მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუბლმა და წამყვანი რუსული კომპანიების აქციებმა გაუფასურება დაიწყო
რუბლმა და წამყვანი რუსული კომპანიების აქციებმა გაუფასურება დაიწყო

მოს­კო­ვის სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე ვაჭ­რო­ბა დი­ლი­დან აქ­ცი­ე­ბის გა­უ­ფა­სუ­რე­ბით და­ი­წყო. უკ­რა­ი­ნას­თან პო­ლი­ტი­კუ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბის ეს­კა­ლა­ცი­ის ფონ­ზე, რო­მე­ლიც სა­ო­მარ ვი­თა­რე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­და­ი­ზარ­დოს, მოს­კო­ვის სა­ფონ­დო ბირ­ჟი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ბირ­ჟის ინ­დექ­სე­ბი ვაჭ­რო­ბის და­წყე­ბი­დან პირ­ვე­ლი­ვე წუ­თებ­ში 4,8%-5%-ით შემ­ცირ­და.

რუბ­ლის კურ­სი, რო­მე­ლიც ბოლო რამ­დე­ნი­მე თვეა, ისე­დაც დე­ვალ­ვა­ცი­ის რე­ჟიმ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში 1,4%-ით და­ე­ცა, კომ­პა­ნი­ა­თა აქ­ცი­ე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი 10%-ით გა­უ­ფა­სურ­და.

მათ შო­რის, გა­ი­აფ­და ისე­თი გი­გან­ტი კომ­პა­ნი­ე­ბის ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბი, რო­გო­რი­ცაა "ვი­თი­ბი ბან­კი" (9,5%-ით), "გა­ზპ­რო­მი" (11%-ით), "გა­ზპ­რომ ნეფ­ტი" (5,3%-ით), "ლუ­კო­ი­ლი" (4,7%-ით), "ნო­ვა­ტე­კი" (2,7%-ით), "ნორ­ნი­კე­ლი" (3,5% -ით), "პო­ლუს ზო­ლო­ტო" (3,5%-ით), როს­ნეფ­ტი" (4,1%-ით), "როს­ტე­ლე­კო­მი" (9%-ით), "სბერ­ბან­კი" (9%-ით), "სურ­გუტ­ნეფ­ტე­გა­ზი" (3,8%-ით), "ტატ­ნეფ­ტი" (2,7%-ით).

ინ­ვეს­ტო­რე­ბი ნდო­ბას მხო­ლოდ ოქ­როს უცხა­დე­ბენ, რო­გორც ნაკ­ლე­ბად­რის­კი­ან აქ­ტივს. შე­სა­ბა­მი­სად, ძვირ­ფა­სი ლი­თო­ნის ფასი დღეს 1,7%-ით გა­ი­ზარ­და და უნ­ცი­ა­ზე $1343,63 დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ნე­გა­ტი­უ­რი სი­ახ­ლის ფონ­ზე მსოფ­ლი­ო­ში 1,5%-ით გაძ­ვირ­და Brent-ის ტი­პის ნავ­თო­ბის აპ­რი­ლის კონ­ტრაქ­ტე­ბი და 110 დო­ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა, WTI-იზე კი - 1,2%-ით მო­ი­მა­ტა, 103 დო­ლა­რამ­დე.

"შავი ოქ­როს" გაძ­ვი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რო­მე­ლიც რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კის ძი­რი­თა­დი "ლო­კო­მო­ტი­ვია", თა­ვად რუსი ექ­სპერ­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ უკ­რა­ი­ნას­თან კონ­ფლიქ­ტი უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას მოს­კო­ვის სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე მა­ინც იქო­ნი­ებს.

აშშ-ისა და და ევ­რო­პის მხრი­დან მო­სა­ლოდ­ნე­ლი სან­ქცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ექ­სპერ­ტე­ბი რუ­სე­თი­დან სა­ინ­ვეს­ტი­ციო კა­პი­ტა­ლის გა­დი­ნე­ბას ვა­რა­უ­დო­ბენ.

რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის კრი­ზი­სის გამო ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა დღეს მთელ მსოფ­ლი­ო­ში შემ­ცირ­და, მათ შო­რის, აზი­ი­სა და აშშ-ის სა­ფონ­დო ბირ­ჟებ­ზეც (S&P 500-ის ინ­დექ­სი- 0,7%-ით და­ე­ცა), ამა­ვე დროს ნაკ­ლე­ბად დრა­მა­ტუ­ლად, მაგ­რამ მა­ინც გა­უ­ფა­სურ­და თურ­ქუ­ლი ლირა და პო­ლო­ნუ­რი ზლო­ტი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

რუბლმა და წამყვანი რუსული კომპანიების აქციებმა გაუფასურება დაიწყო

რუბლმა და წამყვანი რუსული კომპანიების აქციებმა გაუფასურება დაიწყო

მოსკოვის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა დილიდან აქციების გაუფასურებით დაიწყო. უკრაინასთან პოლიტიკური დაძაბულობის ესკალაციის ფონზე, რომელიც საომარ ვითარებაში შეიძლება გადაიზარდოს, მოსკოვის საფონდო ბირჟისა და საერთაშორისო სავალუტო ბირჟის ინდექსები ვაჭრობის დაწყებიდან პირველივე წუთებში 4,8%-5%-ით შემცირდა.

რუბლის კურსი, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა, ისედაც დევალვაციის რეჟიმში იმყოფებოდა, დოლართან მიმართებაში 1,4%-ით დაეცა, კომპანიათა აქციების უდიდესი ნაწილი 10%-ით გაუფასურდა.

მათ შორის, გაიაფდა ისეთი გიგანტი კომპანიების ფასიანი ქაღალდები, როგორიცაა ”ვითიბი ბანკი” (9,5%-ით), ”გაზპრომი” (11%-ით), ”გაზპრომ ნეფტი” (5,3%-ით), ”ლუკოილი” (4,7%-ით), ”ნოვატეკი” (2,7%-ით), ”ნორნიკელი” (3,5% -ით), ”პოლუს ზოლოტო” (3,5%-ით), როსნეფტი” (4,1%-ით), ”როსტელეკომი” (9%-ით), ”სბერბანკი” (9%-ით), ”სურგუტნეფტეგაზი” (3,8%-ით), ”ტატნეფტი” (2,7%-ით).

ინვესტორები ნდობას მხოლოდ ოქროს უცხადებენ, როგორც ნაკლებადრისკიან აქტივს. შესაბამისად, ძვირფასი ლითონის ფასი დღეს 1,7%-ით გაიზარდა და უნციაზე $1343,63 დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ნეგატიური სიახლის ფონზე მსოფლიოში 1,5%-ით გაძვირდა Brent-ის ტიპის ნავთობის აპრილის კონტრაქტები და 110 დოლარს გადააჭარბა, WTI-იზე კი - 1,2%-ით მოიმატა, 103 დოლარამდე.

”შავი ოქროს” გაძვირების მიუხედავად, რომელიც რუსეთის ეკონომიკის ძირითადი ”ლოკომოტივია”, თავად რუსი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უკრაინასთან კონფლიქტი უარყოფით გავლენას მოსკოვის საფონდო ბირჟაზე მაინც იქონიებს.

აშშ-ისა და და ევროპის მხრიდან მოსალოდნელი სანქციების გათვალისწინებით, ექსპერტები რუსეთიდან საინვესტიციო კაპიტალის გადინებას ვარაუდობენ.

რუსეთ-უკრაინის კრიზისის გამო ეკონომიკური აქტივობა დღეს მთელ მსოფლიოში შემცირდა, მათ შორის, აზიისა და აშშ-ის საფონდო ბირჟებზეც (S&P 500-ის ინდექსი- 0,7%-ით დაეცა), ამავე დროს ნაკლებად დრამატულად, მაგრამ მაინც გაუფასურდა თურქული ლირა და პოლონური ზლოტი.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ