პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქმარი ცოლმა 9 წლის შემდეგ თავის ქალით ამოიცნო - უდანაშაულო მამაკაცის საზარელი მკვლელობა დედოფლისწყაროში
ქმარი ცოლმა 9 წლის შემდეგ თავის ქალით ამოიცნო - უდანაშაულო მამაკაცის საზარელი მკვლელობა დედოფლისწყაროში

Ambebi.ge გთა­ვა­ზობთ სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლებს "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" სხვა­დას­ხვა ბეჭ­დუ­რი გა­მო­ცე­მის არ­ქი­ვე­ბი­დან. ამ­ჯე­რად წარ­მო­გიდ­გენთ ჟურ­ნალ "გზის" 2004 წლის პუბ­ლი­კა­ცი­ას.

***

თა­მა­რაშ­ვი­ლის იდუ­მალ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას მხო­ლოდ 9 წლის შემ­დეგ აე­ხა­და ფარ­და. 2001 წლის ნო­ემ­ბერ­ში ოჯახს შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ კრი­მი­ნა­ლებ­მა რეზო თა­მა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა აღი­ა­რეს და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზეც მი­უ­თი­თეს. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან ერ­თად გვა­მის ამო­საც­ნო­ბად წა­სულ ნა­თე­ლა ქა­და­გი­ძეს იქ მხო­ლოდ ქმრის ძვლე­ბი დახ­ვდა. გა­მო­ძი­ე­ბის ვა­რა­უ­დით, ბო­როტ­მოქ­მე­დებ­მა მოკ­ლუ­ლის გვა­მი სიჩ­ქა­რე­ში კი არ და­მარ­ხეს, არა­მედ მხო­ლოდ ნა­ყა­რი მიწა და­ა­ყა­რეს და გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ ის ზე­და­პირ­ზე აღ­მოჩ­ნდა.

ნა­თე­ლა ქა­და­გი­ძე, მოკ­ლუ­ლის მე­უღ­ლე

"ამ­დე­ნი წლის ტან­ჯვამ და უი­მე­დო ლო­დინ­მა,რომ ოდეს­მე რა­ი­მე გა­ირ­კვე­ო­და, ემო­ცი­ე­ბის­გან დამ­ცა­ლა. ცნო­ბას იმის შე­სა­ხებ, რომ ქმა­რი 9 წლის წინ მო­მიკ­ლეს და საქ­მე გა­იხ­სნა, შე­სა­ბა­მი­სი, ბუ­ნებ­რი­ვი რე­აქ­ცი­ით არ შევ­ხვედ­რი­ვარ. მი­თხრეს - ექ­სპერტს გა­მომ­ძი­ე­ბელს და პრო­კუ­რა­ტუ­რის სხვა თა­ნამ­შრომ­ლებს შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას უნდა გაჰ­ყვეთ, რათა ქმრის გვა­მი ამო­იც­ნო­თო. თან მთხო­ვეს, ცე­ლოფ­ნის პარ­კი წა­მე­ღო. მა­შინ ვერ მივ­ხვდი რის­თვის - თურ­მე ძვლე­ბის ჩა­სა­წყო­ბად სჭირ­დე­ბო­დათ. ინ­სტიქ­ტუ­რად ვმოქ­მე­დებ­დი და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მი­თი­თე­ბებს სრუ­ლი­ად გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად ვას­რუ­ლებ­დი.

და­უ­სახ­ლე­ბელ ად­გილ­ზე მი­ვე­დით. დიდი, ტრი­ა­ლი მინ­დი­რი იყო. იქვე, ხევ­თან ახ­ლოს მი­მიყ­ვა­ნეს და ადა­მი­ა­ნის ძვლებ­ზე მი­მი­თი­თეს. ძვლის ფრაგ­მენ­ტე­ბი სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ზე იყო მი­მო­ფან­ტუ­ლი. თა­ვის ქალა მაჩ­ვე­ნეს. დავ­ხე­დე თუ არა, მა­შინ­ვე ვი­ცა­ნი ჩემი ქმა­რი. მისი ამოც­ნო­ბა არ გამ­ჭირ­ვე­ბია. ვიგ­რძე­ნი, რომ ის იყო. ამას გარ­და, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კბი­ლე­ბი ჰქონ­და, მი­ლი­ონ­ში გა­მო­ვარ­ჩევ­დი. სწო­რედ კბი­ლებ­მა და­მარ­წმუ­ნა, რომ ის რეზო იყო. ქალა ავი­ღე, მაგ­რამ ხელ­ში­ვე შე­მო­მეფშვნა. მხო­ლოდ შუბ­ლი­სა და ყბე­ბის ნა­წი­ლე­ბი­ღა შემ­რჩა. იქ მყო­ფი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი მი­ყუ­რებ­დნენ: რას შვრე­ბი, ასე ჭკუ­ი­დან შე­იშ­ლე­ბიო! _ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ და ძვლებ­თან მი­კა­რე­ბას მიშ­ლიდ­ნენ, მაგ­რამ მათ არ ვუ­ჯე­რებ­დი. გამ­წა­რე­ბუ­ლი და ქმარს და­ნატ­რე­ბუ­ლი ქალი ვი­ყა­ვი, ბოლო წლებ­ში იმის იმე­დი რომ ცო­ცხალს ვნა­ხავ­დი, გა­და­წუ­რუ­ლი მქონ­და და ჩემი ერ­თა­დერ­თი ნატ­ვრა ისღა იყო, თუნ­დაც მკვდა­რი მე­პოვ­ნა სად­მე და მისი საფ­ლა­ვი მა­ინც მქო­ნო­და. მერე იქვე დაგ­დე­ბუ­ლი ქამ­რის ბალ­თაც ამო­ვი­ცა­ნი _ ჩემი ქმრის იყო, სხვა ტან­საც­მე­ლი აღარ­სად ჩან­და".

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ნა­პოვ­ნი ძვლე­ბის ფრაგ­მენ­ტე­ბი სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტებს წა­რუდ­გი­ნეს. ჩა­ტარ­და კო­მი­სი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა. დას­კვნის თა­ნახ­მად, ძვლე­ბი მამ­რო­ბი­თი სქე­სის ადა­მი­ანს ეკუთ­ვნო­და, ძვლო­ვა­ნი ასა­კი 40-50 წელს შე­ად­გენ­და, სი­მაღ­ლე 170 სან­ტი­მეტრს, სის­ხლის ჯგუ­ფი _ მე­ო­რეს, ქვე­და ყბა­ზე, მარ­ცხნივ, მე-8 კბი­ლის ად­გი­ლას ექ­სპერ­ტებ­მა და­ა­ფიქ­სი­რეს ნიშ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ნა­თელ­ყოფს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი კბი­ლი სი­ცო­ცხლის პე­რი­ოდ­ში იყო ამო­ღე­ბუ­ლი. დას­კვნა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი სა­თი­თა­ოდ და­ემ­თხვა ნა­თე­ლა ქა­და­გი­ძის ჩვე­ნე­ბას ქმრის ფი­ზი­კუ­რი აღ­წე­რი­ლო­ბის შე­სა­ხებ.

ნა­თე­ლა ქა­და­გი­ძე:

"1992 წლის 22 სექ­ტემ­ბე­რი იყო. რეზო სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნით დი­ლით გა­ვი­და სახ­ლი­დან, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ზე. ორ სა­ათ­ში ისევ შინ უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო და ბა­ზარ­ში წა­ვეყ­ვა­ნე. გა­ვი­და ორი სა­ა­თი, მე­ტიც, ის კი არ ჩან­და. ავ­ნერ­ვი­ულ­დი, რად­გან დაგ­ვი­ა­ნე­ბა არ სჩ­ვე­ო­და, ასეთ დროს, აუ­ცი­ლებ­ლად გა­მაფრ­თხი­ლებ­და ხოლ­მე. ფე­ხით წა­ვე­დი ბა­ზარ­ში, ვცდი­ლობ­დით, ცუდ­ზე არ მე­ფიქ­რა. როცა მო­სა­ღა­მოვ­და და ის მა­ინც არ­სად ჩან­და, შევ­შინ­დი. სა­დაც კი შე­იძ­ლე­ბო­და, ყველ­გან მო­ვი­კი­თხე, მაგ­რამ ვერ­სად ვი­პო­ვე. თა­ვის მან­ქა­ნი­ა­ნად იყო გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი. მა­შინ გა­დავ­წყვი­ტეთ ოჯა­ხის წევ­რებ­მა პო­ლი­ცი­ა­ში გან­გვე­ცხა­დე­ბი­ნა.

პო­ლი­ცი­ამ გან­ცხა­დე­ბა მხო­ლოდ მე­სა­მე დღეს მი­ი­ღო. გვი­თხრეს – წე­სია ასე­თი, მსგავს გან­ცხა­დე­ბებს ადა­მი­ა­ნის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან მე­სა­მე დღეს ვა­წე­რი­ნებ­თო, _ იქ­ნებ, მა­ნამ­დე გა­მოჩ­ნდე­სო. არც მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში გა­მო­ჩე­ნი­ლა. პო­ლი­ცი­ი­დან პო­ლი­ცი­ა­ში დავ­დი­ო­დი, ვეჭ­ვობ­დი, რომ რო­მე­ლი­მე კრი­მი­ნა­ლი ჩემი ქმრის ავ­ტო­მან­ქა­ნით (მუქი ლურ­ჯი "ვაზ-2103" ჰყავ­და) ან ფუ­ლით და­ინ­ტე­რეს­და და ამ მიზ­ნით გა­ი­ტა­ცეს ან და­ა­ყა­ჩა­ღეს. თა­ნაც იმ პე­რი­ოდ­ში, სახ­ლში რე­მონტს ვა­კე­თებ­დით, ამან ბევ­რის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო, ჩე­მამ­დე მო­დი­ო­და ხმე­ბი, თურ­მე მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ლა­პა­რა­კობ­დნენ _ რე­ზომ ტაქ­სის მძღო­ლო­ბით ამ­დე­ნი ფული რო­გორ და­აგ­რო­ვა?! _ ქა­ლიშ­ვი­ლი თბი­ლის­ში უმაღ­ლეს­ში მო­ა­წყო, ახლა კი რე­მონ­ტსაც აკე­თებ­სო. ვფიქ­რობ­დი, რომ ქმრის და­გარ­კვას­თან ამ ხმებ­საც ჰქონ­და რა­ღაც კავ­ში­რი.

მკი­თხა­ვებ­თა­ნაც დავ­დი­ო­დი. სა­ქარ­თვე­ლო­ში არც ერთი ცნო­ბი­ლი ნა­თელ­მხილ­ვე­ლი არ და­მი­ტო­ვე­ბია, შემ­დეგ აზერ­ბა­ი­ჯან­ში და თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, როს­ტოვ­შიც კი გა­ვემ­გზავ­რე სამ­კი­თხა­ოდ. ერ­თმა მათ­გან­მა მი­თხრა – თქვენ­მა მე­უღ­ლემ სხვა ქალ­თან ერ­თად სა­ზღვა­რი გა­დაკ­ვე­თა და ახ­ლაც მას­თან ცხოვ­რობ­სო. არ მინ­დო­და იმის და­ჯე­რე­ბა, რომ ქმარს რა­ღაც უბე­დუ­რე­ბა შე­ემ­თხვა, თავს ვა­ი­ძუ­ლებ­დი, სხვა რამ მე­ფიქ­რა, სხვა მი­ზე­ზი მო­მე­ძებ­ნა მისი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის და ერთხანს იმ მკი­თხა­ვის ნათ­ქვა­მი თით­ქოს და­ვი­ჯე­რე, ვამ­ბობ­დი_ ოღონდ ცო­ცხა­ლი და ჯან­მრთე­ლი იყოს და სა­დაც უნდა, იქ იცხოვ­როს-მეთ­ქი. თუმ­ცა, ამის გა­ფიქ­რე­ბი­სას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­საც ვა­წყდე­ბო­დი: რეზო ქა­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი არას­დროს ყო­ფი­ლა, სხვა ქა­ლით და­ინ­ტე­რე­სე­ბა მის­თვის არას­დროს შე­მიმ­ჩნე­ვია, თა­ნაც, იმ დროს 49 წლის გახ­ლდათ, უკვე სამი შვი­ლიშ­ვი­ლი გვყავ­და და დღე და ღა­მეს მათ­ზე ზრუნ­ვა­ში ატა­რებ­და, ოჯახს იყო გა­და­ყო­ლი­ლი. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ვერ­სი­აც გა­მოვ­რი­ცხე. პრო­კუ­რა­ტუ­რის თუ შს სა­მი­ნის­ტროს კა­ბი­ნე­ტე­ბის კა­რებს სა­თი­თა­ოდ ვა­ღებ­დი; როცა იქ მოხ­ვედ­რას მო­ვა­ხერ­ხებ­დი, შიგ­ნით მსხდომთ ვე­ვედ­რე­ბო­დი _ და­მეხ­მარ­თე, რო­გორ­მე ქმა­რი მა­პოვ­ნი­ნეთ-მეთ­ქი. წლე­ბი გა­დი­ო­და და არა­ფე­რი იც­ვლე­ბო­და. ბო­ლოს უკვე იმას ვიხ­ვე­წე­ბო­დი, _ იქ­ნებ, მკვდარს მა­ინც სად­მე მი­ვაგ­ნოთ, საფ­ლა­ვი ხომ უნდა ჰქონ­დეს-მეთ­ქი. ვგრძნობ­დი, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც გულ­თან ახ­ლოს არ მიჰ­ქონ­დათ ჩემი ქმრის ამ­ბა­ვი. ბო­ლოს მირ­ჩი­ეს, შს სა­მი­ნის­ტრო­ში სის­ხლის სა­მარ­თლის სამ­ძებ­როს მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი _ ფრი­დონ კენ­კე­ბაშ­ვი­ლი მე­კი­თხა და მის­თვის ამეხ­სნა ყვე­ლა­ფე­რი. ეს ადა­მი­ა­ნი მარ­თლაც, ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა. ფაქ­ტობ­რი­ვად, მან და სამ­ძებ­როს უფ­როს­მა ინ­სპექ­ტორ­მა _ ალიკ ნა­გი­ევ­მა გახ­სნეს ეს საქ­მე".

ნა­თე­ლა ქა­და­გი­ძის ეჭ­ვე­ბი გა­მარ­თლდა, რო­გორც გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რეზო თა­მა­რაშ­ვი­ლი ბო­როტ­მოქ­მე­დებ­მა მარ­თლაც და­ყა­ჩა­ღე­ბის – ავ­ტო­მან­ქა­ნის წარ­თმე­ვის მიზ­ნით გა­ი­ტა­ცეს და დე­დოფ­ლის­წყა­რო­დან მო­შო­რე­ბით, კვა­ლის და­ფარ­ვი­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად მოკ­ლეს. ამა­ში თურ­მე, თა­მა­რაშ­ვი­ლის ერთ-ერთი ნაც­ნო­ბის – ბალი ყურ­ბა­ნო­ვის ხელი ერია. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ყურ­ბა­ნოვ­სა და მის თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებ­ზე, სულ სხვა ყა­ჩა­ღო­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი აბუ­სა­ლამ მა­მე­დო­ვის და­კი­თხვის შე­დე­გად გა­ვიდ­ნენ. რო­გორც გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, მა­მე­დოვ­მა სხვა და­ნა­შა­უ­ლებ­თან ერ­თად რეზო თა­მა­რაშ­ვი­ლის და­ყა­ჩა­ღე­ბი­სა და მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტიც აღი­ა­რა, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ მკვლე­ლო­ბა­ში თა­ვად მას მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია. სწო­რედ მისი ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ბალი ყურ­ბა­ნო­ვი და შამ­სუ­ლა ეი­ბა­ტო­ვი. თა­ნამ­ზრახ­ველ­თა შო­რის მა­მე­დოვ­მა აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი არას­ტუნ კა­სუ­მო­ვიც და­ა­სა­ხე­ლა. კა­სუ­მო­ვი ამ­ჟა­მად გარ­დაც­ვლი­ლია, მომ­ხდა­რი ფაქ­ტი­დან ერთი წლის შემ­დეგ – 1993 წელს იგი ავა­რი­ა­ში მოყ­ვა.

ბრალ­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში სამ­ჯრე ნა­სა­მარ­თლე­ვი აბუ­სა­ლამ მა­მე­დო­ვი (და­ბა­დე­ბუ­ლი 1957 წელს) ცოლ-შვილ­თან ერ­თად სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ დუ­ზარ­გა­მა­ში ცხოვ­რობ­და. არ­სად მუ­შა­ობ­და. 1992 წელს იგი აზერ­ბა­ი­ჯან­ში, ქა­ლაქ აღსტა­ფა­ში გა­ემ­გზავ­რა და იქ შეხ­ვდა თა­ვის ნაც­ნო­ბებს – 1967 წელს და­ბა­დე­ბულ, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლევ შამ­სუ­ლა ეი­ბა­ტოვს, მეტ­სა­ხე­ლად შამ­შა­დი­ნას, და არას­ტუნ კა­სუ­მოვს, მეტ­სა­ხე­ლად ხოშ­ტუს. საბ­რალ­დე­ბო დას­კვნის მი­ხედ­ვით: 21 სექ­ტემ­ბერს სა­მი­ვემ ერ­თად მო­ი­ლა­პა­რა­კა, გამ­გზავ­რე­ბუ­ლიყ­ვნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში, აქ გა­ე­ტა­ცე­ბი­ნათ ავ­ტო­მან­ქა­ნა, გა­ე­ყი­დათ ის და აღე­ბუ­ლი თან­ხა ერ­თმა­ნეთ­ში გა­ე­ნა­წი­ლე­ბი­ნათ.

გან­ზრახ­ვის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნას მე­ო­რე დღეს­ვე შე­უდ­გნენ. კა­სუ­მო­ვი თვით­ნა­კე­თი პის­ტო­ლე­ტით შე­ი­ა­რაღ­და, რის შემ­დე­გაც სა­მი­ვემ სა­ქარ­თვე­ლოს­კენ აიღო გეზი. ჯერ სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ იორ­მუ­ღან­ლო­ში ჩა­ვიდ­ნენ, იქი­დან კი ავ­ტო­ბუსს დე­დოფ­ლის­წყა­როს­კენ გაჰ­ყვნენ. დღის პირ­ვე­ლი სა­ა­თის­თვის უკვე დე­დოფ­ლის­წყა­როს რა­ი­ო­ნულ ცენ­ტრში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. იქვე, რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რის სა­სა­დი­ლო­ში შე­ვიდ­ნენ და არ­ყი­სა და ლუ­დის სმა და­ი­წყეს. სწო­რედ ამ დროს სა­სა­დი­ლო­ში იორ­მუ­ღან­ლო­ე­ლი ბალი ყურ­ბა­ნო­ვი შე­ვი­და. იგი კარ­გად იც­ნობ­და მა­მე­დოვს. ეს უკა­ნას­კნე­ლიც მი­ე­სალ­მა ძველ მგე­ო­ბარს და სუფ­რას­თან მი­ი­პა­ტი­ჟა იგი. შე­ზარ­ხო­შე­ბუ­ლებ­მა ყურ­ბა­ნოვ­საც გა­ან­დვეს გან­ზრახ­ვა და შეს­თა­ვა­ზეს, ისიც მათ­თან ერ­თად "გა­სუ­ლი­ყო საქ­მე­ში". ყურ­ბა­ნო­ვი და­თან­ხმდა და რო­გორც ჩანს, ობი­ექ­ტიც მალე შე­არ­ჩია. და­ახ­ლო­ე­ბით ერთ სა­ათ­ში, ოთხი­ვე­ნი, ნას­ვა­მე­ბი იმა­ვე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე ტაქ­სე­ბის გა­ჩე­რე­ბას­თან მი­ვიდ­ნენ. იმ დროს გა­ჩე­რე­ბას­თან სა­კუ­თა­რი "ვაზ-2103"-ით იდგა რეზო თა­მა­რაშ­ვი­ლი.

ყურ­ბა­ნო­ვი თა­მა­რაშ­ვილს იც­ნობ­და, ისარ­გებ­ლა ამით და სთხო­ვა, დე­დოფ­ლის­წყა­როს რა­ი­ო­ნის ე.წ. "ტა­რი­ბა­ნი"-ს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბის ფერ­მა­ში წა­ეყ­ვა­ნა ისი­ნი. აღ­ნიშ­ნულ ფერ­მა­ში ყურ­ბა­ნო­ვი მწყემ­სად მუ­შა­ობ­და, ამის შე­სა­ხებ თა­მა­რაშ­ვილ­მა იცო­და და ამი­ტო­მაც უყოყ­მა­ნოდ და­თან­ხმდა მას წაყ­ვა­ნა­ზე. ყურ­ბა­ნო­ვი მძღო­ლის გვერ­დით იჯდა, მა­მე­დო­ვი, ეი­ბა­ტო­ვი და კა­სუ­მო­ვი კი _ უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე მო­თავ­სდნენ.

ბალი ყურ­ბა­ნო­ვი (წი­ნას­წა­რი გა­მო­ძი­ე­ბი­სას მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბი­დან):

"... მძღო­ლი მა­მე­დო­ვის კარ­ნა­ხით ტა­რი­ბა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვიყ­ვა­ნეთ. როცა მო­ფა­რე­ბულ ად­გილს მი­ვუ­ახ­ლოვ­დით, მო­ტყუ­ე­ბით გა­ვა­ჩე­რე­ბი­ნეთ მან­ქა­ნა. ყვე­ლა­ნი ჩა­ვე­დით. შამ­შა­დი­ნამ ჯი­ბი­დან ია­რა­ღი ამო­ი­ღო (საბ­რალ­დე­ბო დას­კვნის მი­ხედ­ვით, კა­სუ­მოვ­მა თა­ვი­სი პის­ტო­ლე­ტი შემ­დეგ ეი­ბა­ტოვს გა­დას­ცა. _ ავტ.) და მძღოლს უბ­რძა­ნა, ისიც გა­და­სუ­ლი­ყო მან­ქა­ნი­დან. თა­მა­რაშ­ვი­ლი მის მო­თხოვ­ნას და­ე­მორ­ჩი­ლა. ხოშ­ტუმ კა­ნა­ფით გა­უკ­რა მას ხე­ლე­ბი, რის შემ­დე­გაც იგი ავ­ტო­მან­ქა­ნის სა­ბარ­გულ­ში ჩას­ვეს. თა­მა­რაშ­ვილს წი­ნა­აღ­მდგე­ო­ბა არ გა­უ­წე­ვია. მა­მე­დო­ვი სა­ჭეს­თან დაჯ­და და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­და. რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რი რომ გა­ვი­ა­რეთ, თა­მა­რაშ­ვილ­მა მო­ა­ხერ­ხა და სა­ბარ­გულს თავი ახა­და, გაქ­ცე­ვას ცდი­ლობ­და, მაგ­რამ მა­მე­დოვ­მა შე­ნიშ­ნა ეს და მან­ქა­ნა გა­ა­ჩე­რა. ხოშ­ტუ და შამ­შა­დი­ნა ჩა­ვიდ­ნენ, სა­ბარ­გულს ისევ და­ა­ხუ­რეს თავი და გზა გან­ვაგ­რძეთ. კი­დევ ორი კი­ლო­მეტ­რი რომ გა­ვი­ა­რეთ, მა­მე­დოვ­მა გზი­დან მარ­ცხნივ გა­და­უხ­ვია, ერთ-ერთ ხევ­თან ჩა­ვე­დით. ამ დროს თა­მა­რაშ­ვილ­მა ისევ ახა­და სა­ბარ­გულს თავი, მა­შინ სა­მი­ვე­ნი ჩა­ვიდ­ნენ მან­ქა­ნი­დან, მეც მიბ­რძა­ნეს ჩას­ვლა. მძღო­ლი სა­ბარ­გუ­ლი­დან ამო­იყ­ვა­ნეს და შამ­შა­დი­ნამ ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მოკ­ლა იგი. ამის შემ­დეგ გარ­დაც­ვლი­ლი მძღო­ლი ოთხი­ვემ ჩა­ვიყ­ვა­ნეთ ხევ­ში და ზე­მო­დან მიწა მი­ვა­ყა­რეთ".

აბუ­სა­ლამ მა­მე­დო­ვი ყურ­ბა­ნო­ვის ჩვე­ნე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა:

"... გზა­ში მძღო­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გვი­წევ­და, რამ­დენ­ჯერ­მე ახა­და სა­ბარ­გულს თავი და ამოხ­ტო­მას ცდი­ლობ­და, მაგ­რამ მე ვამ­ჩნევ­დი ამას და მან­ქა­ნას ვა­ჩე­რებ­დი. სა­ბარ­გულს თავს ვა­ხუ­რავ­დით და კვლავ ვაგ­რძე­ლებ­დით გზას... მარ­ცხნივ გა­და­ვუხ­ვი­ეთ, ტბამ­დე არ ვი­ყა­ვით მი­სუ­ლე­ბი, როცა მძღოლ­მა ისევ ახა­და სა­ბარ­გულს თავი. მა­შინ მან­ქა­ნა გა­ვა­ჩე­რე, მაგ­რამ მხო­ლოდ კა­სუ­მო­ვი, ყურ­ბა­ნო­ვი და ეი­ბა­ტო­ვი გა­და­ვიდ­ნენ, მე სა­ჭეს­თან დავ­რჩი. სწო­რედ მა­შინ გა­ვი­გო­ნე გას­რო­ლის ხმა. როცა ისევ მან­ქა­ნა­ში ჩას­ხდნენ, ეი­ბა­ტოვ­მა მი­თხრა – ჩქა­რა წა­დიო. შე­მე­შინ­და და მან­ქა­ნა დიდი სიჩ­ქა­რით წა­ვიყ­ვა­ნე", - წერს წი­ნას­წა­რი გა­მო­ძი­ე­ბი­სას მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ში მა­მე­დო­ვი. იგი აღ­ნიშ­ნავს, რომ არც მოკ­ლუ­ლის გვა­მის და­მარ­ხვა­ში მი­უ­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ჩვე­ნე­ბა მის­ცა გა­მო­ძი­ე­ბას შამ­სუ­ლა ეი­ბა­ტოვ­მაც:

"ორი მან­ქა­ნა მყავ­და - "ჟი­გუ­ლი" და "პო­ბე­და", რომ­ლე­ბი­თაც მგზავ­რე­ბი გა­დამ­ყავ­და ხოლ­მე. კარ­გად ვიც­ნობ­დი ხოშ­ტუს – არას­ტუნ კა­სუ­მოვს. იგი აღსტა­ფა­ში, ვულ­კა­ნი­ზა­ცი­ა­ში მუ­შა­ობ­და. ხში­რად მიხ­დე­ბო­და მას­თან მის­ვლა. ვი­ცო­დი, რომ მას ხში­რად აკი­თხავ­და სა­ქარ­თვე­ლო­დან აბუ­სა­ლა­მა, მერე გა­ვი­გე, რომ ის გვა­რად მა­მე­დო­ვი იყო.

1992 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე, თვე და რი­ცხვი არ მახ­სოვს, ხოშ­ტუმ მი­თხრა – აბუ­სა­ლა­მა ავ­ტო­მან­ქა­ნას შემ­პირ­და, მან­ქა­ნა სა­ქარ­თვე­ლო­შია და მისი აზერ­ბა­ი­ჯან­ში ჩა­მოყ­ვა­ნა მინ­დაო. რად­გან მას მარ­თვის მოწ­მო­ბა არ ჰქონ­და, მე მთხო­ვა, გავ­ყო­ლო­დი. არ უთ­ქვამს ჩემ­თვის, ის მან­ქა­ნა ნა­ყი­დი იყო თუ მო­პა­რუ­ლი. მი­თხრა, რომ მან­ქა­ნის წა­მოყ­ვა­ნა­ში ფულს გა­და­მიხ­დი­და. მეც დავ­თან­ხმდი... მა­მე­დოვ­მა ბალი სა­სა­დი­ლო­ში გა­მაც­ნო, მი­თხრა – ჩემი ნა­თე­სა­ვი­აო. სუფ­რას­თან ისიც დაჯ­და, ცოტა ხან­ში კი ხოშ­ტუს­თან ერ­თად გა­რეთ გა­ვი­და; რაზე ილა­პა­რა­კეს, არ ვიცი. მობ­რუნ­დნენ, რამ­დე­ნი­მე ხანს ქე­ი­ფი გა­აგ­რძე­ლეს, შემ­დეგ კი თქვეს, რომ ტაქ­სის და­ი­ჭერ­დნენ და იმ ად­გი­ლას წა­ვი­დო­დით ყვე­ლა­ნი ერ­თად, სა­დაც მან­ქა­ნა იყო გა­ჩე­რე­ბუ­ლი. გა­რეთ რომ გა­ვე­დით, ტაქ­სი _ მუქი ლურ­ჯი""06" თუ "03" "ჟი­გუ­ლი" იც­დი­და. სა­ჭეს­თან და­ახ­ლო­ე­ბით 50 წლის მა­მა­კა­ცი იჯდა... და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტს რომ გავ­ცდით, ხოშ­ტუმ მძღო­ლის სა­ვარ­ძლის ქვე­ში­დან ია­რა­ღი გა­მო­ი­ღო და ქურ­თუ­კის ჯი­ბე­ში ჩა­ი­დო. მა­ნამ­დე არც ერ­თის ხელ­ში არ და­მი­ნა­ხავს ია­რა­ღი... 5 წუთ­ში მძღოლს მან­ქა­ნა გა­ა­ჩე­რე­ბი­ნეს, სა­ბარ­გულ­თან მი­იყ­ვა­ნეს და ხმა­მაღ­ლა, ქარ­თუ­ლად და­უ­წყეს ლა­პა­რა­კი. ამ დროს გა­ვი­გო­ნე გას­რო­ლის ხმა; ვინ ის­რო­ლა, არ და­მი­ნა­ხავს. და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვარ წუთ­ში და­ვი­ნა­ხე, რომ ბა­ლიმ და ხოშ­ტუმ მძღო­ლი ხე­ო­ბა­ში გა­ათ­რი­ეს. შე­მე­შინ­და და მან­ქა­ნი­დან გა­დავ­ხტი, ფე­ხით გა­ვი­ქე­ცი. და­ნარ­ჩე­ნე­ბი მან­ქა­ნა­ში ჩას­ხდნენ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვიდ­ნენ. ისიც და­ვი­ნა­ხე, რომ ბენ­ზი­ნი გა­უ­თავ­დათ და ფერ­მა­ში, ვი­ღაც კაცს გა­მო­არ­თვეს საწ­ვა­ვი. ამ­როს მე და­მა­ლუ­ლი ვი­ყა­ვი, ისი­ნი ვერ მხე­დავ­დნენ. და­ახ­ლო­ე­ბით 5-6 სა­ა­თის­თვის ფე­ხით მი­ვე­დი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვრამ­დე. პირ­ველ სოფ­ლამ­დე ვი­ღა­ცის ტრაქ­ტო­რით მი­ვაღ­წიე, ხოლო იქი­დან უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნის "უა­ზის" მარ­კის მან­ქა­ნით ჩა­ვე­დი აღსტა­ფამ­დე. იმ დღეს არც შოშ­ტუ და არც სხვე­ბი არ მი­ნა­ხავს. ორი დღის შემ­დეგ, ვულ­კა­ნი­ზა­ცი­ას­თან გა­ვი­ა­რე, ხოშ­ტუ შემ­ხვდა, გა­მა­ჩე­რა და და­მე­მუქ­რა – თუ სად­მე იტყვი მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ, შენც ისე­ვე გა­გის­წორ­დე­ბით, რო­გორც ამ ტაქ­სის მძღოლ­სო".

გა­მო­ძი­ე­ბამ ბო­ლომ­დე არც ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბა არ გა­ი­ზი­ა­რა და მი­იჩ­ნია, რომ მათ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, გან­გებ არას­წო­რად და­ა­ფიქ­სი­რეს ფაქ­ტე­ბი. საბ­რალ­დე­ბო დას­კვნის თა­ნახ­მად, თა­მა­რაშ­ვილს ეი­ბა­ტოვ­მა ეს­რო­ლა თა­ვის არე­ში და სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რა იგი. შე­სა­ბა­მი­სად, მკვლე­ლო­ბის მუხ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რამ მას მი­უ­ყე­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენ პი­რებს _ ბრალ­დე­ბის თა­ნახ­მად, მა­თაც ისე­ვე, რო­გორც ეი­ბა­ტოვს, თა­ვი­დან­ვე ჰქონ­დათ გან­ზრა­ხუ­ლი თა­მა­რაშ­ვი­ლის მოკ­ვლა, რად­გან იცოდ­ნენ, რომ იგი ყურ­ბა­ნოვს იც­ნობ­და და თუკი და­ყა­ჩა­ღე­ბის შემ­დეგ, მას ცო­ცხალს და­ტო­ვებ­დნენ, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ნა­ცხა­დებ­და პო­ლი­ცი­ა­ში, ყურ­ბა­ნოვ­საც და­ა­სა­ხე­ლებ­და და მის თან­მხლებ პი­რებ­საც აღ­წერ­და. გა­მო­ძი­ე­ბის დას­კვნით, გვა­მის და­მარ­ხვა­ში ოთხი­ვე ბრალ­დე­ბულ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

საქ­მის მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, მკვლე­ლო­ბის შემ­დგე, მა­მე­დო­ვი და მისი თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბი შე­უ­ფერ­ხებ­ლად ჩა­ვიდ­ნენ აზერ­ბა­ი­ჯან­ში და პირ­და­პირ კა­სუ­მო­ვის სახ­ლში მი­ვიდ­ნენ.

ფა­ტი­მა კა­სუ­მო­ვას (არას­ტუნ კა­სუ­მო­ვის ცოლი) ჩვე­ნე­ბი­დან:

"უკვე შე­ბინ­დე­ბუ­ლი იყო, როცა ეზი­ში მუქი ლურ­ჯი "ჟი­გუ­ლი" შე­მო­ვი­და. შინ ბავ­შვთან ერ­თად ვი­ყა­ვი. ოთახ­ში ჩემი ქმა­რი შე­მო­ვი­და და მი­თხრა – სტუმ­რე­ბი მყავს და თვი­თონ გა­ვუ­მასპნინ­ძლდე­ბიო. ფან­ჯრი­დან და­ვი­ნა­ხე მა­მე­დო­ვი, რო­მე­ლიც რამ­დენ­ჯერ­მე იყო ჩვენს ოჯახ­ში ნამ­ყო­ფი. მას ახ­ლდნენ სხვე­ბიც, რო­მელ­თაც არ ვიც­ნობ­დი. და­მა­მახ­სოვ­რდა ერთ-ერთი მათ­გა­ნი, მას და­ნარ­ჩე­ნე­ბი შამ­შე­თი მი­მარ­თავ­დნენ. ავ­ტო­მან­ქა­ნას ზე­მო­დან თივა და ხის ტო­ტე­ბი და­ა­ყა­რეს და და­ფა­რეს, მე­ო­რე დღეს ყვე­ლა­ნი ერ­თად წა­ვიდ­ნენ იმ მან­ქა­ნით. ჩემი ქმა­რი შინ ფე­ხით დაბ­რუნ­და, მხო­ლოდ მა­მე­დო­ვი ახ­ლდა თან, ქმარ­მა მი­თხრა – მან­ქა­ნა გავ­ყი­დეთ, მე 17 ათა­სი მა­ნე­თი შემ­ხვდაო.

ბრალ­დე­ბის თა­ნახ­მად, გა­ტა­ცე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა ქა­ლაქ აღსტა­ფა­ში 65 ათას რუბ­ლად მიჰ­ყი­დეს გა­მო­ძი­ე­ბით და­უდ­გე­ნელ პი­როვ­ნე­ბას და ფული, რო­გორც მო­ლა­პა­რა­კე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, თა­ნაბ­რად გა­ი­ნა­წი­ლეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თა­მა­რაშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნის გა­ტა­ცე­ბის­თვის მა­მე­დო­ვი და ყურ­ბა­ნო­ვი სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ 2002 წელს გა­ა­სა­მარ­თლა. მა­მე­დოვ­მა ყა­ჩა­ღო­ბა აღი­ა­რა, ყურ­ბა­ნოვ­მა _ არა. სა­სა­მარ­თლომ ორი­ვე მათ­გა­ნი დამ­ნა­შა­ვედ ცნო. მა­მე­დოვს 14 წლით, ყურ­ბა­ნოვს კი _ 12 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს. რაც შე­ე­ხე­ბა თა­მა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ფაქტს, ამ ნა­წილ­ში საქ­მე ცალ­კე წარ­მო­ე­ბად გა­მო­ი­ყო და და­მა­ტე­ბი­თი გა­მო­ძი­ე­ბის­თვის პრო­კუ­რა­ტუ­რას და­უბ­რუნ­და. ძი­ე­ბა დრო­ე­ბით შე­ჩერ­და მე­სა­მე ბრალ­დე­ბუ­ლის – შამ­სუ­ლა ეი­ბა­ტო­ვის რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­ცი­ამ­დე. ეი­ბა­ტო­ვი 1997 წელს, ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვი­სა და გა­სა­ღე­ბის­თვის რუ­სე­თის ქა­ლაქ ტი­უ­მე­ნის სა­სა­მარ­თლომ გა­ა­სა­მარ­თლა და 6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. სას­ჯელს იგი ტი­უ­მე­ნის სა­პყრო­ბი­ლე­ში იხ­დი­და, ვადა კი 2003 წლის 18 აგ­ვის­ტოს ეწუ­რე­ბო­და. იგი სა­ქარ­თვე­ლო­ში 2003 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში იქნა ექ­სტრა­დი­რე­ბუ­ლი და ძი­ე­ბა თა­მა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ნა­წილ­ში ამ დრო­ი­დან გა­ნახ­ლდა. ეი­ბა­ტო­ვი მა­მე­დოვ­სა და ყურ­ბა­ნოვ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე ამ კვი­რა­ში წარ­დგა. რო­გორც მის­მა ად­ვო­კატ­მა გვი­თხრა, ეი­ბა­ტო­ვი ამ­ჟა­მად მხო­ლოდ და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვა­ში ცნობს თავს დამ­ნა­შა­ვედ, საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა მო­მა­ვალ კვი­რა­ში და­ი­წყე­ბა.

ჟურ­ნა­ლი გზა

#24 10.06.2004

ქმარი ცოლმა 9 წლის შემდეგ თავის ქალით ამოიცნო - უდანაშაულო მამაკაცის საზარელი მკვლელობა დედოფლისწყაროში

ქმარი ცოლმა 9 წლის შემდეგ თავის ქალით ამოიცნო - უდანაშაულო მამაკაცის საზარელი მკვლელობა დედოფლისწყაროში

Ambebi.ge გთავაზობთ საინტერესო მასალებს "პალიტრა მედიის" სხვადასხვა ბეჭდური გამოცემის არქივებიდან. ამჯერად წარმოგიდგენთ ჟურნალ "გზის" 2004 წლის პუბლიკაციას.

***

თამარაშვილის იდუმალ გაუჩინარებას მხოლოდ 9 წლის შემდეგ აეხადა ფარდა. 2001 წლის ნოემბერში ოჯახს შეატყობინეს, რომ კრიმინალებმა რეზო თამარაშვილის მკვლელობა აღიარეს და შემთხვევის ადგილზეც მიუთითეს. სამართალდამცავებთან ერთად გვამის ამოსაცნობად წასულ ნათელა ქადაგიძეს იქ მხოლოდ ქმრის ძვლები დახვდა. გამოძიების ვარაუდით, ბოროტმოქმედებმა მოკლულის გვამი სიჩქარეში კი არ დამარხეს, არამედ მხოლოდ ნაყარი მიწა დააყარეს და გარკვეული დროის შემდეგ ის ზედაპირზე აღმოჩნდა.

ნათელა ქადაგიძე, მოკლულის მეუღლე

"ამდენი წლის ტანჯვამ და უიმედო ლოდინმა,რომ ოდესმე რაიმე გაირკვეოდა, ემოციებისგან დამცალა. ცნობას იმის შესახებ, რომ ქმარი 9 წლის წინ მომიკლეს და საქმე გაიხსნა, შესაბამისი, ბუნებრივი რეაქციით არ შევხვედრივარ. მითხრეს - ექსპერტს გამომძიებელს და პროკურატურის სხვა თანამშრომლებს შემთხვევის ადგილას უნდა გაჰყვეთ, რათა ქმრის გვამი ამოიცნოთო. თან მთხოვეს, ცელოფნის პარკი წამეღო. მაშინ ვერ მივხვდი რისთვის - თურმე ძვლების ჩასაწყობად სჭირდებოდათ. ინსტიქტურად ვმოქმედებდი და სამართალდამცავების მითითებებს სრულიად გაუცნობიერებლად ვასრულებდი.

დაუსახლებელ ადგილზე მივედით. დიდი, ტრიალი მინდირი იყო. იქვე, ხევთან ახლოს მიმიყვანეს და ადამიანის ძვლებზე მიმითითეს. ძვლის ფრაგმენტები სხვადასხვა ადგილებზე იყო მიმოფანტული. თავის ქალა მაჩვენეს. დავხედე თუ არა, მაშინვე ვიცანი ჩემი ქმარი. მისი ამოცნობა არ გამჭირვებია. ვიგრძენი, რომ ის იყო. ამას გარდა, განსაკუთრებული კბილები ჰქონდა, მილიონში გამოვარჩევდი. სწორედ კბილებმა დამარწმუნა, რომ ის რეზო იყო. ქალა ავიღე, მაგრამ ხელშივე შემომეფშვნა. მხოლოდ შუბლისა და ყბების ნაწილებიღა შემრჩა. იქ მყოფი სამართალდამცავები გაოცებულები მიყურებდნენ: რას შვრები, ასე ჭკუიდან შეიშლებიო! _ მეუბნებოდნენ და ძვლებთან მიკარებას მიშლიდნენ, მაგრამ მათ არ ვუჯერებდი. გამწარებული და ქმარს დანატრებული ქალი ვიყავი, ბოლო წლებში იმის იმედი რომ ცოცხალს ვნახავდი, გადაწურული მქონდა და ჩემი ერთადერთი ნატვრა ისღა იყო, თუნდაც მკვდარი მეპოვნა სადმე და მისი საფლავი მაინც მქონოდა. მერე იქვე დაგდებული ქამრის ბალთაც ამოვიცანი _ ჩემი ქმრის იყო, სხვა ტანსაცმელი აღარსად ჩანდა".

შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი ძვლების ფრაგმენტები სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებს წარუდგინეს. ჩატარდა კომისიური ექსპერტიზა. დასკვნის თანახმად, ძვლები მამრობითი სქესის ადამიანს ეკუთვნოდა, ძვლოვანი ასაკი 40-50 წელს შეადგენდა, სიმაღლე 170 სანტიმეტრს, სისხლის ჯგუფი _ მეორეს, ქვედა ყბაზე, მარცხნივ, მე-8 კბილის ადგილას ექსპერტებმა დააფიქსირეს ნიშნები, რომლებიც ნათელყოფს, რომ აღნიშნული კბილი სიცოცხლის პერიოდში იყო ამოღებული. დასკვნაში დაფიქსირებული მონაცემები სათითაოდ დაემთხვა ნათელა ქადაგიძის ჩვენებას ქმრის ფიზიკური აღწერილობის შესახებ.

ნათელა ქადაგიძე:

`1992 წლის 22 სექტემბერი იყო. რეზო საკუთარი მანქანით დილით გავიდა სახლიდან, საოჯახო საქმეებზე. ორ საათში ისევ შინ უნდა დაბრუნებულიყო და ბაზარში წავეყვანე. გავიდა ორი საათი, მეტიც, ის კი არ ჩანდა. ავნერვიულდი, რადგან დაგვიანება არ სჩვეოდა, ასეთ დროს, აუცილებლად გამაფრთხილებდა ხოლმე. ფეხით წავედი ბაზარში, ვცდილობდით, ცუდზე არ მეფიქრა. როცა მოსაღამოვდა და ის მაინც არსად ჩანდა, შევშინდი. სადაც კი შეიძლებოდა, ყველგან მოვიკითხე, მაგრამ ვერსად ვიპოვე. თავის მანქანიანად იყო გაუჩინარებული. მაშინ გადავწყვიტეთ ოჯახის წევრებმა პოლიციაში განგვეცხადებინა.

პოლიციამ განცხადება მხოლოდ მესამე დღეს მიიღო. გვითხრეს – წესია ასეთი, მსგავს განცხადებებს ადამიანის გაუჩინარებიდან მესამე დღეს ვაწერინებთო, _ იქნებ, მანამდე გამოჩნდესო. არც მომდევნო დღეებში გამოჩენილა. პოლიციიდან პოლიციაში დავდიოდი, ვეჭვობდი, რომ რომელიმე კრიმინალი ჩემი ქმრის ავტომანქანით (მუქი ლურჯი "ვაზ-2103" ჰყავდა) ან ფულით დაინტერესდა და ამ მიზნით გაიტაცეს ან დააყაჩაღეს. თანაც იმ პერიოდში, სახლში რემონტს ვაკეთებდით, ამან ბევრის ყურადღება მიიპყრო, ჩემამდე მოდიოდა ხმები, თურმე მოსახლეობაში ლაპარაკობდნენ _ რეზომ ტაქსის მძღოლობით ამდენი ფული როგორ დააგროვა?! _ ქალიშვილი თბილისში უმაღლესში მოაწყო, ახლა კი რემონტსაც აკეთებსო. ვფიქრობდი, რომ ქმრის დაგარკვასთან ამ ხმებსაც ჰქონდა რაღაც კავშირი.

მკითხავებთანაც დავდიოდი. საქართველოში არც ერთი ცნობილი ნათელმხილველი არ დამიტოვებია, შემდეგ აზერბაიჯანში და თქვენ წარმოიდგინეთ, როსტოვშიც კი გავემგზავრე სამკითხაოდ. ერთმა მათგანმა მითხრა – თქვენმა მეუღლემ სხვა ქალთან ერთად საზღვარი გადაკვეთა და ახლაც მასთან ცხოვრობსო. არ მინდოდა იმის დაჯერება, რომ ქმარს რაღაც უბედურება შეემთხვა, თავს ვაიძულებდი, სხვა რამ მეფიქრა, სხვა მიზეზი მომეძებნა მისი გაუჩინარების და ერთხანს იმ მკითხავის ნათქვამი თითქოს დავიჯერე, ვამბობდი_ ოღონდ ცოცხალი და ჯანმრთელი იყოს და სადაც უნდა, იქ იცხოვროს-მეთქი. თუმცა, ამის გაფიქრებისას წინააღმდეგობასაც ვაწყდებოდი: რეზო ქალების მოყვარული არასდროს ყოფილა, სხვა ქალით დაინტერესება მისთვის არასდროს შემიმჩნევია, თანაც, იმ დროს 49 წლის გახლდათ, უკვე სამი შვილიშვილი გვყავდა და დღე და ღამეს მათზე ზრუნვაში ატარებდა, ოჯახს იყო გადაყოლილი. დროთა განმავლობაში ეს ვერსიაც გამოვრიცხე. პროკურატურის თუ შს სამინისტროს კაბინეტების კარებს სათითაოდ ვაღებდი; როცა იქ მოხვედრას მოვახერხებდი, შიგნით მსხდომთ ვევედრებოდი _ დამეხმართე, როგორმე ქმარი მაპოვნინეთ-მეთქი. წლები გადიოდა და არაფერი იცვლებოდა. ბოლოს უკვე იმას ვიხვეწებოდი, _ იქნებ, მკვდარს მაინც სადმე მივაგნოთ, საფლავი ხომ უნდა ჰქონდეს-მეთქი. ვგრძნობდი, რომ მაინცდამაინც გულთან ახლოს არ მიჰქონდათ ჩემი ქმრის ამბავი. ბოლოს მირჩიეს, შს სამინისტროში სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველოს უფროსი _ ფრიდონ კენკებაშვილი მეკითხა და მისთვის ამეხსნა ყველაფერი. ეს ადამიანი მართლაც, ძალიან დამეხმარა. ფაქტობრივად, მან და სამძებროს უფროსმა ინსპექტორმა _ ალიკ ნაგიევმა გახსნეს ეს საქმე".

ნათელა ქადაგიძის ეჭვები გამართლდა, როგორც გამოძიებით დადგინდა, რეზო თამარაშვილი ბოროტმოქმედებმა მართლაც დაყაჩაღების – ავტომანქანის წართმევის მიზნით გაიტაცეს და დედოფლისწყაროდან მოშორებით, კვალის დაფარვისა და პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად მოკლეს. ამაში თურმე, თამარაშვილის ერთ-ერთი ნაცნობის – ბალი ყურბანოვის ხელი ერია. სამართალდამცავები ყურბანოვსა და მის თანამზრახველებზე, სულ სხვა ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული აბუსალამ მამედოვის დაკითხვის შედეგად გავიდნენ. როგორც გამომძიებლები აცხადებენ, მამედოვმა სხვა დანაშაულებთან ერთად რეზო თამარაშვილის დაყაჩაღებისა და მკვლელობის ფაქტიც აღიარა, თუმცა აღნიშნა, რომ მკვლელობაში თავად მას მონაწილეობა არ მიუღია. სწორედ მისი ჩვენების საფუძველზე დააკავეს სამართალდამცავებმა ბალი ყურბანოვი და შამსულა ეიბატოვი. თანამზრახველთა შორის მამედოვმა აზერბაიჯანელი არასტუნ კასუმოვიც დაასახელა. კასუმოვი ამჟამად გარდაცვლილია, მომხდარი ფაქტიდან ერთი წლის შემდეგ – 1993 წელს იგი ავარიაში მოყვა.

ბრალდებული, წარსულში სამჯრე ნასამართლევი აბუსალამ მამედოვი (დაბადებული 1957 წელს) ცოლ-შვილთან ერთად საგარეჯოს რაიონის სოფელ დუზარგამაში ცხოვრობდა. არსად მუშაობდა. 1992 წელს იგი აზერბაიჯანში, ქალაქ აღსტაფაში გაემგზავრა და იქ შეხვდა თავის ნაცნობებს – 1967 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ შამსულა ეიბატოვს, მეტსახელად შამშადინას, და არასტუნ კასუმოვს, მეტსახელად ხოშტუს. საბრალდებო დასკვნის მიხედვით: 21 სექტემბერს სამივემ ერთად მოილაპარაკა, გამგზავრებულიყვნენ საქართველოში, აქ გაეტაცებინათ ავტომანქანა, გაეყიდათ ის და აღებული თანხა ერთმანეთში გაენაწილებინათ.

განზრახვის სისრულეში მოყვანას მეორე დღესვე შეუდგნენ. კასუმოვი თვითნაკეთი პისტოლეტით შეიარაღდა, რის შემდეგაც სამივემ საქართველოსკენ აიღო გეზი. ჯერ საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში ჩავიდნენ, იქიდან კი ავტობუსს დედოფლისწყაროსკენ გაჰყვნენ. დღის პირველი საათისთვის უკვე დედოფლისწყაროს რაიონულ ცენტრში იმყოფებოდნენ. იქვე, რკინიგზის სადგურის სასადილოში შევიდნენ და არყისა და ლუდის სმა დაიწყეს. სწორედ ამ დროს სასადილოში იორმუღანლოელი ბალი ყურბანოვი შევიდა. იგი კარგად იცნობდა მამედოვს. ეს უკანასკნელიც მიესალმა ძველ მგეობარს და სუფრასთან მიიპატიჟა იგი. შეზარხოშებულებმა ყურბანოვსაც გაანდვეს განზრახვა და შესთავაზეს, ისიც მათთან ერთად `გასულიყო საქმეში". ყურბანოვი დათანხმდა და როგორც ჩანს, ობიექტიც მალე შეარჩია. დაახლოებით ერთ საათში, ოთხივენი, ნასვამები იმავე ტერიტორიაზე მდებარე ტაქსების გაჩერებასთან მივიდნენ. იმ დროს გაჩერებასთან საკუთარი "ვაზ-2103"-ით იდგა რეზო თამარაშვილი.

ყურბანოვი თამარაშვილს იცნობდა, ისარგებლა ამით და სთხოვა, დედოფლისწყაროს რაიონის ე.წ. "ტარიბანი"-ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მეცხოველეობის ფერმაში წაეყვანა ისინი. აღნიშნულ ფერმაში ყურბანოვი მწყემსად მუშაობდა, ამის შესახებ თამარაშვილმა იცოდა და ამიტომაც უყოყმანოდ დათანხმდა მას წაყვანაზე. ყურბანოვი მძღოლის გვერდით იჯდა, მამედოვი, ეიბატოვი და კასუმოვი კი _ უკანა სავარძელზე მოთავსდნენ.

ბალი ყურბანოვი (წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენებიდან):

"... მძღოლი მამედოვის კარნახით ტარიბანის მიმართულებით წავიყვანეთ. როცა მოფარებულ ადგილს მივუახლოვდით, მოტყუებით გავაჩერებინეთ მანქანა. ყველანი ჩავედით. შამშადინამ ჯიბიდან იარაღი ამოიღო (საბრალდებო დასკვნის მიხედვით, კასუმოვმა თავისი პისტოლეტი შემდეგ ეიბატოვს გადასცა. _ ავტ.) და მძღოლს უბრძანა, ისიც გადასულიყო მანქანიდან. თამარაშვილი მის მოთხოვნას დაემორჩილა. ხოშტუმ კანაფით გაუკრა მას ხელები, რის შემდეგაც იგი ავტომანქანის საბარგულში ჩასვეს. თამარაშვილს წინააღმდგეობა არ გაუწევია. მამედოვი საჭესთან დაჯდა და აზერბაიჯანის მიმართულებით წავიდა. რამდენიმე კილომეტრი რომ გავიარეთ, თამარაშვილმა მოახერხა და საბარგულს თავი ახადა, გაქცევას ცდილობდა, მაგრამ მამედოვმა შენიშნა ეს და მანქანა გააჩერა. ხოშტუ და შამშადინა ჩავიდნენ, საბარგულს ისევ დაახურეს თავი და გზა განვაგრძეთ. კიდევ ორი კილომეტრი რომ გავიარეთ, მამედოვმა გზიდან მარცხნივ გადაუხვია, ერთ-ერთ ხევთან ჩავედით. ამ დროს თამარაშვილმა ისევ ახადა საბარგულს თავი, მაშინ სამივენი ჩავიდნენ მანქანიდან, მეც მიბრძანეს ჩასვლა. მძღოლი საბარგულიდან ამოიყვანეს და შამშადინამ იარაღიდან გასროლით მოკლა იგი. ამის შემდეგ გარდაცვლილი მძღოლი ოთხივემ ჩავიყვანეთ ხევში და ზემოდან მიწა მივაყარეთ".

აბუსალამ მამედოვი ყურბანოვის ჩვენებას ეწინააღმდეგება:

`... გზაში მძღოლი წინააღმდეგობას გვიწევდა, რამდენჯერმე ახადა საბარგულს თავი და ამოხტომას ცდილობდა, მაგრამ მე ვამჩნევდი ამას და მანქანას ვაჩერებდი. საბარგულს თავს ვახურავდით და კვლავ ვაგრძელებდით გზას... მარცხნივ გადავუხვიეთ, ტბამდე არ ვიყავით მისულები, როცა მძღოლმა ისევ ახადა საბარგულს თავი. მაშინ მანქანა გავაჩერე, მაგრამ მხოლოდ კასუმოვი, ყურბანოვი და ეიბატოვი გადავიდნენ, მე საჭესთან დავრჩი. სწორედ მაშინ გავიგონე გასროლის ხმა. როცა ისევ მანქანაში ჩასხდნენ, ეიბატოვმა მითხრა – ჩქარა წადიო. შემეშინდა და მანქანა დიდი სიჩქარით წავიყვანე", - წერს წინასწარი გამოძიებისას მიცემულ ჩვენებაში მამედოვი. იგი აღნიშნავს, რომ არც მოკლულის გვამის დამარხვაში მიუღია მონაწილეობა.

განსხვავებული ჩვენება მისცა გამოძიებას შამსულა ეიბატოვმაც:

`ორი მანქანა მყავდა - "ჟიგული" და "პობედა", რომლებითაც მგზავრები გადამყავდა ხოლმე. კარგად ვიცნობდი ხოშტუს – არასტუნ კასუმოვს. იგი აღსტაფაში, ვულკანიზაციაში მუშაობდა. ხშირად მიხდებოდა მასთან მისვლა. ვიცოდი, რომ მას ხშირად აკითხავდა საქართველოდან აბუსალამა, მერე გავიგე, რომ ის გვარად მამედოვი იყო.

1992 წლის შემოდგომაზე, თვე და რიცხვი არ მახსოვს, ხოშტუმ მითხრა – აბუსალამა ავტომანქანას შემპირდა, მანქანა საქართველოშია და მისი აზერბაიჯანში ჩამოყვანა მინდაო. რადგან მას მართვის მოწმობა არ ჰქონდა, მე მთხოვა, გავყოლოდი. არ უთქვამს ჩემთვის, ის მანქანა ნაყიდი იყო თუ მოპარული. მითხრა, რომ მანქანის წამოყვანაში ფულს გადამიხდიდა. მეც დავთანხმდი... მამედოვმა ბალი სასადილოში გამაცნო, მითხრა – ჩემი ნათესავიაო. სუფრასთან ისიც დაჯდა, ცოტა ხანში კი ხოშტუსთან ერთად გარეთ გავიდა; რაზე ილაპარაკეს, არ ვიცი. მობრუნდნენ, რამდენიმე ხანს ქეიფი გააგრძელეს, შემდეგ კი თქვეს, რომ ტაქსის დაიჭერდნენ და იმ ადგილას წავიდოდით ყველანი ერთად, სადაც მანქანა იყო გაჩერებული. გარეთ რომ გავედით, ტაქსი _ მუქი ლურჯი"`06" თუ "03" "ჟიგული" იცდიდა. საჭესთან დაახლოებით 50 წლის მამაკაცი იჯდა... დასახლებულ პუნქტს რომ გავცდით, ხოშტუმ მძღოლის სავარძლის ქვეშიდან იარაღი გამოიღო და ქურთუკის ჯიბეში ჩაიდო. მანამდე არც ერთის ხელში არ დამინახავს იარაღი... 5 წუთში მძღოლს მანქანა გააჩერებინეს, საბარგულთან მიიყვანეს და ხმამაღლა, ქართულად დაუწყეს ლაპარაკი. ამ დროს გავიგონე გასროლის ხმა; ვინ ისროლა, არ დამინახავს. დაახლოებით ნახევარ წუთში დავინახე, რომ ბალიმ და ხოშტუმ მძღოლი ხეობაში გაათრიეს. შემეშინდა და მანქანიდან გადავხტი, ფეხით გავიქეცი. დანარჩენები მანქანაში ჩასხდნენ და აზერბაიჯანის მიმართულებით წავიდნენ. ისიც დავინახე, რომ ბენზინი გაუთავდათ და ფერმაში, ვიღაც კაცს გამოართვეს საწვავი. ამროს მე დამალული ვიყავი, ისინი ვერ მხედავდნენ. დაახლოებით 5-6 საათისთვის ფეხით მივედი აზერბაიჯანის საზღვრამდე. პირველ სოფლამდე ვიღაცის ტრაქტორით მივაღწიე, ხოლო იქიდან უცნობი ადამიანის "უაზის" მარკის მანქანით ჩავედი აღსტაფამდე. იმ დღეს არც შოშტუ და არც სხვები არ მინახავს. ორი დღის შემდეგ, ვულკანიზაციასთან გავიარე, ხოშტუ შემხვდა, გამაჩერა და დამემუქრა – თუ სადმე იტყვი მომხდარის შესახებ, შენც ისევე გაგისწორდებით, როგორც ამ ტაქსის მძღოლსო".

გამოძიებამ ბოლომდე არც ერთი ბრალდებულის ჩვენება არ გაიზიარა და მიიჩნია, რომ მათ პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, განგებ არასწორად დააფიქსირეს ფაქტები. საბრალდებო დასკვნის თანახმად, თამარაშვილს ეიბატოვმა ესროლა თავის არეში და სასიკვდილოდ დაჭრა იგი. შესაბამისად, მკვლელობის მუხლი პროკურატურამ მას მიუყენა. რაც შეეხება დანარჩენ პირებს _ ბრალდების თანახმად, მათაც ისევე, როგორც ეიბატოვს, თავიდანვე ჰქონდათ განზრახული თამარაშვილის მოკვლა, რადგან იცოდნენ, რომ იგი ყურბანოვს იცნობდა და თუკი დაყაჩაღების შემდეგ, მას ცოცხალს დატოვებდნენ, აუცილებლად განაცხადებდა პოლიციაში, ყურბანოვსაც დაასახელებდა და მის თანმხლებ პირებსაც აღწერდა. გამოძიების დასკვნით, გვამის დამარხვაში ოთხივე ბრალდებულმა მიიღო მონაწილეობა.

საქმის მასალების თანახმად, მკვლელობის შემდგე, მამედოვი და მისი თანამზრახველები შეუფერხებლად ჩავიდნენ აზერბაიჯანში და პირდაპირ კასუმოვის სახლში მივიდნენ.

ფატიმა კასუმოვას (არასტუნ კასუმოვის ცოლი) ჩვენებიდან:

`უკვე შებინდებული იყო, როცა ეზიში მუქი ლურჯი "ჟიგული" შემოვიდა. შინ ბავშვთან ერთად ვიყავი. ოთახში ჩემი ქმარი შემოვიდა და მითხრა – სტუმრები მყავს და თვითონ გავუმასპნინძლდებიო. ფანჯრიდან დავინახე მამედოვი, რომელიც რამდენჯერმე იყო ჩვენს ოჯახში ნამყოფი. მას ახლდნენ სხვებიც, რომელთაც არ ვიცნობდი. დამამახსოვრდა ერთ-ერთი მათგანი, მას დანარჩენები შამშეთი მიმართავდნენ. ავტომანქანას ზემოდან თივა და ხის ტოტები დააყარეს და დაფარეს, მეორე დღეს ყველანი ერთად წავიდნენ იმ მანქანით. ჩემი ქმარი შინ ფეხით დაბრუნდა, მხოლოდ მამედოვი ახლდა თან, ქმარმა მითხრა – მანქანა გავყიდეთ, მე 17 ათასი მანეთი შემხვდაო.

ბრალდების თანახმად, გატაცებული ავტომანქანა ქალაქ აღსტაფაში 65 ათას რუბლად მიჰყიდეს გამოძიებით დაუდგენელ პიროვნებას და ფული, როგორც მოლაპარაკებულები იყვნენ, თანაბრად გაინაწილეს.

აღსანიშნავია, რომ თამარაშვილის ავტომანქანის გატაცებისთვის მამედოვი და ყურბანოვი საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2002 წელს გაასამართლა. მამედოვმა ყაჩაღობა აღიარა, ყურბანოვმა _ არა. სასამართლომ ორივე მათგანი დამნაშავედ ცნო. მამედოვს 14 წლით, ყურბანოვს კი _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. რაც შეეხება თამარაშვილის მკვლელობის ფაქტს, ამ ნაწილში საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და დამატებითი გამოძიებისთვის პროკურატურას დაუბრუნდა. ძიება დროებით შეჩერდა მესამე ბრალდებულის – შამსულა ეიბატოვის რუსეთიდან საქართველოში ექსტრადიციამდე. ეიბატოვი 1997 წელს, ნარკოტიკების შეძენა-შენახვისა და გასაღებისთვის რუსეთის ქალაქ ტიუმენის სასამართლომ გაასამართლა და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელს იგი ტიუმენის საპყრობილეში იხდიდა, ვადა კი 2003 წლის 18 აგვისტოს ეწურებოდა. იგი საქართველოში 2003 წლის ოქტომბერში იქნა ექსტრადირებული და ძიება თამარაშვილის მკვლელობის ნაწილში ამ დროიდან განახლდა. ეიბატოვი მამედოვსა და ყურბანოვთან ერთად საქართველოს უზენაესი სასამართლოს წინაშე ამ კვირაში წარდგა. როგორც მისმა ადვოკატმა გვითხრა, ეიბატოვი ამჟამად მხოლოდ დანაშაულის დაფარვაში ცნობს თავს დამნაშავედ, საქმის არსებითი განხილვა მომავალ კვირაში დაიწყება.

ჟურნალი გზა

#24 10.06.2004

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია