პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქეთი ხატიაშვილის ახალი საქმე - ''ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ ამპლუაში აღმოვჩნდებოდი...''
ქეთი ხატიაშვილის ახალი საქმე - ''ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ ამპლუაში აღმოვჩნდებოდი...''

ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლის­თვის 2013 წელი იღ­ბლი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა, ჯერ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მე­ცა­მე­ტე მო­ნა­წი­ლედ აირ­ჩი­ეს, შემ­დეგ კი სამ­თვი­ა­ნი და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის ფა­სად, ცნო­ბილ სა­ხე­ებს ღირ­სე­უ­ლი მე­ტო­ქე­ო­ბა გა­უ­წია და პრო­ექ­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც გახ­და.

სულ ცოტა ხნის წინ კი გა­მოჩ­ნდა "იმე­დის დი­ლა­ში", სა­ი­და­ნაც ქარ­თულ სპორტზე გვაწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას და ღია ეთერ­შიც ერ­თვე­ბა.

ქე­თის მე­უღ­ლე ყო­ფი­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლია, რო­მელ­მაც ტრავ­მის გამო სპორ­ტს თავი ადრე და­ა­ნე­ბა და ახლა კერ­ძო ბიზ­ნე­სი აქვს. წყვილს 2 წლის ანას­ტა­სია ჰყავს.

- "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" დროს ძა­ლი­ან დიდი სტრე­სი მი­ვი­ღე, ეტყო­ბა, ამან ჯან­მრთე­ლო­ბა­ზეც იმოქ­მე­და და პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მნა, თუმ­ცა მოკ­ლე დრო­ში ფეხ­ზე დავ­დე­ქი და ახა­ლი შე­მარ­თე­ბით შე­ვუ­დე­ქი ცხოვ­რე­ბას. პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას სულ ვამ­ბობ­დი, არ დავღ­ლილ­ვარ, კარ­გად ვარ-მეთ­ქი, მაგ­რამ ლიკა ლა­ბა­ძე მე­უბ­ნე­ბო­და, ჯერ სად ხარ, მეც მასე ვი­ყა­ვი, მაგ­რამ შოუს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ერთი თვე დამ­ჭირ­და მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­სას­ვლე­ლა­დო. მე კი­დევ 10 სექ­ტემ­ბრი­დან რომ ჩა­ვერ­თე ამ მა­რა­თონ­ში, 31 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით ამ საქ­მე­ზე ვი­ყა­ვი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. და­მე­თან­ხმე­ბით, ასე­თი და­ძა­ბუ­ლი გრა­ფი­კის­თვის ოთხი თვე ცოტა დრო არაა, მით უმე­ტეს, რომ არ ვი­ყა­ვი მიჩ­ვე­უ­ლი ასეთ რე­ჟიმს... თუმ­ცა ძა­ლე­ბი უკვე აღ­ვიდ­გი­ნე. პრო­ექ­ტის შემ­დეგ ჩემ მი­მართ შე­იც­ვა­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, სა­დაც უნდა მი­ვი­დე - მცნო­ბენ, ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მა­კის­რებს, რომ ვიყო ფორ­მა­ში და კარ­გად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დე.

- რას გვე­ტყვი ამ­ჟა­მინ­დელ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, ფიტ­ნე­სინ­სტრუქ­ტო­რად მუ­შა­ო­ბას აგ­რძე­ლებ?

- მე­ლო­დე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ, ბუ­ნებ­რი­ვია, არ­ჩე­ვა­ნი იმ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე გა­ვა­კე­თე, რო­მე­ლიც მე­ტად შე­მო­სავ­ლი­ა­ნი იყო.ალ­ბათ, ყვე­ლა ასე მო­იქ­ცე­ო­და, ჩემ­თვის რაც უკე­თე­სი იყო, მას მი­ვა­ნი­ჭე უპი­რა­ტე­სო­ბა და ამით ნა­წყე­ნი არა­ვინ დარ­ჩე­ნი­ლა.

- პრო­ექ­ტის და­სა­წყის­ში სხვა­დას­ხვა ტე­ლე­ვი­ზია გთა­ვა­ზობ­და თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, შოუს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ აღარ მი­გი­ღია წი­ნა­და­დე­ბა მათ­გან?

- არა. "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ბან­კეტ­ზე ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძემ მი­თხრა, რომ ჩემს და­საქ­მე­ბას "იმე­დის დი­ლა­ში" აპი­რებ­დნენ, რა­მაც მარ­თლა ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა და სხვა სამ­სა­ხურ­ზე აღარც მი­ფიქ­რია. არც ერთ არხზე არაა ჩარ­თვე­ბი ქარ­თუ­ლი სპორ­ტის თე­მა­ზე, მე კი სწო­რედ ამ გან­ხრით ვმუ­შა­ობ, მით უმე­ტეს, რომ ეს ჩემი სფე­როა. სწო­რედ ამი­ტომ პირ­ვე­ლი ჩარ­თვა სპორ­ტუ­ლი ტან­ვარ­ჯი­ში­დან მქონ­და. ნამ­დვი­ლად ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ამ ამ­პლუ­ა­ში თუ აღ­მოვ­ჩნდე­ბო­დი. როცა გა­ვი­გე, რომ "იმე­დის დი­ლა­ში" ჩარ­თვებ­ზე უნდა მე­მუ­შა­ვა, იმ დღი­დან, რო­გორც კი პა­ტა­რა თა­ვი­სუ­ფალ დროს ვპო­უ­ლობ­დი, ვი­ჭერ­დი რა­ღაც ნივთს მიკრო­ფო­ნის ნაც­ვლად და ვვარ­ჯი­შობ­დი. პირ­ვე­ლი ეთე­რის დროს ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე, ხე­ლე­ბი სულ სვე­ლი მქონ­და, მაგ­რამ ჩა­ნა­წე­რი რომ ვნა­ხე, მივ­ხვდი, ძა­ლი­ან ცუდი ჩარ­თვა არ მქო­ნია. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ხარ­ვე­ზე­ბი იყო, რო­მელ­თაც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ვას­წო­რებ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ქეთი ხატიაშვილის ახალი საქმე - ''ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ ამპლუაში აღმოვჩნდებოდი...''

ქეთი ხატიაშვილის ახალი საქმე - ''ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ ამპლუაში აღმოვჩნდებოდი...''

ქეთი ხატიაშვილისთვის 2013 წელი იღბლიანი აღმოჩნდა, ჯერ ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მეცამეტე მონაწილედ აირჩიეს, შემდეგ კი სამთვიანი დაუღალავი შრომის ფასად, ცნობილ სახეებს ღირსეული მეტოქეობა გაუწია და პროექტის გამარჯვებულიც გახდა.

სულ ცოტა ხნის წინ კი გამოჩნდა ''იმედის დილაში'', საიდანაც ქართულ სპორტზე გვაწვდის ინფორმაციას და ღია ეთერშიც ერთვება.

ქეთის მეუღლე ყოფილი ჩოგბურთელია, რომელმაც ტრავმის გამო სპორტს თავი ადრე დაანება და ახლა კერძო ბიზნესი აქვს. წყვილს 2 წლის ანასტასია ჰყავს.

- ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' დროს ძალიან დიდი სტრესი მივიღე, ეტყობა, ამან ჯანმრთელობაზეც იმოქმედა და პრობლემები შემექმნა, თუმცა მოკლე დროში ფეხზე დავდექი და ახალი შემართებით შევუდექი ცხოვრებას. პროექტის მიმდინარეობისას სულ ვამბობდი, არ დავღლილვარ, კარგად ვარ-მეთქი, მაგრამ ლიკა ლაბაძე მეუბნებოდა, ჯერ სად ხარ, მეც მასე ვიყავი, მაგრამ შოუს დასრულების შემდეგ ერთი თვე დამჭირდა მდგომარეობიდან გამოსასვლელადო. მე კიდევ 10 სექტემბრიდან რომ ჩავერთე ამ მარათონში, 31 დეკემბრის ჩათვლით ამ საქმეზე ვიყავი ორიენტირებული. დამეთანხმებით, ასეთი დაძაბული გრაფიკისთვის ოთხი თვე ცოტა დრო არაა, მით უმეტეს, რომ არ ვიყავი მიჩვეული ასეთ რეჟიმს... თუმცა ძალები უკვე აღვიდგინე. პროექტის შემდეგ ჩემ მიმართ შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება, სადაც უნდა მივიდე - მცნობენ, ეს გარკვეულწილად პასუხისმგებლობას მაკისრებს, რომ ვიყო ფორმაში და კარგად გამოვიყურებოდე.

- რას გვეტყვი ამჟამინდელ საქმიანობაზე, ფიტნესინსტრუქტორად მუშაობას აგრძელებ?

- მელოდებოდნენ, მაგრამ, ბუნებრივია, არჩევანი იმ შემოთავაზებაზე გავაკეთე, რომელიც მეტად შემოსავლიანი იყო.ალბათ, ყველა ასე მოიქცეოდა, ჩემთვის რაც უკეთესი იყო, მას მივანიჭე უპირატესობა და ამით ნაწყენი არავინ დარჩენილა.

- პროექტის დასაწყისში სხვადასხვა ტელევიზია გთავაზობდა თანამშრომლობას, შოუს დასრულების შემდეგ აღარ მიგიღია წინადადება მათგან?

- არა. ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ბანკეტზე ნოე სულაბერიძემ მითხრა, რომ ჩემს დასაქმებას ''იმედის დილაში'' აპირებდნენ, რამაც მართლა ძალიან გამახარა და სხვა სამსახურზე აღარც მიფიქრია. არც ერთ არხზე არაა ჩართვები ქართული სპორტის თემაზე, მე კი სწორედ ამ განხრით ვმუშაობ, მით უმეტეს, რომ ეს ჩემი სფეროა. სწორედ ამიტომ პირველი ჩართვა სპორტული ტანვარჯიშიდან მქონდა. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, ამ ამპლუაში თუ აღმოვჩნდებოდი. როცა გავიგე, რომ ''იმედის დილაში'' ჩართვებზე უნდა მემუშავა, იმ დღიდან, როგორც კი პატარა თავისუფალ დროს ვპოულობდი, ვიჭერდი რაღაც ნივთს მიკროფონის ნაცვლად და ვვარჯიშობდი. პირველი ეთერის დროს ძალიან ვინერვიულე, ხელები სულ სველი მქონდა, მაგრამ ჩანაწერი რომ ვნახე, მივხვდი, ძალიან ცუდი ჩართვა არ მქონია. რასაკვირველია, ხარვეზები იყო, რომელთაც დროთა განმავლობაში გამოვასწორებ.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება