან 8-წლიანი მეგობრობა აკავშირებთ.

ქრისტინე:

- ჩვენ საერთო მეგობარმა, ბახვა ბრეგვაძემ შეგვყარა. მერე მარიამმა შემახსენა, რომ მეექვსე სკოლაში, პირველ კლასში ყოფნისას, თანაკლასელები ვიყავით. მერე მე საბალეტო სკოლაში გადამიყვანეს და ჩვენი გზები გაიყარა...

მარიამი:

- პირველ კლასში გადაღებული შავ-თეთრი სურათი მაქვს, სადაც მე და ერთი პატარა, ლამაზი გოგონა გვერდიგვერდ ვსხედვართ, მაგრამ არ ვიცოდი, ვინ იყო. წლების შემდეგ დამრიგებელმა მითხრა, - ერთ-ერთ ფოტოზე გვერდით რომ გიზის, ქრისტინე იმედაძეაო.

ქრისტინე:

- მოკლედ, ზრდასრულ ასაკში ერთმანეთს კიდევ შევხვდით და მაშინვე დავმეგობრდით, თბილი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. დამეგობრდნენ ჩვენი შვილებიც და კარგი ურთიერთობა მაქვს მარიამის მეუღლესთან.

მარიამი:

- ქრისტინეს ტაისია ჩემთან ბევრჯერ დაუტოვებია.

ქრისტინე:

- როდესაც გიჟური დღე მქონდა, შვილს მარიამთან ვტოვებდი. ამასობაში, კიდევ ერთი პატარა შემოგვემატა: მას მეორე არაჩვეულებრივი გოგონა, ნასტია შეეძინა... მარიამი საოცარი ადამიანია, გასაჭირში არასდროს მიგატოვებს. ძალიან მიყვარს მასთან სტუმრობა. მის ოჯახში რაღაც სხვანაირი სიმშვიდეა. გაწონასწორებული ადამიანია და როცა პრობლემა მაქვს, მას რჩევას ვთხოვ ხოლმე. ძალიან ვენდობი. ვიცი, მასთან ნათქვამი წინ ცუდად არასდროს დამხვდება.

მარიამი:

- ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც გიყვარს, განტვირთვისთვის საუკეთესო საშუალებაა. ქრისტინეს ძალიან უყვარს ჩაი. ერთხელ საზღვარგარეთიდან ჩამოსულმა არომატული ჩაი მომართვა. ვუთხარი, - რა კარგი იყო, ცოტაღა დარჩა და გული მწყდება-მეთქი. ერთი წელი გავიდა, კიდევ წავიდა უცხოეთში და ერთი ყუთი ჩაი ჩამომიტანა (იცინიან). ემოციური ადამიანია და სულ ვეუბნები, - იცოდე, ეს გავნებს-მეთქი. უმნიშვნელო რაღაცებსაც ზედმეტად განიცდის, ნერვიულობს.

- სხვებზე ხშირად ჭორაობთ?

ქრისტინე:

- უფრო ხშირად ჩვენს პრობლემებს განვიხილავთ. მე გაუთავებლად ვლაქლაქებ, მარიამი კი შეიძლება ითქვას, ფსიქოთერაპიულ კურსს მიტარებს... საერთოდ, არ მჯერა ჭორების, რადგან საკუთარ თავზე უამრავი სისულელე მომისმენია. ნამდვილად არ მინდა, ისეთი მეგობარი მყავდეს, რომელიც გამუდმებით ვიღაცაზე ჭორაობს. მიმაჩნია, რომ სხვისი პირადი ცხოვრება ჩემი გასარჩევი არ არის.

- დღეს ადამიანებს ერთმანეთის შექება, წახალისება, სხვისი სიხარულის გაზიარება უჭირთ. უმეტესად, აგრესიას გამოხატავენ. როგორ ფიქრობთ, ასე რატომ ხდება?

მარიამი:

- ალბათ იმიტომ, რომ ვიღაცის სილამაზე, კარგად ყოფნა, წარმატება არ ახარებთ! კრიტიკის ობიექტი ხშირად, ის ადამიანია, რომელიც გარეგნობით გამოირჩევა. ვიღაცები გამუდმებით იმაზე ფიქრობენ, ლამაზ ქალს რა დაუწუნონ: ტუჩი, ფეხი, ცხვირი... მოკლედ, ნაკლს მაინც უპოვიან.

ქრისტინე:

- არასდროს ვიღლები კომპლიმენტების თქმით, სხვისი სილამაზის აღიარებით.

მარიამი:

- ჩემს მეგობრებს, რომლებიც ძირითადად, ლამაზები და წარმატებულები არიან, ყოველთვის ხელს შევუწყობ, რომ უფრო მეტად წარმატებულები გახდნენ. წარმატების მიღწევის შანსი ცხოვრებაში ყველას თანაბრად გვეძლევა, მაგრამ ზოგი ნაკლებად შრომისმოყვარე და მიზანსწრაფულია და დროს სისულელეებში უქმად კარგავს (უმეტესად, სხვისი კრიტიკით ირთობს თავს).

- თითქოს, ვირტუალურმა სამყარომ მთელი მსოფლიო შთანთქა. რა შეცვალა ინტერნეტმა თქვენს ცხოვრებაში?

ქრისტინე:

- ინტერნეტმა ცხოვრება გაამარტივა, სამყარო დააპატარავა. "ფეისბუკის" მეშვეობით უცხოეთში მყოფი ბევრი მეგობარი ვიპოვე, რომელთა მოკითხვის საშუალება მანამდე არც მქონდა. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ინტერნეტს მიჯაჭვული ადამიანი ვარ... კარგია, რომ ცოლებს ქმრები, დედებს - შვილები და ა.შ. უყვართ, მაგრამ არ მესმის, "ფეისბუკით" სიყვარულის ახსნა რას ნიშნავს? არც მაშინ, როცა კარგად ვიყავი ჩემს ყოფილ მეუღლესთან და არც მას მერე, რაც ოჯახი დამენგრა, არ მქონია სურვილი, ამ ყველაფერზე საჯაროდ მელაპარაკა.

მარიამი:

- საერთოდ, პირადი ცხოვრება მართლაც, პირადი უნდა იყოს და მასში შემოჭრის უფლება არავის არ უნდა ჰქონდეს. სამწუხაროდ, დღეს არა მარტო სიყვარულს უხსნიან ერთმანეთს "ფეისბუკში", არამედ იმასაც წერენ, თუ რა ჭამეს, რა დალიეს, რა აცვიათ, ვისთან ერთად არიან... მე ამ ყველაფრის მომხრე არ ვარ.

ქრისტინე:

- ეს ალბათ იმის ბრალია, რომ მაინც, 90-იანი წლების შვილები ვართ, როცა "კერასინკით" ვთბებოდით, დენის ნაცვლად სახლს სანთელი გვინათებდა; ტანსაცმელზე ნავთის სუნი აგვდიოდა. სხვათა შორის, ეს ყველაფერი ძალიან კარგად მახსენდება. ამიტომაც არის, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებმა არც თავი დაგვაკარგვინა და არც - ერთმანეთი. კომპიუტერთან ვსხედვართ, მაგრამ ფურცელსა და კალამს მაინც ვიყენებთ. დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩემმა შვილმაც აწარმოოს "მეგობრობის დღიურები", ეზოში ჩემსავით, "წრეში ბურთი" და "რეზინობანა" ითამაშოს...

მარიამი:

- ჩემთან მეგობრები რომ მოდიოდნენ, თოჯინებით ვერთობოდით, ახლა კი ბავშვებს თავი ტელეფონში აქვთ ჩარგული. შენიშვნას რომ ვაძლევ, - ცოტა ხანს მაინც დადეთ ეგ ტელეფონები-მეთქი, მეკითხებიან: აბა, რითი გავერთოთო?.. სხვათა შორის, მიჩიგანის უნივერსიტეტის ბოლო კვლევების მიხედვით დაასკვნეს, რომ "ფეისბუკი" უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანებზე. ისინი დეპრესიულები ხდებიან, რადგან სხვისი "ბედნიერი" ფოტოების დათვალიერება ადამიანში შურის გრძნობას აღვიძებს.

ქრისტინე:

- ერთ მშვენიერ დღეს "ფეისბუკი" რომ გააუქმონ, ხალხი ალბათ ერთმანეთს დახოცავს, უკვე იმდენი აგრესიაა დაგროვილი.

- როგორ ფიქრობთ, თბილისში გემოვნებიანი ხალხი ცხოვრობს?

- ერთ დღეს რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძემდე ფეხით გავისეირნე. ხალხს გულდასმით ვათვალიერებდი, ვაკვირდებოდი. სულ იმას ვამტკიცებ, - ქართველები გემოვნებიანები და ლამაზები არიან-მეთქი და იმ დღეს ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. დიახ, გემოვნებიანები ვართ და მალე ვითვისებთ ყველაფერს.

მარიამი:

- ჩვენს წვეულებებზეც და უცხოეთშიც ვყოფილვარ ელიტურ შეკრებებზე. მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან ქალები უკეთ გამოიყურებიან, ვიდრე - საზღვარგარეთ. საერთოდ კი გემოვნებაზე არ უნდა იდავო. ვისაც რა უნდა, ის ჩაიცვას. პირადად მე პატივს ვცემ ყველა ადამიანის გემოვნებას.

- ადამიანი ჩაცმულობის მიხედვით არასდროს შეგიფასებიათ?

ქრისტინე:

- ჩაცმულობაზე მეტად, ადამიანის ვარცხნილობა, თმის ფერი, სახის კანი და ა.შ. მიქმნის მასზე გარკვეულ წარმოდგენას, თუმცა რასაკვირველია, ამის მიხედვით მის შინაგან სამყაროზე ვერ ვიმსჯელებ. მგონია, რომ ადამიანი ყველაზე უკეთ მაშინ გამოიყურება, როდესაც ბედნიერია. ასეთ დროს მნიშვნელობა არ აქვს, რა აცვია, მთავარია, რომ მისი თვალები, თმა, კანი სითბოს ასხივებს.

მარიამი:

- ადამიანი სითბოს მაშინ ასხივებს, როდესაც შეყვარებულია...

- ბოლო დროს ქრისტინემ ქსოვას აქტიურად მიჰყო ხელი. მარიამ, ამაზე რას იტყვი?

მარიამი:

- ძალიან მომწონს მისი ნაქსოვები. საერთოდ, ბევრი იდეა აქვს. როდესაც სადმე მივდივარ, ვეკითხები, - რისი ჩაცმა აჯობებს-მეთქი? არ არსებობს, რაღაც კარგი არ მოიფიქროს. რომ მოენდომებინა, წარმატებული დიზაინერი იქნებოდა.

ქრისტინე:

- ამ ზამთარში დეპრესიული პერიოდი მქონდა. გამახსენდა, რომ ქსოვა ამშვიდებს. დედა მორწმუნე ქალია, ერთ-ერთი ტაძრის მრევლია. ერთი პერიოდი მეც დავდიოდი ტაძარში. მკაცრი მოძღვარი მყავდა. სულ მეუბნებოდა, - შვილო, ქალი იმისთვის დაიბადა, რომ შექმნას ოჯახი, გააჩინოს შვილები. ისწავლე ჭრა-კერვა, ქსოვა და გახდი კარგი დედა, დიასახლისიო. მიბიძგებდა იმისკენაც, რომ ბალეტისთვის თავი დამენებებინა. მოკლედ, მოძღვარმა ჩემში ხელსაქმისკენ მიდრეკილება დაინახა და ეს ქვეცნობიერში ჩამიბეჭდა... ისე, ჩემი პირველი ნამუშევარი საბალეტო სკოლაში პუანტების "პიტაჩოკი" იყო. იმ პერიოდში ბაბუას მაისურისგან შევკერე "კუპალნიკიც". დღემდე ჩემი პედაგოგი, პირველკლასელებს ამ ამბავს უყვება. მიყვარს სადილების მომზადება, რაღაცების ცხობაც; ვიცი ჭრა-კერვა, ქარგვა, ქსოვა. მომწონს სახლის დალაგება.

მარიამი:

- სახლის დალაგება მეც მიყვარს. ყოფილა შემთხვევა, როცა "ქუსლებზე" შემდგარსა და წვეულებაზე წასასვლელად მომზადებულს რაღაცის ხეხვა დამიწყია. რთული პროფესია მაქვს, იურისტი ვარ. სწავლას დიდი დრო დავუთმე. 23 წლიდან ლექტორი ვარ, სტუდენტებს ვასწავლი, მაგრამ თავადაც მიწევს მეცადინეობა.

- თქვენს ცხოვრებაში პოლიტიკა რა როლს თამაშობს?

ქრისტინე:

- ეს სფერო ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ ცხადია, პოლიტიკა მოქალაქის ცხოვრებაზე გარკვეულ გავლენას მაინც ახდენს. ძალიან მინდა, ქვეყანაში სიმშვიდემ დაისადგუროს. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მართავს ქვეყანას; ყველა პარტიასა თუ პოლიტიკურ გაერთიანებაში მყავს მეგობარი და ჩემთვის უსიამოვნოა, როდესაც ამ სფეროში რაღაც ცუდი ხდება. ადამიანებთან პოლიტიკური ნიშნით, მისი პროფესიისა და სტატუსის მიხედვით არ ვურთიერთობ. პოლიტიკაში ცხვირის ჩაყოფა არ მინდა, მაგრამ როგორც მოქალაქეს, საკუთარი მოსაზრებები ცხადია, მაქვს. თუმცა, ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი საჭიროდ არ მიმაჩნია.

მარიამი:

- აპოლიტიკური ადამიანი ვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინფორმირებული არ ვარ. უბრალოდ, არ მინდა, პოლიტიკის გამო ვინმესთან შელაპარაკება მომივიდეს. ვფიქრობ, საზოგადოებამ რაღაცებზე რეაგირება დროულად უნდა მოახდინოს და არა მაშინ, როდესაც ეს რაღაც ყელში ამოუვათ.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება