მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რით აღაფრთოვანა ლევან ჯავახიშვილმა ნინი წიკლაური
რით აღაფრთოვანა ლევან ჯავახიშვილმა ნინი წიკლაური

10 მარ­ტი­დან ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ეთერ­ში ახა­ლი პრო­ექ­ტი - "ორი ვარ­სკვლა­ვი" იწყე­ბა. კონ­კურ­სში 12 წყვი­ლი მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას: პრო­ფე­სი­ო­ნალ მომ­ღერ­ლებ­თან სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და­ა­წყვი­ლეს. მა­გა­ლი­თად, ჟურ­ნა­ლისტ ლე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვილს მომ­ღე­რა­ლი ნინი წიკ­ლა­უ­რი გა­უ­წევს პარტნი­ო­რო­ბას. ნინი და ლე­ვა­ნი ერ­თმა­ნე­თის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი სა­უბ­რო­ბენ.

- "ორი ვარ­სკვლა­ვი" ბრი­ტა­ნუ­ლი შოუს ანა­ლო­გია. პრო­დი­უ­სე­რე­ბი გვპირ­დე­ბი­ან, რომ ორი­გი­ნალ­თან შე­და­რე­ბით, ქარ­თულ შო­უ­ში უფრო მეტი სი­ურპრი­ზი იქ­ნე­ბა და მა­ყუ­რე­ბელს ძა­ლი­ან ლა­მა­ზი პრო­ექ­ტის ყუ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მა. მი­ხა­რია, რომ მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს და ამის­თვის პრო­დი­უ­სერ რუსა მორ­ჩი­ლა­ძეს, ასე­ვე, პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩემს მე­წყვი­ლედ ლა­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი და­ა­სა­ხე­ლეს.

- ეს არის დუ­ე­ტე­ბის კონ­კურ­სი, სა­დაც პრო­ფე­სი­ო­ნალ მომ­ღე­რალ­თან ერ­თად არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი შე­ას­რუ­ლე­ბენ სიმ­ღე­რებს. რო­გორ ფიქ­რობ - რამ­დე­ნად რთუ­ლი იქ­ნე­ბა ეს თქვენ­თვის, მომ­ღერ­ლე­ბის­თვის?

- სა­ერ­თოდ, დუ­ეტ­ში სიმ­ღე­რა რთუ­ლია. როცა სო­ლოს მღე­რი, ყვე­ლა­ფე­რი შენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და სა­დაც გინ­და, შე­ა­ნე­ლებ, პა­უ­ზას გა­ა­კე­თებ ან მო­უჩ­ქა­რებ, დუ­ე­ტის დროს კი ამის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია! ასეთ დროს პარტნი­ორს უნდა აჰ­ყვე და აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ნი­უ­ან­სი გა­ით­ვა­ლის­წი­ნო. კარ­გი დუ­ე­ტი ნიშ­ნავს იმას, რომ წყვილ­მა ერ­თად უნდა ისუნ­თქოს. მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ლე­ვან­თან და­კავ­ში­რე­ბით ეს კომ­ფორ­ტი უკვე მაქვს. ვფიქ­რობ, ჩვე­ნი დუ­ე­ტი აუ­ცი­ლებ­ლად შედ­გე­ბა.

- ხომ არ იცი, მას­თან რა­ტომ და­გა­წყვი­ლეს?

- რა პრინ­ცი­პით დაგ­ვა­წყვი­ლეს, ვერ გე­ტყვით, მაგ­რამ ვფიქ­რობ, სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს (იცი­ნის). ლე­ვა­ნი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მღე­რის. მას პარტნი­ორ­თან სიმ­ღე­რის სა­ო­ცა­რი უნა­რი აქვს, რი­თიც ბევ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მომ­ღე­რა­ლიც ვერ და­იკ­ვეხ­ნის. ჩვე­ნი ხმის ტემ­ბრი და რაც მთა­ვა­რია, ხა­სი­ა­თი ერ­თმა­ნეთს ძა­ლი­ან მო­უხ­და. ერ­თნა­ი­რი გან­წყო­ბი­თა და შე­მარ­თე­ბით ვმღე­რით და ვემ­ზა­დე­ბით შო­უს­თვის.

- ლე­ვანს ად­რეც იც­ნობ­დი?

- აქამ­დე მას რო­გორც სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მის წამ­ყვანს, ისე ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ მას­თან პი­რა­დი ნაც­ნო­ბო­ბა არ მა­კავ­ში­რებ­და. სა­ო­ცა­რია, ასე­თი ხმის ტემ­ბრის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი რომ არ მღე­რის. მი­ხა­რია, რომ მე­წყვი­ლე­ში გა­მი­მარ­თლა. პირ­ველ­სა­ვე რე­პე­ტი­ცი­ა­ზე ისე კარ­გად ვიმ­ღე­რეთ, თით­ქოს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ერ­თად ვას­რუ­ლებ­დით სიმ­ღე­რებს.

- რე­პე­ტი­ცი­ე­ბი უკვე და­გე­წყოთ?

- დიახ, უკვე აქ­ტი­უ­რად ვრე­პე­ტი­ცი­ობთ. თან, ყო­ვე­ლი წუთი და­გეგ­მი­ლი გვაქვს: ხან გა­და­ცე­მებ­ში გვიწ­ვე­ვენ, ხან - დი­ზა­ი­ნე­რებ­თან მივ­დი­ვართ... ვხვე­წთ თი­თო­ე­ულ ფრა­ზას, ყვე­ლა დე­ტალს ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევთ. გვინ­და, ჩვე­ნი ნო­მე­რი უნაკ­ლო გა­მო­ვი­დეს და, რაც მთა­ვა­რია, სურ­ვი­ლი გვაქვს, ყვე­ლა სიმ­ღე­რა ახა­ლი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით შე­ვას­რუ­ლოთ. ვა­ღი­ა­რებ, ლე­ვა­ნის ყო­ვე­ლი ნამ­ღე­რი სი­ა­მოვ­ნე­ბას არა მარ­ტო მე მგვრის, არა­მედ - გარ­შე­მო მყო­ფებ­საც. ის ყვე­ლას­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და რაც მთა­ვა­რია, ძა­ლი­ან კარ­გად ას­რუ­ლებს ქარ­თულ სიმ­ღე­რებს.

- რე­პერ­ტუ­ა­რი უკვე შერ­ჩე­უ­ლი გაქვთ?

- სიმ­ღე­რებს გზა­დაგ­ზა ვარ­ჩევთ. პირ­ველ რიგ­ში ვცდი­ლობ, კონ­კრე­ტუ­ლი სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბის დროს ლე­ვან­მა თავი კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნოს, რად­გან ეს მისი კონ­კურ­სია. მა­ყუ­რე­ბე­ლი ჩვე­ნი დუ­ე­ტე­ბის­გან ბევრ სი­ურპრიზს უნდა ელო­დეს (იღი­მის). ვეც­დე­ბით, უფრო მეტი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა შე­ვას­რუ­ლოთ.

- კონ­კუ­რენ­ტებ­ზე რას იტყვი?

- ამ შო­უ­ში უნი­ჭი­ე­რეს ადა­მი­ა­ნებს მო­უ­ყა­რეს თავი. ყვე­ლა წყვი­ლი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, რო­გორც სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ით, ასე­ვე - ვო­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით. თი­თო­ე­უ­ლი წყვი­ლი შე­ეც­დე­ბა, სა­ინ­ტე­რე­სო ნო­მე­რი წა­რად­გი­ნოს... თუმ­ცა წი­ნას­წარ ძნე­ლია გან­სა­ზღვრო, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე ვინ რო­გორ წარ­დგე­ბა. რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე შე­იძ­ლე­ბა, გა­და­სა­რე­ვად იმ­ღე­რო, მაგ­რამ სცე­ნა­ზე ბრინ­ჯი­ვით და­იბ­ნე. სხვა­თა შო­რის, მსგავ­სი რამ უკვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ მომ­ღერ­ლებ­საც ემარ­თე­ბათ (იცი­ნის). მინ­და, ლე­ვანს ვთხო­ვო: რო­გო­რი კარ­გი­ცაა რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე, ისე­თი­ვე იყოს სცე­ნა­ზე. თუ ასე მოხ­დე­ბა, ვფიქ­რობ, წარ­მა­ტე­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი გვაქვს! მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი "ესე­მე­სე­ბის" სა­შუ­ა­ლე­ბით გა­მოვ­ლინ­დე­ბა და იმე­დი მაქვს, ჩვენ შევ­ძლებთ ხალ­ხის მო­ხიბ­ვლას, რათა ბევ­რი მე­სი­ჯი გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნონ.

ლე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი:

- ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძემ შე­მომ­თა­ვა­ზა. სხვა­თა შო­რის, მო­სა­ფიქ­რებ­ლად ბევ­რი დრო არ დამ­ჭირ­ვე­ბია. ვი­ნა­ი­დან სიმ­ღე­რა ბავ­შვო­ბი­დან­ვე მიყ­ვარს, მის წი­ნა­და­დე­ბას მა­ლე­ვე დავ­თან­ხმდი.

- ნი­ნი­ზე რას იტყვი - მე­წყვი­ლით კმა­ყო­ფი­ლი ხარ?

- მად­ლო­ბა მას, ვინც ნინი ჩემს მე­წყვი­ლედ და­ა­სა­ხე­ლა. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია, მუ­დამ მის მხარ­და­ჭე­რას ვგრძნობ; ცდი­ლობს, გა­მამ­ხნე­ვოს და ბრძო­ლის სტი­მუ­ლი მომ­ცეს. რაც შე­ე­ხე­ბა მის ვო­კა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, ვი­ტყვი, რომ მისი სიმ­ღე­რის მოს­მე­ნის დროს თვა­ლე­ბი უნდა და­ხუ­ჭო და მზეს და­ი­ნა­ხავ. ამ გო­გო­ნას არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხმა აქვს.

- ნინი შენ­ზე ამ­ბობს, რომ სა­უ­ცხოო ხმის ტემ­ბრი და კარ­გი სმე­ნა გაქვს...

- სა­კუ­თარ თავ­ზე ლა­პა­რა­კი არ მიყ­ვარს. ისე, ცნო­ბის­თვის, ბავ­შვო­ბა­ში "მარ­თვე­ში" ვმღე­რო­დი და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ვო­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი მაქვს. მთა­ვა­რია, ამ ყვე­ლა­ფერს პრო­ექ­ტში რო­გორ გა­მო­ვი­ყე­ნებ.

- ოჯა­ხის წევ­რებს გა­უ­ხარ­დათ, ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შან­სი რომ მო­გე­ცა?

- (იცი­ნის) რე­აქ­ცია არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი იყო: ოჯა­ხის წევ­რე­ბის ნა­წი­ლი მგულ­შე­მატ­კივ­რობს, ნა­წი­ლი - ნერ­ვი­უ­ლობს.

- ფიქ­რობ, რომ გა­მარ­ჯვე­ბის შან­სი გაქვთ?

- ისე­თი პარტნი­ო­რი მყავს, რომ არ შე­იძ­ლე­ბა, დავ­მარ­ცხდეთ. მინ­და, რაც შე­იძ­ლე­ბა დიდ­ხანს ვიყო ამ პრო­ექ­ტში. ჩვენ ყვე­ლა­ნა­ი­რად ვეც­დე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუ­მი ვუჩ­ვე­ნოთ. ვნა­ხოთ, რა გა­მოგ­ვი­ვა.

- რო­გო­რი სიმ­ღე­რე­ბი გი­ტა­ცებს?

- რო­გორც ვიცი, რე­პის გარ­და, სიმ­ღე­რა თით­ქმის ყვე­ლა ჟანრ­ში მოგ­ვი­წევს. ძა­ლი­ან მა­გა­რი "ტრე­ნე­რე­ბი" გვყავს და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ისი­ნი სას­წა­უ­ლებს ახ­დე­ნენ... ზოგ­ჯერ მგო­ნია, რო­მე­ლი­ღაც კონ­კრე­ტუ­ლი სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბას ვერ "გავ­ქა­ჩავ" და ეს "ტრე­ნე­რე­ბის­თვი­საც" მით­ქვამს, მაგ­რამ ისი­ნი ისეთ პა­სუხს მცე­მენ, რომ ვამ­ბობ: არა, მე ყვე­ლა­ფე­რი შე­მიძ­ლია (იცი­ნის)! ბენ­დიც ძა­ლი­ან კარ­გი გვყავს. ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე და რუსა მორ­ჩი­ლა­ძე კი ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რომ­ლებ­მაც ზუს­ტად იცი­ან, რა მო­ე­წო­ნე­ბა მა­ყუ­რე­ბელს და მჯე­რა, რომ ამ ახალ პრო­ექტსაც წარ­მა­ტე­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი აქვს!

სოფო ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რით აღაფრთოვანა ლევან ჯავახიშვილმა ნინი წიკლაური

რით აღაფრთოვანა ლევან ჯავახიშვილმა ნინი წიკლაური

10 მარტიდან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ახალი პროექტი - "ორი ვარსკვლავი" იწყება. კონკურსში 12 წყვილი მიიღებს მონაწილეობას: პროფესიონალ მომღერლებთან სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები დააწყვილეს. მაგალითად, ჟურნალისტ ლევან ჯავახიშვილს მომღერალი ნინი წიკლაური გაუწევს პარტნიორობას. ნინი და ლევანი ერთმანეთის შესაძლებლობებზე აღფრთოვანებული საუბრობენ.

- "ორი ვარსკვლავი" ბრიტანული შოუს ანალოგია. პროდიუსერები გვპირდებიან, რომ ორიგინალთან შედარებით, ქართულ შოუში უფრო მეტი სიურპრიზი იქნება და მაყურებელს ძალიან ლამაზი პროექტის ყურების საშუალება მიეცემა. მიხარია, რომ მასში მონაწილეობა შემომთავაზეს და ამისთვის პროდიუსერ რუსა მორჩილაძეს, ასევე, პროექტის ორგანიზატორებს დიდ მადლობას ვუხდი. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს მეწყვილედ ლავან ჯავახიშვილი დაასახელეს.

- ეს არის დუეტების კონკურსი, სადაც პროფესიონალ მომღერალთან ერთად არაპროფესიონალები შეასრულებენ სიმღერებს. როგორ ფიქრობ - რამდენად რთული იქნება ეს თქვენთვის, მომღერლებისთვის?

- საერთოდ, დუეტში სიმღერა რთულია. როცა სოლოს მღერი, ყველაფერი შენზეა დამოკიდებული და სადაც გინდა, შეანელებ, პაუზას გააკეთებ ან მოუჩქარებ, დუეტის დროს კი ამის გაკეთება შეუძლებელია! ასეთ დროს პარტნიორს უნდა აჰყვე და აბსოლუტურად ყველა ნიუანსი გაითვალისწინო. კარგი დუეტი ნიშნავს იმას, რომ წყვილმა ერთად უნდა ისუნთქოს. მინდა აღვნიშნო, რომ ლევანთან დაკავშირებით ეს კომფორტი უკვე მაქვს. ვფიქრობ, ჩვენი დუეტი აუცილებლად შედგება.

- ხომ არ იცი, მასთან რატომ დაგაწყვილეს?

- რა პრინციპით დაგვაწყვილეს, ვერ გეტყვით, მაგრამ ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მიიღეს (იცინის). ლევანი არაჩვეულებრივად მღერის. მას პარტნიორთან სიმღერის საოცარი უნარი აქვს, რითიც ბევრი პროფესიონალი მომღერალიც ვერ დაიკვეხნის. ჩვენი ხმის ტემბრი და რაც მთავარია, ხასიათი ერთმანეთს ძალიან მოუხდა. ერთნაირი განწყობითა და შემართებით ვმღერით და ვემზადებით შოუსთვის.

- ლევანს ადრეც იცნობდი?

- აქამდე მას როგორც საინფორმაციო გადაცემის წამყვანს, ისე ვიცნობდი, მაგრამ მასთან პირადი ნაცნობობა არ მაკავშირებდა. საოცარია, ასეთი ხმის ტემბრის მქონე ადამიანი რომ არ მღერის. მიხარია, რომ მეწყვილეში გამიმართლა. პირველსავე რეპეტიციაზე ისე კარგად ვიმღერეთ, თითქოს მთელი ცხოვრება ერთად ვასრულებდით სიმღერებს.

- რეპეტიციები უკვე დაგეწყოთ?

- დიახ, უკვე აქტიურად ვრეპეტიციობთ. თან, ყოველი წუთი დაგეგმილი გვაქვს: ხან გადაცემებში გვიწვევენ, ხან - დიზაინერებთან მივდივართ... ვხვეწთ თითოეულ ფრაზას, ყველა დეტალს ყურადღებას ვაქცევთ. გვინდა, ჩვენი ნომერი უნაკლო გამოვიდეს და, რაც მთავარია, სურვილი გვაქვს, ყველა სიმღერა ახალი ინტერპრეტაციით შევასრულოთ. ვაღიარებ, ლევანის ყოველი ნამღერი სიამოვნებას არა მარტო მე მგვრის, არამედ - გარშემო მყოფებსაც. ის ყველასგან განსხვავებულია და რაც მთავარია, ძალიან კარგად ასრულებს ქართულ სიმღერებს.

- რეპერტუარი უკვე შერჩეული გაქვთ?

- სიმღერებს გზადაგზა ვარჩევთ. პირველ რიგში ვცდილობ, კონკრეტული სიმღერის შესრულების დროს ლევანმა თავი კომფორტულად იგრძნოს, რადგან ეს მისი კონკურსია. მაყურებელი ჩვენი დუეტებისგან ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდეს (იღიმის). ვეცდებით, უფრო მეტი ქართული სიმღერა შევასრულოთ.

- კონკურენტებზე რას იტყვი?

- ამ შოუში უნიჭიერეს ადამიანებს მოუყარეს თავი. ყველა წყვილი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც საკუთარი პროფესიით, ასევე - ვოკალური შესაძლებლობებით. თითოეული წყვილი შეეცდება, საინტერესო ნომერი წარადგინოს... თუმცა წინასწარ ძნელია განსაზღვრო, საზოგადოების წინაშე ვინ როგორ წარდგება. რეპეტიციებზე შეიძლება, გადასარევად იმღერო, მაგრამ სცენაზე ბრინჯივით დაიბნე. სხვათა შორის, მსგავსი რამ უკვე ჩამოყალიბებულ მომღერლებსაც ემართებათ (იცინის). მინდა, ლევანს ვთხოვო: როგორი კარგიცაა რეპეტიციებზე, ისეთივე იყოს სცენაზე. თუ ასე მოხდება, ვფიქრობ, წარმატება გარანტირებული გვაქვს! მოგეხსენებათ, გამარჯვებული "ესემესების" საშუალებით გამოვლინდება და იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ ხალხის მოხიბვლას, რათა ბევრი მესიჯი გამოგვიგზავნონ.

ლევან ჯავახიშვილი:

- ამ პროექტში მონაწილეობა ნოე სულაბერიძემ შემომთავაზა. სხვათა შორის, მოსაფიქრებლად ბევრი დრო არ დამჭირვებია. ვინაიდან სიმღერა ბავშვობიდანვე მიყვარს, მის წინადადებას მალევე დავთანხმდი.

- ნინიზე რას იტყვი - მეწყვილით კმაყოფილი ხარ?

- მადლობა მას, ვინც ნინი ჩემს მეწყვილედ დაასახელა. არაჩვეულებრივი ადამიანია, მუდამ მის მხარდაჭერას ვგრძნობ; ცდილობს, გამამხნევოს და ბრძოლის სტიმული მომცეს. რაც შეეხება მის ვოკალურ შესაძლებლობებს, ვიტყვი, რომ მისი სიმღერის მოსმენის დროს თვალები უნდა დახუჭო და მზეს დაინახავ. ამ გოგონას არაჩვეულებრივი ხმა აქვს.

- ნინი შენზე ამბობს, რომ საუცხოო ხმის ტემბრი და კარგი სმენა გაქვს...

- საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს. ისე, ცნობისთვის, ბავშვობაში "მართვეში" ვმღეროდი და აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ვოკალური მონაცემები მაქვს. მთავარია, ამ ყველაფერს პროექტში როგორ გამოვიყენებ.

- ოჯახის წევრებს გაუხარდათ, ამ პროექტში მონაწილეობის შანსი რომ მოგეცა?

- (იცინის) რეაქცია არაერთგვაროვანი იყო: ოჯახის წევრების ნაწილი მგულშემატკივრობს, ნაწილი - ნერვიულობს.

- ფიქრობ, რომ გამარჯვების შანსი გაქვთ?

- ისეთი პარტნიორი მყავს, რომ არ შეიძლება, დავმარცხდეთ. მინდა, რაც შეიძლება დიდხანს ვიყო ამ პროექტში. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, საზოგადოებას საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვუჩვენოთ. ვნახოთ, რა გამოგვივა.

- როგორი სიმღერები გიტაცებს?

- როგორც ვიცი, რეპის გარდა, სიმღერა თითქმის ყველა ჟანრში მოგვიწევს. ძალიან მაგარი "ტრენერები" გვყავს და შეიძლება ითქვას, რომ ისინი სასწაულებს ახდენენ... ზოგჯერ მგონია, რომელიღაც კონკრეტული სიმღერის შესრულებას ვერ "გავქაჩავ" და ეს "ტრენერებისთვისაც" მითქვამს, მაგრამ ისინი ისეთ პასუხს მცემენ, რომ ვამბობ: არა, მე ყველაფერი შემიძლია (იცინის)! ბენდიც ძალიან კარგი გვყავს. ნოე სულაბერიძე და რუსა მორჩილაძე კი ის ადამიანები არიან, რომლებმაც ზუსტად იციან, რა მოეწონება მაყურებელს და მჯერა, რომ ამ ახალ პროექტსაც წარმატება გარანტირებული აქვს!

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება