სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სომალელ გოგონებს ქალთა წინადაცვეთის უარყოფისკენ მოუწოდებენ
სომალელ გოგონებს ქალთა წინადაცვეთის უარყოფისკენ მოუწოდებენ

ტრა­დი­ცია, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს შოკ­ში აგ­დებს. ქალ­თა წი­ნა­დაც­ვე­თა - ოპე­რა­ცია, რომ­ლის მსვლე­ლო­ბი­სას ხორ­ცი­ელ­დე­ბა ქალ­თა გე­ნი­ტა­ლი­ე­ბის ამოკ­ვე­თა, ან ტრავ­მი­რე­ბა. ოპე­რა­ცი­ის დროს ქალს (გო­გო­ნას) აჭ­რი­ან გა­რე­თა სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ებს იმის­თვის, რომ მან ვე­ღარ მი­ი­ღოს სექ­სუ­ა­ლუ­რი კმა­ყო­ფი­ლე­ბა და ამ­გვა­რად, პარტნი­ო­რის ერ­თგუ­ლი დარ­ჩეს.

მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ეს ოპე­რა­ცია ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის და­სა­ხიჩ­რე­ბას იწ­ვევს და გო­გო­ნებს ამ ტრა­დი­ცი­ა­ზე უა­რის თქმის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ. ამ თე­მა­ზე სა­ჯა­რო დის­კუ­სია სკო­ლა­ში Sheik Nuur გა­ი­მარ­თა. დის­კუ­სია UNICEF-ის კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა. პრო­ექ­ტი მიზ­ნად ისა­ხავს, ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნებს წი­ნა­დაც­ვე­თის, ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბი­სა და მშო­ბი­ა­რო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დონ.

30 სო­მა­ლე­ლი თი­ნე­ი­ჯე­რი - ბი­ჭე­ბი­ცა და გო­გო­ნე­ბიც აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ ეს ოპე­რა­ცია მავ­ნე­ბე­ლია და სა­ჭი­როა, უარი თქვან. თუმ­ცა, სო­მა­ლე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ თუ წი­ნა­დაც­ვე­თა­ზე უარს იტყვი­ან, გა­უ­თხოვ­რე­ბი დარ­ჩე­ბი­ან, რად­გა­ნაც "ბინ­ძურ" ქალს ცო­ლად არა­ვინ მო­იყ­ვანს.

"ეს ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­აა და თუ გო­გო­ნა ამ პრო­ცე­დუ­რას არ და­ე­მორ­ჩი­ლე­ბა, ვერ გა­თხოვ­დე­ბა", - დარ­დობს 17 წლის ასტმა იბ­რა­ჰიმ იაბ­რი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში.

ქვე­ყა­ნა­ში ქალ­თა წი­ნა­დაც­ვე­თის რამ­დე­ნი­მე ფორ­მა არ­სე­ბობს - სო­მა­ლელ თი­ნე­ი­ჯე­რებ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი პრო­ცე­დუ­რა ქორ­წი­ლამ­დე ვა­გი­ნის ამო­კერ­ვაა. გო­გო­ნე­ბი ამ ტრა­დი­ცი­ას მის­დე­ვენ, რად­გა­ნაც ად­გი­ლობ­რივ მა­მა­კა­ცებს ცო­ლად ქალ­წუ­ლე­ბი მოჰ­ყავთ. შე­სა­ბა­მი­სად, თუ ბიჭი გა­ი­გებს, რომ გო­გო­ნას ეს პრო­ცე­დუ­რა გა­კე­თე­ბუ­ლი არ აქვს, გა­ნი­ხი­ლავს, რო­გორც ცო­ლო­ბის­თვის "შე­უ­ფე­რე­ბელს". მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წი­ნა­დაც­ვე­თის უარ­ყო­ფით მხა­რე­ებ­ზე ბევ­რი და­ი­წე­რა, მას ბევ­რი გო­გო­ნა მა­ინც მი­მარ­თავს.

2008 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, აფ­რი­კა­ში 140 მი­ლი­ო­ნი წი­ნა­დაც­ვე­თი­ლი ქალი ცხოვ­რობს. ეს პრაქ­ტი­კა გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ეგ­ვიპ­ტე­ში, სუ­დან­ში, ეთი­ო­პი­ა­ში, აგ­რეთ­ვე სა­უ­დის არა­ბეთ­სა და ინ­დო­ნე­ზი­ა­ში. სო­მა­ლი­სა და მა­ლი­ში ქალ­თა 80%-ს ჩა­უ­ტა­რეს ეს პრო­ცე­დუ­რა. ეს პრო­ცე­დუ­რა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია რამ­დე­ნი­მე თე­მის­თვის, ფი­ლი­პი­ნებ­ში, მა­ლა­ი­ზი­ა­სა და პა­კის­ტან­ში. იშ­ვი­ა­თად გვხვდე­ბა არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ა­მი­რო­ებ­ში, იე­მენ­ში, ომან­სა და ბაჰ­რე­ინ­ში. ლა­თი­ნურ ამე­რი­კა­ში ქალ­თა წი­ნა­დაც­ვე­თა ძი­რი­თა­დად გვხვდე­ბა ბრა­ზი­ლი­ა­ში, აღ­მო­სავ­ლეთ მექ­სი­კა­სა და პე­რუ­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ არ­ცერ­თი რე­ლი­გია ამ პრო­ცე­დუ­რას არ მი­ე­სალ­მე­ბა. მუს­ლი­მა­ნე­ბი კრძა­ლა­ვენ ამ ოპე­რა­ცი­ას. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ქალ­თა წი­ნა­დაც­ვე­თას ძი­რი­თა­დად ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში ქალ­თა წი­ნა­დაც­ვე­თა აიკ­რძა­ლა 1985 წელს, თუმ­ცა დღემ­დე ხდე­ბა ამ პრაქ­ტი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა. 1997 წლი­დან ქალ­თა წი­ნა­დაც­ვე­თა აგ­რეთ­ვე აიკ­რძა­ლა ეგ­ვიპ­ტე­შიც.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

სომალელ გოგონებს ქალთა წინადაცვეთის უარყოფისკენ მოუწოდებენ

სომალელ გოგონებს ქალთა წინადაცვეთის უარყოფისკენ მოუწოდებენ

ტრადიცია, რომელიც მსოფლიოს შოკში აგდებს. ქალთა წინადაცვეთა - ოპერაცია, რომლის მსვლელობისას ხორციელდება ქალთა გენიტალიების ამოკვეთა, ან ტრავმირება. ოპერაციის დროს ქალს (გოგონას) აჭრიან გარეთა სასქესო ორგანოებს იმისთვის, რომ მან ვეღარ მიიღოს სექსუალური კმაყოფილება და ამგვარად, პარტნიორის ერთგული დარჩეს.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეს ოპერაცია ადამიანის ფსიქიკისა და ჯანმრთელობის დასახიჩრებას იწვევს და გოგონებს ამ ტრადიციაზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ. ამ თემაზე საჯარო დისკუსია სკოლაში Sheik Nuur გაიმართა. დისკუსია UNICEF-ის კამპანიის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს, ახალგაზრდა გოგონებს წინადაცვეთის, ადრეული ქორწინებისა და მშობიარობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.

30 სომალელი თინეიჯერი - ბიჭებიცა და გოგონებიც აცნობიერებენ, რომ ეს ოპერაცია მავნებელია და საჭიროა, უარი თქვან. თუმცა, სომალელი ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ თუ წინადაცვეთაზე უარს იტყვიან, გაუთხოვრები დარჩებიან, რადგანაც "ბინძურ" ქალს ცოლად არავინ მოიყვანს.

"ეს ჩვენი ტრადიციაა და თუ გოგონა ამ პროცედურას არ დაემორჩილება, ვერ გათხოვდება", - დარდობს 17 წლის ასტმა იბრაჰიმ იაბრილი ჟურნალისტებთან საუბარში.

ქვეყანაში ქალთა წინადაცვეთის რამდენიმე ფორმა არსებობს - სომალელ თინეიჯერებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროცედურა ქორწილამდე ვაგინის ამოკერვაა. გოგონები ამ ტრადიციას მისდევენ, რადგანაც ადგილობრივ მამაკაცებს ცოლად ქალწულები მოჰყავთ. შესაბამისად, თუ ბიჭი გაიგებს, რომ გოგონას ეს პროცედურა გაკეთებული არ აქვს, განიხილავს, როგორც ცოლობისთვის "შეუფერებელს". მიუხედავად იმისა, რომ წინადაცვეთის უარყოფით მხარეებზე ბევრი დაიწერა, მას ბევრი გოგონა მაინც მიმართავს.

2008 წლის მონაცემებით, აფრიკაში 140 მილიონი წინადაცვეთილი ქალი ცხოვრობს. ეს პრაქტიკა გავრცელებულია ეგვიპტეში, სუდანში, ეთიოპიაში, აგრეთვე საუდის არაბეთსა და ინდონეზიაში. სომალისა და მალიში ქალთა 80%-ს ჩაუტარეს ეს პროცედურა. ეს პროცედურა დამახასიათებელია რამდენიმე თემისთვის, ფილიპინებში, მალაიზიასა და პაკისტანში. იშვიათად გვხვდება არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, იემენში, ომანსა და ბაჰრეინში. ლათინურ ამერიკაში ქალთა წინადაცვეთა ძირითადად გვხვდება ბრაზილიაში, აღმოსავლეთ მექსიკასა და პერუში.

აღსანიშნავია, რომ არცერთი რელიგია ამ პროცედურას არ მიესალმება. მუსლიმანები კრძალავენ ამ ოპერაციას. ამის მიუხედავად, ქალთა წინადაცვეთას ძირითადად ისლამურ სახელმწიფოებში ახორციელებენ. გაერთიანებულ სამეფოში ქალთა წინადაცვეთა აიკრძალა 1985 წელს, თუმცა დღემდე ხდება ამ პრაქტიკის გამოყენება. 1997 წლიდან ქალთა წინადაცვეთა აგრეთვე აიკრძალა ეგვიპტეშიც.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

"ტიტანიკის" ჩაუძირავი ლედი - ვინ იყო ქალი, რომელიც სამ ისტორიულ საზღაო კატასტროფას გადაურჩა

ივლისის ფინანსური და სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რა პროგნოზებს აკეთებენ ასტროლოგები

როგორ გადაიღო ცნობილმა რუსმა ფოტოგრაფმა დავით ყიფიანის გენიალური კადრი - "5 წლის შემდეგ, იმ დღეს პირველად დადგა მოედანზე ფეხი..."